First love

By misskasi123

7K 750 154

.. More

First love [1]
First love [2]
First love [3]
First love [4]
First love[5]
First love [6]
First love [8]
First love [9]
First love [10]
First love [11]
First love [12]
First love [13]

First love [7]

449 57 6
By misskasi123

სამზარეულოში გამეფებული უხერხული სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია. ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამ ზარისთვის, რადგან ჯონგუკისთვის სათქმელი არაფერი მქონდა. ის ახლა მართალი იყო. ერთადერთი ადამიანი ვინც მასაც და საკუთარ თავსაც ტკენდა მე ვიყავი. ამიტომ მის კითხვაზე პასუხის გაცემას არც ვაპირებდი. თუმცა დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩემს მზერაში ამოიკითხა. თავი დანანებით გააქნია და ამოიოხრა.

-უპასუხე.. მობილური ხელში ავიღე თუ არა სხეული ერთიანად დამეძაბა. ჯონგუკს აღელვებულმა შევხედე. მან კიდევ თითქოს ჩემს მზერაში ამოიკითხა ის რისი თქმაც მსურდა. -ის არის არა? მის ღიმილში იყო რაღაც უცნაური. თითქოს ამით კიდევ ერთი ტკივილი მივაყენე. ყელში გაჭედილი ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. -უპასუხე.. კიდევ ერთი ნაძალადევი ღიმილი. ხელები ერთიანად გამიოფლიანდა. -ჯიმინ უპასუხე.. კიდევ ერთხელ გამახსენა. ხელის კანკალით გადავატარე ეკრანზე თითი.

-ჯიმინ.. ჯონგმინის ხმა მშვიდი და მხიარული ჩანდა. -როგორ ხარ?
-კარგად.. ჯონგუკს გავხედე შეწუხებულმა. მინდოდა მეთქვა, რომ მასთან საუბარი მეუხერხულებოდა. მაგრამ გამბედაობა ვერ მოვიკრიბე. ჯონგუკი კი ისე მყარად იჯდა, როგორც მივხდი ჩემი მარტო დატოვების სურვილი კიარა ჩვენი საუბრის მოსმენა სურდა. -შენ როგორ ხარ ჯონგმინ? ჩემს წინ მჯდომმა ჯონგუკმა სახელი ჩუმად გაიმეორა. თითქოს გემოს უსინჯავდა და ისევ დადუმდა. ინტენსიურ მზერას არ მაცილებდა რის გამოც ჯონგმინთან საუბრისას გახსნა მიჭირდა.
-ძალიან კარგად ვარ ჯიმინ.. ხომ არ დაგავიწყდა ხვალ, რომ რესტორანში მივდივართ? ლოკაციას გამოგიგზავნი..
-კი, მახსოვს.. შუბლი ინტენსიურად დავიზილე და ქვედა ტუჩზე ვიკბინე. სულ ამომივარდა თავიდან.
-გინდა გამოგივლი?
-არ შეწუხდე მე თვითონ მოვალ.. ენის ბორიკით მივაყარე ერთმანეთს სიტყვები. ჯონგუკის მზერისგან ერთიანად ამიხურდა სახე და ლოყები.
-დარწმუნბული ხარ?
-კი..
-ძალიან კარგი ჯიმინ.. ხვალ გნახავ..
-ხვალამდე ჯონგმინ.. გათიშვას ვაპირებდი როცა ჯონგმინმა მთელ ხმაზე იყვირა.
-იცი მომენატრე ჯიმინ.. ჯონგუკს აღელვებულმა შევხედე. სახეზე ერთდროულად რამდენიმე ემოციამ გადაურბინა. გაიგონა. ტუჩზე ვიკბინე და მზერა ავარიდე.
-ძილინების.. გავიღიმე ნაძალადევად.
-ძილინებისა ჯიმინ.. ტელეფონი გავთიშე. რამდენიმე წუთი ორივე ვდუმდით.

