First love

Von misskasi123

7.1K 750 155

.. Mehr

First love [1]
First love [2]
First love [3]
First love [4]
First love[5]
First love [6]
First love [7]
First love [9]
First love [10]
First love [11]
First love [12]
First love [13]

First love [8]

481 57 12
Von misskasi123

ჯონგუკი მთელი დღე თავზე დამტრიალებდა. თავს უხერხულად ვგრძნობდი. მინოდოდა მოსალოდნელი დაძაბული ვახშამი როგორმე გამეუქმებინა. რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე საუბრის წამოწყება, თუმცა ჯონგუკი სულელი არ იყო. ხვდებოდა საითკენაც მიმყავდა ჩვენი დიალოგი. ამიტომ მაშინვე თავს არიდებდა და სხვადასხვა მიზეზებით არ მასრულებინებდა სათქმელს. ამის გამო, რამდენჯერმე ვიფიქრე ჯონგმინისთვის დამერეკა და მისთვის მეთქვა, რომ ვერ ვახერხებდი დღეს შეხვედრას. მაგრამ ამისთვის ჯერ მარტო დარჩენა მინდოდა, რომელსაც ჯონგუკი არაფრის დიდებით არაკეთებდა. პირად სივრცეს არ მიტოვებდა თითქოს ესეც წინასწარ იცოდა. ამასთანავე სერიოული მიზეზი მჭირდებოდა, რომ ჯონგმინი არ გამენაწყენებინა. თუ ვეტყოდი, რომ შეუძლოდ ვიყავი ჩემს სანახავად მოვიდოდა. თუ დაღლილობას ან სხვა მეგობარს მოვიმიზეზებდი უფიქრებდა, რომ ჩემთვის საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის. თავი ამდენი ფიქრისგან გამიხურდა. ჯონგუკი ისევ წყნარად იჯდა სამზარეულოში და ეწეოდა, თან თავის საყვარელ ყავას ეტანებოდა.

-დაძაბული ჩანხარ.. ჯონგუკმა ყავა ხმაურიამად მოსვა და მაგიდაზე დადო. სიგარეტს კიდევ ერთხელ გამოქაჩა და წარბებშეკრული სკამის საზურგეს მიეყრდნო. -რამე გაწუხებს? თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად და ლოყა მტევანში ჩავასვენე. მაგიდას დავყურებდი უაზროდ და ისევ მიზეზებს ვეძებდი რითაც შევძლებდი შეხვედრის გადადებას.
-ჯიმინ.. ჯონგუკი ახლოს გადმოიხარა. თითები ნიკაპის ქვეშ შემიცურა და სახე ამაწევინა. თვალებში დაჟინებით მიყურებდა. -ნერვიულობ არა? ნაზად გაიღიმა. თავი უნებურად დავუქნიე. -ასეც ვიცოდი.. უფრო ფართოდ გაიღიმა და ლოყებზე ნაზად წამეთამაშა. ამ ბოლო დროს ზედმეტად ზრუნავს ჩემზე და მეფლირტავება. ეს ყველაფერი გონებას საშინლად მირევდა. -ნუ გეშინია.. ყველაფერი კარგად ჩაივლის.. საჩვენებელი თითი ნაზად დამკრა ცხვირის წვერზე. თვალები დავახამხამე და გავსწორდი.

-ბავშვივით ნუ მექცევი.. წარბები შევჭმუხნე უკმაყოფილოდ. ჯონგუკმა გადაიხარხარა და ფართო ღიმილით მომაჩერდა.
-არადა ვცდილობ სექსუალური პარტნიორი გამოვჩნდე ვინც თავის სატრფოზე ზრუნავს.. მხრები აიჩეჩა  და უდერდელად მოქაჩა ისევ სიგარეტი.
-რა? შევიცხადე გამომშრალი პირით.. -რა თქვი? გავიმეორე გაოგნებულმა.
-ვერ გაიგე თუ კიდევ გინდა ამის მოსმენა? ჩაიცინა და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო.
-რას ნიშნავს პ..პა.. პარტნიორიი? ძლივს ამოვღერღე ისე ამაღელვა ამ სიტყვამ. რომელიც ჯონგუკის პირიდან გავიგე და რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი. გული ისე ძლიერად მიცემდა მეგონა ყელში ამოაღწევდა. ჯონგუკმა კიდევ ერთხელ გაიცინა.
-ძალიან საყვარელი ხარ როცა ასე იბნევი და წითლდები.. განსაკუთრებით კი მაშინ როცა ამის მიზეზი მე ვარ.. წარბები უცნაურად შეათამაშა და ყავა მოსვა.
-ჯონგუკკ!! გამოვცარი კბილებში გაღიზიანებულმა. -არ მიყვარს, როცა მეთამაშები! შევუღრინე.
-ჯიმინ... ჯონგუკმა გაწელა სახელი. სკამიდან წამოდგა და ჩემს წინ აესვეტა. მაგიდას თეძოთი მიეყრდნო და ზემოდან ეშმაკურად დამხედა.  -ვფიქრობ შენთვის უკვე ცხადი გავხადე ყველაფერი.. ჩემი მიზნები შენთან დაკავშირებით უცვლელია.. მხრები აიჩეჩა.. -მე გითხარი მომწონხარ და ეს კვლავ ასეა..

