Wet Cherry (დასრულებული)

By legalaliencalliope

75.2K 4.8K 5.6K

ჰარი ედვარდ სტაილსს, მაპატიე.გთხოვ,მაპატიე,რომ ასეთი ცუდი ადამიანი ვარ.მაპატიე,რომ ვერ შევძელი შენი თავიდანვე... More

2.Pray For Me
3.Dance To This
4.Walking With Elephants
5.Phara Oh
6.You're Somebody Else
7.The Sound Of Violence
8.Say It To My Face
9.Snap Out Of It
10.Dancing In The Moonlight
11.Sleeping Powder
12.Can't Take My Eyes Off You
13.Elastic Heart
14.True Love Waits
15.Larme à Gauche
16.Latch
17.Every Breath You Take
18.Wicked Game

1.One For The Road

10K 331 143
By legalaliencalliope

"From The Bottom Of Your Heart,The Relegation Zone..."

••••••••••••••••••••••••••••

კარებს უხეშად ვაღებ.სავარძელში მჯდარ ქალს თვალს ცინიკურად ვავლებ და მის წინ ვჯდები.პირში ბლანტ სითხეს ვგრძნობ,
ენას ტუჩზე ვიტარებ და საკუთარი სისხლით ვიჟღენთავ ორგანიზმს.ხელი წარბს მივადე და სიმწრით შევიშმუშნე,
დახეთქილ ტუჩებსა და გამსკდარ წარბს მიჩვეული ვარ.ტკივილს არ ვაძლევ საშუალებას თავი შემახსენოს,ირონიულად ვიღიმი და ხელებს ვშლი.

-შეგიძლიათ რამე მაჭამოთ?ძალიან მშიერი ვარ.
-ქალბატონო ვივიენ!თქვენი სარკაზმი თქვენთვისვე შეინახეთ.ახლა კი მომეცით საშუალება დაგეხმაროთ.
-სარკაზმი?ხუმრობთ?შიმშილით სული მძვრება!
-არ მაინტერესებს.
-თუ არ მაჭმევთ ჩემს ნდობას ვერ მოიპოვებთ და თუ ასე მოხდება მაშინ საკუთარ თავთან ისაუბრებთ?
-ვივიენ...-დაიწყო,თუმცა სწრაფად შევაწყვეტინე და დამცინავი ტონით ვუთხარი.

-ფსიქოლოგო მეგან!ახლავე ადგებით და დაცვას ჰამბურგერსა და ცივ კოლას მოატანინებთ.-გავუღიმე და თვალებით გასასვლელისკენ ვანიშნე,ამოიხვნეშა
და კარებისკენ გაემართა.
-აჰ და მეგან!კარგი იქნება მალამოსაც თუ მომიტანს.-დავამატე და ხელებით ჩემს სრულიად განადგურებულ სახეზე ვანიშნე.

როცა შიმშილის გრძნობა საბოლოოდ დავიკმაყოფილე ბედნიერად ჩავიცინე და მეგანს თვალი ჩავუკარი.

-აბა?არ მეტყვით რატომ ხართ ასეთ დღეში?იქნებ მომიყვეთ თქვენი პრობლემების შესახებ.-თქვა მეგანმა.
-გაინტერესებთ რატომ მაქვს სახე ასეთ დღეში?დამიჯერეთ არც მე ვიცი!მთვრალი ვიყავი და არაფერი მახსოვს.
-არ მოგბეზრდათ ასეთი ცხოვრება?ქალბატონო ვივიენ,მომიყევით თქვენი განცდების შესახებ.
-ქალბატონო...-ირონიულად გავიმეორე სიტყვა და ცალყბად ჩავიღიმე.-არაფერია მოსაყოლი.
-იქნებ შიშებზე მაინც მესაუბროთ.
-შიშებზე?
-დიახ შიშებზე,რისი გეშინიათ?
-ვგავარ იმ ადამიანს ვისაც რაიმეს ეშინია?
-ყველა ადამიანს ეშინია რაღაცის ვივიენ,
ყველაზე დიადებსაც კი.შენს ქვეცნობიერში არის რაღაც რაც ბოლოს გიღებს.

"ღირს კი თქმად?ამ ქალს პირველად და უკანასკნელად ვხედავ."

"კარგი ვივიენ!დაფრქვი შენი საიდუმლოებები."

-მონაზვნები.-წყნარად წამოვიძახე.
-უკაცრავად?-გაკვირვებულად მკითხა მეგანმა.
-ჭექა-ქუხილი.
-ვივიენ,ვერ ვხვდები რას მეუბნებით.
-ობობები და ცალმხრივი სიყვარული...

ღრმად ამოვისუნთქე და წამოვდექი,იქვე მიგდებული ჩემი ქურთუკი ავიღე და გასასვლელისკენ გავემართე.

-ეს ის რაღაცებია რისიც ყველაზე მეტად მეშინია ფსიქოლოგო მეგან!განსაკუთრებით მონაზვნების,თქვენ გინდოდათ მოგესმინათ ჩემი შიშების შესახებ,აი ისინიც,ბედნიერად გამოიყენეთ ეს ინფორმაცია.

