First love

By misskasi123

7.1K 750 155

.. More

First love [1]
First love [2]
First love [3]
First love [4]
First love [6]
First love [7]
First love [8]
First love [9]
First love [10]
First love [11]
First love [12]
First love [13]

First love[5]

457 56 17
By misskasi123

მანქანაში რამდენიმე წუთით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ჯიმინი გაურკვევლობაში იყო, ვერ ხვდებოდა ასე რატომ უბრაზდებოდა ჯონგუკი. თუმცა იაზრებდა, რომ ის მართალი იყო. წასვლამდე ჯონგუკი მასთან დაახლოებას ცდილობდა, თუმცა თვითონ იყო, ის ვინც დისტანციის შენარჩუნებისკენ ილტვოდა.

მოულოდნელად ფანჯარაზე კაკუნი გაისმა. ჯიმინი შეკრთა და შეშინებულმა გულზე მტევანი დაიდო. მინა ჩაიწია და ფანჯარაში თავი თეჰიონმა შემოჰყო.
-უჩემოდ აპირებდით წასვლას არა? ჰმმ.. გამკიცხავად მოჭუტა თვალები. ჯიმინმა კი მაშინვე ღვედი შეხსნა. თუმცა ჯონგუკმა მაშინვე ხელი ძლიერად დაუჭირა. ჯიმინს თვალები გაუფართოვდა და ჯონგუკს გაოგნებული მიაშტერდა, რომელიც თეჰიონს უღიმოდა.
-რა თქმა უნდა არა.. დაჯექი.. თავით ანიშნა უკანა სავარძლისაკენ. თეჰიონმაც საპასუხოდ გაუღიმა, უკანა კარი გამოაღო და დაჯდა. ჯიმინი უხერხულობამ შეიბყრო, რადგან ჯონგუკს მისი ხელი ისევ მჭიდროდ ეჭირა.

-თეჰიონ.. ახლა ჰოსოკმა შემოყო თავი გაღებულ ფანჯარაში.-თეჰიონ!
-აქ ვარ სულელო! ჩაიცინა თეჰიონმა.
-წამოდი.. ხომ დამპირდი, რომ ნივთების მიტანაში დამეხმარებიდი?!
-ხო რა თქმა უნდა, ჯანდაბა მაპატიე სულ ამომივარდა თავიდან. თეჰიონმა მსუბუქად შემოიკრა თავზე ხელი. ჩანთა გადაიკიდა და მანქანიდან გადავიდა. -მოგვიანებით გნახავთ ბიჭებო.. ხელის აწევით დაემშვიდობა, ჰოსოკს მხარზე გადახვია ხელი და შენობაში შევიდნენ.

ჯონგუკს ფანჯრის ამოწევისთანავე ღიმილიანი სახე წამში შეეცვალა და ჯიმინს სერიოზული მზერით მიაჩერდა. აფორიაქებული მანქანის სავარძელზე მიკრულიყო, მჭრელ მზერაზე ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალით კონტაქტის გაწყვეტა სცადა. ჯონგუკი მოულოდნელად მისკენ ახლოს დაიხარა, იმდენად ახლოს, რომ მალე ჯიმინის ტუჩები მის მოღერებულ ყელს შეეხებოდა. ჯიმინმა კი წამით სუნთქვაც კი შეწყვიტა. ჯონმა ღვედს მოკიდა ხელი, უკან დაბრუნდა და საგულდაგულოდ შეკრა.
-თუ არ ამოისუნთქებ გაიგუდები.. ჩაიცინა და საჭეს მიუბრუნდა. ჯიმინი თავიდან ბოლომდე სირცხვილის გრძნობამ აიტანა. ლოყები შეეფაკლა და მუხლები აუკანკალდა. ჯერ კიდევ უტრიალებდა გონებაში ჯონის სიახლოვისგან გამოწვეული სურნელი.

გზა უხერხულ სიჩუმეში გააგრძელეს. ჯიმინმა გაიაზრა, რომ ჯონგუკმა სრული ჭეშმარიტება ისაუბრა. ის არ ცდილობდა მის ჩამოშორებას. ეს ჯიმინი იყო ის ვინც სიტუაციის დრამატიზებას ახდენდა. თეჰიონი მუდმივად იგვიანებდა, ჯიმინს შეეძლო წინ დამჯდარიყო, მაგრამ ეს თვითონ წყვეტდა, რომ უკანა რიგი დაეკავებინა. თეჰიონს არც კი გაკვირვებია, როცა ჯიმინი წინ მჯდომი დაინახა, პროტესტის არანაირი გამოხატულება.

