ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზე

By KeiyaHanke

9.5K 2K 321

პირველ თოვლს სამხრეთი ზეგნის სასტუმროში ზამთრის პირველი სტუმარი მოჰყვება. სასტუმროს მეპატრონე უცნაური კაცია... More

შესავალი
ზამთრის პირველი სტუმარი
მომწამლავი
ჰიბრიდების ძალა
ცეცხლის ალით ალოკილი
სინანულის ყალბი ჟესტი
მიწის ნაწილი
გამდნარი ყინული
"კავშირის დაღი"
კავშირის დასაწყისი (1)
კავშირის დასაწყისი (2)
კავშირის დასაწყისი (3)
კავშირის დასაწყისი (4)
კავშირის დასაწყისი (5)
იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან
ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზე
გაზაფხული

გაიცანი, მოლუსკი!

576 137 6
By KeiyaHanke

2050

_____

ოთახში შესვლის შემდეგ ბასტმა ზურგჩანთა მოიხსნა და კედელთან ააყუდა. ქვო მართალი იყო, აქ უფრო თბილოდა, ვიდრე მისაღებში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მან გაშლილ საწოლს გადახედა და წარმოიდგინა, როგორ დაენარცხებოდა ზედ, ხელ-ფეხს გაშლიდა და თვალების დახუჭვისთანავე ჩაეძინებოდა ფუმფულა ბალიშზე. მაგრამ იქამდე, ჯერ უნდა დაებანა.

სააბაზანო სულ შავ ფილებში იყო გაწყობილი. ბასტი პირველად ხედავდა ასეთ ლამაზ სააბაზანოს. კარში გაშეშებული დიდხანს იყურებოდა აქეთ-იქით, ეგონა, თვალი ატყუებდა და მალე მიხვდებოდა, რომ იქაურობა ასეთი კოხტა სულაც არ იყო. ბოლოს გაბედა და შიგნით შევიდა. კარის მარცხნივ, კედელთან შავი აბაზანა იდგა, რომლის ბოლოში ნიჟარა და დიდი სარკე იყო, იქვე უნიტაზი, აბაზანის მოპირდაპირე კედელი კი მთლიანად სარკის იყო, რაც ოთახის სიდიდის ილუზიას ქმნიდა. განათება ნათელი იყო, სარკეში ცხადად იყო შესაძლებელი ყოველი თმის ღერის დანახვა პირის პარსვის დროს. „იდეალური". ზუსტად ეს სიტყვა შეეფერებოდა გარემოს. ბასტი დაინტერესდა, სხვა ოთახებიც ასეთი კომფორტული იყო თუ მხოლოდ მას გაუმართლა ასე ძალიან. თუმცა ამ უკანასკნელში ეჭვი ეპარებოდა.

აბაზანაში ჩაწოლა უნდოდა, მაგრამ საამისოდ ძალიან ეძინებოდა, ამიტომ შხაპის მიღება გადაწყვიტა. ოთახში ყველაფერი იყო, რაც შეიძლებოდა დასჭირვებოდა: აბანოს ხალათი, პირსახოცები, თმის მოვლის მცენარეული საშუალებები, საპნები, ახალი საპარსები, გაუხსნელი სახეხი და კბილის ჯაგრისიც კი დაინახა თაროზე. გაოცების ნიშნად წარბები აზიდა. არც კი სმენოდა ასეთი საგუშაგოს შესახებ. როგორც წესი, საგუშაგოები უბრალოდ შეფიცრული ქოხები იყო იმისთვის, რომ მოლაშქრეს მშრალად გაეტარებინა ღამე და ადამიანურად დაეძინა რბილ მატრასზე. ბასტი მიჩვეული იყო კარავში, მიწაზე ძილს, მაგრამ არც ასეთ კომფორტზე იტყოდა უარს. დარწმუნებული იყო, რომ ამ სახლში რაღაც უჩვეულო ხდებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ეზარებოდა ამაზე ფიქრი.

