ცეცხლის ალით ალოკილი

555 127 22
                                    

2229

_______

ფერულიანი - ფერიული, ყველაზე მშვენიერი და მაცდუნებელი ქალი ცოცხალ არსებებს შორის. მთვარის შუქით შემოსილი, ფერმკრთალი, შავთმიანი არსება, რომელიც მუდამ შიშველი დადის. თავისი მშვენიერებით იზიდავს კაცებს და გადაღლილობით კლავს. ფერიული არსებები ადამიანებისთვის ძალიან მიმზდიველები არიან, მაგრამ მათ შორის ფერულიანი უდავოდ პირველი და უკონკურენტოა.

ერიული და ფერულიანი არ შეგეშალოთ.

____________

ქვო ჩაფიქრებული იდგა ერთ ადგილას და მისი მზერა ბუნდოვნად იყო ჩაკარგული სივრცეში. გული დამძიმებული ჰქონდა და თავს ვეღარ ერეოდა. დღეს ყველაფერი ეზარებოდა, არადა, უამრავი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. სამზარეულო მისალაგებელი იყო, გარეთ თოვლში გზა უნდა გაეკვალა. იმედი ჰქონდა, რომ ტბამდე გაიყვანდა გზას და მოლუსკისთვის ცოტაოდენ თევზს დაიჭერდა, რადგან მარაგი ალბათ რამდენიმე დღეს თუ ეყოფოდა. მალე უფრო დიდი თოვლი მოვიდოდა და ყინვები დაიწყებოდა, ახლა კი ისეთი მზე ჩახჩახებდა გარეთ, ქოუმ იცოდა, რომ აუცილებელი იყო ამ ამინდის გამოყენება.

კიბეზე ნაბიჯების ხმა გაიგონა და სწრაფად გამოფხიზლდა. თავი ისე დაიჭირა, თითქოს საქმით იყო გართული. სწრაფად დაავლო ტილოს ხელი და ჭურჭლის დამშრალება დაიწყო.

- დილა მშვიდობისა, - სამზარეულოს კართან ბასტი გამოჩნდა.

ქვომ მისკენ გაიხედა.

- გამარჯობა, - მიესალმა ისიც. გული აუჩქარდა. დარწმუნებული იყო, რომ წუხანდელის მერე ბასტი მისგან თავს შორის დაიჭერდა. გუშინ ისე გაექცა მის შეხებას, თითქოს მის წინ კაცი კი არა, თვით ფერულიანი იდგა და მისკენ მიიწევდა, თავის შარმში რომ გაეხვია.

ბასტი უჩუმრად შემოვიდა სამზარეულოში. თავი კარგად ეჭირა. საერთოდ არაფერი ეტყობოდა გუშინელის, თითქოს აღარაფრი ახსოვდა.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now