Wet Cherry (დასრულებული)

By legalaliencalliope

75.2K 4.8K 5.6K

ჰარი ედვარდ სტაილსს, მაპატიე.გთხოვ,მაპატიე,რომ ასეთი ცუდი ადამიანი ვარ.მაპატიე,რომ ვერ შევძელი შენი თავიდანვე... More

1.One For The Road
2.Pray For Me
3.Dance To This
4.Walking With Elephants
5.Phara Oh
6.You're Somebody Else
7.The Sound Of Violence
8.Say It To My Face
9.Snap Out Of It
10.Dancing In The Moonlight
11.Sleeping Powder
12.Can't Take My Eyes Off You
13.Elastic Heart
14.True Love Waits
15.Larme à Gauche
17.Every Breath You Take
18.Wicked Game

16.Latch

3.2K 244 289
By legalaliencalliope

"I Think We Are Close Enough,
Could I Lock In Your Love,Baby?
How Do You Do It,You Got Me
Losing Every Breath,What Did You Give Me To Make My Heart Beat Out My Chest...?"

•••••••••••••••••••••••••••

ჰარი P.O.V*

სახლში მისულებმა შხაპი მივიღეთ და ჩემს ოთახში,ლოგინზე,
დაღლილნი მივეყარეთ.ვივიენმა ცალი ფეხი,მუცელზე გადამადო და თავი,ჩემს თმებში ჩარგო.
-ვივიენ,აღიარე რომ ყველაზე სექსუალური შეყვარებული გყავს.-ვუთხარი და კისერში კოცნა დავუწყე.
-ჰარი მეძინება...-საყვარლად თქვა და ზურგი მაქცია.
-ეს ვის გაუბედე?ცოდვილო!-წამოვიძახე და გაღუტუნება დავუწყე,ვივიენი სიცილსა და ფეხების ჰაერში ქნევას მოჰყვა.

-ჰარიეტ ვერ გიტან!
-მეც ვივიენ ჯონს!მეც სიგიჟემდე ვერ გიტან!

ვივიენმა ლოყაზე მაკოცა,შემდეგ ცხვირზე,ასე დამიკოცნა მთელი სახე და პატარა ბავშვივით მომეკრო.თავზე ვეფერებოდი და თან რაღაცას ვღიღინებდი.
მიხარია,რომ ასეთი ძლიერი ადამიანი ჩემი "პარტნიორია" და არა სხვა მამაკაცის.დღეიდან ხომ მე და ვივიენი "ჩვენ" ვართ.მივხვდი სახეზე როგორ გავწითლდი,
ფიქრები უკუვაგდე და მეც,
ვივიენთან ერთად,გადავეშვი თავისუფლების,ანუ სიზმრების სამყაროში.

თვალების გახელას არ ვჩქარობ,
თუმცა რაღაც ფაჩუნობს,რაც ინტერესს მიღვივებს.მზის სხივები შემოჭრილიყო ოთახში.ესეიგი ვივიენს ღვიძავს და დიდი ალბათობით,ბოროტებიცა და კეთილებიც მომიკითხა ფარდების გადაწევა,რომ დამავიწყდა.თავი წამოვწიე,ჩემს წინ გადაშლილი სურათის მშვენიერებამ და სისაყვარლემ,ღიმილი მომგვარა და სხეულში სითბო ჩამიღვარა.

ვივიენი თმებ აბურძგნული,
ძილისგან დაბერილი ტუჩებით,
ლოგინზე წამომჯდარიყო და იქვე დადებული ფოდნოსიდან,ბანანის ჯემსა და კრუასანს ჭამდა.ჩემი ხითხითი,რომ გაიგონა
პირ გამოტენილმა გამომხედა.
-ვიფიქრე რომანტიკულად ჩემს ბიჭს,ლოგინში საუზმეს მივართმევ თქო!ღმერთია მოწმე ვითმენდი და ვცდილობდი არ მეჭამა,მაგრამ გაღვიძება დააგვიანე და ყველაფერი შემომეჭამა.-დასჯილი ბავშვიბით თქვა და ბანანის ჯემი გამომიწოდა.-ერთი კოვზი დარჩა მგონი.
-შენს ბიჭს?-ეშმაკურად ვკითხე და ჯემი გამოვართვი.
-ანუ ჰაროლდ სტაილსს!You Know Right?You Are Only Mine!-ვივიენმა წამოიძახა და თვალი ჩამიკრა.