უკვე ფიქრისგან დაღლილმა ჯიმინმა გადაწყვიტა მანქანაში ჩამოწოლილი უაზრო დაძაბულობის განსამუხტად მუსიკა ჩაერთო. წინ ხელი გაიწვდინა რა დროსაც ჯონის თითებს გადაეყარა და სწორად ამ დროს გადაიკვეთა მათი მზერებიც.
-ჯანდაბა ჯიმინ გაყინული ხარ. გცივა? რატომ არ მითხარი თუ გციოდა! მის თვალებში აშკარა ღელვა იკითხებოდა.
-მაპატიე მე..
-ჯიმინ ჩემს გაგიჟებას გეგმავ? მაშინ მინდა გითხრა, რომ გამოგდის! ყველაფერზე რატომ მებოდიშები.. რა გჭირს?!
-ჯონგუკ არაფერია, უბრალოდ ჩემი ორგანიზმი ახლა ეგუება კორეის გარემოს.. ერთი წელი სხვა კონტინენტზე გავატარე.. ჯანდაბა რატომ მეჩხუბები?! არ შეგიძლია უბრალოდ დამშვიდდე და მანქანა ატარო?! იყვირა გაბრაზებულმა. ჯონგუკმა კი კმაყოფილად ჩაიცინა.
-ჯანდაბა როგორ გიხდება გაბრაზება..  სიცილს ვერ წყვეტდა ჯონი.
-ეს სასაცილო სულაც არ არის.. წარბები შეკრა ჯიმინმა.
-კარგი რა, ძალიან საყვარელი ხარ როცა ბრაზობ.. ღიმილიანი სახით განაგრძობდა მანქანის ტარებას. ჯიმინი კი მის გვერდით მჯდომს მზერას ვერ აცილებდა.

დღემ კარგად ჩაიარა. იმაზე კარგადაც კი ვიდრე მოელიდნენ. ჯიმინი უსაზღვროდ დახვეწილიყო თავის სტილში. მისი მოქნილობა და ინდივიდუალიზმი კარგად იკითხებოდა. წევრები მისი ყურებით ტკბებოდნენ. რაც ჯონში არასასიამოვნო გრძნობას აღძრავდა. სულაც არ მოსწონდა ის ფაქტი თუ როგორ პირდაღებულები მისჩერებოდნენ ჯიმინს.

-ჯიმინ.. გარეთ გასულს მანქანასთან ასვეტებული ჯონი დახვდა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო საიდანაც ტყავის ხელთათმანების ბოლოები მოუჩანდა. თავზე შლიაპა ეხურა, მანტო ოდნავ შეხსნილი ჰქონდა, კისერზე კი შავი შარფი ეხვია, ცალი ფეხით მანქანის ბორბალს მიჰყრდნობოდა და ღიმილიანი სახით ელოდებოდა.
-ცივა არა? როცა ჯიმინი მიუახლოვდა მოფარფატე ფიფქებს ახედა.
-საკმაოდ.. მანქანაში რატომ არ დამელოდე გინდა რომ გაცივდე? გაკიცხა მზრუნველად.
-კარგი რა.. შეხედე რა სილამაზეა..
ჯონგუკმა ხელი ფიფქებს შეუშვირა. ჯიმინმა კი სახე ცას მიაბყრო და საშუალება მისცა თოვლის ფიფქებს მის სახეზე დაედოთ ბინა. როცა გრძნობდა როგორ ეთამაშებოდნენ ცივი ფანტელები თბილ ლოყებზე გაიღიმა და სიამოვნებისგან თვალები მილულა.
-თოვლი ყოველთვის შენს თავს მახსენებს ჯიმინ.. მოულოდნელად სიჩუმე ჯონმა დაარღვია. ჯიმინმაც მზერა მისკენ გადაიტანა. -შენ ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობ მასზე.. გიყვარს პირველ თოვლთან შეგებება, მასთან თამაში.. ასევე სწორედ ამ დროს მიმატოვე შარშან.. ისე, რომ არც კი გამაფრთხილე ამის შესახებ..
-ჯონგუკ გთხოვ.. ჯიმინმა მზერა მოარიდა ჯონს.
-რას მთხოვ? მის ხმაში აშკარა უკმაყოფილება იკითხებოდა.
-ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ.. ამოიდუდუნა ჯიმინმა. ჯონი ხვდებოდა, რომ მას მეტად აღარ სურდა ამაზე საუბარი.
-კარგი წავიდეთ.. უკვე საკმაოდ აცივდა. თქვა უკმეხად და საჭესთან დაიკავა ადგილი.

