4 თავი

386 37 2
                                    


უცებ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
" ერთხელ უკვე გითხარი რომ ენას კბილი დაგეჭირა თორე შენს მეგობრებს არ ვაცოცხლებ მეთქი, შენ კი არ დამიჯერე ამიტომ დაისჯები. შენს გამო შენი ლამაზი მეგობარი რომელიც ახლა სასამართლოშია მოკვდება. ეცადე გადაარჩინო"
გავშეშდი. არა! ჩემს გამო ჩემი საყვარელი ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. თვალიდან ცრემლი გადმომგორდა.
- ლისა კარგად ხარ?(ნამჯუნი)
ყურადღება არ მიმიქცევია. ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე.
- ლისა საფრთხეში ხართ. ის პარტნიორი იმ ნაძირალა მარკის ბიძაა. ლისა ფრთხილად უნდა იყოთ რადგან მგონი რაღაცას აპირებენ. იცოდე დღესვე მოვფრინავ და სახლში დარჩით. ლისა ლისა გესმის?(ბემბემი) გავუთიშე.
- ლისა არ იტყვი რა მოხდა?!(ჯიმინი)
- ჯიმინ მანქანით ხარ?(ლისა) ანერვიულებულმა აწრაფად ვუთხარი.
- კი რა მოხდა?(ჯიმინი)
- წამოდი.(ლისა)ჯიმინს ხელი დავავლე  და გასასვლელისკენ წავედით. მანქანაში ჩავსხედით.
- ჩქარა წადი სეულის მთავარ სასამართლოში.(ლისა) ჯიმინმაც მანქანა დაქოქა და წავედით. გზაში გამუდმებით ვცდილობდი როუზთან დარეკვას. საბოლოოდ მივახწიეთ. მანქანისან ჩქარა გადმოვედი. შენობიდან მომავალი როუზის დანახვამ ცოტა დამამშვიდა. მისკენ ბედნიერი და მომღიმარი გავიქეცი. ძლიერად მოვხვიე ხელები. ცოტა ხანში მოვცილდი და
თვალიერება დავუწყე.
- ლისა გაჩერდი რას აკეთებ. რატომ იქცევი ასე უცნაურად?(როუზი)ჯიმინიც მოვიდა.
- ლისა მართლაც რა მოხდა. გზაშიც მითხარი რომ მეჩქარა. რა ხდება?(ჯიმინი)
- მოიცა თქვენ შერიგდით?(როუზი)
- ხო ყველაფერი გაიგო.(ლისა)
- დანარჩენებმაც იციან?(როუზი)
- არა.(ჯიმინი)
- მოკლედ დღეს მე და შენ რომ ვიყავით ჯიმინ ნამჯუნთან და მალევე ბავშვებიც რომ მოვიდნენ სწორედ მაგ დროს მომივიდა შეტყობინება მარკისგან და მითხრა რომ საფრთხეში იყავი როუზ, მერე ბემბემმა დარეკა და თქვა რომ მარკის ბიძაა ის პარტნიორი რომელმაც თავდასხმა განახორციელა კომპანიაზე.(ლისა) ორივენი გაოგნებულები მიყურებდნენ.
- ახლა რა უნდა ვქნათ?(როუზი)
- არ ვიცი. წამოდით ნამჯუნი და შუგა ალბად ღელავს. ისე გამოვვარდით არაფერი მითქვამს.(ლისა)
- მართალია უნდა წავიდეთ.(ჯიმინი) ყველანი ნამჯუნის პალატაში შევედით ჯენი და თეჰიონიც აქ იყო.
- ლისა როგორ ხარ? რა მოხდა? რატომ გავარდით შენდა ჯიმინი?(ნამჯუნი) არ ვიცოდი რა მეთქვა.
- ისეთი არაფერი. გაუგებრობა მოხდა.(ლისა)
- ლისა იცი იმან დარეკა და მკითხა სად იყავით მეც ვუთხარი რომ საავადმყოფოში იყავი და მეც აქ მოვდიოდი, ხოდა მითხრა მანდ იყავით მოვდივარათო. ალბად იხუმრეს.(ჯენი)
- ჯენი იცი მგონი არ ხუმრო...(ლისა) დამთავრება არ დამცალდა რადგან კარები შემოანგრიეს.