-სამაგიეროდ შეგიძლია მე დამაგემოვნო.-მითხრა და მაისური გადაიძრო,ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე,მის მოშიშვლებულ მკერდს თვალს ვერაფრით ვწყვეტდი.
-ისე უყურებ თითქოს აქამდე არ დაგინახავს.
-ჩშშ...-ჩუმად ვთქვი,ხელში ავიტაცე,ფეხზე წამოვიჭერი და კედელს ავაკარი.

***

მე და აქსელს საქმე გამოგვიჩნდა.
ვივიენის დატოვება მომიხდა,რაც ძალიან არ მინდოდა.ძლივს მოვშორდი მას და ბუზღუნით დავტოვე სახლი.საინტერესო არაფერი მომხდარა,ამიტომ არ დავიწყებ ამ საქმის განხილვას.

ვივიენს დავურეკე.
-*Bae...-საყვარლად გაწელა სიტყვა.
-ვივიენ!ნებისმიერი რიცხვი მითხარი.
-*ჰმმ...ასორმოცი!რატომ მეკითხები?
-სახლში ხარ?
-*შენ გელოდები.-მოწყენით ჩაილაპარაკა.
-მოვდივარ!

სახლთან მისულმა,ჩემს უკან,
მომავალი "მინივენის" მძღოლს,
ვანიშნე გაჩერებულიყო.ორი კაცი გადმოვიდა,რომლებსაც მისაღებში შევუძეხი,მათ ლამაზად დააწყვეს ასორმოცი ჭიქა ოთახში,ხელი ჩამომართვეს და წავიდნენ. ვივიენის ოთახში შევედი,
ლოგინზე წამოწოლილიყო და ტელეფონში რაღაცებს თამაშობდა.

მას მივუახლოვდი,ლოყაზე ვაკოცე და თბილად ვუთხარი.
-შენთვის სიურპრიზი მაქვს!
-ჰაროლდ!-სიხარულით წამოიძახა,შემომახტა და ტუჩებში მაკოცა,ასე ხელში ატაცებული გამოვიყვანე მისაღებ ოთახში.
-რა გემრიელი სუნია!თითქოს ცხელი შოკოლადით გაავსეს აქაურობა!
-თითქოს არა!შენს განკარგულებაში ასორმოცი ცხელი შოკოლადია.
განყოფილებაში დაგპირდი,რომ ძალიან ბევრს მოგართმევდი.

-ჩამომსვი!დროზე!არ გაცივდეს!სასწრაფოდ დავლიოთ!-დაყვირა, ჩამოხტა და ჭიქების გამოცლა დაიწყო.
-ვივიენ!ნუ გაიჭყიპები!ამის დამთავრებას სამი დღე მაინც უნდა!
-ჰარიეტ!ბევრს ნუ ლაპარაკობ!
დალიე!-არც გაგიკვირდებათ,
თუ გეტყვით,რომ ვივიენი არ გასკდა,მაგრამ აი მე კი კასრს ნამდვილად დამამსგავსა.

-მორჩა!-ბედნიერად წამოიძახა და ტუჩები გაილოკა.
-მორჩა?-საცოდავად ამოვიჩხავლე.-ღმერთო აქამდე არ მითქვამს,მაგრამ მიყვარხარ და მომიტევე ცოდვები ჩემნი.-ვკნაოდი და სუნთქვას ვცდილობდი.მე და ვივიენი შავკანიანებს დავემსგავსეთ,
თავიდან ბოლომდე ცხელი შოკოლადი ვიყავით.

-ჰარი მიყვა...-წამოიძახა ვივიენმა,
თუმცა სწრაფადვე შეწყვიტა სათქმელი და სხვანაირად დაამთავრა.-სადღაც მინდა წაგიყვანო.-წამოდგა,გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.

