თავი 18

423 51 36
                                    


*

ჰარის დაახლოებით 30 წამი სჭირდება იმის გასაცნობიერებლად რომ მას ვიღაც აწვება და ის ვიღაც მაგარია.მას კიდევ 30 წამი სჭირდება იმის გასახსენებლად,თუ ვინ არის ის ვისაც მის გვერდით სძინავს.მალე მან გააცნობიერა,რომ ის თავის საწოლში არ არის და ის დივანზეა და სწორად ლუის სძინავს მის გვერდით და ის მართლა უნდა ადგეს და აბაზანაში შევიდეს სანამ ლუი გაიღვიძებს.როგორღაც მან მოახერხა, დივნის უკანა მხარეს გადაძვრა და აბაზანაში შევარდა ლუის გაღვიძების გარეშე.ზეინი და ნაილი სამზარეულოში ისხდნენ,ორივე თვითკმაყოფილად იღიმოდა.

"მოკეტე" ჰარი ბუზღუნებს და ქვაბისკენ მიდის.

"არაფერი მითქვამს" თქვა ნაილმა,ჭიქა პირთან ჰქონდა და სიცილის გარეშე შეეცადა დაელია.

"როგორ მოხდა რომ თქვენ ორი ფხიზლად ხართ?"

"იმის გამო, რომ წუხელ არ დავმთვრალვართ და დილის 11 საათია".

"აბა?ზეინი არასდროს დგებოდა 11-მდე და შენ მასთან ჩვეულებრივ საწოლში ხარ" თქვა ჰარიმ,მობრუნდა და ცხელი წყალი ორ ჭიქაში ჩაასხა.

"ის პერისთან ერთად გადის" ნაილმა კომენტარი გააკეთა და ჰარიმ თვალების ატრიალების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

"ნაილ,მე ვთქვი,რომ შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოსვლა.ეს პაემანი არ არის და არც არაფერი" ზეინმა თავი გააქნია და ოდნავ გაბრაზებულმა დადო ჭიქა,ვიდრე ეგონა,რადგან ჩაი გადმოიქცა გვერდებზე და მაგიდაზე გადავიდა.

ჰარი ბიჭების საუბარის მოსმენის ნაცვლად სამზარეულოს და მისაღებს შორის კარში მდგომ ბიჭს უყურებდა.ფუმფულა თმა არეული და თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა.ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა, როდესაც ჰარი დაინახა თუ როგორ უყურებდა მას და მისკენ მიიწევდა.

"დილამშვიდობისა" თქვა ჰარიმ,წელზე მოხვია ხელი და უმცროს ბიჭს თავზე აკოცა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now