8 თავი

381 30 5
                                    

თეჰიონი ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
- დამშვიდდი. მე შენს გვერდით ვარ.(თეჰიონი)
- ვიცი, მაგრამ ეს ვერ დამამშვიდებს და ეს შენც კარგად იცი. ისინი გარეთ არიან და ვინ იცის რას გეგმავენ.(ლისა)
- რას გულისხმობთ? ყველა რაღაცას მალავთ და ჩვენ არაფერს გვეუბნებით. რას მალავთ?(ჰოსოკი)
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი.(ლისა)
- სულ ერთი და იგივეს გაიძახი. რას გვიმალავ ლისა?(ჯინი)
- უნდა გავიდე. მალე დავბრუნდები.(ლისა) ოთახიდან გამოვდივარ და საპირფარეშოში შევდივარ. ცოტახანი სარკეში ვიყურები, ფიქრები მიტაცებს და ყველაფერზე და თან არაფერზე ერთდროულად ვიწყებ ფიქრს. ფიქრებს კარების გაღება მწყვეტს. საპირფარეშოში კი ჯონგუკი შემოდის.
- ლისა რას გვიმალავ? რატომ არიდებ კითხვებს თავს? ან ვისი გეშინია ასე ძალიან? ეს ყველაფერი შენს წასვლას ეხება?მითხარი. რატომ არ გინდა რომ დაგეხმარო.(ჯონგუკი)
- არ შემიძლია ვერ გეტყვი. ეს სახიფათოა. რატომ არ გესმის თუ ჩემგან შორს იქნებით არაფერი მოგივათ.
გთხოვ წადი ჩემი ცხოვრებიდან და ბედნიერად იცხოვრე.(ლისა)
- შენ მე მიმატოვე და ამით გამაუბედურე. ახლა ნუღარ მთხოვ ბედნიერად ცხოვრებას. კარგად იცი როგორ ძლიერად მიყვარდი. იმდენად ძლიერად რომ დღემდე ვერ შევძელი შენი დავიწყება. გთოვ მითხარი რა მოხდა და ვეცდები დავივიწყო მომხდარი და გაპატიო.(ჯონგუკი)
-მაპატიე უნდა წავიდე.(ლისა) არ ვარ  მასთან საუბრისთვის მზად. ჯერ საპირფარეშო შემდეგ კი კომპანია დავტოვე. მანქანა დავქოქე და სწრაფად დავიძარი ჩემი საიდუმლო ადგილისაკენ. ქალაქის ცენტრში არის ერთი უზარმაზარი ცათაბჯენი, სადაც ხშირად ამოვდივარ ხოლმე.
მოსაღამოვდა უკვე და კიდევ აქ ვარ ჯერ არ წავსულვარ. უცებ შეტყობინება მომივიდა რომელმაც ჩემი აფორიაქება გამოიწვია. შეტყობინება უცხო ნომრიდან იყო. ეწერა რომ ჯონქუქი ვიღაცას რაღაც საწყობში ყავდათ და თუ არ მივიდოდი მას მოკლავდნენ.
მაშინვე ჯენის გადავურეკე.
- ჯენი ჯონგუკი მანდ არის?(ლისა)
- მოიცა შენთან ერთად არ არის?(ჯენი)
- არა ჩემთან ერთად არ არის. ჯენი ძალიან ვღელავ. შეტყობინება მომივიდა სადაც წერია რომ ჯონგუკი მათ ყავთ.ჯენი არ ვიცი რა ვქნა.(ლისა)
- შეგიძლია შეტყობინება გამოაგზავნო? გვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია.(ჯენი)
- კარგი.(ლისა) შეტყობინება ჯენის გავუგზავნე, შემდეგ კი იმ მისამართზე მივედი სადაც დამიბარეს. საწყობი ქალაგ გარეთ მიტოვებულ ტერიტორიაზე იყო. შენობაში შევედი თუ არა დავინახე ცენტრში სკამზე მიბმული ჯონგუკი რომელიც ხელების გახსნას ცდილობდა. მასთან გავიქეცი და აკრული პირი გავუხსენი.
- ჯონგუკ კარგად ხარ? რამე დაგიშავეს?(ლისა)
- ნუ ნერვიულობ კარგად ვარ. მიდი ხელები გამიხსენი მალე უნდა წავიდეთ აქედან.(ჯონგუკი)
- რას ამბობ, ლისა ჯერ ახლა მოვიდა. ყველაფერი ახლა იწყება ხომ ასეა ლისა(მარკი) ჯონგუკს ხელები გავუხსენი და წასვლა დავაპირეთ როდესაც უკნიდან მარკის ხმა მომესმა. მისი ხმის გაგონებაზე გავშეშდი , უკან ნელა შევტრიალდი და მისი ამაზრზენი სახის დანახვაზე ტანში შიშისგან გამაჟრიალა. მისმა ნახვამ წარსულის ცუდი მოგონება გამახსენა.
- დიდი დრო გავიდა არა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან.(მარკი) ღიმილიანი სახით დაიწყო ჩვენსკენ წამოსვლა. შიშისგან უკან დავიხიე. ის მაინც მოდიოდა მე კი უკვე სადაცაა ტირილს დავიწყებდი.
- არ მომიახლოვდე!(ლისა) გამტყდარი და აკანკალებული ხმით ვუთხარი. მორიგი შეტევა მეწყებოდა. ჩემს ასეთ მდომარეობაზე ის იცინოდა მე კი უკვე სუნთქვა მიჭირდა. ჩემი ცუდად ყოფნა ჯონგუკმაც შეამჩნია თუ  არა ჩემთან მოვიდა.
- ლისა რა გჭირს?(ჯონგუკი)