ქუჩაში გამოსულს სუსხიანმა ქარმა ტანში შვებისა და თავისუფლების განცდა მომგვარა,უკვე ღამდებოდა,წესით ყველა ფსიქოლოგი ამ დროს სახლშია,თუმცა აქსელი აქ დიდი ავტორიტეტია და მის სიტყვას ვერავინ გადადის,ტელეფონი ამოვიღე,მისი ნომერი ავკრიფე და დავურეკე.

-აქსელ,არ დაიღალე ფსიქოლოგების მოძებნით?
-*ვივი ისევ არაფერი?
-Yes Baby Boy!ისევ არაფერი.
-*სად ხარ?
-მოვდივარ.
-*იქნებ ერთი დღე დაგესვენა.
-ნუ სულელობ!განა არის დალევასა და ცეკვაზე კარგი დასვენება ამ ქვეყნად რაიმე?
-*ჯანდაბა!ვივი!ჯერ მხოლოდ 19 წლის ხარ!
-აქსელ ძალიან მიყვარხარ,მალე მოვალ არ მოიწყინო!-ვუთხარი და გავუთიშე.

მუსიკის მოსმენა მინდა,ყურსასმენებს ვეძებ,ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან."მათ გარეშე რა მეშველებოდა?" ყოველთვის,როცა მიჭირს მხოლოდ ისინი არიან ჩემს გვერდით.

ნაცნობი გზაჯვარედინიც გამოჩნდა.
მარცხნივ შევუხვიე,სამი მიტოვებული შენობა ჩავიარე და მივადექი ადგილს,
რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მოვშორებივარ.დაცვა აღარ მაჩერებს,პირდაპირ შევდივარ.
კარების გაღება და მუსიკის ჰანგების გამოჭრაც ერთია,სხეული ბედნიერებამ მოიცვა,მიყვარს ეს ღმერთისგან მიტოვებული ადგილი.ბევრი მეგობარი გავიჩინე,თუმცა ვაღიარებ,ისეთი მეგობრები,რომლებთანაც მხოლოდ დასალევად თუ იქნები,მაგრამ არის ერთი,ყველასგან გამორჩეული.

აქსელი...

სწორედ ეს ადგილი მას ეკუთვნის.
განა მხოლოდ ეს ადგილი?მთელი ქალაქი მის განკარგულებაშია.
"ლონდონი მას ეკუთვნის."

მოცეკვავე ხალხს გვერდს ვუვლი და ზემოთ,ვიაიპ განყოფილებისკენ მივიწევ.აქ მხოლოდ მე,აქსელი და მისი ნდობით აღჭურვილი ორი თუ სამი პიროვნება შემოვდივართ,სხვებს აკრძალული აქვთ.

კარები გავაღე და აქსელისკენ გავიქეცი.მუხლებში ჩავუჯექი და სახე მის კისერში ჩავრგე.
-აქსელ ნუ მიშორებ თავიდან!არ გამოგივა.
-ვივი რას ამბობ?უბრალოდ შენ ძალიან პატარა ხარ!რატომ არ გესმის?
-ჰო მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა.You Know My Life My Rules Bro.-ვუთხარი,თავი წამოვწიე და გავუღიმე,ჩემი სახის დანახვაზე ღიმილი სახეზევე შეეყინა.

-ვივიენ ეს რა ჯანდაბაა?სახეზე რა გჭირს?
-რა გაყვირებს?მეტკინა ყურები.-ვთქვი და წამოვდექი,ხელი დამიჭირა და იგივე პოზაში დამაბრუნა,ჩემი სახე კი ხელებში მოიქცია.
-ვივიენ ეს ვინ გაგიკეთა?
-არ ვიცი.
-რას ნიშნავს არ იცი?
-ფსიქოლოგთან მივდიოდი და უცებ მომვარდნენ,კარგი რა!რა მნიშვნელობა აქვს?წამო ვიცეკვოთ.
-რატომ არასდროს არაფერი არ განაღვლებს?ჭკუიდან გადაგყავარ!

-რა ქენი მეირინს უყიდე საჩუქარი?-ვკითხე აქსელს,თან შევეცადე თემა შემეცვალა.
-ჯანდაბა!-დაიყვირა და ფეხზე წამოიჭრა, მეც მასთან ერთად ჰაერში ავვარდი.
-შენს შეყვარებულს ასე გადაეცი ვივიენის გამო სულ დამავიწყდიო,ცოტას გავერთობი.
-ნუ დამცინი!
-აღიარე რომ საუკეთესო მეგობარი უფრო გიყვარს ვიდრე შეყვარებული.
-ეგ თვითონ მეირინმაც იცის.-მითხრა,
შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავარდა.

მაგიდაზე დადებულმა Grey Goos-მა თვალი მომჭრა,თავი ვერ შევიკავე და მთლიანი ბოთლი გამოვცალე,საცეკვაოდ გავედი.ერთი და იმავე სახეები,არავინ უცხო,დღეს ზედმეტად ბიჭურად გამოვიყურები.

"ნაცემი,შავი სპორტული ტანსაცმელებით."

