14.True Love Waits

3.4K 258 304
                                    

"I'm Not Living,I'm Just Killing Time..."

•••••••••••••••••••••••••••

ჰარი P.O.V*

ტელევიზორის წინ,ლამაზად გაწყობილ მაგიდას ვუყურებ და ამაყად მეღიმება.ტახტზე
ვჯდები და საინტერესო
სერიალს ვუწყებ ძებნას.მართალია მაგიდაზე დაწყობილი,
ტკბილეულობა თუ პოპკორნი სერიის,პირველ ათ წუთზე აღარ იქნება მაგრამ,მაინც სასიამოვნო იერს სძენს აქაურობას.

წარმოვიდგენ ვივიენის მოთხუპნულ პირს,ცხელი შოკოლადის გამოცლის შემდეგ და ხარხარი მიტყდება.

ბევრი ამბობს მასზე,რომ გიჟია.
რომ ამქვეყნად მასზე გადარეული არავინ დაიარება.მეც ვთვლი,რომ ის გიჟია.ვივიენმა იმ დიდი ტკივილის ჩახშობა მოახერხა მასში რაც გადაიტანა.

მან შეძლო ცხოვრების აბუჩად აგდება,როცა ეს პირიქით უნდა მომხდარიყო.ის გიჟია რადგან ყოველ დღე,წარსულის დასავიწყებლად და სულის ტკივილის გასაქარწყლებლად, დიდი ღიმილით დგება საწოლიდან და არარეალურ,
უემოციო სამყაროში იკარგება.

მან დაიწესა კანონი...კანონი რომლისკენაც,დედამიწაზე ნებისმიერი მიილტვის,თუმცა ნაკლებს თუ გამოსდის.ვივიენმა საკუთარი ცხოვრება ულიმიტო,
ყველანაირი აკრძალვების გარეშე გახადა.

ის ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით.

უცებ ოთახში ქენდისი შემოვარდა.
საშინლად გამოიყურებოდა,
სწრაფად მივვარდი მასთან.
-ქენდის?რა გჭირს?
-ჰარი უნდა დამეხმარო!
-რა ჯანდაბა ხდება?
-ვივიენს სჭირდები!შენს გარეშე ვერ გავუმკლავდები.
-ვივიენი სად არის?-ხმა ამიკანკალდა.
-დარწმუნებული ვარ ლუისის სასაფლაოზეა.სასწრაფოდ აიღე მანქანის გასაღები და წავედით.-დამიყვირა ქენდისმა და ეზოში გავარდა.გასაღებს დავავლე ხელი და სრულ გაურკვევლობაში მყოფმა დავედევნე ქენდისს.
მანქანაში ჩავჯექით და ლუისის სასაფლაოსკენ ავიღეთ გეზი.

Wet Cherry (დასრულებული)Where stories live. Discover now