28

1.1K 141 1
                                    

2399




______

მას შემდეგ, რაც სიყვარულში ვუტყდები, ბილი ძალიან იცვლება. უფრო მეტად თბილი ხდება ჩემ მიმართ და გამუდმებით ითხოვს ყურადღებას. თითქოს მშვიდდება იმის ცოდნით, რომ მიყვარს, მაგრამ, სხვა მხრივ, ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობას იწყებს. აქამდეც უეჭვიანია პატარ-პატარა რაღაცებზე, მაგრამ ასე - არასდროს. ერთ დღესაც იმაზე ვჩხუბობთ, რომ დობის უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ, ვიდრე მას. თავად ისიც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე აქამდე ჰქონდა. უფრო მეტად მახედებს თავის ცხოვრებაში და პირველად ვგრძნობ, რომ ჩვენ ნამდვილად შეყვარებულები ვართ, ერთმანეთზე ვზრუნავთ, თუმცა ეს ვერ ფარავს იმ ფაქტს, რომ ბილი საშინლად ეჭვიანია. ჩემი ეჭვიანობა მასზე და მიშკაზე არაფერია იმასთან შედარებით, როგორც ის იქცევა. დობის გამო ჩვენი ჩხუბი თავიდან თუ სასაცილოდ და არასერიოზულად მიმაჩნდა, მალევე ვხვდები, რომ მართლა ფიქრობს, მას დროს საერთოდ არ ვუთმობ დობის გამო. რა თქმა უნდა, დობი ბილისაც ძალიან უყვარს, მაგრამ იმის გამო ბრაზს, რომ შეიძლება ჩემთვის ის პირველი აღმოჩნდეს, ვერაფერს უხერხებს.

მალე მისი მეგობრის დაბადების დღე მოდის, შორიდან ვიცნობ იმ გოგოს, ნია ჰქვია და ძალიან შორეული საერთო ნაცნობები ჩვენც მოგვეპოვება. ბილი მთელი დღეები დაბღვერილია, დადის და არაფრის დიდებით არ მეუბნება მიზეზს. მე კი ძალიან აჟიტირებული ვარ, რადგან პირველად უნდა გამაცნოს თავისი ახლო მეგობარი. ნია არ იყო საქართველოში და დაახლოებით 2 კვირის წინ დაბრუნდა, შემდეგ სავალდებულო კარანტინში იყო და ბილიმაც ამის გამო ვერ ნახა.

- არ მივდივართ ნიასთან, - ამბობს წინა დღეს ბილი და სავარძელში მჯდარი, გაყინული სახით იყურება ფანჯრიდან.

- რატომ? - დაბნეული ვეკითხები. მათ რა, უკვე ჩხუბიც მოასწრეს?

- იმიტომ, - გაღიზიანებული მპასუხობს და სიგარეტს სწვდება კარადაზე. ანუ ჩემზეა გაბრაზებული? წარბებს გაოცებული ვწევ და ბიჭს ვუყურებ. გაბუსხულ ტუჩებს შორის იდებს ღერს და უკიდებს. თვალებს ნაბავს, როცა კვამლს ექაჩება, ფილტვებში ღრმად უშვებს და ცოტა ხნის შემდეგ ხმაურით უშვებს.

Age of Innocence 🔞Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon