แƒฉแƒ•แƒ”แƒœแƒ˜ แƒกแƒ˜แƒงแƒ•แƒแƒ แƒฃแƒšแƒ˜แƒก แƒ˜แƒกแƒขแƒแƒ แƒ˜แƒ!

Por romanticstor2

1.4K 89 35

๐Ÿ’๐Ÿ’๐Ÿ’๐Ÿ’ Mรกs

1
3
4
5
6
7
8
9
10

2

195 11 4
Por romanticstor2

დილით მე და ანანო ადრე ვიყავით უნივერსიტეტში დაბარებული, რადგან ლექციები 9 საათზე იწყებოდა, 5 საათი ერთ ლექციაზე ვიჯექით ტვინი გადამიბრუნდა კიდევ კარგი მეორე ლექტორი არ იყო თორემ სახლში მკვდარს მიმიყვანდნენ, გარეთ გამოვედით ჭიშკართან დავდექით თუ არა ეგრევე გამოჩნდა შავი მოტოციკლი, ბიჭი რომელსაც თავზე ჩაფხუტი ეხურა და შავი ტანსაცმელი ეცვა, მოშორებით გაჩერდა, გადმოვიდა მოტოდან ჩაფხუტი მოიძრო ის იყო თორნიკე თორნიკე იყო, ამაზე თვალები გადმოვკარკლე ანანოც გაკვირვებული მიყურებდა, ის კი ჩვენსკენ წამოვიდა.

-გამარჯობა თიკა როგორ ხარ? - მომიახლოვდა და გვერდზე დამიდგა.

-გამარჯობა, კარგად შენ?

-კარგად, როგორ მიდის საქმეები?-იკითხა და ცალი ხელით ბეტონის კედელს მიეყრდნო.

-ჩვეულებრივად - ვუთხარი და ანანოს გავხედე რომელსაც გაკვირვებული სახე ჰქონდა და თან ეღიმებოდა.

-გინდა სახლში წაგიყვან?

-არა იყოს მადლობა ანანოსთან ერთად მივდივარ! - ვუთხარი გვერდიდან კი ანანო მიბწკინავებდა.

-აა გამარჯობა მე თორნიკე ვარ! - მიესალმა და ხელი გაუწოდა!

-გამარჯობა, მე ანანო ვარ სასიამოვნოა! - ხელი ჩამოართვა და გაუღიმა.

-კარგი მე წავედი კარგად! - მოგვაძახა და ხელი დაგვიქნია.

ანანო კინაღამ კრუნჩხვებში ჩამივარდა რა სიმპატიურმა ბიჭმა გადაგარჩინა ბედია თიკაა ბედიიიო, ამაზე მეც სიცილი ავტეხე და ორივე გიჟებივით ვიცინოდით შემდეგ კი კაფეში წავედით, კაფედან კი სახლებში წავედით, საბედნიეროდ ის იდიოტი დანიელი ერთი კვირაა არ გამოჩენილა და იმედია არც გამოჩნდება, გზად ბიბლუსში გავიარე და წიგნები ვიყიდე, რომლებიც ძლივს მივიტანე სახლამდე, მთელი დღე წიგნების კითხვაში გავატარე საღამოს კი მე ამიკომ და ანანომ კონცერტზე წასვლა გადავწყვიტეთ.

-ალექსანდრეე! - ვიყვირე სამზარეულოდან

-ხო! - ისიც შემოვიდა სამზარეულოში და წყალი დალია.

-მე ანანო და ამიკო კონცერტზე მივდივართ!

-რომელზე?

-ახლა ნახევარ საათში იწყება და მოედნამდე ფეხით გავალთ!

-წადით მერე მეც მოვალ და იცოდეთ ფრთხილად იყავით! - მაფრთხილებდა

-კარგიი! - დავემშვიდობე და სახლიდან გავედი მალევე მოვიდნენ ის ორი გიჟი და სიცილ-სიცილით წავედით.

კონცერტი დაიწყო, ყველაზე ხმამაღლა ჩვენ ვმღეროდით ვმღეროდით კიარა ვკიოდით, მეორე სიმღერა დაიყო სცენაზე გიტარით გამოვიდა ბიჭი, სიმღერა დაიწყო აი ის სიმღერაა მე რომ ვგიჟდები:

,, ნავზე თეთრი თოლია
ფიქრებს გამოჰყოლია
ჰარმონია ბუნების,
სრული მელანქოლია,
მებადური ზღვაშია მისი ბადე წყალშია, ყურს არ უგდებს არავის ის, თავის სტიქიაშია,,

თან ვმღეროდით თან ვკიოდით ის კი მე მიცქერდა (აბაა თუ მიხვდებით ვინ არისს) თორნიკე, თურმე გიტარაზეც უკრავს, ისე ვუსმენდი მის მიერ შესრულებულ ჩემს საყვარელ სიმღერას მის ხმას ვყვებოდი ჩურჩულით და თან თვალები მიციმციმებდა.

