1.One For The Road

10K 331 143
                                    

"From The Bottom Of Your Heart,The Relegation Zone..."

••••••••••••••••••••••••••••

კარებს უხეშად ვაღებ.სავარძელში მჯდარ ქალს თვალს ცინიკურად ვავლებ და მის წინ ვჯდები.პირში ბლანტ სითხეს ვგრძნობ,
ენას ტუჩზე ვიტარებ და საკუთარი სისხლით ვიჟღენთავ ორგანიზმს.ხელი წარბს მივადე და სიმწრით შევიშმუშნე,
დახეთქილ ტუჩებსა და გამსკდარ წარბს მიჩვეული ვარ.ტკივილს არ ვაძლევ საშუალებას თავი შემახსენოს,ირონიულად ვიღიმი და ხელებს ვშლი.

-შეგიძლიათ რამე მაჭამოთ?ძალიან მშიერი ვარ.
-ქალბატონო ვივიენ!თქვენი სარკაზმი თქვენთვისვე შეინახეთ.ახლა კი მომეცით საშუალება დაგეხმაროთ.
-სარკაზმი?ხუმრობთ?შიმშილით სული მძვრება!
-არ მაინტერესებს.
-თუ არ მაჭმევთ ჩემს ნდობას ვერ მოიპოვებთ და თუ ასე მოხდება მაშინ საკუთარ თავთან ისაუბრებთ?
-ვივიენ...-დაიწყო,თუმცა სწრაფად შევაწყვეტინე და დამცინავი ტონით ვუთხარი.

-ფსიქოლოგო მეგან!ახლავე ადგებით და დაცვას ჰამბურგერსა და ცივ კოლას მოატანინებთ.-გავუღიმე და თვალებით გასასვლელისკენ ვანიშნე,ამოიხვნეშა
და კარებისკენ გაემართა.
-აჰ და მეგან!კარგი იქნება მალამოსაც თუ მომიტანს.-დავამატე და ხელებით ჩემს სრულიად განადგურებულ სახეზე ვანიშნე.

როცა შიმშილის გრძნობა საბოლოოდ დავიკმაყოფილე ბედნიერად ჩავიცინე და მეგანს თვალი ჩავუკარი.

-აბა?არ მეტყვით რატომ ხართ ასეთ დღეში?იქნებ მომიყვეთ თქვენი პრობლემების შესახებ.-თქვა მეგანმა.
-გაინტერესებთ რატომ მაქვს სახე ასეთ დღეში?დამიჯერეთ არც მე ვიცი!მთვრალი ვიყავი და არაფერი მახსოვს.
-არ მოგბეზრდათ ასეთი ცხოვრება?ქალბატონო ვივიენ,მომიყევით თქვენი განცდების შესახებ.
-ქალბატონო...-ირონიულად გავიმეორე სიტყვა და ცალყბად ჩავიღიმე.-არაფერია მოსაყოლი.
-იქნებ შიშებზე მაინც მესაუბროთ.
-შიშებზე?
-დიახ შიშებზე,რისი გეშინიათ?
-ვგავარ იმ ადამიანს ვისაც რაიმეს ეშინია?
-ყველა ადამიანს ეშინია რაღაცის ვივიენ,
ყველაზე დიადებსაც კი.შენს ქვეცნობიერში არის რაღაც რაც ბოლოს გიღებს.

Wet Cherry (დასრულებული)Where stories live. Discover now