თავი 33

363 46 30
                                    


ლიამის მეოცე დაბადების დღე შაბათს დაემთხვა,რაც იმას ნიშნავდა რომ შეეძლო წვეულება მოეწყო. ეს კი იმას ნიშნავს რომ ჰარი მიიწვიეს,მაგრამ შაბათი ის დღე იყო როცა ჰარი დროს ლუისთან ერთად ატარებდა,განსაკუთრებით საღამოობით. მიუხედავად უმცროსი ბიჭის არაჩვეულებრივი დამოკიდებულისა ჰარის წასვლასთან დაკავშირებით,მას მაინც არ უნდოდა ლუის დატოვება,მაგრამ ასევე ლიამის მიტოვებაც არ მიაჩნდა სწორად.

ბოლოს ჰარიმ გადაწყვეტილება მიიღო, ლუის თავისთან წაიყვანდა წვეულებაზე ნახევარი საათის განმავლობაში შემდეგ კი იქაურობას დატოვებდნენ და თავიანთ საქმეს გააკეთებდნენ.   გასაკვირად ლუი დათანხმდა,ჰარი ამას არ ელოდა,რადგან ლუი მაინც ძალიან მორცხვი იყო.

"დიდხანს არ დავრჩებით, უბრალოდ მინდა ლიამმა ერთხელ მაინც მნახოს,მერე რომ არ იწუწუნოს იქ რომ არ ვიყავი" ჰარიმ იმ ღამეს მეშვიდედ აუხსნა,როცა ის და ლუი ლიამის სახლს უახლოვდებოდნენ.

"ჰარი ყველაფერი კარგად არის" ლუიმ კი მეშვიდედ დაამშვიდა.

მიუხედავად იმისა რომ შიგნით შესვლამდე ცოტათი ღელავდა,რადგან ყველა იქ მყოფი დაპატიჟებული იქნებოდა და ისინი ალბათ ჰარისაც იცნობდნენ. ნერვიულობდა,მაგრამ იმის ნაცვლად რომ ეს გამოეხატა,ჰარისთან ცელქობდა და ხუმრობდა სანამ შესასვლელ კართან გაჩერდებოდნენ.

"ჩემთან ახლოს იყავი, კარგი? თუ ვინმე შეგეხება მითხარი და ვცემ" ჰარიმ ყველანაირი სერიოზულობით აუხსნა,როცა ლუის ხელი ჩაჰკიდა და კარი შეაღო.

ერთგვარი ჩხვლეტა იგრძნო მაშინ როცა ჰარიმ ხელი ჩაჰკიდა. მსუბუქად გაიცინა როცა ჰარის შიგნით შეჰყვა,ხალხს გადახედა და ჰარის სახელი დაიჩურჩულა. სამზარეულოში შევიდნენ სადაც ლუიმ პერი დაინახა და ოდნავ მოდუნდა,თუმცა იმის მაგივრად რომ მასთან წასულიყო ჰარის გაჰყვა და მამაკაცთა ჯგუფს მიუახლოვდა.

"ენდი" ჰარიმ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ კაცს უთხრა.

ადამიანმა რომელზეც ლუიმ ივარაუდა რომ ენდი იყო,ჰარის შეხედა,შემდეგ ლუის თვალი გადაავლო და გაიღიმა. "სტაილს,ახალი ხორცი მოიტანე?"

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now