- კარგი, - ვდუდღუნებ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.

- მართლა? - უკვირს მას, - მაშინ, ადგილი შენ აარჩიე და მომწერე. ოღონდ 3-მდე თეატრში ვარ.

- კარგი, - ვპასუხობ და ვუთიშავ. ბილი ინტერესით სავსე თვალებით მომჩერებია.

- რა უნდოდა? - მეკითხება და მკლავებზე იწევა.

- შეხვედრა, როგორც ყოველთვის.

- და შენ დათანხმდი, - აღნიშნავს ოდნავ გაოცებული.

თავს ვუქნევ.

- წასვლას აპირებ?

- ხო, მგონი. ჯობია ახლავე მომიშორო თავიდან, მაინც არ მოგეშვები, სანამ არ გნახავო და... მართალია.

- გინდა, გამოგყვე? - მთავაზობს თვალებანთებული.

ძალიან მხიბლავს ეს იდეა, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ არც ისე კარგადაა ახლა და წარბებს ვუჭმუხნი.

- დღეს წოლა არ გირჩევნია?

- ღმერთო, ავად კი არ ვარ, - იცინის ის.

- ხო, მაგრამ...

- გინდა, სიმართლე გითხრა? - ბილის გამომწვევად ენთება თვალები.

- მინდა, - ვჩურჩულებ დაჰიპნოზებული. გული მიჩქარდება, როცა ვხედავ, როგორ ცოცდება ჩემკენ.

- სინამდვილეში მომწონს კიდეც ეს ტკივილი, - ზემოდან მექცევა, მე კი სუნთქვაშეკრული ავყურებ და ტუჩებს ვაშორებ ერთმანეთს, რადგან ვგრძნობ, როგორ იკლებს ჩემ გარშემო ჰაერი, - რადგან ვიცი, ვისგანაცაა, - ჩურჩულებს ჩემკენ გადმოხრილი და ცხვირის წვერს მისვამს ლოყაზე.

თვალები მელულება. ის მოხერხებულად ეწყობა ჩემზე და ნელა ამოძრავებს თეძოებს. ყურთან მისი აღელვებული სუნთქვის ხმა ჩამესმის და ამას ჭკუიდან გადავყავარ. ლოყაზე მკოცნის, ცხვირზე, თვალებზე, ხან ყელში მიძვრება და ისე მლოკავს, ხმამაღალ კვნესას ძლივს ვიკავებ. ხელებს წელზე ვხვევ, ნაზად ვეფერები შიშველ კანზე, მსუბუქად ვუღიტინებ, ის კი კანკალებს და კრუსუნებს, თითქოს ტირის. ამ შეგრძნებებს ვერ უძლებს და ჩერდება, მე კი სწორედ მაშინ ვავლებ თეძოებზე ხელს და ვაიძულებ, რომ იმოძრაოს. ის კვნესის, თავს მაღლა წევს და ტუჩებში მკოცნის. ხელებში იქცევს ჩემს სახეს, თმაზე მეთამაშება, უკან მიწევს და მოუთმენლად მკოცნის. კვლავ თავად იჩენს ინიციატივას. მისი თეძოები ჩემს ზემოდან უკვე წარმოუდგენლად სწრაფად მოძრაობს. ასე მათავებინებს, უბრალოდ ხახუნით და ზემოდან მოძრაობით, ხელით შეხების გარეშე. ხელებს წელზე ვხვევ აქოშინებულ ბიჭს და ძლიერად ვუხუტებ. ვგრძნობ, როგორ მასველებს მუცელზე მისი საცვლიდან გამოჟონილი სპერმა. ყელში ვკოცნი, უფრო მეტად ვუჭერ ხელებს, ის კი სუსტად კვნესის და დუნდება. ეს მომენტი ყველაზე ძალიან მიყვარს. სიმშვიდის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის. თითქოს რეალობას ვწყდები და სამყაროში სრულიად მარტო ვრჩები. შეგრძნებები გამორთული მაქვს, მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ რაღაც ჩემზე დიადის ნაწილი ვარ, მთელი სამყაროსი. როდესაც თვალებს ვახელ, რეალობას ნელ-ნელა ვუბრუნდები და ბილის ვხედავ. თუ კასი არის ყველაზე ლამაზი გოგო მთელ ქალაქში, მაშინ ბილი ყველაზე ლამაზი ბიჭია. ნახევრად ქართველი და ნახევრად ევროპელი. მამამისი სავაურაუდოდ გერმანელია, ან შვედი... ფრანგიც კი შეიძლება. ვინ იცის, რამდენი ეროვნების ადამიანი იყო იმ კონცერტზე, სადაც ჩაისახა.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now