თავი 8

457 60 67
                                    


*

"არც ერთ ბიჭთან არ ხარ?" უთხრა ჯეიმმა აწითლებულ ლუის.

"ჩშშშ" უპასუხა ლუიმ და იგრძნო,რომ მაქსის მკლავი წელზე მოეხვია და ტუჩები საფეთქელზე მიადო.

"გამარჯობა პატარავ" უთხრა მაქსმა ღიმილით და ხელი ჩაჰკიდა როდესაც სკოლიდან გავიდნენ. (გული არ აირიოთ)

წყვილი,ჯეიმი და სტანი ერთად გავიდნენ სკოლიდან,ოთხივე ბიჭი ერთმანეთში საუბრობდა და იცინოდა.ისინი ახლახან გავიდნენ სკოლის კარიბჭიდან,როდესაც ლუიმ თავისი დის ძახილი გაიგონა.

"LOUBEAR" წამოიკივლა დეიზიმ,როდესაც უფროს ძმას დააკვირდა.

ლუიმ მიიხედა იქით საიდანაც მისი ხმა გაიგო,დაინახა როგორ ეჭირა ის ჰარის ხელში.დაბნეულმა ბიჭმა წარბები აათამაშა,მაქსს ხელი გაუშვა და სწრაფად წავიდა მათკენ.

"ბოდიში ამის გამო,ეს არ დამიგეგმავს"უთხრა ჰარიმ და გაუღიმა.

"არაუშავს,მას სჩვევია"ლუიმ მხრები აიჩეჩა და ხელში აიყვანა პატარა და.

"ფიბი,ფიზი და ლოტი მეგობრებთან არიან,ამიტომ მან დაჟინებით მოითხოვა რომ უნდა მოსულიყო და სკოლიდან წამოეყვანე"

"ესეიგი მან გიბიძგა,მე არ მიკვირს რომ შენ უარი არ თქვი".

"Get's it from her brother doesn't".

"მოკეტე" ლუის სიცილი აუტყდა.

"შეგიძლია სახლში წახვიდე,თუ გინდა,გაქვს გასაღები.მე მას ცოტახნით პარკში მივყავარ".

"მეც თქვენთან წამოვალ,საშინაო დავალება მაქვს დასასრულებელი და მომწონს ამის პარკში გაკეთება".

"წადი შენს მეგობრებს დაემშვიდობე,მე აქ დაგელოდები".გაიღიმა ჰარიმ,თავი გააქნია და იმ მიმართულებით გაიხედა სადაც მაქსი და ჯეიმი იდგნენ,ჯეიმი ლაპარაკობდა და მაქსის მზერა ჰარისკენ იყო მომართული.

ლუიმ თვალები გადაატრიალა და ხალხის ბრბოსკენ აიღო გეზი,მაქსთან მივიდა და დასამშვიდობებლად ლოყაზე აკოცა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now