-თიკა მალე ბედნიერებისგან აფეთქდება, მის საყვარელ სიმღერას უსმენს ადამიანისგან რომელმაც გადაარჩინა! - ღიმილით თქვა ანანომ და ხელი გადამხვია, მკვლელი თვალებით გავხედე თუ არა ორივე აფხუკუნდა სიცილს ვერ იკავებდნენ.

-რახდება რაზე ჩაბჟირდით ბავშვებო? - მოგვესმა ალექსის ხმა და მივტრიალდით.

-რადა თიკას საყვარელი სიმღერა იყო წეღან და თან მისი გადამრჩენელი ასრულებდა! - თქვა ანანომ და სიცილი ატეხა, ამოვიხვნეშე, ალექსმა კი მე გამომხედა.

-თქვენ ჩემს დას დასცინით? ვინ ხართ საერთოდ? - ხელები მომხვია ალექსმა, ამათმა სიცილი უფრო ატეხეს - გეყოთ სერიოზულად ახლა! - დაიძახა მკაცრად ალექსმა და ორივემ სიცილი შეწყვიტა.

-ეე შენი და თუა ჩემი დეიდაშვილია! - დაიძახა ამიკომ და შემოგვეხვია.

-ეეე თქვენი და და დეიდაშვილი თუა ჩემი დაქალია უყურე ამათ! - ანანომაც ხელი მოგვხვია და ახლა ერთად ავტეხეთ სიცილი.

-კაიით ნუ გამჭყლიტეთ! - დავიყვირე, ამიკო და ალექსის ხელებზე ვეჯიკავებოდი.

-ახლა წავიდეთ კლუბში და მაგრად დავლიოთ! - წამოიძახა ამიკომ მე და ანანომ ერთმანეთს შევხედეთ შემდეგ კი ალექსს რომელიც ამიკოს უღრენდა.

-კაი ჩუმად ვარ, მაშინ სხვაგან წავიდეთ მაგალითად კაფე-მუზეუმში! - ამაზე მე და ანანო დავიჭყანეთ.

-კარგი რაა ბანალურობაა! - თქვა ანომ.

-მე გეტყვით ყველაზე მაგარს - თქვა ალექსმა - სახლში წავიდეთ და იქ დავლიოთ!

-აუუ რომ არ დავლიოთ არაა?

-დალევა არ გინდათ, ჭამა-სმა არგინდათ კლუბი არგიბდათ აბა რა გინდათ გამაგებინეთ?! - შეიცხადა და ხელები მაღლა აწია, ჩვენ კიდევ სიცილი ავტეხეთ.

-სადმე ისეთ ადგილზე სადაც გავერთობით!

-მე ეგეთი ადგილი კი ვიცი მაგრამ თქვენთვის იქ არ შეიძლება! - ჩაიცინა ამიკომ და ალექსს გახედა.

-ამიკო გაფრთხილებ შემომაკვდები! - დაუღრინა ალექსმა მე და ანომ ერთმანეთს შევხედეთ და სიცილი ავტეხეთ.

-თქვენ რაღა გაცინებთ! - ალექსმა ორივეს კისერში ხელი მოგვხვია და უკან წავიდა.

-აა ესეც იდიოტი! - წამოვიყვირე ამაზეც სიცილი დავიწყეთ.

-ვაიმეე მე ვიციი სადაც წავიდეთ! - იყვირა ანანომ.

-ახლა გვეტყვის გასართობ ცენტრშიო! - ჩამჩურჩულა ყურში ამიკომ.

-გასართობ ცენტრშიი! - იყვირა და ხელები მაღლა აწია სიცილი დავიწყე ანანო კიდე ამიკოსთან ახლოს მიიწია და თმაში წვდა.

-შე დეგენერატო გავიგე რაცთქვი ახლა დამაცადე! - ზურგზე შეახტა ამიკოს და ორივე ხელით თმაში წვდა.

-ვაიმეე მიშველეთ მკლავს! - იყვირა ამიკომ და ხელებზე ეპოწიალებოდა მე და ალექსი კი სიცილით ძირს ვხოხავდით.

-გამარჯობა! - დაიძახა ჩვენს უკანვიღაცამ ანანო გაჩერდა, ამიკოც გაუნძრევლად იდგა და მას მიჩერებოდა, მე და ალექსმაც სიცილი შევწყვიტეთ და უკან მივტრიალდით.

-ოო თორნიკე ძმაო როგორ ხარრ! - ამიკომ ანანო თავიდან მოიშორა მე კი ანანოს გავხედე რომელიც ეშმაკურად იცინოდა და ჩემსკენ წამოვიდა.

-აი შენი ჯელტმენიც გამოჩნდა! - ჩამჩურჩულა ყურში.

-გამარჯობა მე ალექსანდრე ვარ თიკას უფროსი ძმა! - ხელი გაუწოდა ალექსმა მანაც ჩამოართვა.

-მე თორნიკე - გაუღიმა მან

-მადლობა მინდა გადაგიხადო რაც მოხდა! - დაიწყო ამიკომ

-მადლობა საჭირო არაა მართლა! - შეაწყვეტინა - უკვე ყველამ იმდენი მადლობა გადამიხადეთ ვეღარ ვითვლი! - გაუღიმა - გოგოებო როგორ ხართ?

-კარგად შენ? - უპასუხა ანანომ.

-კარგად! - თქვა და მე შემომხედა, ანანო კი მეჯიკავებოდა.

-იციი კარგად მღერი თიკას ძალიან მოეწონა შენი შესრულება თან მაგ სიმღერაზე გიჟდება! - აღტაცებით თქვა ანანომ, მე კი თვალები დავუბრიალე.

-მართლაა კარგია! - თქვა და გაიღიმა.

-თორნიკე სადმე გვინდა წასვა გასართობად და არ გინდა ჩვენთან ერთად წამოხვიდე? - უთხრა ამიკომ და ხელი გადახვია.

-შეიძლება, სად მიდიხართ?

-არვიცით ვერ გადავწყვიტეთ!

-პარკში წავიდეთ და იქ დავსხდეთ! - თქვა თორნიკემ.

-ძალიან კარგი აზრია მე მომწონს თიკასაც ანუ მივდივართ! - თქვა ანანომ, მე კი წარბაწევით შევხედე.

-აბა წავედით! - იყვირა ამიკომ და ანანოს და ალექსანდრეს ხელი გადახვია და წინ წავიდა მივხვდი ის ორი რასაც გეგმავდა და ამისთვის ორივეს ვაზღვევინებ.
ალექსანდრემ ამიკოს ხელი მოიშორა ჩემკენ მობრუნდა და ხელი გადამხვია, ანანო და ამიკო კი გვერდით დამიდგნენ.

-აუ ალექსანდრე არაფერს გვაცდის - ჩაჩურჩულა ამიკომ ანანოს მე კი გვერდიდან ვუბწკინე რაზეც ყვირილი ატეხა.

-გოგო მეტკინა!

-მეტის ღირსი ხარ დამაცადე სახლში მივიდეთ ორივეს დაგმარხავთ! - ამიკომ და ანანომ ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს.

პარკში მივედით და იქვე გადახურულში დავსხედით საჭმელი და სასმელი შევუკვეთეთ, ანანო ჩემს გვერდით იჯდა მეორე მხარეს კი ალექსი, ანანოს გვერდით ამიკო და ერთმანეთში რაღაცეებს ვლაპარაკობდით, მთელი საღამო თორნიკე მე მიყურებდა შეძლებისდაგვარად თვალს ვარიდებდი, საჭმელი მივირთვით მაგრამ წასვლას არ ვაპირებდით ვცდილობდი ყურადღება საჭმელზე გადამეტანა მაგრამ არ გამომდიოდა ამიტომ საპირფარეშოში გადავწყვიტე წასვლა და თან ანანოც გავიყოლე.

-ამიკო ამათ წაყევი მარტო არ გაუშვა! - უთხრა ალექსმა ამიკოს, ამიკომაც თავი დაუქნია და გოგონებს გაჰყვა.

-შენ ჩემი და მოგწონს? - ალმაცერად გახედა ალექსანდრემ თორნიკეს რომელიც დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა - მითხარი!

-არა... - თქვა დაბნეულმა და თმაზე ხელი მოისვა.

-ანუ კი! - თქვა ალექსმა და იდაყვი მაგიდას ჩამოადო - იცოდე გაფრთხილებ ზედმეტად მიეკარები და შენ თავს დააბრალე რაც დაგემართება ყველა თითს სათითაოდ დაგატეხავ! - შეუღრინა და მაგიდას ხელი დაარტყა, ამ დროს სამივე დაბრუნდა და მაგიდას მიუჯდნენ თორნიკე კი წამოდგა.

-მე წავედი სახლში უნდა წავიდე ჩემი და მარტოა!

-ა კარგი შემდეგზე შენი დაც გაგვაცანი! - უთხრა ამიკომ

-აუცილებლად! ნახვამდის! - დაგვიძახა და ხელი დაგვიქნია.

ნახვამდის ნახვამდის! - დაუძახა ალექსმა ხმადაბლა.

-რაუთხარი ბიჭს ასე მალე რომ წავიდა? - გახედა ამიკომ ალექსანდრეს.

-არაფერიც არმითქვამს და ადექით წავიდეთ! - თქვა და წამოდგა ყველა ავიშალეთ და წამოვედით ანანო თავის სახლში დავტოვეთ ამიკო კი ჩვენთან წამოვიდა.