- ცუდად ვარ.(ლისა)
- კარგი რა ჩემმა ნახვამ ასე იმოქმედა?(მარკი)
- ვინ ჯანდაბა ხარ და რა გინდა ჩვენგან?!(ჯონგუკი)
- მართალია შენ არ იცი ვინ ვარ და რა მოხდა, რადგან მე ვაიძულე ლისა არ ეთქვა ისევე როგორც წასვლის მიზეზის. გინდა მოგიყვე რა მოხდა ექვსი წლის წინ?(მარკი)
- გაჩუმდი! გაჩუმდი! ნუ ლაპარაკობ! რა გინდა ჩემგან!(ლისა) შეტევას უფრო ართულებდა წარსულის გახსენება და უკვე პანიკა მეწყებოდა წარსულის გახსენებაზე. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.
- რა ჯანდაბას ამბობ!(ჯონგუკი)
- მოკლედ მე ვარ კორეის ერთ ერთი მდიდარი ბიზმესმენის შვილი. ყოველთვის იმას ვღებულობდი რაც მინდოდა. ერთხელაც დავინახე უმშვენიერესი ლისა.იმ დღეს ჩემს თავს პირობა მივეცი რომ ის ჩემი გახდებოდა. ვიმეორებ მე ყოველთვის იმას ვიღებ რაც მინდა. მოკლედ ერთ საღამოს ჩემს ბიჭებს დავავალე ლისას ჩემთან მოყვანა. ბიჭებმაც რათქმაუნდა შეასრულეს ჩემი ბრძანება და მომიყვანეს. იმ საღამოს მართალია ძალით, მაგრამ მაინც ვისიამოვნე ლისათი. ალბად მიხვდი რასაც ვგულისხმობ. საწყალი გოგო განწირული ყვიროდა და გთხოვდა დახმარებას.(მარკი) მისმა სიტყვებმა საბოლოოდ გამანადგურა. საშინელი კანკალი დამეწყო. მთელი სხეულით ვცახცახებდი.
- ნაბიჭვარო ეს როგორ გააკეთე! მოგკლავ იცოდე!(ჯონგუკი) გამეტებით ურტყამდა ჯონგუკი რა დროსაც კარი გაიღო და შეშინებული ბავშვები შემოვარდნენ. ჰოსოკი პირველი მომვარდა. ჩახუტება უნდოდა, მაგრამ უხეშათ გავაჩერე.
- არ მომეკარო!(ლისა) აშკარა იყო რომ ჩემზე ძალიან ღელავდა მაგარამ ახლა ვერაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ ის მტკივნეული წარსული მიტრიალებს გონებაში.
- ლისა დამშვიდდი. მე ვარ ჰოსოკი არაფერს დაგიშავებ.(ჰოსოკი)
- არ მომეკარო!(ლისა) ბიჭებმა ჯონგუკი მოაცილეს მარკს და ეხლა ყველა ჩემთან მოვიდა.
- ლისა პატარავ დამშვიდდი გთხოვ.(ჯონგუკი) მოვიდა და ძლიერად მომხვია თავისი დიდი და ძლიერი მკლავები. ტირილი დავიწყე. ეს იყო ერთადერთი რაც ახლა შემეძლო.
- არ მინდა აქ ყოფნა. სახლში მინდა.(ლისა) ამოვისლუკუნე ჯონგუკის მკლავებში მომწყვდეულმა. საწყობიდან ხელში აყვანილი გამომიყვანა ჯონგუკმა და ჩემი მანქანის უკანა სავარძელზე დამსვა და თვითონაც მომიჯდა. წინ თეჰიონი და ჯენი ისხდნენ. მთელი გზა ვცახცახებდი, ჯონგუკი კი მეხუტებოდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
ოთახშიც ჯონგუკმა ამიყვანა. ყველას უთხრა რომ ჩემთან თავად დარჩებოდა და მათი აქ ყოფნა აუცილებელი არ იყო. ორივენი საწოლში ჩახუტებულები ვიწექით. ჯონგუკი თავზე ხელს მისვამადა, მე კი ისევ ვცახცახებდი, ამჯერად იმ განსხვავებით რო უფრო მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი თავს.
მალე ჩამეძინა.
ჯონგუკი:
მას შემდეგ რაც ლისა სახლში მოვიყვანეთ, სულ ცახცახებს. ძალიან შეშინებულია. არც მიკვირს მას ხომ ამდენის გადატანა მოუწია. მე რას ვაკეთებდი ამ დროს? მასზე გაბრაზებული ვიყავი რომ მიმატოვა და ჩემზე არ იფიქრა. არავის მივცემ უფლებას მას რამე დაუშავონ.
შუაღამით ლისას ხმა მაღვიძებს. კოშმარს ნახულობდა.
- გთხოვ თავი დამანებე... არ გინდა გთხოვ... ეს არ გააკეთო გთხოვ... ჯონგუკ გთხოვ დამეხმარე... მიშველე ჯონგუკ... ჯონგუკ... (ლისა) ტიროდა თან ბორგავდა.
- ლისა გაიღვიძე ეს უბრალოდ სიზმარია მეტი არაფერი. ლისა გამოფხიზლდი ყველაფერი კარგად არის.(ჯონგუკი) როგორც იქნა გაიღვიძა. შეშინებული ამეკრა სხეულზე.
- მე შენთან ვარ პატარავ ნუ გეშინია.(ჯონგუკი)
- ჯონგუკ ძალიან მეშინია. დავიღალე ღოველ ღამე ერთი და იგივე მეორდება.(ლისა) ამოიოხრა და ძლიერად მომეხვია კიდევ ერთხელ.

მტკივნეული წარსული (დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora