თავი 50

322 41 68
                                    

*

იარაღი ჰარისკენ იყო მიმართული. მაგრამ ლუი რომელიც ჰარისთან მიდიოდა, წინ გადაუდგა და ვერც გააცნობიერა რომ ტყვია ჰაერში დაფრინავდა მანამ,სანამ მას არ შეეხო. დაიყვირა,წინ გადაიხარა და მუხლებზე დაეცა, რადგან მწვავე ტკივილმა დაუარა მარჯვენა მკლავში. მის გარშემო ხმაური თითქოს ქრებოდა, თითქოს ყველაფერი წყალქვეშ იყო. შეეძლო რომ კონცენტრირება მხოლოდ ტკივილსა და ცხელი სითხეზე მოეხდინა რომელიც მის მკლავზე ჩამოდიოდა.

მას არც კი გაუგია ჰარის ყვირილი,რადგან მარცხენა ხელს ჭრილობაზე დასადებად იყენებდა, ტკივილისგან ცახცახებდა და ხელი მხოლოდ იმიტომ მოიკიდა რომ სისხლი დაენახა.

ბოლოს გარკვეული გრძნობის მოპოვება მოახერხა,რადგან მიხვდა რომ ტიროდა. ჯეიდენმა იარაღი დიდი ხანია ჩამოაგდო, უბრალოდ მას უყურებდა სანამ ლიამი აკავებდა,რომელიც ლუის შიშით აკვირდებოდა. ჯეიდენის თავდაპირველი გეგმა მათი შეშინება იყო და არა სროლა,  შოკირებული იყო იმით რაც გააკეთა.

ჰარი მუხლმოდრეკილი იდგა ლუის წინ, მას ელაპარაკებოდა მაგრამ იმ ბიჭისგან პასუხს არ იღებდა რომელსაც თვალები ცარიელი ჰქონდა, თითქოს იქ ნამდვილად არ იყო. ნაილი,ზეინი და ლექსი მათ გარშემო იდგნენ და პოლიციის მანქანას ეძებდნენ რომლის სირენების ხმაც ცოტახნის წინ გაიგეს.

"ლუი,ლუ." ჰარიმ დაუძახა, ბიჭი ნელ-ნელა დაუბრუნდა რეალობას და ტკივილისგან ტირილი დაიწყო.

"ჰარი," ამოიქვითინა, "მტკივა,იმდენი სისხლია ჰარი, რა ვქნა?"

ჰარიმ უკვე გაიხადა ჟაკეტი რომელიც ეცვა, მის ჭრილობაზე შემოსახვევად. მიუხედავად იმისა რომ ლუის კვლავ აცვია ჰუდი, რომელიც ახლა სამწუხაროდ სისხლით არის დასვრილი.

"პოლიცია ჰარი, პოლიცია მოდის და საფრთხეში ჩავარდები იარაღის გამო. ჰარი წადი." ლუი ღელავდა, რაციონალურად არ აზროვნებდა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Donde viven las historias. Descúbrelo ahora