-თიკა იქეთ კვირაში ზურა და ნიკა ბრუნდებიან აქეთ! - კარი გააღო და წინ გაგვიძღვა.

-ვაა მართლაა რამაგარიაა!

-ხო ახლა წადი დაიძინე ხვალ წასასვლელი ხარ!

-ალექსანდრეე! - გავხედე კნუტის თვალებით.

-ახლა რაღაგინდა?!

-ისა მე და ანანო მივდივართ მაგნოლიაში ზეგ კურსელები ვიკრიბებით! - ვუთხარი თან გვერდით დავუდექი.

-ვინეები მიდიხართ?

-არვიცი ალბათ ყველა!

-არვიცი შეიძლება ხვალგეტყვი!

-კარგი რაა ახლა მითხარი ხვალ საყიდლებზე მივდივართ!

-ე გოგო წადი მეგიშვებ! - დამიძახა ამიკომ მისაღებიდან მე კი მისკენ გავიქეცი.

-მართლაა?

-აბა რაა - თავი დამიქნია.

-მე აღარ მეკითხებიი? - სამზარეულოს ბარიდან გამოიხედა ალექსმა.

-ნწ! - თავი გავაქნიე.

-ხოდა წაგიყვანოს შენ ამიკომ თავისთან და მოგხედოს!

-წავიყვან რატომაცარა შენი და თუა ჩემი დეიდაშვილია დად მეკუთვნის! - ხელი მომხვია და თავზე მაკოცა.

-კარგი მოესიყვარულეთ ერთმანეთს! - სამზარეულოდან გამოვიდა ალექსი.

-ჰეე ალექს კარგი რაა წავალლ გთხოვვ!

-წადი ხო წადი ოღონდ ამიკო წაგიყვანს მაინც დად ეკუთვნი! - თქვა და წყალი მოსვა.

-კარგი ხოო წავიყვან და მოვიყვან! - თქვა ამიკომ.

-კარგიი მიყვარხარრთ! - ფეხზე წამოვხტი და კიბეებისკენ გავიქეცი ამ დროს მომესმა მათი საუბარი.

-ყველაფერის უფლებას ნუ აძლევ ამიკო!

-დაანებე თავი გაერთოს ახალგაზრდაა!

-გაერთოს კარგია!

-რაგინდა მის ასაკში შენ უარესებს აკეთებდი!

-მე მე ვარ ის გოგოა!

-მერე რა კარგი რაა თავი დაანებე ცოდვაა ზომიერად გართობა შეიძლება!

-ამიკო ამდენი ტყუილად გელაპარაკეე?

-ალექსანდრეე შენც კარგადიცი რომ მას ისედაც ყველაფრის კეთებას უკრძალავ ცოტა მოეშვი რა მოხდება ახალგაზრდაა თავის კურსელებთან რა უნდამოუვიდეს!

-კარგი მასე იყოს! - ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა მე კიბის კედლიდან თავი
გამოვყავი და ამიკოს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, მასაც გაეცინა შემდეგ კი ოთახში ამოვედი.

დილით ავდექი სამსახურში წავედი პირველ სმენაში შემდეგ შუადღეს ანანომ მომაკითხა და ერთად წავედით საყიდლებზე ბევრი რამვიყიდეთ, შესაბამისად ფულიც გამეტყავა და წიგნებისთვის ფული აღარ დამრჩა, ტელეფონი ავიღე და დავრეკე.

-ალექსანდრეეე, ხოიცი როგორ მიყვარხარ?!

-საყიდლებზე ხართ?

-ხო!

-რამდენი გინდა?

-300! - ვუთხარი და გავიცინე.

-რაამბავია 300 ლარი რად გინდა გქონდა ფული და ამდენი რა დახარჯე!

-მინდაა წიგნები უნდა ვიყიდოო!

-მიდიი ბოლო ბოლო შენი და ვარ შენი სისხლი და ხორცი ფული არუნდა მაჩუქოო?

-კარგი ხოო ოღონდ შენ თავი დამანებეედაა არმინდა!

-კარგიი მადლობაა!

-სახლში მალე მიდი!

-კარგიი!

ყველაფერი ვიყიდე რაც მინდოდა და შემდეგ ტაქსით სახლებში წავედით ჯერ ანანო შემდეგ მე, სახლის კარი შევაღე შიგნით შევედი ცელოფნები ძირს დავყარე და კარები კარგად გადავკეტე შემდეგ კი წიგნების პარკებს ხელი მოვხვიე და ბიბლიოთეკაში შევიტანე ყველაფერი დავაწყვე და შემდეგ ტანსაცმელების პარკებს ხელი მოვხვიე და მოვბრუნდი, რას ვხედავ დედაჩემი დგას და მიყურებს პარკები ხელიდან გამივარდა და გაკვირვებული სახით ვუყურებდი.