"ჯანდაბა!სიგიჟემდე მინდა ამ ორი სიტყვის მისგან მოსმენა!ყველაფერს გავიღებდი,ოღონდ მომესმინა მის ბაგეებს,როგორ სწყდებათ ჩემს მიმართ წარმოთქმული " მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! "

-ასე ხომ არ წავალთ?ადგილი არ დაგვრჩენია ცხელი შოკოლადი,
რომ არ შეგვსხმოდა.-ვთქვი და საკუთარ თავს დავხედე.
-ჩემი მანქანით წავიდეთ.-წამოიძახა,გარეთ გავიდა,მანქანაში ჩაჯდა და მანიშნა მეც მივსულიყავი.დიდი ხანი მივდიოდით სადღაც,თუმცა ხმა არცერთს არ ამოგვიღია.მას შევცქეროდი და ვერაფრით ვხვდებოდი,თუ რატომ გახდა ჩემთვის ასეთი ძვირფასი.

ვივიენმა მანქანა გააჩერა და სიცილით შემომიბრუნდა.
-დამპირდი,რომ თვალებს არ გაახელ!-თქვა,გარეთ გადავიდა,
კარი გამიღო და მეც გადამიყვანა.
ვივიენმაც ამაფარა თვალებზე ხელი და ისე გამიძღვა წინ.მისი ხითხითი მესმოდა და ვხვდებოდი,
რომ გასაქცევად მქონდა საქმე.
როგორც იქნა გაჩერდა,ჩაახველა და სიხარულით წამოიძახა.
-ჰაროლდ თვალები გაახილე!

-ვივიენ!აქ რანაირად შემომიყვანე ან აქ რა ჯანდაბა გვინდა?

უბრალოდ P.O.V*

ვივიენი...

მისი უზრუნველი ხასიათის მიღმა,
ბავშვურ გულჩვილობასა და ნატიფ ბუნებას დავინახავთ.განა თავიდანვე არ იგრძნო ვივიენმა,
მისი დამოკიდებულება ჰარის მიმართ?იგრძნო!სწორედაც,რომ იგრძნო!

ჩანს თუ როგორ იყო ვივიენი,
წარსულზე მიჯაჭვული,როგორ არ უნდოდა წარსულის უკან მიტოვება და რამხელა ტრავმაა მისთვის,მისი ცხოვრება აქსელამდე.

ასევე ისიც ჩანს თუ როგორ ცდილობდა ვივიენი გულის მოტყუებას...

თუმცა რაც უფრო ცდილობ,გული მოატყუო,მით უფრო ღრმად გითრევს ის და საბოლოოდ,
მოტყუებულიცა და სასტიკად დამარცხებულიც თავად შენ
რჩები,მაგრამ ამ მარცხს ადამიანისთვის,ყველაზე დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია...

სიყვარულის...

ამბობენ როცა გაუაზრებლად გიყვარდება,მაშინ შენი საქმე წასულიაო."რატომ?" მეც მაინტერესებს რატომ.ახლა მე ჩარლზ დიკენსის სიტყვებს მოვიშველიებ და შევეცდები აღვწერო ის გრძნობა,რომელსაც გაუაზრებლად შეყვარებული ადამიანი განიცდის.

"თითქოს დავცურავ დაუსრულებელ სივრცეში,
მივფრინავ ვარსკვლავთა სფეროში,ბურუსში გახვეული,
მოხიბლული,მოჯადოებული,დაბრმავებული ცისფერი ფერიის მშვენიერებით."

ადამიანი ამას განიცდის,მორჩა!აღარაა საჭირო,მისი განცდების სიტყვიერად დადასტურება! თვალები...აი ნამდვილი სულის სარკე...სიტყვები,ეს დროის ფუჭი ფლანგვაა.თუ შენ შეგიძლია,
მზერით აუხსნა სიყვარული,თუ შენ შეგიძლია,საქციელებით დაანახვო გრძნობები...

მაშინ შენ,იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნები,რომელნიც გაუაზრებლად,ყველანაირი გაფრთხილების გარეშე განიცდიან სიყვარულის ძალას.

ვივიენიც ერთ-ერთი მათგანია.

ჰარი...

ჰარი კი ის ფერიაა,რომელმაც ვივიენის ნდობა დაკარგული გული,ისევ შეაფერადა და ნამდვილი ფუნქცია დაუბრუნა...