საგულდაგულო გასუფთავების შემდეგ ხალათში გამოეწყო, თბილ ჩუსტებში გაუყარა ფეხები და საძინებელში გამოვიდა. ჩანთის ამოლაგება უნდოდა, მაგრამ დილისთვის გადადო. აქაურობის ზედმეტად არევა არ სურდა. მხოლოდ დამჯდარი ტელეფონი და დამტენი ამოიღო სალაშქრო ჩანთიდან. საწოლზე ჩამომჯდარმა ერთხანს ხელში ატრიალა მობილური. ვერ გადაეწყვიტა, შეეერთებინა დასატენად თუ არა. ტელეფონის ჩართვა იმას ნიშნავდა, რომ წარსულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა, მას კი ცოტა ხნით კიდევ სურდა ქალაქური ცხოვრებისგან მოშორება და იმ ხალხისგან განცალკევება, რომელიც ბასტს ყოველდღიურობის წნეხს უმძაფრებდა.

ბოლოს დამჯდარი ტელეფონი კარადაზე მიაგდო, საწოლში ჩაწვა და სქელი საბანი გადაიფარა. სიამოვნებისგან ლამის დაიკრუსუნა. მსგავსი შეგრძნება გაუჩნდა ღუმელთანაც, როდესაც ჩაი მოსვა და ფუნთუშა გასინჯა. მსგავსი გემრიელი ფუნთუშა ცხოვრებაში არ ეჭამა და ახლაც ფიქრობდა, რომ ამ საწოლზე კომფორტული მეორე არ არსებობდა. ეს ადგილი თითქოს ჯადოსნური იყო.

ამის გაფიქრებაზე სასტუმროს მეპატონე და მისი უჩვეულო გარეგნობა გაახსენდა. საზღვარზე გააფრთხილეს, რომ მეპატრონეს არ უყვარდა, როდესაც ზედმეტად აშტერდებოდნენ, ამიტომ ფრთხილად უნდა ყოფილიყო. მაგრამ ძალიან ძნელი იყო თავის შეკავება. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სასტუმროდან რამდენიმე მეტრით დაშორებულმა სხვენში მის აბრდღვიალებულ თმას მოჰკრა თვალი, იფიქრა, რომ მოეჩვენა. მერე იფიქრა, რომ სასტუმროში ცეცხლი იყო გაჩენილი, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ცდებოდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ის სიწითლე ადამინი შეიძლებოდა ყოფილიყო. ქვოს მარტო თმა არ იყო უჩვეულო. თავად იყო ისეთი ნათელი, გაცისკროვნებული, ცეცხლის სითბოთი და სიმხურვალით სავსე, თითქოს მზეს ერთი სხივი ჩამოვარდნოდა დედამიწაზე და კაცად ქცეულიყო.

ქვოს გახსენებამ სხვა ფიქრებიც აუშალა. ისეთი რთული მარშრუტი გამოიარა, თავი ამაყად უნდა ეგრძნო, მაგრამ ბასტი დაღლილობის გარდა ვეღრაფერს გრძნობდა. იმდენად იყო გამოფიტული, რომ როდესეც სასტუმრომდე მიაღწია, დასაკაკუნებლად ენერგია აღარ ეყო. კარს მიყრდნობილი იდგა და გაყინულ ხელს სუსტად ურტყამდა მასიურ კარს. სწორედ იმ წამს გამოვიდა ისიც და თან სითბო გამოიტანა. ბასტი ახლაც გრძნობდა მის ცხელ სუნთქვას ლოყაზე, როდესაც ცეცხლისფერთმიანმა კარის ანჯამებს მიაჯახა და ხელი უკან აუტრიალა.

შავთმიანს ნელ-ნელა ძილი მოერია. თვალები ეხუჭა, მაგრამ ბოლომდე გათიშვას ვერ ახერხებდა. ძილის პირას მისულს თავში უფრო მეტად არეოდა მოვლენები და ბოლოდროინდელი თავგადასავალი მოსვენებას არ აძლევდა. ყველაფერი ერთმანეთში იყო აზელილი, თითქოს ვიღაც მისი ფიქრებისგან ომლეტს ამზადებდა. თოვლით დაფარულ მინდვრებში მოულოდნელად ცეცხლისფერთმიანი ქვო ეცხადებოდა, ხან მგლებს ხედავდა, რომლებსაც მისნაირი ლურჯი თვალები ჰქონდათ. მგლები, რომლებსაც ბასტზე თავდასხმა ჰქოდათ განზრახული, ქვოს დანახვაზე ჩერდებოდნენ, მასთან მიდიოდნენ, ელაქუცებოდნენ და ფეხქვეშ ეგლისებოდნენ. ქვო მათ ეფერებოდა, თბილ და კეთილ სიტყვებს ეუბნებოდა, მაგრამ მისი სახე ქვასავით იყო გაყინული. ასეთ სიტყვებს ღიმილი სჭირდებოდა, თორემ ფასს დაკარგავდა. ბასტს ეს ღიმილი ჰქონდა, მაგრამ მის სიტყვებს სითბო და სირბილე აკლდა, ქვოსთან კი ყველაფერი პირიქით იყო.