-თიკა შვილო როგორ ხარ? - მეძახის თეა და ჩემსკენ მოდის.

-კარგად! აქ რა გინდა აღარ მუშაობ?

-კი ვმუშაობ მაგრამ შვებულება ავიღე აქ ჩამოსვლა მინდოდა მომენატრეთ 11 წელი არ მინახიხართ!

-კარგია ასე უეცრად? რატომ არ გვითხარი? - ვკითხე და პარკებს ისევ ხელი მოვხვიე.

-რავიცი ჩამოვედი! - მეც გავეცალე და ოთახში ავედი ტელეფონს ხელი ვტაცე.

Alexandre's chat:

-რატომ არ მითხარი დედა თუ ჩამოდიოდა?

- რაა? ჩამოვიდა?

-შენ წარმოიდგინე და კი!

- კარგი მალე მოვალ აღარ დამრჩა. ბევრი სამუშაო!

ტელეფონი დავხურე და ტანსაცმელების მილაგება დავიწყე 1 საათი ვალაგებდი, შემდეგ კი ქვემოთ ხმაური მომესმა და ჩავედი.

ალექსანდრე მოვიდა ამიკოსთან ერთად ერთმანეთს გადაეხვივნენ და გამოკითხეს ამბები შემდეგ ამიკომ მე შემამჩნია დაჩემსკენ წამოვიდა, ხელი გადამხვია და ერთად ჩამოვედით კიბეებიდან, დედა საჭმელს ამზადებდა ალექსანდრე კი მისაღებში იჯდა და ტელეფონში იცქირებოდა.

-თიკა მე მივდივარ, ალბათ 1 კვირით! - მითხრა ალექსმა და ტელეფონიდან თავი ამოყო.

-რაა? სად?

-გერმანიაში საქმეებზე ნაჭრების საკითხი უნდა მოვაგვარო! (ალექსს აქვს ფირმა სადაც დიზაინებით იკერება ტანსაცმელები დიზაინერია ანუ)

-როდის?

-ზეგ!

-რა კარგ დროს ჩამოვსულვარ თიკა მარტო აღარ დარჩება! - თქვა დედამ და სამივემ გავხედეთ.

-თიკა მარტო ისედაც არდარჩებოდა ამიკო და ანანო აქ იქნებოდნენ! - მიაძახა ალექსმა. მე ამიკოს და ალექსის შუაშიჩავჯექი და ორივემ ხელი გადამხვია.

-უი მართლა ანანო როგორ არის ან ნანა!

-კარგად არიან ორივე ცოტა ხნის წინ ვესტუმრე! - ვუთხარი მე.

საჭმელი მაგიდაზე დააწყო მეც მივეხმარე მაგიდის გაშლაში საჭმელი მივირთვით და მე ბიბლიოთეკაში შევედი კარგა ხანია წიგნები არ დამიხარისხებია და ბარემ თაროებსაც გავწმენდდი, ყველაფერი გადმოვაწყვე და თაროების გაწმენდა დავიწყე ამ დროს ოთახში შემოჯლაგუნდნენ ამიკო და ალექსი.

-თიკა წავიდე? დარწმუნებული ხარ რომ აქ დარჩენა გინდა? - მითხრა ალექსმა დადივანზე დაჯდა.

-კი ნუ გეშინია ბოლობოლო დედაა არ შემჭამს!

-ხო თან მეც მოვალ ხოლმე! - მითხრა ამიკომ

-კარგი კარგი, ამიკო შენ იბარებ იცოდე მარტო არსად არ წავა ყურადღებას მიაქცევ ერთი კვირა არანაირი წვეულება და გართობა! - ჩამოკაკლა ალექსმა.

-კარგი გასაგებია! - თქვა ამიკომ და ჩუმად თვალი ჩამიკრა. სანამ თაროებს ვწმენდდი ესენი აქ იჯდნენ და ლაპარაკობდნენ წიგნებიც შევალაგე და დაქანცული დივანზე დავჯექი და თვალები მივნაბე ორივემ მე გამომხედეს და ჩაიცინეს თავი წამოვწიე და მათ შევხედე თან წარბი ავზნიქე.

-თიკა არ გინდა გვაჩვენო ხვალ რას იცმევ? - მითხრა ამიკომ და თაროებთან მივიდა.

-არაა მეზარება!

-ადექი დროზე მალე მალე მალეე! - მოვიდა ხელებით მომქაჩა და ამაყენა თან მაჯაში ხელი ჩამავლო დასირბილით ამიყვანა კიბეებზე ალექსი კი სიცილით უკან მოგვყვებოდა, მეც ჩავიცვი ეს კაბა და სააბაზანოდან გამოვედი ესენი ჩემს საწოლზე წამოსკუპულან და იქედან მიცქერდნენ გამოვედი და ხელებიგავშალე.

-აბაა როგორია?