-მაგრამ მე.. ვცადე მეთქვა, რომ ეს არასწორი იყო. მე ხომ რამდენიმე საათში ჯონგმინს უნდა შევხვედროდი.
-შშშ.. ჯონგუკმა თითი ტუჩებზე გადამისვა და ისე გამაჩუმა. სახე მომიახლოვა. სუნქვა გამიხშირდა, გული ლამის გამიჩერდა. მისი ასეთი სიახლოვე პანიკაში მაგდებდა.
-ჯიმინ იცი რა განსხვავებააა ჩემსა და შენს შორის? ჯონგუკმა თითები გულზე დამადო. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ჯერ მის ხელს დავხედე ჩემს მკერდზე შემდეგ კი მის ინტენსიურ მზერას მივაჩერდი, რომელიც თვალებში კიარა პირდაპირ სულში მიყურებდნენ. -მიპასეხე.. თავი გადახარა და სახე ხარბად შემითვალიერა. ჩემი თითეული ნაკვთი დაასკანერა. მეორე ხელი ჯერ თმაზე გადამისვა, შემდეგ კი თითების ზურგი ლოყაზე ჩამოატარა. მთელი სახე ამიხურდა. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ასეც ვიცოდი.. გაიღიმა და უფრო მომიახლოვდა.
-მითხარი.. ამოვიხავლე ჩახლეჩილი ხმით.
-მე არ დავნებდები.. მე შენზე უარს არ ვიტყვი და ხელს არ გკრავ.. არ გავიქცევი შენგან და არ დავემალები ჩემს გრნობებს.. ისეთ დაბალ ხმაზე ჩურჩულებდა თითქოს არ უნდა ეს საუბარი ჩვენ ორის გარდა კიდევ ვინმე სხვას მოესმინა. -მე არ გავჩერდები ჯიმინ.. შენთვის ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ დღესაც აქ შენს წინაშე სტუმარი კი არა, არამედ არამედ, როგორც შენი ცხოვრების პარტნიორი ისე ვიჯდე. ტუჩის კუთხე ჩატეხა ცბიერად თავისი სიტყვების დასრულების შემდეგ. ალბათ კმაყოფილი იყო, რომ ვერაფერი ვუპასუხე.

ჯონგუკმა საბოლოოდ ყველა ბარიერი გადმოლახა, რაც კი მის წინაშე მქონდა აღმართულო და ტუჩის კუთხეში კოცნა დამიტოვა. იმ რამდენიმე წამის განმავლობაში მეგონა ჩემი სული სხეულს დატოვებსა. ეს ყველაზე საოცარი შეგრძნება იყო. მთელ სხეულში ჟრუანტელმა იფეთქა. კიდურები ერთდროულად გამეყინა. გული ამიჩქარდა მეტის მოთხოვნის მიზნით. ტვინმა ფუნქციონირება შეწყვიტა. გულ-მუცელი ერთდროულად ამომიტრიალდა. მთელ სხეულში პეპლები დაჰქროდნენ. თვალები დავხუჭე რათა ეს წამი სამუდამოდ გამეგრძელებინა. მაგრამ ჯონგუკის ნაზი და ტკბილი ტუჩები ისევე მოულოდნელად გაქრნენ ჩემი კანიდან, როგორც მოიჭრნენ. თვალები აღელვებულმა სწრაფად გავახილე. ყელში ბურთი დამეჩხირა. ამ მომენტზე იმდენჯერ მიოცნებია. ჯონგუკი პირველი დანახვიდან ძლიერად მომწონდა. მისი ნაზი ღიმილი ყოველთვის მიჩენდა სურვილს, რომ ოდესმე ის ტუჩები ჩემს კანზე მეგრძნო და როცა ეს საბოლოოდ მოხდა მე საშინლად დაბნეული და აღელვებული ვიყავი. თვალებში ცრემლები ჩამიდგა და ნერწყვის გორგალი მძიმედ გადავყლაპე, რომ არ მეტირა მოზღვავებული ემოციებისგან. ჯონგუკი საოცრად ნაზი და მოფლირტავე იყო. თვალებზე ბინდი მეკრა და კარგად ვერ ამოვიკითხე მის სახეზე ემოციები. თუმცა მის ღიმილს ნათლად ვხედავდი. შეიძლება მომეჩვენა მაგრამ ის კმაყოფილი იყო. შემდეგ კი მომცილდა და წელში გასწორდა.

