17.Every Breath You Take

3K 249 398
                                    

I Dream At Night,I Can Only See Your Face.I Look Around But It's You I Can't Replace.I Feel So Cold And I Long For Your Embrace.I Keep Crying Baby...

••••••••••••••••••••••••••••••••

*3 თვის შემდეგ

სახლში გვიან მოსული ზეინი,მის ნივთებს შემოსვლისთანავე ძირს ყრის,კედებსა და მოსაცმელს ჰაერში იქნევს და ჩემკენ ნახევრად მძინარე მოემართება.ლოყაზე მკოცნის და მხარზე მადებს თავს.
-ახალი სიმღერა დავწერე.-ჩურჩულებს დაღლილი.
-მომასმენინე მერე რას უცდი!-დავიყვირე და ფეხზე წამოვიჭერი,
თუმცა ზეინმა ხელები წელზე მომხვია,დივანზე დამაგდო,
ზურგიდან ჩამეხუტა და მასზე მაგრად ამაკრო.
-მეძინება...-ამოილუღლუღა და უფრო მაგრად მომეხვია.

-ზეინ!თუ უკანალზე უნდა მიჩქმიტო,გაფრთხილებ!შენს ხორცს,სუნელებში შემწვარს დავარიგებ სამეზობლოში.
-კარგი რა!ძალიან საყვარელი უკანალი გაქვს!
-მეირინის ეჭვიანობა გამოცდილი მაქვს!არ მინდა შენი სატრფოსიც გამოვცადო.
-ფერიმ შენზე რატომ უნდა იეჭვიანოს?ნუ ბავშვობ.-ზეინის სიტყვებზე,თვალები მობეზრებით ავატრიალე.
-ტომი სად არის?-ვკითხე და მისკენ გადავბრუნდი.
-ტომი ჩემზე მეტად გიყვარს ხომ?-თავი წამოწია და წყენით დამხედა.
-ღმერთო რა შეგცოდე?სამეგობრო წრეში ყველა ასეთი ეჭვიანი რატომ მყავს?-საცოდავად ამოვიჩხავლე და სამზარეულოში გამოვედი.

"ნიუ-იორკში გადმოსვლიდან ორ კვირაში,ზეინთან ტომი ჩამოვიდა.
ერთმანეთის დანახვა ძალიან გაგვიკვირდა,თუმცა გაირკვა,რომ აქსელი,ზეინი,ტომი და კიდევ ერთი ბიჭი,რომლის სახელიც სულ მავიწყდება ერთად იზრდებოდნენ.გამახსენდა,ადრე,
კლუბში,აქსელს რომ ლამის იმ ქვეყნად გაუძღვა და დაინრიტგებულმა ვკითხე,თუ ბავშვობის მეგობრები ხართ,მაშინ
აქსელს მოკვლას რატომ უპირებდი მეთქი.პასუხი ვერ მივიღე...

ვერ გეტყვით ლონდონი რატომ დავტოვე,თითქოს რაღაცას გავურბივარ,ვერ ვხვდები წარსულზე ფიქრი,ჩემში ასეთ შფოთვას რატომ იწვევს,თუმცა დანამდვილებით ვიცი,
რომ ჩემში დიდი სიცარიელეა...
მაინც ყველაზე მეტად რაც მაფიქრებს ეს,ჩემს ტელეფონში შენახული სქრინია.

Wet Cherry (დასრულებული)Where stories live. Discover now