16.Latch

3.2K 244 289
                                    

"I Think We Are Close Enough,
Could I Lock In Your Love,Baby?
How Do You Do It,You Got Me
Losing Every Breath,What Did You Give Me To Make My Heart Beat Out My Chest...?"

•••••••••••••••••••••••••••

ჰარი P.O.V*

სახლში მისულებმა შხაპი მივიღეთ და ჩემს ოთახში,ლოგინზე,
დაღლილნი მივეყარეთ.ვივიენმა ცალი ფეხი,მუცელზე გადამადო და თავი,ჩემს თმებში ჩარგო.
-ვივიენ,აღიარე რომ ყველაზე სექსუალური შეყვარებული გყავს.-ვუთხარი და კისერში კოცნა დავუწყე.
-ჰარი მეძინება...-საყვარლად თქვა და ზურგი მაქცია.
-ეს ვის გაუბედე?ცოდვილო!-წამოვიძახე და გაღუტუნება დავუწყე,ვივიენი სიცილსა და ფეხების ჰაერში ქნევას მოჰყვა.

-ჰარიეტ ვერ გიტან!
-მეც ვივიენ ჯონს!მეც სიგიჟემდე ვერ გიტან!

ვივიენმა ლოყაზე მაკოცა,შემდეგ ცხვირზე,ასე დამიკოცნა მთელი სახე და პატარა ბავშვივით მომეკრო.თავზე ვეფერებოდი და თან რაღაცას ვღიღინებდი.
მიხარია,რომ ასეთი ძლიერი ადამიანი ჩემი "პარტნიორია" და არა სხვა მამაკაცის.დღეიდან ხომ მე და ვივიენი "ჩვენ" ვართ.მივხვდი სახეზე როგორ გავწითლდი,
ფიქრები უკუვაგდე და მეც,
ვივიენთან ერთად,გადავეშვი თავისუფლების,ანუ სიზმრების სამყაროში.

თვალების გახელას არ ვჩქარობ,
თუმცა რაღაც ფაჩუნობს,რაც ინტერესს მიღვივებს.მზის სხივები შემოჭრილიყო ოთახში.ესეიგი ვივიენს ღვიძავს და დიდი ალბათობით,ბოროტებიცა და კეთილებიც მომიკითხა ფარდების გადაწევა,რომ დამავიწყდა.თავი წამოვწიე,ჩემს წინ გადაშლილი სურათის მშვენიერებამ და სისაყვარლემ,ღიმილი მომგვარა და სხეულში სითბო ჩამიღვარა.

ვივიენი თმებ აბურძგნული,
ძილისგან დაბერილი ტუჩებით,
ლოგინზე წამომჯდარიყო და იქვე დადებული ფოდნოსიდან,ბანანის ჯემსა და კრუასანს ჭამდა.ჩემი ხითხითი,რომ გაიგონა
პირ გამოტენილმა გამომხედა.
-ვიფიქრე რომანტიკულად ჩემს ბიჭს,ლოგინში საუზმეს მივართმევ თქო!ღმერთია მოწმე ვითმენდი და ვცდილობდი არ მეჭამა,მაგრამ გაღვიძება დააგვიანე და ყველაფერი შემომეჭამა.-დასჯილი ბავშვიბით თქვა და ბანანის ჯემი გამომიწოდა.-ერთი კოვზი დარჩა მგონი.
-შენს ბიჭს?-ეშმაკურად ვკითხე და ჯემი გამოვართვი.
-ანუ ჰაროლდ სტაილსს!You Know Right?You Are Only Mine!-ვივიენმა წამოიძახა და თვალი ჩამიკრა.

Wet Cherry (დასრულებული)Where stories live. Discover now