იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან

145 56 12
                                    

3848

______

ქვო შეპრყობილივით წერდა. აღარ ახსოვდა დრო, სკამზე ჯდომისაგან ატკივებული ხერხემალი და საჯდომი, დაჭიმული კისერი, ფანჯრის იქით დღის და ღამის მონაცვლეობა. ხანდახან ბასტი თუ შეახსენებდა თავს, ხან კიდევ მოლუსკი, რომელიც კრუტუნით ეგლისინებოდა ფეხებზე. ქვო მხოლოდ მაშინ დებდა ბურთულიან კალამს და მოლუსკს ხელში იყვანდა, ფუმფულა ბეწვზე ეფერებოდა კალმარკატას, ფეხზე წამოდგებოდა და კარში მდგარ მოწყენილ ბასტს დამნაშავეს სახით გაუღიმებდა. მხოლოდ ბასტის გამომეტყველება ახსენებდა, რომ სხეულს თავისი მოთხოვნილებები ჰქონდა, ტუალეტში შევიდოდა, ცოტას შეჭამდა და კვლავ იმ მაგიდას უბრუნდებოდა, რომლის მარცხენა მხარეს, გრძელ და ვიწრო, გამჭვირვალე კოლბაში უკვე მესამე დღე იყო, ლურჯცეცხლი ენთო. თავიდან ბასტიც მსგავსი ენთუზიაზმით შეხვდა ქვოს იდეას, რომ ლუჯრცეცხლი გამოეკვლია, მაგრამ მისმა შემართებამ მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანა, მხოლოდ იქამდე, სანამ ერთად ყოფნის შემდეგ ქვო ქურდივით გაიძურწებოდა ოთახიდან, სისხლიანი მარცხენა ხელით, ხოლო მარჯვენაში ჩაბღაუჭებული, ლურჯად მანათობელი უცნაური კოლბით. ბასტს არ აინტერესებდა, როგორ მოახერხა ქვომ ლურჯცეცხლის დანაწევრება, მისი ნაწილის ჩაქრობა და ნაწილის ჩაუქრობლად შენახვა. შეიძლება სხვა დროს დაინტერესებულიყო კიდეც, მაგრამ ახლა, როცა დრო იყო, მონაპოვარით დამტკბარიყო და ქვოსთან ყოფნით გული ეჯერა, სასტუმროს მეპატრონის გონება სულ სხვა რამით იყო დაკავებული. ქვომ იცოდა, რომ ბასტს ცუდად ექცეოდა. ცხადად ხედავდა წყენას შავთმიანის თვალებში, მისი სიჩუმეც უხმოდ საყვედურობდა და ყოველ ნაბიჯს გაღიზიანების უხილავი აურა დაჰყვებოდა. ხანდახან უკვირდა, აქამდე როგორ იკავებდა ბასტი თავს და არ საყვედურობდა. ახალგაზრდა დემონი დიდი მოთმინების უნარით არ გამოირჩეოდა, ამიტომაც ყოველ ჯერზე, როცა ბასტი მისი საძინებლის კარზე აკაკუნებდა, ქვო ჩხუბსა და დაძაბულობის გამწვავებას მოელოდა. ბასტზე ფიქრები გონებას უფანტავდა. ეს, ერთი მხრივ, სასიამოვნოც კი იყო, რადგან აქამდე არავის გამო ყოფილა ასეთი თავგზააბნეული და დაბნეული, თუმცა, მეორე მხრივ, იმაზე ბრაზობდა, რომ მასზე ფიქრი ყველაფერში ხელს უშლიდა. დროდადრო თვალი უშტერდებოდა ლურჯ ალზე, უნებურად ახსენდებოდა ერთად გატარებული მომენტები, შავთმიანის აღტაცებული, შიშნარევი გაოცება, როცა ლურჯცეცხლი ისევ გამოჩნდა, მისი მომღიმარი სახე, როდესაც თვალებმინაბული ისმენდა ქვოს თეორიებს ლურჯცეცხთან დაკავშირებით, გაღიზიანებული კოცნა საუბრის გასაწყვეტად... ქვოს მუცელში თრთოლვა უვლიდან ბასტის გახსენებაზე, ტუჩებზე ღიმილი ადგებოდა და ხელები უმძიმდებოდა, ვეღარ ახერხებდა ფიქრს, წერის გაგრძელებას. ხანდახან ეგონა, რომ დემონზე ფიქრის დროს სუნთქვაც კი ავიწყდებოდა, ამიტომ მოულოდნელად ფხიზლდებოდა ფიქრებისგან და ხარბად ისუნთქავდა ჰაერს. მხოლოდ მაშინ ხვდებოდა, რომ არ ახსოვდა, როდის შეწყვიტა სუნთქვა და რამდენ ხანს იყო ასე, მოგონებებისგან გაბრუებული.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now