-ე.ი ჯონგმინი? სიჩუმე ჯონგუკმა დაარღვია.
-აჰამ.. თავი დავუკარი.
-ვინ არის ის? როგორც მივხდი არ უნდა ვიცნობდე.. ჯონგუკის თვალები ინტერესით სავსე იყო.
-არა.. ის ამერიკაში იყო ჩემთან ერთად. ერთ გუნდში ვცეკვავდით.
-ერთ გუნდში.. გაიმეორა თითქოს რაღაც დააზუსტა. -როდის მოახერხეთ დაახლოება? ჯონგუკის მზერა უფრო ბასრი და გამკიცხავი გახდა.
-არმახსოვს.. ჩვენ ყოველდღე ერთად ვცეკვავსიდ.. წამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე ის ლანჩზე მეპატიჟებოდა ხოლმე.. ალბათ მაშინ..
-ჯიმინ შენ მოგწონს ის? ჯონგუკმა სანთებელა მაგიდაზე ხმაურიანად დადო. ახლოს მოიწია და მზერა პირდაპირ ჩემს თვალებს გაუსწორა. ამ კითხვას მისგან არ ველოდი. მისი ეს მომთხოვნი მზერა მაბნევდა. თვალის კონტაქტი ავარიდე. -ჯიმინ შემომხედე და ისე მიპასუხე.. ტონი მკაცრი და მომთხოვნი გაუხდა.
-ის კარგი ბიჭია და.. ვცადე საუბარი სხვა კუთხით წამეყვანა.
-ჯიმინ.. ჩაიცინა ჯონგუკმა.
-მე გეკითხები რა ფერისაა, შენ კიდე მპასუხობ, რომ ის ოთხკუთხედია. უკან დაიხია და ისევ სკამის საზურგეს მიეყრდნო. -მხოლოდ იმიტომ ხვდები, რომ კარგი ბიჭია და პაემანზე გეპატიჟება? ჯონგუკის ხმა ისევ შეიცვალა. -ნუთუ ასეთი სასოწარკვეთილი ხარ და ასე ძალიან განიცდი ურთიერთობის ნაკლებობას, რომ ხვდები მას ვინც არც კი მოგწონს?!
-საკმარისია! ჯონგუკის საუბარი უკვე ზედმეტი იყო. მას არ ჰქონდა უფლება ჩემთან ასე ელაპარაკა. -შეგიძლია წახვიდე, უკვე კარგად ვარ, სანერვიულოც აღარაფერი გაქვს და უნდა დავიძინო! სკამიდან წამოვხტი და მისაღებში სწრაფი ნაბიჯებით წავედი.

-ჯიმინ.. მოიცადე.. ამის თქმა არ მინდოდა.. ჯონგუკი უკან ამედევნა. ამჯერად გამკიცხავი ტონი შეცვლილი ჰქონდა. მკლავში ძლიერად ჩამავლო და მისკენ შემატრიალა. -მაპატიე.. ამოიჩურჩულა. ამას არ ვგულისხმობდი.. მის მზერაში წუხილი და აშკარა დანაშაულის გრძნობა დავინახე.
-მაშინ რა უგულისხმე? ხელი გამიშვა და ორივე მტევანი მხრებზე მომხვია. თავი დახრილი ჰქოდა. მზერას მარიდებდა.
-მე არ ვიცი რა დამემართა.. ამოიოხრა.
-შენ არ შეცვლილხარ.. დანანებით გავაქნიე თავი. ჯონგუკმა მაშინვე აღელვებულმა შემომხედა.
-არა! ასე არ არის! თავი გააქნია.
-ძველ ჩვევებს ვერ ღალატობ! შენ ჩემი დაცინვა სცადე.
-არა! მხრებზე შესამჩნევად მომეჭიდა და უფრო ახლოს მოვიდა. -შენ არასწორად გაიგე.. მე.. ეს სხვა გრძნობა იყო.. ამოიოხრა. -მისი ახსნა არ შემიძლია.. უბრალოდ მისი სიტყვების შემდეგ კონტროლი დავკარგე.. ასეთი გრძნობა ადრე არასოდეს მქონია.. მე ძალიან ეგოისტურად მოვიქეცი.. მაპატიე..
-ეს რას ნიშნავს? ვერ ვხდებოდი რაზე მიმანიშნებდა.
-მე.. ისევ ამოიხრა და თავი უფრო დახარა.. -ვიეჭვიანე..