ზმანებებში, რომლებიც ჩაძინებამდე სტანჯავდა ბიჭს, ქვო ყველგან იყო, ისეთ ადგილებში, რომლებიც ბოლო დღეებში სულ მარტომ გაიარა. ქვო იყო ის ცეცხლი, რომლის დანთებაც ახალგაზრდა კაცს სინესტეში ასე ძალიან უჭირდა.

ნელ-ნელა ბასტი დაწყნარდა. ზმანებებმა იკლო. იმ დროს, როდესაც ქვომ თავის ოთახში შუქი ჩააქრო და ბევრი ფიქრის შემდეგ დასაძინებლად დაწვა, ბასტსაც ღრმად ჩაეძინა.

* * *
მის ფეხს რაღაც ეწებობოდა. ეს რაღაც ცივი იყო, სველი, გულივი და სლიპინა. წვივის რბილობზე მიჰკრობოდა რამდენიმე ადგილას და კანს უწოვდა. შეგრძნება იმას ჰგავდა, თოთო ბავშვი რომ იტაკებდა მოზრდილის თითს და წოვას დაუწყებდა საწოვარას მოლოდინში.

ბასტმა თვალები დააჭყიტა. გული აჩქარებული ჰქონდა. უცხო გარემოში პირველად ძილის გამო მთელ ღამეს ბორგავდა, თუმცა მაინც კარგად ეძინა. უბრალოდ, ის სიზმარი...

მოულოდნელად ბასტმა გაიაზრა, რომ ის, რასაც ფეხზე გრძნობდა, ძალიან რეალური იყო. ძარღვებში ლამის სისხლი გაეყინა. ბალიშიდან თავი ასწია და საბნის ზემოდან ფეხებზე დაიხედა. საწოლის ბოლოში გუნდა მოჩანდა, თითქოს ვიღაცას მის ფეხებთან ბალიში დაედო. მაგრამ ერთადერთი ბალიში, რომელიც ოთახში იყო, თავქვეშ ედო.

რაღაც არსება საბნის ქვეშ გამოძრავდა და ბასტმა საკუთარ ფეხზე იგრძნო ცივი სისველის გადაადგილება. ლამის ხმამაღლა აღრიალდა საზიზღარი შეგრძნებებისგან, მაგრამ თავის შეკავება შეძლო. მანამ, სანამ საბანს გადაიხდიდა და ნახავდა, რა იყო მის საწოლში, მეორე ფეხი ნელი მოძრაობით მისწია მისკენ და მისდა გასაოცრად, ფეხის თითები ფუმფულა ბეწვში ჩაეფლო. დაბნეული ბასტი საწოლში წამოჯდა და ხელის ერთი ძლიერი მოძრაობით საბანი იატაკზე გადაისროლა. მაგრამ ის, რაც თავის ფეხებთან დახვდა, მისი წარმოდგენის საზღვრებს სცდებოდა.

მის ფეხებთან კატა იწვა და ეძინა. ყავისფერი, ფუმფულა კატა იყო, ჭრელზოლიანი, რომელსაც სახეზე კალმარისნაირი მრავალი ხელი ჰქონდა, რომლებიც ფეხზე შემოეხვია ბასტისთვის. იმ ადგილას, სადაც ყურები უნდა ჰქონოდა, გრძელი ჯავშანი ეწყებოდა, რომელიც მთელ სიგრძეზე აღმართულიყო ჰაერში, მისი კუდი კი ძალიან ჰგავდა კალმარის საცეცს.

