3.Dance To This

4.3K 273 183
                                    

"Under The Kitchen Lights,You Still Look Like Dynamite And I Wanna End Up On You..."

•••••••••••••••••••••••••••••••

ჰარიმ ზეინს ანიშნა მას გაჰყოლოდა.
ოთახიდან გავიდნენ თუ არა მაშინვე ფეხზე წამოვიჭერი და სარკეში თმების გიჟივით სწორება დავიწყე.

-ღმერთო ჩემო!ეს რა არის?ვივიენ გოგოს გარდა ყველაფერს გავხარ!ზეინი რას იფიქრებდა?ახლა რა უნდა ვქნა ?

-ოჰო!განა სხვისი და მითუმეტეს ბიჭის აზრი შენთვის მნიშვნელოვანია?-მკითხა შეუმჩნევლად შემოსულმა ჰარიმ.
-სად არის?მითხარი,რომ აქ დარჩება!-სიხარულით წამოვიძახე.
-ასე ძალიან მოგწონს?
-კი!ძალიან!
-ჩემს მერე სხვისკენ თვალი როგორ გაგირბის?
-ნუ მაცინებ ჰარი სტაილსს!-ვუთხარი,
გვერდი ავუარე და სამზარეულოსკენ გავემართე.

ზეინი დივანზე იჯდა,ჩემს დანახვაზე გაეღიმა,წამოდგა და მომიახლოვდა.

"ისუნთქე!ჯანდაბა!ვივიენ აზრზე მოდი.
გეფიცებით თუ კიდევ ერთ ნაბიჯს გადმოდგამს გული წამივა."

-როგორც მივხვდი იცი ვინც ვარ და შენ რა გქვია?-მკითხა გაღიმებულმა.
-შენი მონა,კიარადა ვივიენი.-სიმწრის სიცილით ვუთხარი და ხელი გავუწოდე.

"ხელი ჩამომართვა!ამის დედაც ! "

-ვივიენ იქნებ ხელი გამიშვა.-სიცილით მითხრა.
-არასდროს!უფრო სწორად ახლავე.-ნერვულად ვთქვი და მოვშორდი.
-ყავას ხომ არ შემომთავაზებდი?
-ყველაფერს შემოგთავაზებ რასაც მოისურვებ.
-რა?-ეტყობოდა ცოტა აკლდა და სიცილით გაიგუდებოდა.
-ანუ საუზმე!ხო საუზმე,საჭმელს შემოგთავაზებ მეთქი.-ბოლო ხმაზე დავიყვირე.
-პროდუქტი არ არის.-გაისმა ჰარის გაღიზიანებული ხმა.
-ვიყიდი არ არის პრობლემა.ვივიენ თუ გინდა გამომყევი.-მკითხა ზეინმა.

-შენ ჯოჯოხეთშიც ჩამოგყვები.-გავიაზრე რაც ვთქვი და ბოლო ხმაზე წამოვიყვირე.- ეს ფრაზაა!დედა ამბობდა ხოლმე!თურმე პროდუქტის საყიდლად წასვლას,რომ გთავაზობენ აუცილებლად ასე უნდა გასცე პასუხი.

Wet Cherry (დასრულებული)Where stories live. Discover now