-ნუუ შეილება რაა! - თქვა ამიკომ და დაიჭყანა.

-ნუუ კი მაგრამ ცოტა რაღაცნაირია გიხება მაგრამ მოკლეა! - დაამატა ალექსმა.

შევტრიალდი სააბაზანოში შევედი გამოვიცვალე, გამოვედი და მათ შორის ჩავჯექი.

-ამიკო, ალექსანდრე!

-ხო? - დამიძახეს ორივემ.

-რომ გითხრათ შეყვარებული მყავსთქო რა რეაქცია გექნებათ? - გავხედე ორივეს და გავიკრიჭე.

-არაა იმედია ისე გვეკითხებიი - თქვა ალექსმა დაგვერდიდან შემხედა.

-ნუ რაარი იციი, გააჩნია ახლა თუ მოგვეწონება და ვინ არის! - დააყოლა ამიკომ.

-ამიკოო! არანაირი შეყვარებული ახლა ისედაც თავზე საყრელად მაქვს სანერვიულო!- თქვა ალექსიმ და თავზე ხელები შემოიწყო.

-და შენ რა გაქვს სანერვიულო ამისმა შეყვარებულმა ინერვიულოს! - თქვა ამიკომ და ორივემ გავხედეთ - კარგი ხო ჩუმად ვარ!

შემდეგ ორივე ოთახიდან გავაგდე და დავიძინე, დილით გავიღვიძე თუარა ეგრევე ანანოს მივწერე რომ მოსულიყო და ერთად მოვმზადებულიყავით შემდეგ კი ერთად წავსულიყავით.

ანანო მოვიდა დედაჩემიც დახვდა და ნახევარი საათი ლაპარაკობდნენ შემდეგ კი მომზადება დავიწყეთ უკვე 7 საათი მოვიდა 9ზე იქ უნდა ვიყოთ ჩავიცვით და ქვემოთ ჩავედით სადაც ამიკო გველოდებოდა, მანქანაში ჩავჯექით და წავედით, ამიკომ მიგვიყვანა იქ და დაგვტოვა ჩვენც შიგნით შევედით და ყველას მივესალმეთ, დივანზე მოვთავსდით მალევე ყველა შევიკრიბეთ და ბოლოს კარებში გამოჩნდა თვით თორნიკე კალანდაძე! მოგვესალმა და ჩემს გვერდით დაჯდა ანანოს გავხედე რომელიც გაღიმებული მიყურებდა და ხელი ვუჯიკე, 1 საათი ასე საუბარში გავატარეთ შემდეგ სასუსნავები მივირთვით და ბავშვებმა სიმართლე თუ მოქმედების თამაში გადაწყვიტეს დაატრიალეს ერთხელ, ორჯერ და მესამე ჯერზე ამოვედით მე და საბა (კურსელი)

-სიმართლე თუ მოქმედება! - მითხრა საბამ.

-მოქმედება!

-სიგარეტი მოწიე! - მითხრა და ეშმაკურად გამომხედა - მიდით სიგარეტი მიაწოდეთ!

მე ანანოს გავხედე რომელიც გაკვირვებული სახით მიყურებდა და უარის ნიშნად თავს მიქნევდა.

-სხვა რამ რომ მითხრა?

-გეშინიაა? მაშინ თორნიკეს კალთაში ჩაუჯექი!

ამაზე უფრო დავიბენი და ანანოს დაბნეულმა გავხედე ისიც იმავე სახით მიყურებდა, შემდეგ კი თორნიკემ სიგარეტი გამომიწოდა და სანთებელა მომაწოდა. მეც ანერვიულებულმა გამოვართვი და მოვუკიდე, ყველა ეშმაკურად მიყურებდა სანამ მთლიანი ღერი არ ჩავცალე, გული მიგრძნობს რომ რაღაც ცუდი დამემართება, ანანოს ხელს ვკიდებ და მაგრად ვუჭერ თორნიკე მე მიყურებს და ცდილობს გაარკვიოს რა მჭირს, შემდეგ კი ყველა თამაშს აგრძელებს, ნახევარი საათის შემდეგ მირეკავს ტელეფონი დავხედე და ალექსანდრე იყო ვუპასუხე.

-ახლავე თიკა ახლავე გამოდი მაგ შენობიდან და ამიკომ როგორც მიგიყვანა ისე წამოგიყვანს გარეთ გელოდება მალე ფეხი გამოადგი! - დამიღრიალა ტელეფონში და ავფორიაქდი.

-რა? რახდება?

-ზედმეტი კითხვების გარეშე ახლავე სანამ მე თვითონ მოვედი და მანდ სათითაოდ ყველა მოგკალით! - დამიღრიალა ისევ და ტელეფონი გათიშა.

-ანანო ჩვენ უნდა წავიდეთ! - გავხედე ანანოს დაბნეულმა და წამოვდექი.

