First love

By misskasi123

7.1K 750 155

.. More

First love [1]
First love [2]
First love [4]
First love[5]
First love [6]
First love [7]
First love [8]
First love [9]
First love [10]
First love [11]
First love [12]
First love [13]

First love [3]

501 60 6
By misskasi123

ახალი წლის დილით ისევ ყველაფერი თოვლში გახვეულიყო. თოვლი ჯონგუკს ჯიმინს ახსენებდა, რადგან ჯიმინი მასზე  ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობდა. თუმცა ჯონგუკს ის არასასიამოვნო ფაქტად დაამახსოვრდა. ჯიმინმა ერთი წლის წინ სწორედ პირველი თოვლისას მიატოვა.

დარბაზში დათოვლილმა შეაბიჯა  და მხრებიდან ჩამოიფერთხა შერჩენილი ფიფქები. რამდენიმე საათიანი რეპეტიციის შემდეგ საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლეს. ჯონგუკი ზედმეტად ღელავდა. ჯიმინის ნაჩუქარ ყელსაბამს აკოცა და საკუთარ თავს წარმატება უსურვა. სცენაზე ასულმა თვალები მჭიდროდ დახუჭა და წარმოიდგინა, რომ ამ სოლოს მარტო კიარა ჯიმინთან ერთად ცეკვავდა, როგორც წინა წელს. ბოლომდე გადაეშვა მელოდიაში და მიენდო საკუთარ სხეულს.

ნახაზი დასრულდა დარბაზი მქუხარე აპლობისმენტებმა მოიცვა. ჯონგუკმა თავი დაუკრა. შემდეგ კი უცებ ნაცნობ ფიგურას მოჰკრა თვალი. ის აქ იყო. მაყურებელთა შორის იდგა კმაყოფილი და ბედნიერი სახით ტაშს უკრავდა. ჯონს ეგონა რომ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ამიტომ სევდიანად გაუღიმა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. თუმცა გამოსახულება ისევ იქ იდგა ისევ ისე უღიმოდა და ტაშს უკრავდა.

ჯონგუკი წევრებს მოშორდა და მისკენ მთელი ძალით გაიქცა. გზად ყველა ეხვეოდა და საშუალებას არ ძლევდნენ მალე მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ცდილობდა მალე მოეცილებინა თუმცა თითქოს გამიზნულად უქმნიდნენ ბარიერს. რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო შეასუსტა მისკენ სწრაფვა და დაიწყო ფიქრი თუ რას ეტყოდა ეტყოდა ჯიმინს. სწორედ ამ ფიქრში მყოფმა უკვე მიაღწია მის სიახლოვეს და წინ აესვეტა.

-ჯიმინ.. მის ხმაში გაოცება იგრძნობიდა..
-ჯონგუკ.. ბიჭი ისევ ისე ნაზად უღიმოდა. ჯონგუკს კი თვალებზე  ბინდი ჰქონდა გადაკეული. სიხარულისგან თვალები აეცრემლა. ერთი ნაბიჯით გადაკვეთა მათ შორის მანძილი და ხელებს შორის მჭიდროდ მოიქცია.

-ჯიმინ.. მის სახეზე პირველმა ცრემლმა გაიკვლიეს გზა და იგრძნო როგორ აკანკალდა ბიჭის სხეული მის მკლავებში. ორივე მოზღვევუბული ემოციებისგან ტიროდნენ.
-მომენატრე ჯიმინ.. ძალიან მომენატრე.. მე ისეთი იდოტი ვარ...
-მე მომენატრე ჯონგუკ.. ტირილს ვერ წყვეტდა ჯიმინიც.

ჯონგუკი უფრო და უფრო მეტად კრავდა ხელებს ჯიმინის ირგვლივ და მთლიანად იკრავდა გულში. თავი მის გრძელ ქერა, სასიამოვნოდ სურნელოვან თმასა და თბილ კისერში ჰქონდა ჩარგული და ძლიერი მოჭერისგან ბიჭს სუნთქვასაც კი ურთულებდა.