რა? იეჭვიანა? ჯონგუკმა ჩემზე იეჭვიანა? ეს სიტყვები ჩემს გონებაში მილიონჯერ გაისმა. ლოყები გამიხურდა. გული ამიჩქარდა და სუნთქვა გამიძნელდა. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. მინოდოდა ჯონგუკის თვალები დამენახა. მინდოდა მისი სიტყვები მის თვალებშიც ამომეკითხა.
-შემომხედე.. ხმა გამებზარა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ჯონგუკის სახის დანახვისას კი გული დამიმძიმდა. მის თვალებში პირველად ვხედავდი მოვიმციმე ცრემლებს. ხელები ამიკანკალდა. რაც შემეძლო ფრთხილად მოვიქციე ლოყა მტევანში და ცერა თითი გადავუსვი ყვრიმალების ირგვლივ. -ჯონგუკ გთხოვ..
-რას? მჭიდროდ დახუჭული თვალები გაახილა თუ არა ცრემლები გადმოეღვარა ნორჩ სახეზე. გული შემეკუმშა.
-არასოდეს არ იტირო.. ამოვიჩურჩულე. -გთხოვ.. ხმა ჩამიწყდა და თვალებში ცრემლი ჩამიდგა.
-არ მკრა ხელი ჯიმინ.. გთხოვ.. ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავ ვიდრე წარმოგიდგენია.. სახე მტევანზე გააცურა და ხელის გულზე მეამბორა. ამ კოცნაში იმდენი გრნობა და სასოწარკვეთა იყო მთელ სხეულში ელექტრობამ დამიარა და ერთიანად გამაჟრჟოლა. ახლოს მივიწიე და ხელები წელზე მოვხვიე. ყელში ჩავრგე სახე, მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე და რაც შემეძლო მჭიდროდ მივეკარი მის სხეულს.  ჯონგუკმაც მაშინვე მიპასუხა ჩახუტებაზე და მკლავები მხრებზე მომხვია. სახე კი ჩემს კისერთან დაავენა.
-არასოდეს ჯონგუკ.. არასოდეს არ მიგატოვებ.. ყოველთვის შენთან ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს.. ჯონგუკმა ამოისრუტუნა და ჩემს ყელში თბილ სუთქვასთან ერთად ამოიჩურჩულა.
-მპირდები?
-გპირდები. ვუპასუხე უყოყმანოდ. ჯონგუკი უფრო ძლიერად მომეხვია. მკლავები წელის ირგვლივ მჭიდროდ შემომაჭდო და მთლიანად მის სხეულზე მიმიკრო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუთქოს ახლა ჩვენი სულები გაერთიანდნენ.

ჯონგუკი იმ ღამით ჩემთან დარჩა. დივანზე კომფორტულად მოთავსდა. მე კიდევ საძინებელში ავედი თუმცა დაძინება ვერაფრით მოვახერხე. ჩემს რაღაც ნაწილს უნდოდა ჯონგმინს ხვალ დალაპარაკებოდა და მასთან მხოლოდ მეგობრობას დასჯერებოდა. მეორე ნაწილს კი აღარ სურდა წარსულში დაბრუნება. არ სურდა ჯონგუკზე შანსის მიცემა. რადგან არ იყო ბოლომდე დარწმუნებული ჯონგუკის გრძნობებში. ის ახლა უბრალოდ დაბნეულს უფრო ჰგავდა, რომელმაც ბოლომდე თვითონაც არ იცოდა რა სურდა მის გულს.

დილით როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა. წყლის დასალევად სამზარეულოში გავედი. სულ გადამავიწყდა, რომ ჯონგუკი ისევ ჩემთან იყო. ფრთხილად მივუახლოვდი დივანს და მძინარე შევათვალიერე. ზეწარში აბლანდულს ფეხები სასაცილოდ აეხლართა. თმა არეული ჰქონდა. მაისური ნახევრად წამოეწია, ხელი კი შიშველ მუცელზე დაესვენებინა. პირი ნახევრად ღია ჰქონდა, მოულოდნელად გამეღიმა. მისი ყურება ასე წლობით შემეძლო. ის მისი სუთქვა იმდენად მშვიდი და თანაბარი იყო წამით მომინდა მისი იდილია დამერღვია. ფრთხილად მივუახლოვდი და ბალიში გამოვუცურე. ვაპირებდი თავში ბალიში მეთავაზებინა და ისე გამეღვიძებინა, მაგრამ თვალები გაახილა. მოულოდნელობისგან შევკრთი.