-რამოხდა? - მკითხა ანანომ და ისიც წამოდგა, ყველა ჩვენ გვიყურებდა თორნიკეც ადგა და ჩვენ გამოგვყვა.

-გინდათ სახლში წაგიყვანთ? - გვკითხა ფრთხილად.

-არა მადლობა ამიკო გველოდება! - ვუპასუხე ისე არც კი გამიხედავს ის კი კარებშიიდგა და გვიყურებდა.

Alexandre's pov:

სახლში ვარ ათის თხუთმეტი წუთია და ტელეფონი მირეკავს ჩემი მეგობარი რომელიც მაგნოლიაში მუშაობს.

-ალექს სერიოზულად?

-რა?

-შენი და ეწევა?

-რაა? ეწევაა? საიდან მოიტანე?

-აქ არის მეგობრებთან და ეწევა მგონი სიმართლე თუ მოქმედებას თამაშობენ!

-რაა? რათქვიი?

ტელეფონი გავუთიშე და ამიკოსთან დავრეკე.

-ამიკო ახლავე მიდი მაგნოლიაში და ის ორი მოიყვანე სანამ იქვე მოვკალი ეგენი! - დაუყვირა ამიკოს.

-რამოხდა?

-რამოხდაა? ამი რომ თქვი თავის კურსელებთან რა უნდა დაემართოს ან რას იზამსო, სიგარეტს ეწევა და მე არ ვიცოდი!

-რაა? ეწევაა? ვინ გითხრაა გატყუბენ უეჭველიი!

-რა მატყუებენ მეგობარმა მითხრა შენი და ეწევაო!

-ოუუ ეს გოგო იმენა შარია!

-შარს განახებ შენც და მაგასაც შენი ბრალია!

-კარგი დამაცადე!

და ტელეფონი გამითიშა.

ამიკომ გოგოებს მიაკითხა და მანქანაში ჩაისვა.

-გოგო შენ სულ გამოშტერდიი მაგისთვის გაგივში იქ რომ მოგეწიაა? - უთხრა ამიკომ და სარკიდან გახედა.

-რაა შენ საიდან გაიგე? - უთხრა თიკამ და ანანოს გახედა.

-ალექსანდრემ მითხრა კინაღამ გადმომიხტა ტელეფონიდან!

-ვიცი მეც!

-ამიკოო სხვა გზა არ ქონდა შენც იცი ვინც მაგ თამაშიდან გამოვა რაც დაემართება და შენ გგონია ეს ვიღაც ბიჭს სიგარეტის მოწევის ნაცვლად კალთაში ჩაუჯდებოდა?-უთხრა ანანომ დაბნეულად.

-რაა? მართლა მთლად გამოშტერდით?

-ჩემი ბრალიაა? - კითხა თიკამ

-კარგი ახლა გირჩევნიათ თქვენ თვითონ დაამშვიდოთ ალექსანდრე რადგან არამგონია კიდევ სადმე გაგიშვათ!

-როგორ გვამხნევებ ამიკო! - მივაძახე და თვალები ავატრიალე.

-აბა მეტი რა გინდა გავაკეთო შენი ძმა ისედაც გეჩხუბება და მაგას მე ვერ გავაჩერებ!

-კარგი! - ვთქვი და ფანჯარა გამოვაღე ჰაერი არ მყოფნიდა სუნთქვა მეკვროდა.

ამასობაში სახლში შევედით როგორც მივხვდი დედა შინ არ იყო კიდევ კარგი თორე მაგის ლექციებს რა მოისმენდა, სახლის კარები შეაღო ამიკომ ჩვენც შევყევით.

-იციი რაა თიკაა შენგან ამას არ მოველოდი! სერიოზულად გეუბნები!

-სერიოზულადდ გეუბნებიი რა გააკეთეე მაგისთვის გაგიშვიი? მითხარი მაგისთვის წახვედიი? რამდენჯერ გაფრთხილებდი არ გაეკარო სიგარეტსთქო ყურში არ გესმის ყრუ ხარ? მითხარიი რაგინდაა მითხარი იქნებ გავაკეთო ის რაც გინდა და შეეშვა ასეთ საქციელებს! - ღრიალებს ბოლოხმაზე ყვირის და ოთახში დადის, სამივე ჩუმად ვართ ამიკოს გავხედე მანაც შემომხედა და საუბარი წამოიწყო.

-ალექსანდრე იქნებ მოუსმინო?

-ამიკო რაგინდა? საერთოდ რომ წავიდა შენი ბრალია, გითხარი ნუ აძლევ ყველაფრის უფლებასთქო!

-და? დაა? რაა? მოწია მერე ამის მერე მოწევს შენი ყვირილის და ღირალის მერე მოწევს შენ გგონიაა? გგონია უნდოდა და იმიტომ მოწიაა? სულ ეგრე იქცევი სულ არასდორს არ უსმენ და უაზროდ ჩხუბობ იმაზე რაც არიცი!

