1

9.1K 236 16
                                    

2306



______

- ცუდად ხარ, ალექს?

მხედველობა დანაწევრებული მაქვს, მხოლოდ კადრებად შემიძლია აღვიქვა საგნები და საკუთარი ქმედებები. ყურები მიწუის, გაუსაძლისად მცხელა და სუნთქვა მიჭირს. ვხვდები, რომ ძალიან ცუდი აზრია, ასეთ მდგომარეობაში გასაუბრებაზე წასვლა.

- ალექს, ცუდად ხარ?

შეშინებული ვტრიალებდი ხმის მიმართულებით. საწოლში მიშკა წამომჯდარა და გამოუძინებელი თვალებით მიყურებს. ნეტავ, მეც ასეთი თვალები მაქვს? ჩემ წინ მდგარ სარკეში ვიყურები, მაგრამ თვალების გარდა ყველაფერს ვხედავ. თვალების ადგილზე კადრი თითქოს გადღაბნილია და შავ, მოძრავ წერტილებად იშლება. ვრწმუნდები, რომ სათვალე მიკეთია, მაგრამ მაინც არ შემიძლია კარგად დანახვა. რატომ ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან?

- არა, - ვპასუხობ მიშკას და საკუთარ თავს ვათვალიერებ. მართალია, არ ვიცი, ჩემი მზერა ერთი კვირის უძილო ბომჟის მსგავსია თუ არა, მაგრამ სამაგიეროდ შემიძლია მთელ სხეულს დავაკვირდე. ძაღლის გამსერინებლის გასაუბრებაზე კლასიკური პიჯაკით არ უნდა წავიდე. მერე რა, რომ თხელია, პიჯაკისთვის მაინც ძალიან ცხელა. მთლიანად ოფლში ვიწურები და თავბრუ უარესად მეხვევა, - არ ვიცი, რა ჩავიცვა, - გაღიზიანებული ვიხდი პიკაჯს და საწოლისკენ ვისვრი. იმდენად ძალაგამოლეული ვარ, პიჯაკი საწოლამდეც კი ვერ აღწევს, იატაკზე ეცემა და რაღაც უფორმო, მკვდარ ცხოველს ემსგავსება.

- დაგეხმარო?

აბა რა უნდა ქნა?! უფრო მეტად ვღიზიანდები. გარედან მესმის, როგორ იღვიძებენ დანარჩენებიც. მინდა, რომ ყველა წავიდეს. მარტო ყოფნა მინდა.

მიშკა საწოლიდან იფოფხება, ხელის ცეცებით ეძებს საწოლის ბოლოში გადაკიდებულ შარვალს და გაჭირვებით უყრის ფეხებს. შემდეგ კი უკან იყურება, თავისი დისკენ, რომელიც ჩვენგან ზურგშექცევით წევს.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now