ბასტი რამდენიმე წამს გაიყინა. მსგავს რაღაცას პირველად ხედავდა. სმენოდა ჰიბრიდების შესახებ, მაგრამ ასეთი უცნაური თუ იქნებოდა რეალურ ცხოვრებაში მათი ნახვა, ვერასდროს წამოიდგენდა. თანაც ეს კატა... თუ კალმარი... სადაცაა მის მთელ ფეხს საცეცებს შორის მოაქცევდა. და მერე რას იზამდა? შეჭამდა? თუ სხეულიდან სითხეს გამოწოვდა ობობოსავით და შემდეგ ბასტის ფეხი უსიცოცხლო კუნძად გადაიქცეოდა?

დაბნეული ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. იმის გამბედაობა არ ჰქონდა, რომ სათითაო საცეცი გაეწია და ფეხი გამოეძვრინა. მათზე შეხება ალბათ გულს აურევდა. არც ის შეეძლო, რომ ფეხი სწრაფად გამოეწია უცნაური არსებისგან, რადგან შეიძლება მისი საცეცები მართლაც კანში ჰქონდა ჩასობილი და უბრალოდ ტკივილს ვერ გრძნობდა.

ბასტი აკანკალებული ხელით გადასწვდა კარადაზე შემოდებულ ტელეფონს. ყურმილი აიღო და დაბნეული მიაშტერდა ღილაკებს. არ იცოდა, რა ნომერი უნდა აეკრიფა, ქვოს რომ დაკავშირებოდა, ამიტომ უბრალოდ ერთიანს დააჭირა და ყურმილი ყურთან მიიდო.

მხოლოდ ჩხაკუნის ხმა გაიგონა, შემდეგ კი მისი ხმაც მოესმა.

- რამე მოხდა?

- დილა მშვიდობისა, მე უბრალოდ...

- საღამო მშვიდობისა, - გააწყვეტინა სასტუმროს მეპატრონემ საუბარი.

ბასტი წამიერად გაიყინა. ნუთუ უკვე საღამო იყო? ამდენ ხანს ეძინა? უცნაური იყო, რადგან ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ორიოდე საათის წინ დახუჭა თვალები. შავთმიანმა ფანჯრისკენ გააპარა თვალი. გარეთ მართლაც ბინდი იყო, არადა, წეღან ფიქრობდა, რომ ეს ალიონის ნათება იყო ასეთი ბაცი.

- რამე პრობლემაა? - იკითხა ქვომ, როდესაც ბასტმა ხმა აღარ ამოიღო.

- შეგიძლია... შეგიძლია ჩემს ოთახში ამოხვიდე? აქ რაღაც არსებაა...

ყურმილში სიჩუმე ჩამოწვა. აქამდე ბასტს მასპინძლის ღრმა სუნთქვის ხმა მაინც ესმოდა, ახლა კი თითქოს ისიც კი შეწყდა.

- ახლავე წამოვალ. ადგილიდან ფეხი არ მოიცვალო! - ბრძანება გასცა ცეცხლისფერთმიანმა და ყურმილი დაუკიდა.

ბასტმა თვალები აატრიალა. ძალიანაც რომ ეცადა მისი ბრძანების დარღვევა, მაინც ვერაფერს გააკეთებდა. ამ შემზარავ არსებას კმაყოფილს ეძინა მის ფეხებზე და ბასტნა ისიც კი იფიქრა, რომ ადგომისას ეს ცხოველი ზედ ჩამოეკიდებოდა.

ქვო თითქმის წამებში გაჩნდა მისი ოთახის კართან. ბასტმა ფრთხილი კაკუნი გაიგონა კარზე.

- დიახ, შემოდი, - დაიძახა აღელვებულმა ბიჭმა. ქვოს ისეთი რეაქცია ჰქონდა, ბასტს ეგონა, რომ გარეული ცხოველივით შემოგლეჯდა კარს, მაგრამ ასე არ მომხდარა. შავთმიანს მისი მანერების გამო აღფრთოვანება დაეუფლა.

- გამარჯობა, - წყნარი ხმით მიესალმა ქვო მას, - შეიძლება შუქი ავანთო? - იკითხა წითელთმიანმა, რადგანაც ოთახში უკვე ბნელოდა.

- კი.

ბასტმა თვალები მოჭუტა ნათურის ბრდღვიალზე. ჩაფიქრებული კაციდან მზერა მის ფეხზე მოალერსე არსებაზე გადაიტანა და შემდეგ კვლავ ვედრების თვალებით შეხედა მასპინძელს, ცხოველი მისთვის რომ მოეშორებინა.

