თავი 43

383 43 8
                                    

*

15 იანვარი იყო, ჰარი უნივერსიტეტში უნდა დაბრუნებულიყო, რაც იმას ნიშნავს რომ ხუთშაბათს მისი ბოლოს ღამე იქნებოდა ლუისთან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში. უმცროსი ბიჭი მთელი დღე სკოლაში იყო და როცა სახლში მივიდა ჰარისგან შეტყობინება მოუვიდა,სადაც ნათქვამი იყო რომ 7-სთვის მზად ყოფილიყო.

"სად მიდიხართ შენ და ჰარი?" იკითხა ჯეიმ როცა ლუი მისაღებ ოთახში გავიდა და დივანზე ჩამოჯდა.

"არ ვიცი,არ მითხრა და არც მე მიკითხავს" უპასუხა და წინ გადაიწია რომ ტელევიზორის პულტი აეღო.

"ყოველთვის უნდა იკითხო ლუი, არ დაუშვა უბრალოდ სადღაც რომ წაგიყავნოს"

"ჰარის საკმარისად ვენდობი იმისთვის რომ 'უბრალოდ სადღაც' წამიყვანოს."

ქალმა მხრები აიჩეჩა და დასაუთოებლად მიბრუნდა, ლუი ტელიზორს ხუთი წუთის განმავლობაში უყურებდა, სანამ კარზე დააკაკუნებდნენ. წამოხტა და კარების გასაღებად წავიდა, მუცელში პეპლებს გრძნობდა. კარის უკან ჰარი იდგა, ჩვეულებრივ მოტკეცილი ჯინსით,ჩექმებით, იასამნისფერი და ლურჯი ფერის პერანგით და შესაფერისი ბენდენით თმა ჰქონდა გადაწეული. ხელში ვარდების თაიგული ეჭირა, რომელიც ლუის გაუწოდა, მან კი ხითხითით გამოართვა.

"ყვავილები მომიტანე?" თქვა ეშმაკურად.

"რა თქმა უნდა, ჯენტლმენი უნდა ვიყო, არა?" უპასუხა და ლუის ლოყაზე აკოცა, ზურგზე კი ხელები დააწყო.

"რა თქმა უნდა, ამას შიგნით დავტოვებ, შემდეგ შეგვიძლია წავიდეთ, კარგი?"

"გინდა აქ დაგიცადო?"

"გაიყინება შე იდიოტო, შემოდი" ლუიმ გაოცებულმა გააქნია თავი, ჰარის მკლავზე ხელი მოჰკიდა და სახლში შეიყვანა, კარი მიიხურა და სამზარეულოში გავიდა რომ ვაზა ეპოვნა.

ჯეი მისაღებიდან გამოვიდა და სამზარეულოში შევიდა, თავი გააქნია და უკმაყოფილო ხმა გამოსცა როცა ლუის ყვავილები წაართვა და ვაზაში ჩადო.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now