16

1.5K 157 3
                                    

2754


______

დილით ბილის კოცნით ვაღვიძებ. მოურიდებლად ვძვრები ტუჩებით მის ყელში და არ ვასვენებ, სანამ ზმუილით არ ახელს თვალებს.

- უკვე მიდიხარ? - შეცვლილი ხმით მეკითხება, ჩემკენ მოუხერხებლად ბრუნდება და ტკივილისგან კვნესის, რადგან ყური სტკივდება.

- კი. შემახედე, - თავს ვაწევინებ და ყურზე ვაკვირდები. ის თვალებს ხუჭავს და ხელზე მადებს თავს. ძალიან უჭირს გამოფხიზლება. მიხარია, რომ გაღიზიანებული არ აქვს.

- არ წახვიდე, - ბიჭი ხელებს მხვევს და სახით ყელში მიძვრება. სხეულში ჟრუანტელი მივლის, როდესაც ტუჩებით მეხება მგრძნობიარე კანზე და ვკრთები.

- შენც წასასვლელი ხარ, - ვახსენებ მე.

ის ხმამაღლა ოხრავს, მცილდება და ზურგზე წვება. მისკენ ვტრიალდები, მოხრილ მკლავს ვეყრდნობი თავით და თვალებდახუჭულ ბიჭს ვუყურებ. ვიცი, რომ უცნაურად უნდა მეჩვენებოდეს ეს ყველაფერი, არ უნდა დავივიწყო მოხუცის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ბილისთვის არ აქვს მნიშვნებლობა, ვინ იქნება მის გვერდით, მთავარი ის არის, რომ მარტო არ იყოს და დაშორების სიმძიმე მხოლოდ მის მხრებზე არ იყოს აკიდებული. ეს ყველაფერი მახსოვს, მაგრამ თითქოს სადღაც სხვა ცხოვრებაში იყო, როდესაც ნოდარმა გამაფრთხილა, თითქოს სადღაც ფილმში მოვისმინე ეს სიტყვები, ან წიგნში ამოვიკითხე და უბრალოდ ჩამყვა. ვერ ვიაზრებ, რომ რეალობა შეიძლება სულ სხვანაირი აღმოჩნდეს, ვიდრე ისეთი, როგორიც ახლა წამომიდგენია. წუხელ მომხდარის მიუხედავად, ასევე იმის, თუ როგორ მექცევა ახლა ბილი, თითქოს ერთად ვიყოთ, მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ მოვწონვარ, მაგრამ ახლა ამაზე დარდიც არ შემიძლია.

- მართლა არ გინდა, წამოხვიდე? - მეკითხება ის, თვალებს ახელს და თითებით ნელა ისრესს, ძილის ნარჩენებისგან რომ გათავისუფლდეს, - ჯონი ისეთ არაფერს გეტყვის, რომ თავი უხერხულად იგრძნო.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now