და შენ მკითხველო!თუ ამ სიტყვებს ახლა ვერ იაზრებ არ იდარდო!მოვა დრო და შეგიყვარდება!სწორედ მაშინ გამიხსენე და თავიდან გადაიკითხე იმავე სიტყვები,რომლებმაც კითხვები გაგიჩინა და უმალ გაეცემა ძველად დასმულ კითხვებს,შენს გონებაში პასუხები.

და ვიმეორებ!ღმერთი ეს თავად სიყვარულია.

ვივიენი P.O.V*

-მეგონა ნებისმიერი ბიჭის ოცნება იყო,ემირეიტსის სტადიონზე,
ერთხელ მაინც ბურთის გაგორება!
-ვივიენ!ფეხბურთი და მე ისე ვართ როგორც,ძროხა და ბალეტი.
-შენ რა გინდა მითხრა,რომ ფეხბურთის თამაში არ იცი?
-არ ვიცი!
-ღმერთო ჩემო!ბავშვობა არ გქონია?
-აქ როგორ შემოვედით?-გაოცებით კითხულობდა ჰარი და ჩაბნელებულ სტადიონს ათვალიერებდა.
-წამოდი თამაშს გასწავლი.-წამოვიძახე,ხელი ჩავკიდე და სტადიონის შუაგულში გავიყვანე.
ბურთი ფეხებს შორის მოვიქციე და მის გარშემო სირბილი დავიწყე.

"არ მოგატყუებთ თუ გეტყვით,
რომ ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად გამომდის."

-ჰაროლდ გაექანე!მარჯვენა ფეხი!არა!ასე ბურთს ვერასდროს წამართმევ!ლოქო ხარ!-ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ვიცინოდი.
-ვიქნები ლოქო მე შენ გეტყვი! ლიტრობით ცხელი შოკოლადი მასვი!
-ახლა კი მათი მონელების საშუალებას გაძლევ.-ეშმაკურად ვუთხარი და ბურთით "მაკრატელა" გავაკეთე.
-ჯანდაბა!ეს როგორ გააკეთე?მასწავლე რა!-პატარა ბავშვივით დაიწყო ჰარიმ ხტუნვა.
-ჯერ ბურთზე ფეხის დარტყმა ისწავლე გლეხო!-დავცინე მას.
-ეგრე არა?კარგი!-ეშმაკურად თქვა და ჩემსკენ გამოიქცა.

-ჩააწოდა,ჩააწოდა! სამწუხაროდ მერვე ნომერს,ჰარი სტილსს,არ გამოუვიდა გოლის გატანა.ვივიენი მიმეართება კარებისკენ და...
"ვაჩა ვაჩა ვაჩა"გოოოოოოოლ!-ვღრიალებდი და გიჟივით დავრბოდი,ჰარი სიცილით მოკვდა,ერთ საათიანი სირბილის შემდეგ,მიეჩვია ბურთს და ესიამოვნა კიდეც თამაში.
-კი მაგრამ ამ სტადიონს დაცვა არ ჰყავს?-იკითხა ჰარიმ.
-რა თქმა უნდა!აი იქ ზიან!-ვთქვი და მოშორებით,ერთ-ერთ შენობაზე მივუთითე.
-შენ აქ ადრეც ყოფილხარ?
-სკოლის დამთავრებამდე თითქმის ყველა საღამოს.
-გიჟი ხარ.
-შეცდი!სიგიჟე ახლა იწყება!
-რას გულისხმობ?
-შენს მხრებზე შემომსვი.-ვუთხარი ჰარის.
-რატომ?
-ბევრს ნუ ლაპარაკობ.

ჰარი დაიხარა და მის მხრებზე მოთავსებაში დამეხმარა,ნელა წამოდგა და ფეხებზე ხელები მომკიდა.
-აუჰ!თავი პიზის კოშკი
მგონია!-ვთქვი სიცილით.
-ღმერთო უშველე!
-ჰაროლდ!ახლა მართლა ღმერთი თუ გვიშველის.
-რატომ?რას აპირებ?
-სიგნალიზაციას თუ ჩართავენ ყველა გასასვლელი ავტომატურად ჩაიკეტება.აქედან გაღწევის მხოლოდ ერთი გზა დარჩება.
-და რატომ უნდა ჩაირთოს სიგნალიზაცია?წავიდეთ სახლში!გთხოვ!-შიშით თქვა ჰარიმ.

