თავი 32

375 47 24
                                    


როდესაც ლუი 26 აგვისტოს ნაშუადღევს თავის სახლში დაბრუნდა,ლექსის შეტყობინება დახვდა,მან მიწერა რომ ჰარისთან მისულიყო და თვითონაც იქ იქნებოდა. ლუიმ უთხრა რომ 20 წუთში იქ იქნებოდა და სწრაფად ჩაიცვა ნაცრისფერი შორტები და თეთრი მაისური,შემდეგ კი დედამის უთხრა რომ გარეთ გადიოდა.

ინგლისისთვის საოცრად თბილი ამინდი იყო,მზე ანათებდა და ცა ღრუბლებით არ იყო დაფარული. ავტობუსით ჰარის სახლამდე მისვლა ძალიან ნაცნობი და მარტივი იყო, მიუხედავად იმისა რომ ეს ლუის ორი კვირაა არ გაუკეთებია,ის დარწმუნებულია რომ ახლა ძილშიც შეუძლია ამის გაკეთება. ავტობუსი ჰარის სახლიდან ორი სახლის მოშორებით გაჩერდა,ლუიმ სახლის უკანა მხრიდან ამოსული კვამლი შეამჩნია,ხუთი საათი იყო, ამიტომ ლუი იმედოვნებდა რომ ისინი მწვადს წვავდნენ და სახლი არ იწვოდა.

მას შემდეგ რაც კარზე დააკაკუნა,კარი აუღელვებლად გააღო ნაილმა, რომელსაც სათვალე ეკეთა და საცურაო შორტები და პერანგი ეცვა.

"ტომო!" წამოიძახა მან,ლუის მოეხვია და სახლში შეიყვანა.

"როგორ ხარ ნაილერ?" ლუის გაეცინა და ქერა ბიჭს თვითონაც მოეხვია.

"ჰარის არ უთქვამს რომ ჩამოხვედი,ლუ"  თქვა ზეინმა, სამზარეულოდან გამოვიდა და ხელში სანთებელა აათამაშა.

"მას არ დავუპატიჟებივარ, ლექსს უნდოდა ჩემთან საუბარი და მითხრა რომ აქ იქნებოდა. ალბათ დიდ ხანს არ დავრჩები" მიუგო ლუიმ.

"წამოდი გარეთ! აქამდე ბაღი არ გინახავს!" ნაილი აღელვებული ლეკვივით იყო,რადგან მან ლუი სამზარეოლოს შუშის კარიდან ფაქტობრივად გაათრია.

ბაღი საშუალო ზომის იყო,ლიამი სამწვადეს გვერდით იდგა,ზეინი მას მიუახლოვდა და სიგარეტი გაუწოდა. პერი და ლექსი საპიკნიკე საბნებზე ისხდნენ,რომელიც ბალახზე იყო გაშლილი.

"ლუი!" ლექსიმ აღფრთოვანებულმა წამოიყვირა,როცა ლუი დაინახა,მეორე გოგონამაც და ლიამმაც მისკენ გაიხედეს,რადგან ლექსი წამოხტა და ლუის ჩაეხუტა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Onde as histórias ganham vida. Descobre agora