-შენთან ძალიან კარგია, მაგრამ მალე შეხვედრაა.. უნდა წავიდე გადავივლებ და მოვემზადები. მე და თეჰიონი გამოგივლით. მანამდე კი შენც მოემზადე. არ დაგავიწყდეს შენს ჯონგმინიკოს გადსცე, რომ მარტო არ იქნები, რადგან შენს მეგობრებს მისი გაცნობა სურთ.. ჯონგუკმა ნიკაპზე თითები ამომკრა, რომ მისთვის შემეხედა. თვალი ჩამიკრა, თავისი ტყავის ქურთული აიღო და სწრაფად დატოვა სამზარეულო. მისი წასვლის შემდეგ სკამზე დაწებებულმა და ეიფორიაში მყოფმა რამდენიმე წუთი გავატარე. თითის ბალიშებს იმ ადგილას დავასრიალებდი, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჯონგუკმა მაკოცა. ეს პირველი კოცნა იყო. პირველად მაკოცა ჯონგუკმა. თავიდან გაუგებრობაში ვიყავი. შემდგ კი სახეზე ფართო და მორცხვი ღიმილი უნებურად გამომესახა. რადგან ვიაზრებდი, რომ ჯონგუკს მართლა მოვწონდი. ამჯერად მასში ეჭვი აღარ მეპარებოდა. ის ყოველთვის, იმას აკეთებდა რაც მართლა სურდა. ეს კოცნა კი ნამდვილი იყო. ჯონგმინთან უხერხულ ლაპარაკს ვამჯობინე შეტყობინება მომეწერა, სადაც ავუხსენი, რომ ჩემი მეგობრებიც თან მეხლებოდნენ. არმინოდა თუ უკმაყოფილო იქნებოდა ეს ტონი მომესმინა. ახლა ძალიან ბედნიედი ვიყავი და არ მსურდა ამ მომენტის გაფუჭება არაფრის ფასად. ზურგით საწოლზე ხელებგაშლილი დავეცი და მეოცნებედ ჩავიცინე.
-ჯონგუკს მართლა მოვწონვარ.. თითები ისევ ნაკოცნ ნაკეცზე მოვისვი და თვალები დავხუჭე, რომ ეს მომენტი ჩემს გონებაში ისევ გამეღვიძებინა. მაშინვე ამიფრიალდა მუცელში დაბუდებული პეპლები. ამოვიოხრე. ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ.

როცა მომზადების დრო მოვიდა ბანაობა ყველაზე რთული გადაწყვეტილება გახდა ჩემს ცხოვრებში, რადგან მომიწევდა ჯონგუკის ნაკოცნი ჩამომებანა. ამ ფაქტმა ხასიათი წამიხდინა. არავინ უწყოდა ამ ცხოვრებაში კიდევ გაიმეტებდა თუ არა გუკი ჩემთვის  კოცნას. უხასიათოდ შევედი საბანაოდ და ორმაგად უხასიათოდ დავტოვე. გამოვიცვალე და თმა დავივარცხნე. უკვე მზად ვიყავი გასასვლელად, როცა ოთახში ზარის ხმა გაისმა. გულაჩქარებულმა გამოვაღე, რადგან ვიცოდი კარს უკან ვინც მელოდა. გაღებისთანავე წინ თეჰიონი შემეჩეხა. მანტოში გამოწყობილი მთელ კარს ავსებდა.
-ჯიმინააა. ფართოდ გაიღიმა და ხელები გაშალა. -კარგად გამოიყურები..
-შენც კარგად გამოიყურები თეჰიონ.. გავუღიმე და მადლობის ნიშნად მცირედ თავი დავუკარი. თეჰიონი კი მაშინვე მომეხვია.
-მადლობა მინი.. გამიშვა მალევე და გვერდით გაიწია. რის შემდეგაც მის უკან მდგარი ჯონგუკი გამოჩნდა. პირი გავაღე, რადგან უზომოდ სიმპათიური მეჩვენა. თმა ლამაზად დაევარცხნა და უკან გადაეწია. შავი ტანსაცმელი და შავი მანტო მისი სხეულის ულამაზეს პროპორციებს ხაზს უსვამდა. მისმა შარმმა კი მეტყველების უნარი დამაკარგვინა. ჯონგუკმა მზერა გამისწორა, შემდეგ კი კმაყოფილმა შემათვალიერა.
-მე რომ გნახილობ მაშინ რატომ არ ეწყობი ასე? ეშმაკურად ტუჩის კუთხე ჩატეხა. ლოყები შემივარდისფერდა მაშინვე სიბრაზისგან. -ძალიან კარგად გამოიყურები.. მაშინვე დაამატა. თავი გადახარა, უკან დაიხია და უკეთ შემათვალიერა. მისი ეს ინტენსირი მზერა ნერვებს მიშლიდა. თითქოს ბაზარზე გასატანი საქონელი ვიყავი და მანამდე შემაფასა.