-სად მივდივართ? მანქანაში ჩამოწოლილი უხერხული სიჩუმე ჯიმინმა დაარღვია, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ ჯონგუკს ის სახლში არ მიჰყავდა.
-აქვე კარგი კაფეა.. უცებ ცხელი შოკოლადი მომინდა.. იმედია წინააღმდეგი არ ხარ.
-არა.. მაგრამ სანამ მიმიყვან მანამდე უნდა გეთქვა.. უკმაყოფილო ხმა გაისმა და დანამულ ფანჯარას მიაჩერდა.
-ჩემზე ბრაზობ?
-არა..
-უბრალოდ სიმართლე მითხარი.. არეშვებოდა ჯონგუკი.
-მე გითხრა სიმართლე?! მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან ჯონგუკ?! ფიქრობ რაიმეს გიმალავ?  ჩემთან დაკავშირებით ყველაფერი ისედაც ნათელი და ცხადია! ნუთუ კიდევ მაქვს რაიმე სათქმელი? მაგრამ შენ? შენზე რას მეტყვი ჯონგუკ? ვერ ვიგებ შენი უცნაური ქცევების მიზეზს? რატომ მექცევი ასე კარგად? რატომ ცდილობ  ჩემთან დაახლოებას? რაგინდა ჩემგან? ისტერიულად აყვირდა ჯიმინი.
-ჯანდაბა! შეიკურთა ჯონი და მოულოდნელად დაატორმუზა მანქანა. რის გამოც ჯიმინს ინერციით წინ გადაწევა მოუხდა. უკან დაბრუნებულმა კი ნერვიულად შეხედა გაცეცხლებულ ჯონს.

ჯონგუკმა სწრაფად დატოვა მანქანა. რამაც ჯიმინი კიდევ ერთხელ გააოცა. ის შიგნიდან უყურებდა ჯონის გამოსახულებას, რომელმაც მანქანას შემოუარა, მის კართან გაჩერდა, კარგი გამოაღო, ღვედი გახსნა, მკლავში ჩაავლო ხელი და მანქანიდან გადაიყვანა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?! იყვირა ჯიმინმა. ჯონი მის მკლავს ძლიერად ექაჩებოდა და ზღვის ზოლისკენ მიათრევდა, სადაც ნაკლებად იყო ხალხი.
-ახლა კარგად მომისმინე პაკ ჯიმინ.. ნერვიულად დაიმასაჟა წარბებს შორის ზოლი. -ყოველთვის სიტყვებით რატომ მსჯელობ? ნუთუ ჩემი ქცევა პასუხი არ არის შენს კითხვებზე ჰა? დაიყვირა მოთმინება დაკარგულმა. -მიპასუხე?! არ არის საკმარისი, რომ გაიგო რისი თქმაც მინდა?
-არა არ მესმის! არანაკლებად იღრიალა ჯიმინმაც.
-ყველაფერთან ერთად ბრმაც ყოფილხარ! ვცდილობ კარგი ვიყო! ამას შენთვის ვაკეთებ! მე არასდროს ვყოფილვარ მზრუნველი და გულღია! მაგრამ შენთან სხვანაირი ვარ! ნუთუ ამის დანახვა არ შეგიძლია!
-მე შენგან არაფერი მითხოვია! რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?! რა არის შენი მიზანი ჯონ ჯონგუკ?!
-ჯანდაბა მაინცდამაინც სიტყვები გჭირდება არა?! კარგი იყოს სიტყვები! მომწონხარ ამის დედაც! ახლა გაიგე?!
-რაა? ჯიმინმა უკან დაიხია გაოცებულმა.
-რადგან ასეთი დაუნახავი ხარ მომიწევს ამ ყველაფრის ჩვენების ნაცვლად სიტყვებით გიმტკიცო!
-მე არ მესმის.. შენ ხომ არ ხარ...
-ხო მე არ ვარ გეი! არასოდეს მომწონებია ბიჭი და არც მომეწონება! მაგრამ ეს შენ ხარ ის ვინც ჩემს გონებაში შემოძვრა და მას შემდეგ თავს არ მანებებს! თითები საფეთქლებთან დაიკაკუნა გაბრზებულმა ჯონმა საჩვენებლად.
-მე არაფერი გამიკეთებია.. დაიჩურჩულა ჯიმინმა.
-ხო რა თქმა უნდა.. არაფერი.. თუ გაიხსენებ პირველი შენ იყავი ის ვისაც გრძნობები გაუჩნდა.. მწარედ ჩაიცინა ჯონმა.
-მაგრამ მე საპასუხოდ არ მომითხოვია, რომ მოგწონებოდი.. მე ხომ ვიცოდი, რომ შენ არ იყავი..
-ჯანდაბა ჯიმინ!! უბრალოდ მოკეტე.. მე შენ ახლა გრძნობებში გამოგიტყდი შენ კიდევ რაღაც სისულელეებზე მელაპარაკები!!
-ჯონგუკ.. მაპატიე..
-პატიებას რისთვის მთხოვ?
-მე.. მე ვიღაცას ვხდები.. ტუჩის კანკალით დაიჩურჩულა ჯიმინმა.

Continue Reading

You'll Also Like

266K 25.8K 62
Ryan and Aaruhi The story of two innocent hearts and their pious love. The story of one sided love. The story of heartbreak. The story of longing a...
3.7M 293K 96
RANKED #1 CUTE #1 COMEDY-ROMANCE #2 YOUNG ADULT #2 BOLLYWOOD #2 LOVE AT FIRST SIGHT #3 PASSION #7 COMEDY-DRAMA #9 LOVE P.S - Do let me know if you...
4.7M 298K 108
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...
2.8M 161K 50
"You all must have heard that a ray of light is definitely visible in the darkness which takes us towards light. But what if instead of light the dev...