თავი 49

392 39 36
                                    

*

ჰარი წუწუნმა და მობეზრებულმა ხმამ გააღვიძა, უმცროსი ბიჭი თავისთვის წუწუნებდა რომ ყველაფერი წებოვანი და არასასიამოვნო იყო. ჰარიმ უბრალოდ გააჩუმა, თვალები დახუჭული ჰქონდა,ხელები ბრმად ააფართხალა და ლუის პირზე მიადო.

"ჩშშ, მძინავს." ჰარიმ ჩაიბუტბუტა, ლუის მოშორდა და სახე ბალიშში ჩარგო.

"ჰარი," ლუი მის ზურგს უკან წუწუნებდა და შიშველი ტანით უკნიდან ეკრობოდა. "თეთრეული წებოვანია. და თითქმის პირველი საათია, გაიღვიძე."

ჰარი მის დაიგნორებას ცდილობდა მაგრამ ლუი კანზე მსუბუქად ჩქმეტდა და კისერს უკბენდა და ცდილობდა მისგან რეაქცია მიეღო. ბოლოს დანებდა და ოხვრით მობრუნდა,ლუის შუბლზე აკოცა, როცა წამოდგა პატარა ბიჭი საწოლიდან ააყენა და საწოლს თეთრეული გადააძრო რომ აბაზანაში გაეტანა.

თავი შარვლის ჩაცმითაც კი არ შეუწუხებია, საძინებლის კარი გააღო და შიშველი კორიდორში გავიდა. როცა დაბრუნდა ხელში სველი ტილო ეკავა, ლუის ესროლა, მან კი სიცივისგან წამოიყვირა. ჰარიმ სიცილით მოსწმინდა ქვედა მხარე, დასრულების შემდეგ მას რბილად აკოცა და ბოქსიორები ამოაცვა.

"გინდა ადგე? ბლინებს გავაკეთებ." ჰარიმ შესთავაზა და არ შეიმჩნია როგორ ასწია ლუიმ თავი ბლინების ხსენებაზე.

"თუ სამზარეულოში გამიყვან, შეიძლება დაგთხანხმდე." ლუიმ უდანაშაულოდ გაიღიმა და ჩაიხითხითა როცა ჰარიმ თვალები გადაატრიალა, ეს 'არა'-ს ნიშნავდა.

მას შემდეგ რაც ჰარიმ თავისი საცვლები ჩაიცვა, ლუის მიუბრუნდა, ელოდა როდის წამოდგებოდა და გაჰყვებოდა მაგრამ ლუიმ ხელები ჰაერში ასწია, ისე როგორც მისი დები წევდნენ როცა უნდოდათ რომ ხელში აეყვანათ. ჰარიმ ბიჭი უკმაყოფილო ოხვრით საწოლიდან წამოსწია, ლუიმ კი თვითკმაყოფილად გაიღიმა როცა ჰარის შუბლი მხარზე მიადო და იქვე აკოცა.

"იცი რომ შენი ფეხები გაქვს,არა?" ჰარიმ გაიღიმა და ლუის უკანალზე უჩქმიტა როცა მიჰყავდა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now