თავი 35

342 44 31
                                    

*

ზაფხულის შემდეგ სკოლის პირველი კვირა ყოველთვის მტანჯველად ნელა მიდიოდა. საბედნიეროდ მათ ახალი კლასის განრიგი მიიღეს და ლუის აღარ ჰქონდა მაქსთან ერთად გაკვეთილები, ერთადერთი კლასი იყო სადაც ჯეიმიც იყო, დრამის კლასი. მას ზედიზედ მეორე წელი ქალბატონი დევისი ჰყავდა როგორც დრამის მასწავლებელი და არასდროს იქნებოდა უფრო მადლიერი,რადგან მათი დამრიგებელი იყო,მან მომხდარის შესახებ ყველაფერი მოისმინა და დარწმუნდა რომ ლუი და ჯეიმი ერთმანეთისგან შორს დასხდებოდნენ.

პარასკევს სკოლის შემდეგ ლუი პრაქტიკულად შენობიდან გაიქცა და ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა. როგორც კი მივიდა ჰარისკენ მიმავალი ავტობუსი გააჩერა,ასვლისას მძღოლს მადლობა გადაუხადა და უკანა მხარეს გაემართა რომ ჩამომჯდარიყო. როგორც ყოველთვის საცობი იყო და ჰარისთან მისვლას 20 წუთით მეტი დრო დასჭირდა,ვიდრე ჩვეულებრივ.

ყოველ ჯერზე როცა ავტობუსში ადიოდა ის ერთადერთი იყო ვინც ამ გაჩერებაზე ჩადიოდა, ეს დღეც არ იყო განსხვავებული. შავ შესასვლელ კართან გაჩერდა რომელზეც 25 ნომერი წითლად იყო დაწერილი, საღებავი ჩამოშლილი იყო, როცა დააკაკუნა უფრო მეტი მოშორდა.

"ლამაზი აუთფითია" ლიამმა თვალი ჩაუკრა როცა კარი გააღო,ლუიმ პასუხი არ გასცა, მაგრამ კვერცხებში ფეხი ამოარტყა.

ლიამმა ტკივილისგან უცნაური ხმები გამოსცა,როდესაც მოხრილი გაბრუნდა,ასე რომ თვითკმაყოფილ ლუის შეეძლო სახლში შესვლა.

"სექსუალურად გამოიყურები" თქვა ზეინმა, ჰალსტუხისკენ მიანიშნა და გაიცინა.

"ვიცი" უპასუხა მან, ჰალსტუხი მოიხსნა და ლიამისკენ ისროლა რომლიც ახლახანს 'გამოჯანმრთელდა' და მათ გაჰყვა მისაღებში.

"ღმერთო,მახსოვს როცა ამ ფორმის ჩაცმა მომიწია, ამ მოგონების მეშინია" თქვა ლექსიმ, დივანზე იჯდა,ფეხები გაშლილი ჰქონდა და ნაილი მათ შორის იწვა, ლექსი კი მის თმებს ეთამაშებოდა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now