5თავი

357 37 1
                                    

- რას ვერ გვეტყვი ლისა?(ჯისუ)  კარებისკენ გავიხედე და დავინახე თვალებ ამღვრეული ჯისუ. ფეხზე წამოვდექი და ცრემლები შევიმშრალე. ვდუმდი არ ვიცოდი რა მეთქვა.
- ლისა რატომ დუმხარ თქვი! რატომ არ გვიყვები რა მოხდა. რატომ არ გინდა რომ დაგეხმაროთ, რატომ ლისა! მითხარი! უნდა ვიცოდე. უნდა ვიცოდე რა მოუვიდა ჩემს დას. ამის უფლება მაქვს. გთხოვ მითხარი😢(ჯისუ) ცრემლები ჩამოუგორდა. არ შემიძლია მისი ამ დგომარეობაში ყურება.
- გთხოვ ნუ ტირი. არ იტირო ჩემს გამო. გამიგე ჯისუ, გამიგე არ შემიძლია გითხარა. ეს არ იქნება თქვენთვის კარგი.  არ მინდა თქვენც ჩემს გამო იტანჯებოდეთ. ყველასთვის ცუდი მომაქვს. დამღალა ამ ყველაფერმა. ნამჯუნიც ჩემს გამოა ასე ყველა ჩემს გამო ხართ ასე. მე ვარ ყველა უბედურების მიზეზი. არ უნდა გადავრჩენილიყავი. არ მინდოდა ეს. რატომ გადამარჩინეთ. მეზიზღება ჩემი თავი, ასეთი საშინელი რომ ვარ.(ლისა) ისევ ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. ძალა აღარ შემწევს რომ ვიბრძოლო. ჯისუ მოვიდა და ჩამეხუტა, როუზი სადღაც გავიდა.
- ჩემო პატარა გთხოვ ნუ იტანჯავ თავს. ხომ იცი არა რომ შენ არავისთვის ზიანი არ მოგაქვს.შენ ყველაზე უცოდველი ხარ.(ჯისუ) თავზე მისვამდა ხელს დამშვიდების მიზნით.
- როგორ არა ჩემი ბრალია ყველაფერი! ნამჯუნი ჩემს გამოა ამ დგომარეობაში. ყველაფერი მარკის ბრალია. ყველაფერი იმ დაწყევლილი დღის ბრალია. ის დღე რომ არა არაფერიც მოხდებოდა. იმ ნაბიჭვარს რომ არ ეძალადა ჩემზე ეხლა ასეთი უბედური არ ვიქნებოდი. იმ დღის გამოა ყველაფერი.იმ დღეს ცხოვრება დამენგრა. ყველამ მიმატოვეთ. ყველას გძულვართ. აღარავის აღარ ვუყვარვარ. თქვენ უკვე მიმატოვეთ დანარჩენებიც მიმატოვებენ მალე, მე ხომ ასეთი ცუდი ვარ.(ლისა) ჯისუ გაჩერდა, ხელები შემიშვა და უკან დაიხია. ცოტა ხანი მიყურა შემდეგ კი ფეხზე წამოდგა.
- ანუ მარკმა შენზე იძალადა? ამის გამო წახვედი? ჩვენ დასაცავად მიატოვე ყველა და ყველაფერი? ჩვენი დაცვის მიზნით მოგიწია მარტოობაში  გადატანა ამ ყველაფრის? ამ ყველაფრის გამო იტანჯებოდი ამდენი ხანი? ლისა შენ რა ადამიანი ხარ?! არ მესმის შენი! რატომ ფიქრობ ყოველთვის ჩვენზე და არა საკუთარ თავზე?! რატომ იქცევი ასე?! მიპასუხე! ხვდები რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია და შენ არ უნდა იტანჯებოდე, ჩვენ არ უნდა ვბრაზობდეთ შენზე! ჩვენ არ გვაქ ამის უფლება. შენ არ უნდა გძულდეს შენი თავი, ეს ჩვენ ვართ საშინელი ადამიანები. გთხოვ მაპატიე რომ არ ვეცადე გამეგო რა დაგემართა. აპატიე შენს უფროს დას. მაპატიე რომ ასე უხეშად გექცეოდი და თავი ასე ცუდად გაგრძნობინე. მე შენ ძალიან მიყვარხარ დაიკო.(ჯისუ) მოვიდა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
- გთხოვ არ მინდა რომ მათ გაიგონ. არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო. სიმართლის ცოდნა არაფერს მოუტანთ გარდა სინდისის ქენჯნისა. არ მინდა თავი ცუდად იგრძნოთ. ხვალ სასამართლოს მერე ამერიკაში წავალ და ცხოვრებას ისე განაგრძობთ როგორც აქამდე.(ლისა)
- არა გთხოვ. არ წახვიდე. ისევ ნუ მიმატოვებ, ახლა როდესაც სიმართლე ვიცი ვერსად გაგიშვებ. შენ გარეშე თითოეული გატარებული წუთი ჯოჯოხეთი იყო. ყველას ძალიან გვაკლიხარ. ყველას გვენატრები. მართალია ამაზე არავინ საუბრობს მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ შენს გარეშე ბედნიერები ვერასდროს ვიქნებით.გთხოვ დარჩი ნუ წახვალ.(ჯისუ)
- ყველა ძალიან მიყვარხართ.  შენ ჩემი და ხარ და ეს შენც კარგად იცი. იცი როგორც მიყვარახარ, მაგრამ უნდა მაპატიო რადგან აქ ვერ გავჩერდები. მაპატიე.(ლისა) ბოლოჯერ ჩავეხუტე და წამოვედი. დერეფანში ჯიმინი და როუზი შემხვდა.
