26

1.2K 145 4
                                    

3350



_______

- ისევ გირეკავს? - ნამძინარევი ხმით კითხულობს ბილი. უკვე დილის 10 საათია, მე დობის გასეირნებიდან მოვდივარ და მძინარე ბიჭს ვუწვები გვერდით, მამაჩემი კი მესამედ რეკავს და სულ უფრო მეტად ავსებს ჩემი მოთმინების ფიალას.

- ხო, - ისევ ვუთიშავ.

- უპასუხე, - ბილი თვალებს ისრესს და საბოლოოდ ფხიზლდება, - ხომ იცი, არ მოგასვენებს. იქნებ, რა უნდა.

- რა უნდა უნდოდეს? შეხვედრა, რომ მკერავთან გაყოლაზე დამითანხმოს.

ბილი ოხრავს, მუცელზე ტრიალდება, თავს ჩემკენ აბრუნებს და ბალიშს იკრავს მკერდზე.

- კარგად ხარ? ხომ არ გტკივა?

- ცოტა, - მიღიმის ის.

- ბოდიში, - ვლუღლუღებ დამწუხრებული, მას კი ჩემს რეაქციაზე გულიანად ეცინება.

- პირველად არ ხდება, ნუ გეშინია, - მამშვიდებს ის, მაგრამ მის ნათქვამზე ივა მიტივტივდება გონებაში და ვიზაფრები. ბოლო დროს, რამდენჯერაც ის მახსენდება, ვგრძნობ, როგორ მაციებს მთელ სხეულში. ძალიან არასასიამოვნო გრძნობაა, - უპასუხე რა, - უკვე ღიზიანდება მეოთხე ზარზე.

უკმაყოფილო გამომეტყველებით მიმაქვს ყურთან მობილური.

- რა გინდა?

- მომენატრე, ჩემო საყვარელო შვილო, - მესმის მისი მხიარული ხმა. ყოველთვის ასე იწყებს ლაპარაკს, უკვე ვეღარც ვბრაზდები ამ ნათქვამზე. თვალებს ვატრიალებ. როგორ შეუძლია, სულ კარგ ხასიათზე იყოს?

- მოდი, გამოვიცნობ - შეხვედრა გინდა.

- ჭკვიანი მყავხარ, - მაქებს და ხითხითებს, - მამას დაესმგავსე.

- ხო, სამწუხაროდ, - კბილებში ვცრი.

- მოდი, მართლა შევხვდეთ. ხომ იცი, რომ მაინც მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა. არ ჯობია, ახლავე მომიშორო თავიდან? - მეკითხება ხმაში გარეული ღიმილით, მაგრამ უცნაური შეგრძნება არ მიქრება, თითქოს სულაც არ ხუმრობს ამის თქმისას.

Age of Innocence 🔞Où les histoires vivent. Découvrez maintenant