მე ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე,
ფანარი ჩავრთე,ცისკენ გავიშვირე და ბოლო ხმაზე სიმღერას მოვყევი.
-Is This The Real Life?Is
This Just Fantasy?Caught In a Landslide,No Escape From Reality.
-Open Your Eyes!Look Up To The Skies And See.I'm Just a Poor Boy,I Need No Sympathy -ამყვა ჰარიც და მის ტელეფონშიც აანთო ფანარი.
-Because I'm Easy Come,Easy Go...-ვმღეროდით და გეფიცებით ყველაზე თავისუფლად ვგრძნობდით თავს...

და აი განგაშის ზარიც,დარაჯნი ჩვენსკენ გამოიქცნენ,ჰარიმ ძირს დამსვა და დაბნეულად გამომხედა.
-ჰარი სიმაღლის ხომ არ
გეშინია?
-რატომ მეკითხები?-საცოდავად იკითხა,თუმცა აღარ გავეცი პასუხი,ხელი ჩავჭიდე და პირდაპირ დარაჯებისკენ გავაქანე.
-შეიშალე?გზა აგერია!პირიქით უნდა გაქცეულიყავი!-ღრიალებდა ჰარი,ძლივს ავუარეთ ამდენ კაცს გვერდი და დაცვის ოთახში შევვარდით.
-შენ აქაურობა ზეპირად იცი?-ქოშინით მკითხა,მე ფანჯარა გამოვაღე და ჰარის გავხედე.
-იმიტომ გკითხე,სიმაღლის თუ გეშინია თქო,რომ ახლა ცოტა ხნით ფრენა მოგიწევს.-მივხვდი გაპროტესტებას აპირებდა,თუმცა ამ დროს ოთახში შეიარაღებული ხალხი შემოვარდა რამაც დააბნია,ამით მე ვისარგებლე და ჰარი ფანჯრიდან გადავაგდე,
ხელი არ გამიშვია,მეც მასთან ერთად გადავხტი.

-უფალო იესო ქრისტე,ძეო ღვთისაო,შემიწყალენ მე ცოდვილი,რამეთუ მე...-ვეღარ დაასრულა ჰარიმ რადგან დიდ ნაგვით გამოტენილ ურნაში ჩავვარდით,ჰარის გავხედე,სახეზე ეტყობოდა ცოტა აკლდა და სულს განუტევებდა.
-ღმერთმა გვიშველა!კიდევ კარგი ეს ნაგვის ურნა ისევ აქ დგას!-წამოვიძახე მე და ურნიდან გადავხტი.
-შენ...შენ რა გინდა თქვა,რომ არ იცოდი ეს ურნა აქ დაგვხვდებოდა თუ არა? და მაინც გადმომიქნიე ფანჯრიდან?
-ცხოვრება ეს უშველებელი რისკია ჰაროლდ!და აღიარე ბატონი სტაილსს,რომ საუკეთესოდ გაატარე დრო.-ვუთხარი,ურნაში გადავყავი ხელი,მაისურზე დავექაჩე მას და ტუჩებზე დავეწაფე.

***

რადგან ორი დღის გამოუძინარი ვიყავი,გადავწყვიტე მარტოს,ჩემს ოთახში დამეძინა.შხაპი მივიღე,
ფარდებით კარგად დავბურე იქაურობა და რბილად ჩავწექი ჩემს პლუშებს შორის.

არასდროს ხმაური არ მაღვიძებს.
ახლა კი თითქოს ჩემში რაღაც წივის,რომ გავიღვიძო,თვალებს მობეზრებით ვახელ.
-ამის დედაც! უკვე სამი დღეა ნორმალურად არ მიძინია!

-ჰარი!ვივიენის უნივერსიტეტში შემოტყუებაზე დაგთანხმდი!სანაცვლოდ კი არაფერი მოვითხოვო?-მესმის ბონის ხმა.

"What The Actual?"