-რას აკეთებ? მისი ბოხი ხმა ექოსავეთ ჩამესმა. უხერხულობისგან ლოყები გამიწითლდა და ბალიში ძირს დავუშვი. ჯონგუკმა ხელი უეცრად გამოიწვდინა და წელზე შემომხვია. დაბნეულმა ჯერ მის ხელს დავხედე შემდეგ მას. მისკენ ისეთი ძალით მომქაჩა. არეული ნაბიჯი გადავდგი თუ არა ფეხები ერთმანეთში ამეხლართა და ჯონგუკს ზემოდან დავეცი.

-გაგიჟდი? რას აკეთებ? ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
-შენ ჩემი ცემა გინდოდა, თანაც მძინარეს? ჯონგუკმა წარბები შეჭმუხნა.
-მე უბრალოდ.. ენაზე ვიკბინე. მე უბრალოდ წყლის დასალევად გამოვედი რა ჯანდაბაზე გავები  ხაფანგში, რომელიც საკუთარ თავს მე თვითონ მოვუწყვე. ჯონგუკის სიახლოვე მაბნევდა. გული სწრაფად მიცემდა და სუნქვაც აჩქარებული მქონდა.
-აღარ გამიშვებ? წარბები შევკარი და უკმაყოფილო სახე მივიღე. ჯონგუკი ელვისებურად ჩამეჭიდა ზურგზე და მის ქვემოთ მომიქცია. ჯანდაბა ეს საკმაოდ სახიფათო და ეროტიულო სცენაა. ასეთ რამეს რატომ აკეთებს. თვალები მოულოდნელობისგან გამიფართოვდა და შევყვირე.

-მიდი ჯიმინ.. როცა ფხიზელი ვარ და თვალებში გიყურებ მაშინ მატკინე..
-უბრალოდ შენი გაღვიძება მინდოდა.. თვალები ავატრიალე და ვცადე ჩემგან გადამეგდო.
-დარწმუნებული ხარ? წარბები მაღლა აზიდა.
-უფრო სწორად შეშინება.. ამოვიდუდუნე.
-იქნებ ჩემი მოგუდვაც განიზრახე? ჯონგუკმა წარბები აათამაშა. მხარზე ხელი გავცხე.
-რას ბოდავ? ეგ აზრი საერთოდ როგორ მოგივიდა?
-იქნებ იმიტომ, რომ შენს პრინც ჯონგმინთან ბედნიერებაში ხელი არ შეგიშალო?? ვინ იცის.. მხრები აიჩეჩა ცინიკურად.
-გამიშვი.. სახე შემეცვალა, როგორც კი ჯონგუკის ირონია ისევ სააშკარაოზე გამოვიდა.
-და თუ არა? გამომწვევად დამხედა. სუნთქვა შემეკრა. ჯონგუკი ინტენსიურ მზერას არ მაცილებდა და მწვავდა თავისი შავი თვალებით გაურკვევლობის ქარცეცხლში. მოულოდნელად ზედმეტად საშიშად მომიახლოვდა. თავში განგაშის ზარებმა იწყეს რეკვა, როცა მან საზღვარი გადმოლახა და მისი სუნთქვა უკვე ტუჩებზე ვიგრძენი. სახე მოულოდნელად გავატრიალე. ჯონგუკმა მსუბუქად გაიცინა. ცხვირი ლოყაზე ნაზად გამიხახუნა და ყურთან გადაინაცვლა.