საკუთარ თავს დავცინე.ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს,მაგრამ არსებობს ერთი გამონაკლისი!
"როცა ვცეკვავ ყველა მე უნდა მიყურებდეს!"ასეთ მდგომარეობაში კი ეს შეუძლებელია,ეშმაკურად ჩამეცინა,
თვალებით ცეცხლ საშრობი სისტემის მოძებნა დავიწყე კედლებზე.

მივაგენი...

-ბოოოობიიი!-დავიყვირე ბოლო ხმაზე.
-რა გაღრიალებს?
-მიკროფონი და ასანთი მინდა.
-ამჯერად რას აპირებ?
-ბევრს ნუ ლაპარაკობ!
-ბლა ბლა ბლა აიღე.-შემომიბღვირა და ისე მომაწოდა ორივე.

ჩემი ქურთუკი მას მივუგდე.ბარის მაგიდაზე ავძვერი,ასანთი იმ სისტემას მივუშვირე და ავანთე...

წამის მეასედში მთელი დარბაზი გაიწუწა,ხალხმა ყვირილი და უმისამართოდ აქეთ-იქეთ სირბილი ატეხა,თუმცა მიკროფონში გამოვაცხადე.
-ჰეი მოიცათ!არაფერია!მუსიკა ჩართეთ! და ცეკვა გააგრძელეთ!

მაისური გადავიძვრე,ბიუსჰალტერის ამარა ვიდექი ზემოთ,ყველას თვითკმაყოფილი დავცქეროდი.ჩემი სხეული მუსიკას ავაყოლე,ვიცი წყლის შხეფები უფრო მიმზიდველს მხდის.თავს გიჟივით აქეთ-იქეთ ვაქნევდი,ხელით კი ჩემს სხეულზე დავთარეშობდი.

"აი ისიც,საყვარელი ყურადღება!"

გამარჯვებულის ღიმილით დავაჯილდოვე იქ მყოფნი და უფრო შევედი ჰანგებისა და რიტმების სამყაროში,აღარაფერს ვაქცევდი ყურადღებას,დამავიწყდა,რომ მაგიდაზე ვიდექი,წვერისკენ მივიწევდი,თუმცა ამას ვერ ვხვდებოდი,უცებ მაგიდიდან გადმოვვარდი,დაცემის მოლოდინში თვალები დავხუჭე,თუმცა არაფერი მიგვრძნია,ანუ არ დავცემულვარ,ვიღაცამ დამიჭირა.თვალებს ნელა ვახელ...

პირველი რასაც ვამჩნევ არის ორი,
დიდი,თუმცა ამავდროულად ულამაზესი მწვანე თვალები,ბიჭს თმები სულ დასველებოდა,წვეთები სახეზე ძალიან მიმზიდველს ხდიდა,მას მზერა შევავლე,არასდროს მინახავს აქამდე.
მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. გეფიცებით ტანში ელექტროობამ დამიარა,უცნობმა ხელები უფრო მაგრად მომიჭირა.

-არ გეშინია?-მკითხა მან.
-რისი?-ვუპასუხე კითხვითვე,მზერა ჩემი სველი ტანისკენ გამოაპარა,წამიერად მკერდზე მომაჩერდა.
-მამაკაცების!აღარ მოიქცე ისე,რომ მათი მეგობრები შარვლებში გამაგრდნენ.
შენთვისვე იქნება ცუდი.-ეს მითხრა და ჩამომსვა,მისი ქურთუკი გაიძრო და გამომიწოდა.
-რა გქვია?-ვკითხე მას და სწრაფად მოვიხურე მოცემული ქურთუკი.
-ჰარი,ჰარი სტაილსი.

-ჰარი რატომ ფიქრობ,რომ მამაკაცები თავს ისე გრძნობენ ჩემი დანახვისას როგორც შენ ახლა თქვი?
-არ ვფიქრობ!ვიცი რომ ასეა.
-და საიდან იცი ჰარი?

ცალყბად ჩაიღიმა,ხელზე დამექაჩა და მის თავს მიმაკრო.

-ვიცი იმიტომ,რომ მეც მამაკაცი ვარ ვივიენ ჯონს!

••••••••••••••••••••••••••••


ფიქციის Soundtrack-:
Arctic Monkeys-Do I Wanna Know? 🥀

("Crawlin' Back To You.")

Continue Reading

You'll Also Like

4.2K 1K 20
At least we're under the same sky😊💐 🥀To live the life be sincere not serious!!!! • • • • • But.....then what about serious situation...
7.5K 614 20
სიყვარული თუ სიძულვილი?
545K 32K 64
« បងសន្យា បងមិនឲអ្នកណាមកធ្វើអ្វីមកលើអូនបានឡើយ អូនគឺជារបស់បងជាប្រពន្ធរបស់បងម្នាក់គត់ Kim Taehyung » « មិនថាអ្នកណានោះទេឲតែហ៊ានប៉ះពាល់ប្រពន្ធកូនយើងសូម្ប...
242K 43.5K 55
ඩේ අම්මු.... නා උන්නෙයි කාදිලික්කිරේන් ❤ (පරිනත අන්තර්ගතයකි...)