27

977 143 5
                                    

2423

_____

ივა თამაშს ძალიან მალე იწყებს. მისგან პირველ ვიდეოს გვიან ღამით ვიღებ, როდესაც ბილის გვერდით ვწევარ. ბილის ჩემგან ზურგშექცევით სძინავს, მთლიანად შიშველს არაფერი აფარია, მე კი წელზე ვეფერები ინსტინქტურად და თან ტელეფონში ვარ ჩამძვრალი. როდესაც ივასგან შეტყობინება მომდის, მთელი სხეული მეყინება. მობილური თითებში მძიმდება, ბილის წელზე ხელიც კი მიშეშდება და სუნთქვა მეკვრის. ყურებში საკუთარი გულისცემის ხმა ჩამესმის, პირში კი უცნაურ სიმჟავეს ვგრძნობ. სანამ არ გავხსნი შეტყობინებას, იქამდე წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შეიძლება იყოს. თავიდან ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემთან დალაპარაკება უნდა და იმიტომ მწერს და ამ აზრით დარწმუნებული ვხსნი მესიჯს. შემდეგ კი უსიამოვნოდ მცრის სხეულში. ეს ლინკია, მისი გუგლ-დრაივის, სადაც ვიცი, რომ ისეთი რაღაც დამხვდება, რაც ძალიან, ძალიან არ მომეწონება. არ ვიცი, საიდან გაიგო ჩემი იმეილი, თავის ვიდეოზე ჩემთვის დაშვება რომ მიენიჭებინა, მაგრამ როგორც კი ლინკზე გადავდივარ, მაშინვე შეფერხების გარეშე იხსნება ვიდეო. უკვე ვხვდები, რაც არის. კანკალი მიტანს, წამიერად თითქოს თვალებშიც კი მიბნელდება. 24 წუთიანი ჩანაწერია და დაპაუზებული ყდის მიღმა გარკვევით ვხედავ ივას მისაღებს. თავიდან, რამდენიმე წამის განმავლობაში, ჩემი გონება მხოლოდ იმას აღიქვამს, რომ ივა მეკონტაქტება და სხვა აღარაფერი მაინტერესებს, შემდეგ კი მახსენდება, რას დამპირდა, როცა მასთან სახლში ვიყავი. ვიდეოზე ბილია, ამაში იჭვი არ მეპარება. და როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უკვე ივას თამაშია, სადაც მე აღარ ვმონაწილეობ. ახლა სცენაზე მხოლოდ ივა და ბილი არიან.

ჩემ გვერდით მწოლიარე ბიჭს ვუყურებ და საშინელი შეგრძნებებით ვივსები. ღალატის, ტყუილის და იმედგაცურების სიმწარე მაწვება და თვალები მეწვის. ვიცი, რაც არ უნდა დამხვდეს ამ ვიდეოში, მათი უბრალო საუბარი თუ ისეთი სექსი, რომელიც ბილის არ უყვარს, მაინც ძალიან მტკივნეული იქნება ჩემთვის, რადგან ბილის არ უთქვამს, რომ ივას შეხვდა. არ მინდა მის ღალატზე ვიფიქრო, მირჩევნია, თავი დავარწმუნო, რომ დარჩენილი ნივთების წამოსაღებად წავიდა მარტო და იმიტომ არ მითხრა, რომ ტყუილად არ გავენერვიულებინე, ან შეიძლება არ უნდოდა, რომ მე და ივა ისევ შევხვედროდით ერთმანეთს. არც ეს არის იდეალური გამოსავალი, მაგრამ ვხვდები, რომ ბილის იქ წასვლის და ჩემგან დამალვის სხვა მიზეზს ვერ გადავიტან. იმ წამს ვხვდები, ბოლო დღეების განმვალობაში როგორი გაუცხოებაა ჩვენ შორის. ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალია. რომ არა ჩემი დაბნეულობა და ივას მიმართ გაურკვეველი გრძნობები, შეიძლება ახლა ასე არ ვყოფილიყავით. შეიძლება ბილისთვის არც ის უნდა მეთქვა, რომ ივამ მაკოცა. მაშინ გაბრაზდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რას ფიქრობს, რა იგრძნო, როცა ეს ვუთხარი. არ უთქვამს, სინამდვილეში ვისზე გაბრაზდა. ვგრძნობ, რომ ჩემზე ნამდვილად არა. შეიძლება ივას ნახვაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ ჩემზე ეჭვიანობს. ბილის თან მოვწონვარ, თან ჩემზე ეჭვიანობს. მე მიყვარს ბილი, ივას მიმართ რაღაც გაურვკეველს ვგრძნობ, რაც ერთდროულად მაშინებს კიდეც და თან მიზიდავს, მაგრამ მე მათზე არ ვეჭვიანობ. მათზე ფიქრის დროს მხოლოდ ტკივილსა და შიშს განვიცდი. მეშინია, რომ ბილი მიმატოვებს, მეშინია, რომ ივა გამიმეტებს და მატკენს ბილის დაბრუნებით. როცა ბოლოს ვნახე, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ გამიგებდა და ჩემს მინიშნებას მიიღებდა, როცა ვთხოვე, რომ ჩემთან არ მოსულიყო. ამან თითქოს იმედი გამიჩინა, რომ მას ჩემი ესმოდა, მაგრამ ვიცი, რომ ასე არაა. ვიცი, რომ ბილის დასაბრუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი. ძალიან მარტივად გამიმეტებს და ისეთ ორმაგ ტკივილს მომაყენებს - ერთს იმით, რომ ბილის დავკარგავ, მეორეს იმით, რომ ეს ივას გაკეთებული იქნება და ამის ცოდა გამანადგურებს. ფაქტი ისაა, რომ არა ის კოცნა, მე და ბილი ახლა სხვანაირად ვიქნებოდით. შეიძლება არც წასულიყო ივასთან და ახლა აკანკალებული ხელებით არც მობილური მეჭირებოდა, ბილისა და ივას 24-წუთიანი ვიდეოთი.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now