-ჰეი ჯონგუკ.. ჩვენც მოგვეცი მისი ნახვის უფლება. მხარზე დაადო ხელი ჰოსოკმა. თუმცა ჯონმა უხეშად გააქნია მხარი და ხელი ჩამოიცილა. არ უნდოდა ახლა ჯიმინის წამითაც გაშვება არაფრის ფასად. თეჰიონმა კი მის ქცევაზე უხერხულად გაიცინა.
-ჯონგუკ ჩვენც გვენატრება ის.. თუმცა ჯონი არავის უსმენდა. ისევ ისე მჭიდროდ იკრავდა ბიჭს.
-რადგან არ უშვებს რას იტყოდით ჯგუფურ ჩახუტებაზე? შესძახა ჯინმა მდგომარეობის გასანეიტრალებლად და ყველა ერთად შეიკრა მათ ირგვლივ.

ჯიმინის ჩამოსვლის აღსანიშნავად ყველა მასთან წავიდნენ დასალევად. ჯონი წამითაც არ სცილდებოდა პაკს და სულ უკან დაჰყვებოდა დაკარგული ლეკვივით. როცა ჯიმინმა საპირფარეშოში გასვლა დააპირა და ჯონგუკმა შეშინებულმა კითხა თუ სად მიდიოდა. წევრებმა სიცილი ატეხეს. რამაც ჯონი გააბრაზა.
-მალე მოვალ ჯონგუკ.. არსად მივდივარ. ნაზად გაუღიმა პაკმა და ჯონიც დამშვიდდა. მას თითქოს დეჟავუ ჰქონდა, რომ შეიძლებოდა პაკს ის ისევ დაეტოვებინა, ამჯერად სამუდამოდ.

როცა ყველა გამოთვრა და დივანზე ჩაეძინათ. ჯონგუკი ჯიმინთან მივიდა და სამზარეულოს დალაგებაში დაეხმარა.
-ჯიმინ..
-გისმენ ჯონგუკ..
-რადგან ყველა აქ რჩება შეილება მე შენთან დავწვე? ჯიმინმა უხერხულად გადაყლაპა ნერწყვი.
-მე უბრალოდ..
-უბრალოდ დასაძინებლად რადგან აქ ადგილი აღარ დარჩა.. თავი გაიმართლა ჯონმა.
-კარგი. ძალით გაიღიმა ჯიმინმა და ხელები დაიბანა. შემდეგ კი მეორე სართულზე საძინებლისკენ გაუძღვა ჯონს. კარადა გამოაღო, შავი პიჟამა მიაწონდა, თვითონ კი თავისი საყვარელი ლაჟვარდისფერი ჩაიცვა.
-ძალიან გიხდება ეგ ფერი. თავი ვერ შეიკავა კომპლიმენტისგან ჯონგუკმა. დარცხვენილ ჯიმინმა კი უკვე აღარ იცოდა სად წაეღო, სირცხვილისგან გაწითლებული სახე.
-მადლობა, შენც გიხდება. ჩუმად ამოიჩურჩულა და საწოლში შეწვა.

ორივე დაწვენენ თუმცა იცოდნენ რომ არცერთს დაეძინებოდათ.
-ჯიმინ.. შენი ქერა თმა ულამაზესია.. ძალიან მომწონს..
-მადლობა ჯონგუკ..
-შენი სხეული მას შემდეგ ძალიან შეცვლილია და სიმაღლეშიც მოიმატე.. გაუღიმა გულიბრყვილოდ.
-მართლა? გაიკვირვა ჯიმინმა და სხეულზე დაიხედა.
-კი.. თავი დაუქნია ჯონმა. აქედან რომ წახვედი მეტად მხარბეჭიანი და დაკუნთული იყავი.. ახლა კიდე გამხდარი ხარ.. თუმცა მე ეს მომწონს..
-რა? გაუფართოვდა თვალები ჯიმინს.
-არვიცი.. უცნაურია? მომწონს შენი პროპორციები და შენი კანიც ძალიან გლუვი გახდა.
-შენ ეს ყველაფერი საიდან იცი.. გაოცდა ჯიმინი მოსმენილისგან.
ჯონმა მხრები აიჩეჩა. ჯიმინი კი უხერხულად შეიშმუშნა.
-რა ჩაიფიქრე.. ახალი წლის ღამეს?
-ამას ხომ არავის ეუბნებიან.. მაშინ აღარ ახდება..
-სისულელეა.. მიდი მითხარი..
-მინდა რომ ბედნიერი ვიყო.. და შენ?
-მე ჩავიფიქრე, რომ არსად აღარ წახვიდე.. ჯიმინს თვალები გაუფართოვდა.
-შენ რა შენი სურვილი ჩემზე გახარჯე? ჯონმა თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
-არა.. ეს ჩემთვისაა..მინდა ჩემთან იყო ჯიმინ.. ჯიმინს ლოყები უფრო შეფაკლა. -შენ რა ახლა გაწითლდი? ჯონმა გაიღიმა. ჯიმინმა კი ხელები დაიწყო სახეზე და ჯონს ზურგი შეაქცია.
-დავიძინოთ.. გვიანია.. ამოილუღლუღა ჩუმად.
-შეიძლება ჩაგეხუტო?
-ეს უხერხული არ იქნება? ამოიოხრა ჯიმინმა.
-ეს სასიამოვნო იქნება.. გაიღიმა ჯონმა და მკლავებს შორის მოიქცია გამხდარი სხეული. თავი კი მის თმებში ჩარგო. -ჯიმინ ძალიან კარგი სურნელი გაქვს..
-დღეს კონპლიმენტების დღე გაქვს ჯონგუკ?
-მალე მიეჩვევი ამას..
-რას გულისხობ?
-დღეიდან სულ ასე იქნება.. ჯობია მიეჩვიეო.. ჩაიცინა და უფრო მიეკრო სხეულს. ჯიმინს კი გული მალე გაუსკდებოდა სიხარულისგან და მეტისმეტი ემოციებისგან. ჯონი ამ მომენტში ზედმეტად თბილი, მზრუნველი და საყვარელი იყო.