-ბონი წადი!სხვა დროს დაგელაპარაკები!-უთხრა მას ჰარიმ.
-არა!მინდა რომ ერთი ღამით ჩემი იყო!მგონი დავიმსახურე.
-უკაცრავად ჩაგერთვებით თუ შეიძლება!რა ჯანდაბაზე საუბრობთ?-ვიკითხე მისაღებში გასულმა,ჰარიმ ჩემს დანახვაზე სახეზე ფერი დაკარგა.
-სულ არ ვარ ისეთი დაუცველი შენ,რომ გგონივარ."მტირალა ბონის" ჰარიმ შექმნა.
-ვივიენ...-დაიწყო ჰარიმ,თუმცა გავაჩერე.
-კი მაგრამ რატომ?-ვკითხე ჰარის დაბნეულად.
-ბონი დაგვტოვე!-ნერვებ მოშლილად უთხრა ჰარიმ.ბონიმ ალმაცერად შემომხედა და სახლიხან გავიდა.

-უნდა მეჩხუბო?-მკითხა ჰარიმ.
-არა!რატომ უნდა გეჩხუბო?უბრალოდ მიზეზი მითხარი!
-მე...არ შემიძლია,ბოდიში.
-ვცდილობ არ გავბრაზდე და მიზეზს გთხოვ,შენ კი მეუბნები,
რომ თქმა არ შეგიძლია?
-ვივიენ უნდა გამიგო...მე...მე ეს შენს საკეთილდღეოდ გავაკთე.
-ჰარი შენ ამის უფლება არ გქონდა!იმედია ამას ხვდები არა?და არც კი ცდილობ ამიხსნა რატომ გადაგდი ეს ნაბიჯი!
-არ შემიძლია...-თვალები მობეზრებით ავატრიალე და ჩემს ოთახში შევედი,ტანსაცმელები გადავიცვი და გარეთ გასვლა დავაპირე,თუმცა ჰარიმ შემაჩერა.
-გთხოვ ეს პერანგი შეიკარი.

-რატომ?გამომწვევია ბატონო ჰარი?დიახ!ისევე როგორც შენი სახე ამწამს!ძალიან მინდა,რომ დაგარტყა,მაგრამ თავს ვიკავებ.
-არ შეგიძლია,რომ გამიგო?
-ჰარი გაძლევ საშუალებას ამიხსნა.
-უბრალოდ მენდე.
-გენდო?-ვიკითხე და გავიცინე.-შენ ერთ-ერთი შენი გასართობთაგანი ხომ არ გგონივარ?-დავუყვირე,
თუმცა გეფიცებით იმ წამსვე ვინანე ეს სიტყვები.
-არ უნდა მეთქვა.-ჩუმად ვთქვი და გარეთ გამოვედი.

-მე უფლება არ მაქვს,პატარა მიზეზი,რომ დაგიმალო და შენ?შენს წარსულს,რომელსაც დღემდე არ ხდი ფარდას შეგიძლია მუდამ შენში ატარო.ვივიენ დროა წარსული,წარსულს ჩააბარო.
ლუისი აღარ არის!შეეგუე ამ ფაქტს!და შეეცადე ცხოვრებაში მიზნები დაისახო,მოიცადეთ!შემეშალა,ვივიენ არა!ნინია სმიტ!

ჰარის სიტყვები თითქოს სადღაც შორიდან მომესმოდა,ერთ ადგილას გავშეშდი და მძიმედ სუნთქვა დავიწყე.
"არა!არა!არა!" ჰარისკენ გავიქეცი და გამწარებით რტყმა დავუწყე.

-რატომ მომექეცი ასე?ჰარი,რა უფლებით?რატომ გამიკეთე ეს!რატომ შემოიჭერი ჩემში!თავიდანვე ყველაფერი იცოდი...
მე და შენ...ჩვენ...არ არსებობს ჰარი!შენ მე შეგეცოდე!შენ ჩენს მიმართ მხოლოდ სინანულს განიცდი.არ გქონდა ამის უფლება!არ უნდა გცოდნოდა ეს ყველაფერი.შენ ჩემი თავიდან მოცილება გინდოდა!
შენ ვივიენის გაქრობა გინდა...მე სხვა ვარ ჰარი...ნინია არ ვარ გესმის?შენ ჩემი გაუჩინარება გინდა...-ვყვიროდი,სწრაფად ვლაპარაკობდი და ჩემი დარტყმებისგან,ჰარის შეწუხებულ სახეს არ ვიმჩნევდი.