- აქ რას აკეთებ, მოლუსკო? - ქვო ნაზი ხმით მიეფერა ჰიბრიდს და საწოლს მიუახლოვდა. გამალებით ცდილობდა, საწოლში წამომჯდარი ბასტისკენ მზერა არ გაქცეოდა. ისიც საკმარისი იყო, რაც შუქის ანთების დროს დაინახა და აღარ სურდა, მსგავსი დაბნეულობა კიდევ გამოეცადა საკუთარ თავზე.

ბასტის დაწყნარებული, გამოძინებული, ლამაზი სახე და ამაფორიქებელი თვალები თითქოს კაცს თავბრუს ახვევდა. ქვომ გარკვევით დაინახა მისი მოღეღილი ხალათი, საიდანაც მიმზიდველად მოუჩანდა გრძელი კისერი და ფართო მკერდი, გამოკვეთილი ლავიწები, რომელთა უკანაც იმხელა ჩაღრმავებები იყო, წყალიც კი ჩაგუბდებოდა. მის პრესსაც კი მოჰკრა თვალი, მის ოდნავ გადაშლილ, უთმო ბარძაყებსაც, რომელთა შორისაც ბასტს ხალათის ბოლოები ჩაეჭყუნა, უხერხული ადგილები რომ არ გამოსჩენოდა. ახალგაზრდა კაცი ძალიან მომხიბვლელი იყო. ქვომ მხოლოდ იმ წამს გაიაზრა, რაზეც ფიქრობდა და შეშფოთებულმა გადაიტანა მთელი ყურადღება პატარაა მეამბოხეზე, რომელიც სხვის ოთახში შეპარულიყო.

- ჩვენი სტუმარი მოგეწონა? - ქვო კიდევ ერთხელ მიელაერსა ხმით, შემდეგ კი ფუმფულა ბეწვში შეუცურა გრძელი თითები და მოეფერა.

ქვო გაშეშდა და წამიერად სუნთქვაც კი შეეკრა. როდესაც ცხოველს ბეწვზე ეხებოდა, ხელის ზურგი შემთხვევით შეეხო ბასტის ფეხს, რის გამოც წითელთმიანს ზუსტად ისეთმა ჟურნატელმა დაუარა სხეულში, როგორმაც გუშინ, როდესაც სტუმრის ორგანიზმიდან სიცივეს ისრუტავდა. ქვომ იგრძნო, როგორ მიუღიტინა ხელზე მისი ფეხის იშვიათმა თმამ. მსგავს რაღაცებზე ყურადღების გამახვილება უჩვეულოდ უჩქარებდა პულსს.

ბასტი გაოცებული უყურებდა მის ფეხებთან ჩამომჯდარ მამაკაცს. ისევე, როგორც მის სიზმარში, ქვოს ხმა ნამდვილად ალერსითა და სიყვარულით იყო სავსე. როგორც ჩანს, მისთვის ძვირფასი იყო ეს მახინჯი ცხოველი, ამიტომაც ეფერებოდა ასე თბილად. ჰიბრიდის წითური ბეწვიდან ქვოს თითები სპილოსძვლისფრად ანათებდა. ბასტი თითქოს დაჰიპნოზდა თითების მოძრაობაზე. წამოუდგენელი სურვილი იგრძნო, რომ მათ შეხებოდა, ან ხელი უბრალოდ ცხოველის გვერდით დაედო, ქვოს შემთხვევით თითები რომ გადასცდენოდა მისი ხელისაკენ.

ბასტმა ძლიერად დამუშტა ხელები, გაუსაძლის სურვილს რომ გამკლავებოდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა პირით.

- გაიღვიძე, ძილისგუდა, - ქვომ კიდევ ერთხელ მოუჩეჩა ბეწვი ცხოველს, შემდეგ კი სლიპინა თავზე გადაუსვა ხელები. ბასტმა თვალები დააჭყიტა, როცა დაინახა, ჰიბრიდმა ჯავშნის წამონაზარდები როგორ შეიბერტყა ყურებივით და თვალები ზანტად გაახილა. მან ჯერ გაშეშებულ და ცივი ოფლით დაცვარულ ბასტს შეხედა, შემდეგ ნელა გაუშვა ფეხიდან საცეცები, ქვოსკენ შეტრიალდა და საწოლში ფეხზე წამოდგა.