ჯიმინმა მთელი ღამე ვერ მოისვენა. სხეული უხურდა ჯონგუკის შეხებისგან და აღარ იცოდა როგორ დაეხსნა თავი მისი მკლავებისგან, რომ შვება ეგრძნო. ეს ყველაფერი მასზე ზედმეტად მოქმედებდა. არ შეეძლო მის გვერდით წყნარად წოლა.
-ჯიმინ.. გაისმა სიბნელეში ჯონის ბოხი ხმა.
-ჯონგუკ? მალევე გამოეხმაურა ჯიმინის დაზაფრული ხმა.
-გთხოვ ნუ ხარ ეგრე დაძაბული.. მე არაფერს ვაშავებ.. უბრალოდ ერთ საწოლს ვიყოფთ.. გთხოვ მოეშვი და როგორც კომფორტულად იქნები ისე დაწექი.. ჯიმინმა მაშინვე მხარი იცვალა. ჯონგუკისგან შემოტრიალდა და მკერდზე აეკრო.
-შეგიძლია თმაზე მომეფერო? ჯონმა ყურებამდე გაიღიმა ბედნიერებისგან და გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა.
-რა თქმა უნდა.. უპასუხა მხიარულად და გრძელი თითები ჯიმინის ქერა, გრძელ თმაში ახლართა. -ის ძალიან ნაზია..
-მე მას ვუვლი.. ჩაიცინა ჯიმინმა ჯონის კისერთან. ჯონგუკმა კი უფრო მეტად ჩაიკრა გულში. შუბლზე აკოცა და ისევ განაგრძობდა ჯიმინის თმაში თითების მოძრაობას.
-ძილინების ჯიმინ..
-ძილინების ჯონგუკ..

Continue Reading

You'll Also Like

870K 72.5K 34
"Excuse me!! How dare you to talk to me like this?? Do you know who I am?" He roared at Vanika in loud voice pointing his index finger towards her. "...
1.7M 126K 45
"Why the fuck you let him touch you!!!"he growled while punching the wall behind me 'I am so scared right now what if he hit me like my father did to...
4.1M 170K 63
The story of Abeer Singh Rathore and Chandni Sharma continue.............. when Destiny bond two strangers in holy bond accidentally ❣️ Cover credit...
1.3M 69.5K 59
𝐒𝐜𝐞𝐧𝐭 𝐨𝐟 𝐋𝐨𝐯𝐞〢𝐁𝐲 𝐥𝐨𝐯𝐞 𝐭𝐡𝐞 𝐬𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 〈𝐛𝐨𝐨𝐤 1〉 𝑶𝒑𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒆𝒔 𝒂𝒓𝒆 𝒇𝒂𝒕𝒆𝒅 𝒕𝒐 𝒂𝒕𝒕𝒓𝒂𝒄𝒕 ✰|| 𝑺𝒕𝒆𝒍𝒍𝒂 𝑴�...