-შენ გინდა რომ ვივიენი გაქრეს!შენ მე არ გიყვარვარ!შენ იცოდი ჩემი წარსულის შესახებ და ეს მე დამიმალე...-ვხვდებოდი,რომ აზრს ვეღარ ვატანდი იმას თუ რას ვსაუბრობდი.ჰარის სახე უფრო და უფრო შორს იძირებოდა.

-შენ გინდა რომ ვივიენი გაქრეს.-ისევ ვამბობ,ჰარის ვაკვირდები,
თუმცა უკვე უემოციოდ,წამიერად თავის იმდენად მწვავე ტკივილი ვიგრძენი,რომ მეგონა თავის ქალა ამხადეს.

ჩემს წინ მდგომ ბიჭს ხელს ვკრავ,
თუმცა მიჭერს და გულში მიკრავს.ძლიერად მოეხვია ხელები ჩემზე,მაგრამ მაინც ვთავისუფლდები მისგან.ვხვდები,
რომ უნდა მოვშორდე,რატომ და რისთვის,არ ვიცი,მაგრამ მასთან ახლოს თითქოს სუნთქვაც კი მიჭირს.

უცებ ყველაფერი განათდება.საღი გონება მიბრუნდება და შიშით ვუყურებ მის ლამაზ,მწვანე თვალებში...

"რამდენიმე წამის წინ,მე არ ვიცოდი თუ ვინ იყო ის!"

-ჰაროლდ...უკანასკნელად.-
ვჩურჩულებ,მის ტუჩებს ვაცხრები და უკან მოუხედავად გავრბივარ.

***

*რამოდენიმე საათის შემდეგ.

აპარტამენტის კარზე განუწყვეტლივ ვაკაკუნებ.უკვე ხელებიც კი მტკივა,თავში ათასი კითხვა მიტრიალებს,რომლებზეც პასუხები არ გამაჩნია.ჩემდა საბედნიეროდ კარებს საბოლოოდ აღებენ,სახლის პატრონი თვალებ გაფართოებული მომაჩერდა.

-ვივიენ?ნიუ-იორკში როდის ჩამოხვედი?

•••••••••••••••••••••••••••••

ალბათ არც არის რთული მისახვედრი თუ ვის ჩააკითხა ვივიენმა.მომდევნო თავი მხოლოდ ზეინთან გატარებულ დროსა და ნიო-იორკში ყოფნის პერიოდზე იქნება...❤️

იმისდა მიუხედავად,რომ თქვენი თითოეული კომენტარი ძალიან მიყვარს,გთხოვთ თავი შეიკავოთ მსგავსი კომენტარების დაწერისგან:"გვაღირსე." "ნუ დაგვტანჯე,მალე დადე." "აღარ დებ?" ... მეც წერის პროცესში ვარ,
როცა "მუზა" მესტუმრება ვჯდები და ვწერ.რაც არ დამიწერია,
როგორ დავდო...ასეთი ადვილი არ არის ახალი თავის დაწერა და გთხოვთ გამიგეთ...მადლობა და ბოდიშით.

ძალიან მიყვარხართ ❤️

P.S

და როცა დადებას აღარ დავაპირებ ამას თავისთავად გამცნობთ!

Continue Reading

You'll Also Like

143K 18.7K 13
"နွေအရောင်တွေဟာ ဝိုင်လိုပဲ..."
1.4M 239K 110
Title - The demon king always thinks I'm secretly in love with him Author - 东方黄瓜 Total Chapters - 104 Genre - Fantasy Eng Translators - Rosana Myanma...
47.7K 8.5K 44
මන්දාරම් අහස යට දී එකතු වුන ඒ ආදරය .. ඒ මන්දාරම් අහස යටදීම වෙන් වුනොතින් ..! රෂාන් ♡ මිහික Start = 2023. 11. 12 End = .................. Cover by...
4.5M 519K 58
{Both Zg&Uni} အသေမခွီးရတောင် တစ်ချက်တော့ပြုံးမိဖို့ အာမခံပါတယ် ..💚 Start - { 11,8,2020 } End - { 25,11,2020 } အေသမခြီးရေတာင္ တစ္ခ်က္ေတာ့ျပဳံးမိဖို႔...