-მითხარი მერე რა არ ვიცი მითხარით!

-ალექსანდრე ძალით არ უნდოდა სხვა გზა არ ქონდაა შენც კარგად იცი თამაშიდან გამოსულებს რაც ემართებათ ორი არჩევანი ქონდა ან სიგარეტი უნდა მოეწია ან ბიჭს უნდა ჩაჯდომოდა კალთაში და შენ გგონია ეს ამას გააკეთებდა? - უთხრა ანანომ

-სერიოზულად? მეხუმრებით მაშინ რატომ ითამაშეთ თუ იცოდით ასეთები იყვნენ?

-ალექსანდრე კარგი რააა!

სუნთქვა მეკვრის თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.

-თიკა შენ ხმას რატომ არ იღებ მიდი თავი მაინც იმართლე! - მითხრა ალექსმა და სკამზე დაჯდა.

ამ დროს სუნთქვა მეკვრის თვალები მიმძიმდება და უეცრად ძირს ვვარდები.

ბოლოს მესმის ანანოს კივილი და ალექსის და ამიკოს ღრიალი შემდეგ კი ვითიშები.

Seguir leyendo

Tambiรฉn te gustarรกn

32.3K 2.5K 45
Story of a family - strict father, loving mother and naughty kids.
21.4K 707 23
แƒ”แƒ–แƒแƒจแƒ˜ แƒจแƒ”แƒ›แƒแƒ•แƒ˜แƒ“แƒ แƒœแƒแƒชแƒœแƒแƒ‘แƒ˜ แƒ›แƒแƒ’แƒ แƒแƒ› แƒแƒ›แƒแƒ•แƒ“แƒ แƒแƒฃแƒšแƒแƒ“ แƒฃแƒชแƒœแƒแƒ‘แƒ˜ แƒกแƒแƒฎแƒ”... แƒ แƒ แƒ›แƒแƒฎแƒ“แƒ”แƒ‘แƒ แƒ—แƒฃ แƒ—แƒ˜แƒœแƒ”แƒ˜แƒฏแƒ”แƒ แƒ˜ แƒ›แƒ”แƒ’แƒแƒ‘แƒ แƒ”แƒ‘แƒ˜แƒก แƒชแƒฎแƒแƒ•แƒ แƒ”แƒ‘แƒแƒจแƒ˜, แƒซแƒ•แƒ”แƒšแƒ˜ แƒœแƒแƒชแƒœแƒแƒ‘แƒ”แƒ‘แƒ˜ แƒ’แƒแƒ›แƒแƒฉแƒœแƒ“แƒ”แƒ‘แƒ˜แƒแƒœ แƒ“แƒ แƒ”แƒ แƒ—แƒแƒ“ แƒ›แƒแƒฃแƒฌแƒ”แƒ•แƒ—...
1.7K 168 27
แƒ แƒแƒขแƒแƒ› แƒ›แƒ”แƒฃแƒคแƒšแƒ”แƒ‘แƒ แƒ”แƒก "แƒ แƒแƒฆแƒแƒช" แƒ’แƒ แƒซแƒœแƒแƒ‘แƒ แƒ›แƒฎแƒแƒšแƒแƒ“ แƒ›แƒแƒจแƒ˜แƒœ แƒ แƒแƒชแƒ แƒ˜แƒก แƒฉแƒ”แƒ›แƒ—แƒแƒœแƒแƒ...แƒ แƒแƒขแƒแƒ› แƒ›แƒ˜แƒฉแƒฅแƒแƒ แƒ“แƒ”แƒ‘แƒ แƒ›แƒ˜แƒก แƒ“แƒแƒœแƒแƒฎแƒ•แƒแƒกแƒ แƒ“แƒ แƒจแƒ”แƒฎแƒ”แƒ‘แƒแƒ–แƒ” แƒ’แƒฃแƒšแƒ˜............ แƒ แƒแƒขแƒแƒ› แƒฎแƒ“แƒ”แƒ‘แƒ แƒœแƒ“แƒ”แƒ‘แƒ แƒ”แƒก แƒ›...
4.5K 209 13
แƒจแƒ”แƒกแƒแƒ•แƒแƒšแƒก แƒแƒ  แƒ“แƒแƒ•แƒฌแƒ”แƒ โค๏ธแƒฌแƒแƒ˜แƒ™แƒ˜แƒ—แƒฎแƒ”แƒ— แƒ“แƒ แƒ—แƒฃ แƒ›แƒแƒ’แƒ”แƒฌแƒแƒœแƒ”แƒ‘แƒแƒ— แƒแƒ–แƒ แƒ˜ แƒ’แƒแƒ›แƒ˜แƒ–แƒ˜แƒแƒ แƒ”แƒ—๐Ÿซถ๐Ÿป