ჰობრიდი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ბასტი მოელოდა. საშუალო კატაზე ბევრად მაღალი და ჩამრგვალებული იყო, მისი საცეცი-კუდი კი თითქმის ნახევარ მეტრს აღწევდა სიგრძეში.

ჰიბრიდი საწოლზე გაიზმორა, მკერდი ქსოვილს გაუხახუნა, კუდი კი ჰაერში გაბზიკა და ხმით დაამთქნარა. მისი საცეცები ჰაერში აქანავდა. ცხოველს ულვაშები ჰქონდა, მაგრამ საცეცებს იყენებდა გარემოდან ინფორმაციის მისაღებად.

- გაიცანი, მოლუსკი, - მოულოდნელად წარმოთქვა ქვომ ისე, რომ წამითაც არ მოუშორებია შავთმიანისთვის დაკვირვებული მზერა.

- მოლუსკი? - ინსტინქტურად იკითხა ბასტმა. ჰიბრიდმა მაშინვე მისკენ შეატრიალა თავი. ბასტი სულ მთლად გადაირია. ეს არსება თავის სახელზე რეაგირებდა.

- ფეხი დაწითლებული გაქვს. ხომ არ გაწუხებს? - ქვოს შეკითხვამ ბასტი გამოარკვია. გაჭირვებით მოარიდა თვალი ცხოველს, რომელსაც უკვე დაევიწყებინა შემაწუხებელი და ისევ იზმორებოდა.

ბასტმა თავის ფეხს დახედა, რომელზეც პატარა წრეები ჰქონდა წითლად გამოსახული.

- არა.

- როცა ღრმად სძინავს, ძლიერად აწვება ხოლმე საცეცებს. ვერ წამოვიდგენდი, რომ შენთან შემოიპარებოდა. როგორც წესი, უცხო ხალხი დიდად არ უყვარს, - ქვო ზურგზე ეფერებოდა მის კალთაში აცოცებულ ცხოველს, რომელიც დამრგვალებულიყო და გაფართოებული თვალებით ასცქეროდა წითელთმიანს. მოულოდნელად ბასტმა ჰიბრიდის კრუტუნის ხმა გაიგონა და ლამის ხმამაღლა წასკდა ნერვიული სიცილი.

- ეს... ეს რა არსებაა?

- ფელისატუთოიდა, ანუ კალმარკატა. კატისა და კალმარის ნაჯვარია, ერთ-ერთი უიშვიათესი ჰიბრიდი დედამიწაზე. მოლუსკი დავარქვი, რადგან ძალიან უყვარს საბნის ქვეშ დაძინება, ისე, თითქოს გამომწყვდეულია. ასე თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მადლობა, რომ უხეშად არ მოექეცი და დამირეკე, - ქვომ მას პირდაპირ თვალებში შეხედა.

- საკუთარ თავზე უფრო ვღელავდი, რადგან არ ვიცოდი, რას მიშვრებოდა, - ჩაიბუტბუტა მან და სწრაფად აარიდა ქვკს მზერა. მამაკაცი მას თბილი მზერით უყურებდა, რის გამოც შავთმიანს გული აუჩქარდა, - ანუ უწყინარი ცხოველია?

- სრულიად.

- აქ როგორ აღმოჩნდა? ენდემური არ უნდა იყოს.

- არალეგალებმა გადმოიყანეს საზღვრიდან. შემდეგ მიხვდნენ, რომ მისი მოვლა რთული იყო და ტყეში გაუშვეს. დაახლოებით 6 თვის წინ ვიპოვნე მე. სამი საცეცი არ ჰქონდა, - ქვომ მას ხელით გადაუწია ყველაზე სქელი საცეცი, რომლის ძირშიც პაწაწინა „ხელებს" წამოეყოთ თავი და ბასტს დაანახა, - ნელა ეზრდება, მაგრამ რამდენიმე თვეში მათ გამოყენებას მოახერხებს. გამხდარი და შეშინებული იყო. ძლივს შევიჩვიე. თავიდან ახლოს არ მეკარებოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ არაფერს დავუშავებდი და მასზე ზრუნვის უფლება მომცა. ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, უბრალოდ, უცხოებს ვერ ეგუება, მაგრამ შენ მოეწონე, - ქვომ ცხოველს ნაზად წაჰკრა ცხვირზე თითი და გაიღიმა, როდესაც კალმარკატამ თათებით დაიჭირა მისი თითი და ენით ალოკა, - გარმოს დაცვის სააგენტოს რამდენჯერმე შევატყობინე, მაგრამ არავინ შეწუხებულა მოსასვლელად. ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, მის მოვლას სხვაც თუ შეძლებს ჩემნაირად, ამიტომ რომც მოვიდნენ, აღარ გავატან.