- გაიწიეთ ჩემი გოგოები  დამანახეთ.(ბემბემი) გაცეცხლებული შემოვარდა ბემბემი. რადგანაც მე და გოგოები ნამჯუნთან ახლოს ვიყავით ყველა გვერძე გაყარა რომ ჩვენამდე მოსულიყო.სამივე ერთად ჩაგვიხუტა და კარგად შეგვათვალიერა.მერე ესეც რომ არ იკმარა კიდევ ჩაგვეხუტა კიდევ დაგვათვალიერა და მერე მთელი სახე დაგვიკოცნა.ყველა გაკვირვებული გვიყურებდა.
- ხომ კარგად ხართ? ხომ არაფერი დაგმართნიათ? გტკივათ რამე?(ბემბემი)
კიდევ გვამოწმებდა.
-ნუ ხარ ფეთიანი. არაფერი არ გვჭირს და საერთოდ რას გვეხუტები  მოგვცილდი იდიოტო!(ლისა)
- იდიოტო? თქვენ გამო ჩამოვფრინდი ამხელა გზაზე და იდიოტს მეძახი ხო?(ბემბემი)
- ზედმეტად ბევრ კითხვებს გვისვამ,და მაგიტომ ხარ კიდევ კარგი ის სულელიც აქ არ არის.(ჯენი) თქვა თუ არა კარები ხელ მეორედ შემოანგრიეს. აი ისიც მეორე გადარეული. ბემბემს ხელი კრა და ეხლა ეს გიჟი ჩაგვეხუტა.
- როგორ ხართ ჩემო ლამაზებო? რამე ხომ არ გტკივათ? ხომ არაფერი დაგმართნიათ?(ჯექსონი) ახლა ამან დაგვიწყო თვალიერება.
- კვატო და იხვო ასე მალე როგორ ჩამოდით?(როუზი)
- რავი თვითმფრინავით მოვედით. ვაიმე ისე ნელა დადიოდა თვითმფრინავი რომ ნერვები აგვეშალა და პილოტის აგდება და დაჯდომა ვცადეთ მარა რად გინდა წამოხტნენ მგზავრები ვინ არიან ეს გიჟები მოაცილეთ აქედანო და ასეთები. ჩვენ მაინც არ მოვეშვით და თვალყურს ვადევნებდით.(ჯექსონი)
- ძალიან არა პროფესიონალები იყვნენ.(ბემბემი) თავი გააქნია. საზოგადოებას მოვავლე თვალი რომელიც გაკვირვებულები იყურებოდნენ.
- არ გაგიკვირდეთ ერთხელ ოპერაციაც გააკეთეს.(როუზი)
- ხო ჩვენი მეგობარი მოხვდა ავარიაში და გადაუდებელი ოპერაცია უნდა გაეკეთებიათ, ამათმა დაიჩემეს უცხოს როგორ უნდა ვანდოთო და ოპერაციას დაესწრენ საწყალი ექიმები, მთელი ოთხი საათი ამათი კაპრიზების ატანა უწევდათ. საწყალი ბიჭი აღარ არის ცოცხალი.(ლისა) ყველამ თვალები გადმოყარა.
- არ იფიქროთ რომ ამათი ბრალი იყო. სხვა მიზეზით მოკვდა.(როუზი)
- ხო ძაღლის ცოფით.(ჯენი)
- არ ხართ თქვენ ნორმალურები.(შუგა) ჩაიცინა შუგამ.
- თემას ნუ ცვლით ქალბატონებო.(ჯექსონი)
- წამოდით გარეთ.(ლისა) ბემბემი ჯექსონი ჯენი და როუზი გარეთ გამომყვა. ავუხსენი სიტვაცია და გავიგე რომ თურმე მარკი დაუჭერიათ უკვე და ყველა მტკიცებულება გადაცემულია. სასამართლო ხვალ შუადღით არის.
ისევ პალატაში დავბრუნდით.
- რა მოხდა?(ნამჯუნი)
- მეგობარო ბოდიში მაგრამ ხვალ უკან უნდა დავბრუნდე. ხომ იცი  საქმიანი გოგო ვარ უკვე. შენც კარგად ხარ და მალე გაგწერენ. საქმეები გამომიჩნდა რომელიც აუცილებლად უნდა მოვაგვარო, ამიტომ მიწევს წავიდე.(ლისა)
- მესმის შენი მაგარამ არ შეგიძლია რომ კიდევ ცოტა ხანი დარჩე? (ნამჯუნი)
- მაპატიე უნდა წავიდე ვერ მივატოვებ ასე უბრალოდ  საქმეს.(ლისა) გამოვტრიალდი და კარებისკენ წავედი.
