თავი 53

341 42 36
                                    

*

ერთი რამ რაც ლუის ჰარის მეგობრებში ძალიან უყვარდა ის იყო რომ ყველას უყვარდა ის, მაგრამ განსაკუთრებით ის და ჰარი ერთად, ამიტომ შეიქმნა ოპერაცია, 'დავაბრუნოთ ლარი თებერვლის ბოლომდე' (ან OGLBTBFE, როგორც ნაილს უყვარდა ამის თქმა) შეიქმნა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც ლექსიმ ხუთშაბათს ლუი მოინახულა და შაბათს ყველაფერი დაიწყო. მათ ჯესის და ოლის ჩაბმაც მოასწრეს.

ლუის ძალიან უნდოდა ჰარისთან და არ აინტერესებდა როგორ მოხვდებოდა მასთან. ენატრებოდა მის გარშემო სითბო და უსაფრთხოება, რასაც მის მკლავებში გრძნობდა. თითქოს მისი ნაწილი დაკარგა და რაც შეუკვეთეს მალე უნდა დაბრუნებოდა მას.

პირველ რიგში დედამისთან შერიგება სჭირდებოდა.

პარასკევ საღამოს მისაღებში შევიდა, სადაც ჯეი დივანზე იჯდა და გვერდზე მიუჯდა. ქალმა უბრალოდ გადახედა შვილს, შემდეგ კი ტელევიზორს მიუბრუნდა. თავისთვის ამოიოხრა, ლუიმ მისი მკლავი ასწია,თავი შეაძვირინა და თავი მკერდზე მიადო.

"ბოდიში დედიკო, შენთვის ეს არ უნდა მეთქვა. განსაკუთრებით მამაზე." მან უბრალოდ მოიხადა ბოდიში.

"ვიცი რომ წუხხარ პატარავ. მაგრამ იმედი მაქვს იცი იმის ნამდვილი მიზეზი რის გამოც მამაშენი წავიდა."

"შენ მხოლოდ თვრამეტი წლის იყავი და ის არ იყო საკმარისად მომწიფებული რომ შეყვარებულის და ბავშვის  რჩენა შესძლებოდა, ასე რომ გაიცქა, ვიცი დედა. შენი ბრალი არ იყო, ის ტრაკი იყო."

ქალმა გაიცინა,ვაჟს თავზე აკოცა.

"ლუი ვიცი რომ ჰარის ამბის გამო გაბრაზებული ხარ, მაგრამ უნდა დაინახო რომ ეს შენთვის საუკეთესოა. არ შემიძლია უფრო დაშავების უფლება მოგცე."

"მაგრამ დედა, შენ ჰარის ენდობოდი. და მას ეს არ უნდოდა, დედა გთხოვ, ისე ძალიან მენატრება."

"მაპატიე ლუი, მაგრამ ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა, მოგწონს ეს თუ არა."

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now