ბასტი სუნთქვაშეკრული უსმენდა ენად გაკრეფილ მამაკაცს. ქვოს მართლა უყვარდა ეს ცხოველი და ყველა იმ ადამიანის მსგავსად, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავდა, მასზე ლაპარაკი სიხარულით ავსებდა. შავთმიანს გული უგრძნობდა, რომ ქვო უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო. მისი ასეთი ენაწყლიანობაც გამონაკლისი უნდა ყოფილიყო, ამიტომაც ბასტი გაღიმებული სახით უცქერდა მას.

- რადგანაც უკვე გაიღვიძე, მოგშივდებოდა, - ქვო ფეხზე წამოდგა და მოლუსკი ხელში აიყვანა. კალმარკატა მხარზე გადაეკიდა თავით, საცეცები კი კაცის ყელის გარშემო შემოხვია, - ჩამოხვალ თუ აქ მოგიტანო საჭმელი?

- ჩამოვალ, - სწრაფად უპასუხა მან. დარწმუნებული იყო, ასეთი შანსი აღარ მიეცემოდა. ქვოს კარგი განწყობით ბოლომდე უნდა ესარგებლა, იქნებ როგორმე მასთან დამეგობრება მოეხერხებინა.

- სანამ შენს ტანსაცმელს მოაწესრიგებ, შემიძლია რაღაცები გათხოვო, - კართან მისული ქვო მოულოდნელად მისკენ შეტრიალდა.

- კარგი იქნება, - ბასტი მუხლებზე იჯდა საწოლში და აღელვებული უყურებდა სრულიად სხვანაირ მამაკაცს. - ყველაფერი გასარეცხი მაქვს.

ქვომ მას თავი დაუქნია.

როდესაც ცეცხლისფერთმიანი კარში გადიოდა, ბასტმა გიაგონა, როგორ მიმართა კაცმა მიხუტებულ ჰიბრიდს.

- ჰეი, მოღალატე ქალბატონო, უცხო ბიჭში გამცვალე არა? - კვლავ ხმით ეალერსებოდა ქვო მოლუსკს, შემდეგ კი მისი ხმა მიხურულმა კარმა დაახშო. ქვო ისევ ლაპარაკობდა, თუმცა ბასტს აღარ შეეძლო სიტყვების გარჩევა. გვიან, ძალიან გვიან, მან გაიაზრა, რომ კარს მიღმა ქოუს სიცილის ხმაც კი გაიგონა.

_____

თქვენც გაიცანით მოლუსკი!

Continue Reading

You'll Also Like

116K 6.6K 33
თეჰიონი მსოფლიოში ცნობილი პიროვნებაა იგი აქტიურად ჩართულია შოუბიზნესში აგრეთვე მას ყველაზე დიდი ფლეიბოის სახელი აქვს მინიჭებული ჯანგუკი კიი ჩვეულებრი...
540K 14.1K 19
"ဘယ်သူကမှ သူရဲကောင်းအဖြစ်မွေးဖွားလာတာမဟုတ်ဘူး သူရဲကောင်းတစ်ယောက်၊ ခေါင်းဆောင်ကောင်းတစ်ယောက်ဖြစ်ဖို့ဆိုတာ ပင်ကိုယ်အရည်အသွေးနဲ့ ကိုယ်တိုင်လုပ်ယူထားတဲ...
30.9K 1.4K 24
ეს არ უნდა გამეკეთებინა,არუნდა დამელია,ასე როგორ დავკარგე თავი? თეჰიონ: შენ რა ბავშვის მოშორებას აპირებ? ეს ხომ ჩემი შვილიცააა? ჯინ-ჰო:....
524K 47.4K 143
ဘာသာပြန်သူ - စွဲညို့အသင်း ရိုရိုချိုချိုနဲ့ မခါးတာလေး ဖတ်ချင်ရင် လာနော်