- ყოველთვის ასე იქცევი. მიდიხარ და ასე უბრალოდ გვტოვებ. რატომ ვერ ხვდები რომ ასე გვტკენ, მაგრამ შენთვის შენი საქმე უფრო მნიშვნელოვანია.(ჯისუ) დანანებით გააქნია თავი. მის სიტყვებზე გავჩერდი და მისკენ შევტრიალდი.
- დამერწმუნე ჩემი აქ ყოფნა უფრო სახიფათოა თქვენთვის. მე კი ეს არასდროს მდომებია. არც აქამდე და არც მომავალში.(ლისა) გავუღიმე და ოთახიდან გამოვედით.
- ბავშვებო თქვენ წადით და მე ჯერ საპირფარეშოში გავალ და მერე ექიმს უნდა გავესაუბრო. ნუ დამიცდით.(ლისა)
- კარგი მაშინ ჩვენ წავალთ და შენც მალე მოდი.(თეჰიონი) გამოვბრუნდი და საპირფარეშოში შევედი და სარკესთან მივედი ონკანი მოვუშვი და სახეზე წყალი შევისხი. აღარ შემიძლია ამდენის გაძლება. ძალიან მენატრებიან... მენატრება მათთან გატარებული წუთები... მენატრება ის დრო როდესაც ყველა ერთად ბედნიერები  იყავით... არ მინდა! არ მინდა ვეზიზღებოდე! არ მინდა მათი ზიზღიანი და ბრაზიანი თვალების დანახვა! არ მინდა სიციცხლე! ღმერთო რატომ არ მომკალი! რატომ მტანჯავ! არ მინდა ასეთი სიცოცხლე. ყველას იმედები გავუცრუე. ყველას ვეზიზღები და ყველასთვის ცუდი მომაქვს. ჩავიკეცე და კედელთან ჩავიმუხლე, თავი ფეხებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე. გულამოსკვნილი ვტიროდი. დამღალა ამ ყველაფერმა. არ მინდა საფრთხეს წარმოვადგენდე საყვარელი ადამიანებისთვის. ვტირი და ცრემლებს ვერ ვიკავებ.
ოთახის კარი იღება და როუზი შემოდის. ჩემს დანახვისთანავე ჩემთან იმუხლება და მეხუტება. მეც ჩავეხუტე.
- ძალიან დავიღალე. ძალიან დამღალა ამ  უმოქმედობამ. არ ვარ ძლიერი. არ შემიძლია ამ ყველაფრის გადატანა. ძალიან მენატრებიან, მათ კი ვძულვარ, ალბად ჩემი სიცოცხლეც კი აღიზიანებთ. ისინი მე ვერ მიტანენ ვძულვარ. გესმის როუზ, ისინი არ მაპატიებენ.მათ მე გული ვატკინე.(ლისა) უკვე სუნთქვა მიჭირდა.
- ლისა გთხოვ დამშვიდდი. მათთვის შენ არაფერი ცუდი არ გაგიკეთებია, ასე მათ დასაცავად იქცევი. მათ საერთოდაც არ უნდა შენი სიკვდილი და ასე ნუ ამბობ. ყველაფერს მოვაგვარებთ და ყველაფერი დალაგდება. ყველაფერს მოუყვები და ისინიც გაგიგებენ. ლისა მათ უნდა იცოდნენ, ლისა უნდა უთხრა რომ გაგიგონ. უთხარი ნუ იტანჯავ თავს.(როუზი)
- არ მინდა. რატომ არ გესმის ჩემი. საფრთხეში ვერ ჩავაყენებ. ვერ გადავიტან მათ დაკარგვას. დღეს შენც ლამის მოგკლეს ჩემს გამო და ამას ვერ გადავიტანდი. ვერ გადავიტან რომელიმეს ჩემგამო რამე რომ დაგემართოთ. ახლა გესმის რატომ ვერ ვეტყვი სიმართლეს?(ლისა)
- რას გვიმალავ ლისა?

მტკივნეული წარსული (დასრულებული)Where stories live. Discover now