-მანქანაში დაგელოდებით.. მოგვაძახა თეჰიონმა, როცა მისმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო. მეც სახლში შევბრუნდი. ტელეფონი, საფულე და გასაღები ავიღე და კარში მდგარ ჯონგუკთან გავედი. როგორც კი საკეტი გადავკეტე შემოტრიალებილმა პირდაპირ ჯონგუკის მკერდს შევასკდი.
-რას აკეთებ?! ამოვიყვირე გაღიზიანებულმა. -რა საჭირო იყო ასეთი სიახლოვე..
-ძალიან საყვარელი ხარ როცა ბრაზობ.. ჯონგუკმა ხელები ჯინიდან ამოაცურა და ჩემს ირგვლივ კარზე დაალაგა. ლოყები და ყურები ერთიანად ამიხურდა.
-შეგეძლო შენც მანქანაში დამლოდებოდი თეჰიონთან ერთად.. უკმეხად ვეუხეშე.
-არ შემეძლო.. თავი გააქნია.
-რატომ? ვკითხე უინტერესოდ. პასუხი დიდად არ მაინტარესებდა, რადგან მეგონა კვლავ რამე სისულელეს იტყოდა, როგორც სხვევია ხოლმე. მაგრამ ამჯერად შევცდი.
-იმიტომ, რომ ჩემი სხეული და გონება შენს სიახლოვეს მთხოვს. უფრო ახლოს მოიწოა და ჩვენ შორის ჰაერსაც აღარ მისცა უფლება ემოძრავა. სახე ისევ ისე მომიახლობა, როგორც სამზარეულოში. ცხვირი თმაზე ჩამოატარა და ღრმად ჩაისუნთქა.
-გიბანავია.. თვალებში ინტენსიურად მომაჩედა. -მომწონს შენი სურნელი.. მზერა ჩემს ტუჩებს გაუსწორა. დავიბენი და ინსტიქტურად კარს მივეკარი. ჯონგუკი ჩემკენ გამოიწია, თავი მაშინვე მივატრიალე. სულელივით ვიქცეოდი. თითქოს არ მინდოდა ეკოცნა. აფსურდია. დილიდან მხოლოდ მის კოცნაზე ვფიქრობდი. -ჩემი კოცნა წყალს გაატანე? ყურზე მისი ცხელი სუნთქვა შემეხო. მისმა სიტყვებმა კი ლავასავეთ მომეკიდა მთელ სხეულზე. ცხვირი ნაზად გამიხახუნა ჯერ ლოყაზე, შემდეგ ყურის ქვეშ. ისევ ღრმად ჩაისუნქა ჰაერი და ყელთან ამოიოხრა.
-ძალიან მომწონხარ.. ცხელი და სველი ტუჩები ყელზე ხალთან მომაკრო. შევკრთი და კარებს მთელი ძალით მივაწექი. ფეხებმა მიმტყუნეს. ავკანკალდი. ჯონგუკის ხელები წელის ირგვლივ შემომეხვივნენ და გასაქანი აღარ მომცეს. მის ნაზ კოცნაში ჩავიძირე. სხეულში სითბო და ვნება ერთდროულად ჩამეღვინთა. გული მიკანკალებდა. სუნთქვა მიჭირდა. ჩემს ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა. ახლა გონება მხოლოდ ერთ რამეს გაჰკიოდა- "ჯანდაბა მიყვარდა. ჯონგუკი ისევ ისე ძალიან მიყვარდა."

Weiterlesen

Das wird dir gefallen

3.1M 70.5K 81
Diana is an 18 year old girl about to start her senior year until she bumps into a woman at the bookstore who has quite the personality. The woman ta...
3M 115K 32
"Stop trying to act like my fiancée because I don't give a damn about you!" His words echoed through the room breaking my remaining hopes - Alizeh (...
1.4M 35.4K 47
When young Diovanna is framed for something she didn't do and is sent off to a "boarding school" she feels abandoned and betrayed. But one thing was...
870K 72.4K 34
"Excuse me!! How dare you to talk to me like this?? Do you know who I am?" He roared at Vanika in loud voice pointing his index finger towards her. "...