-ისუნთქე.. მისი სიტყვები ასეთი ვნებით სავსე არასდროს ყოფილა. მაღლა აიწია და უეცრად მომცილდა.
-აბა დღეს რა გეგმაბი გვაქვს? ხელები შემოჰკრა და დილის გაწელვების ვარჯიში დაიწყო. რა? ის სულ გაგიჟდა? გეგმები ნამდვილად მაქვს დღეს. მაგრამ არა მასთან, არამედ ჯონგმინთან. მთელი უბედურება კი ის იყო, რომ ეს მანაც კარგად იცოდა, თუმცა ისე იქცეოდა თითქოს ეს ფაქტი მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო.
-ჯონგუკ.. მაპატიე დღეს ჯონგმინთან ერთად.. ვცადე ისე ამეხსნა, რომ მისთვის გული მეტად აღარ მეტკინა.
-ახ.. ხო.. მე და თეჰიონიც წამოვალთ.. თვალები გამიფართოვდა მოსმენილისგან.
-რა?! ვიყვირე და დივნიდან ელვისსბურად წამოვხტი.
-ხო რაიყო? ჯონგუკმა ისე გაიკვირვა თითქოს ჩემგან ამ რეაქციას არ ელოდა. თვალთმაქცი.
-არავითარ შემთხვევაში! დავსვი საკითხი კატეგორიულად.
-მისი გაცნობა მინდა.. მხრები აიჩეჩა უდანაშაულოდ. თითქოს მართლაც მეტი მოტივი არ ამოძრავებდა.
-რატომ? უნდობლად თვალებში ვუყურებდი. მინდოდა მისგან გულწრფელი პასუხები მიმეღო.
-იმიტომ, რომ შენზე ვღელავ და მინდა დავრწმუნდე, რომ სანდო ხელში ხარ. ჯონგუკმა გაწელვებს მორჩა და წყლის ჭიქა აიღო.
-სისულელეა. გამოვცერი გაღიზიანებულმა.
-მე ასე არ ვფიქრობ. ჯონგუკი კატეგორიული და სერიოზული ჩანდა.
-არა! ეს პაემანია! არ დავნებდი. არ მივცემდი უფლებას ვახშამი იხეში გამოხტომებით ჩაეშალა.
-ხელს არ შეგიშლით.. მის ხმაში სიმართლე იკითხებოდა.
-რატომღაც არვარ დარწმუნებული.. მაინც ეჭვის თვალით გავხედე და გულზე ხელები დავილაგე.
-მენდე ჯიმინ.. თვალი ჩამიკრა. ლოყები ამიხურდა და სახე ავარიდე. კეფა მოვიფხანე და დივანზე დავეშვი. ჯონგუკმა თავისი ტელეფონი აიღო და გვერდით მომიჯდა.
-რატომ მაინდამაინც დღეს? ამოვიოხრე.
-გაგიმართლათ.. დღეს თავისუფალი ვარ.. ხელები გაშალა და გაიზმორა. -შემიძლია დრო დავუთმო მის გაცნობას.. გაიკრიჭა და ისევ ტელეფონში ჩაძვრა. თუმცა მისი ეშმაკური ღიმილი მოსვენებას არ მაძლევდა. ვხვდებოდი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა კიდევ სხვა მრავალი მიზეზი იდგა, მაგრამ კონკრეტულად რა, ამის გაგება მხოლოდ ერთი გზით შემეძლო.

Continue Reading

You'll Also Like

830K 69.4K 34
"Excuse me!! How dare you to talk to me like this?? Do you know who I am?" He roared at Vanika in loud voice pointing his index finger towards her. "...
675K 35.7K 20
𝐒𝐡𝐢𝐯𝐚𝐧𝐲𝐚 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐱 𝐑𝐮𝐝𝐫𝐚𝐤𝐬𝐡 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 ~By 𝐊𝐚𝐣𝐮ꨄ︎...
4.2M 262K 100
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...
186K 11.4K 13
"ဘေးခြံကလာပြောတယ် ငလျှင်လှုပ်သွားလို့တဲ့.... မဟုတ်ရပါဘူးဗျာ...... ကျွန်တော် နှလုံးသားက သူ့နာမည်လေးကြွေကျတာပါ.... ကျွန်တော်ရင်ခုန်သံတွေက...