- ლისა კარგად ხარ?(როუზი)
- როუზ წასვლა მინდა.(ლისა)
- მე წაგიყვანთ.(ჯიმინი)
ჯიმინის მანქანაში ჩავსხედით. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. მალე მივედით. ჯიმინიც გადმოვიდა მანქანიდან და ჩემთან მოვიდა.
- ლისა მართლა უნდა წახვიდე?(ჯიმინი) ეტყობოდა რომ ძალიან უჭირდა საუბარი.
- ხომ იცით რომ ძალიან მიყვარხართ და არ დაგივიწყებთ. შეიძლება ოდესმე ისევ ჩამოვიდე, არ ვიცი. მაგრამ ახლა მთავარია კარგად იყოთ.(ლისა)
- შენ თუ წახვალ კარგად არც მე ვიქნები და არც დანარჩენები. გთხოვ დარჩი.(ჯიმინი)
- მაპატიეთ არ შემიძლია. გთხოვ მიხედე დანარჩენებს და საკუთარ თავს. დამივიწყეთ და ცხოვრება განაგრძეთ. მე   თქვენ არ გჭირდებით ისე უფრო კარგად იქნებით.(ლისა)
- ასე ნუ ამბობ. შენ დავიწყებას ვერ შევძლებ. კარგად იცი როგორ უყვარხარ ჯინს, შენ ხომ მისი პატარა შვილიკო ხარ. ან ჰოსოკი. ჰოსოკზე არ ფიქრობ? კარგად იცი რომ შენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ. შენი წასვლის შემდეგ არ ჭამდა არ ძინავდა სახლიდანაც არ გამოდიოდა. თქვენ ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ, ტყუპებივით იყავით. ერთმანეთის გარეშე არაფერს აკეთებდით. შუგამ კი ჩვენთან ურთიერთობა ფაქტიურად გაწყვიტა. ჩაბნელებულ სახლში გამოიკეტა. მეც განადგურებული ვიყავი. გთხოვ ჯონქუქი მაინც შეიბრალე. შენი წასვლის შემდეგ გამუდმებით სვავს, ეწევა და საკუთარ თავს აღარ გავს. ყველამ ვცადეთ შენი დავიწყება მაგრამ არ გამოგვივიდა. გთხოვ იფიქრე ჩვენზე.(ჯიმინი) მხოლოდ ეს თქვა და წავიდა. არავისთან მისაუბრია, ჩემს ოთახში ავედი. ლოგინზე დავემხე და გულამოსკვნილი ავტირდი. მართლა არ შემიძლია ამ ყველაფრის გადატანა. მთელი ღამე გადავათენე. წამითაც კი არ მომიხუჭავს თვალი. საშინლად გამოვიყურებოდი. ავდექი მოვემზადე და ისევ საავადმყოფოში წავედი. ჩემდა გასაკვირვად სახლში არავინ არ იყო. ნამჯუნის სანახავად მივდიოდი რომ წასვლამდე გამოვემშვიდობო. ნამჯუნის პალატას მივუახლოვდი და დავინახე რომ ყველა აქ იყო და ნერვიულობდნენ. ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ.ჯენი თეჰიონი, როუზი ჯექსონი და ბემბემიც აქ იყო. სასწრაფოდ მივედი მათთან.
- რა ხდება?(ლისა)
- კითხულობ კიდეც?! შენი წასვლის გამო ნამჯუნი ცუდად გახდა! ყველაფერი შენი ბრალია! რატომ დაბრუნი?! არ გეყო რაც გაგვიკეთე?(ჰოსოკი) უხეშად მიპასუხა.
მე რა რეაქცია მქონდა? ამის გაგონებაზე ყურები დამიგუბდა, წონასწორობა დავკარგე და წავბარბაცდი. ცრემლები გადმომცვივდა.
ჯისუს ჯიმინს და როუზს მივუბრუნდი.
- ხომ გითხარით არა?! ყველაფერი ჩემს გამო ხდება! მე ვარ თქვენი უბედურების მიზეზი! რომ არ გამოვჩენილიყავი ახლა ყველა კარგად იქნებოდით! თქვენ კი გაიძახოდით შენ არაფერ შუაში არ ხარო! რატომ ცდილობთ ამ ტვირთის შემსუბუქებას?! მე ეს დავიმსახურე! მე არ ვარ ბედნიერების ღირსი! მე ყველა გაგაუბედურეთ! მე ვარ თქვენი უბედურების მიზეზი!(ლისა) ჯისუმ და ჯენიმ ჩემთან მოსვლა ცადეს მაგრამ გავაჩერე.
- გთხოვ ნუ იდანაშაულებ თავს. შენი ბრალი არ არის. ნუ იტანჯავ თავს. მათ არაფერი იციან. დამიჯერე გთხოვ.(ჯენი)
- რა დაგემართათ ხალხნო განა იმსახურებს კი ამ ყველაფერს ადამიანი რომელსაც ასე ძალიან ვუყვარვათ და ამდენის გადატანა უწევს მარტოს?! რატომ არ ცდილობთ მის გაგებას.ყველაფერი ისე არ არის როგორც თქვენ ფიქრობთ. შენ კი ლისა ნუ ღელავ უბრალოდ ჭრილობა გაეხსნა და კარგად იქნება. არ გაბედოთ ვინმემ მას ცუდად ელაპარაკოთ! (ჯისუ) ჭრილობა გახსნია მხოლოდ. ესეიგი კარგად არის. არა აქ ვეღარ გავჩერდები, მათ ასე ვერ მოვექცევი, უნდა წავიდე რომ ისინი ბედნიერები იყვნენ.

მტკივნეული წარსული (დასრულებული)Where stories live. Discover now