When The Smoke Is In Your Eye...

By larrysbraves28

24.4K 2.8K 1.7K

"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი) More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
თავი 52
თავი 53
თავი 54
თავი 55
ეპილოგი I

ეპილოგი II

749 42 71
By larrysbraves28

ხელის მოწერა ზაფხულში შედგა.

გასულ წელიწადნახევარს წყვილი ლიდსში გადავიდა საცხოვრებლად, ბინა ჩრდილოეთ ლონდონში, მშობლებისგან ორი საათის სავალზე იპოვნეს, მაგრამ მათ ლონდონი მოსწონთ. სახლი შედარებით დიდი იყო, სამი საძინებელი, რისი თქმაც ლუის უყვარდა რომ ნებისმიერი სამომავლო გეგმისთვის გამოდგებოდა რის შედგენასაც აპირებდნენ. ასევე იმ წელიწადნახევარში ქორწილის თარიღად 11 დეკემბერი დაინიშნა და ყველაფერი მზად იყო.

სტუმრები მოწვეულები იყვნენ, სიმღერების სია დალაგებულია, მენიუ შედგენილია, კოსტიუმები ბოლო დეტალებამდე სრულყოფილია. ყველა შესაძლო რამ, რაც შეიძლება მოფიქრებულიყო, სავარაუდოდ იდეალურად იყო გაკეთებული.

ლუი ნერვიულობდა, ყველაფერზე ნერვიულობდა.

მისი ქორწილი, მისი და ჰარის დიდი დღე, 24 საათზე ნაკლებ დროში იქნებოდა და თუ რამე არასწორად წავიდოდა ის ალბათ უეჭველად იტირებდა. მისი ორი საყვარელი დღესასწაულის, ქორწილის და შობის თემები ჰქონდათ წყვილს შემოტანილი, სრულყოფილი საშობაო ქორწილისთვის. ლუის 25-ე დაბადების დღემდე მხოლოდ 13 დღით ადრე გაიმართებოდა ქორწილი.

უმეტესად ყველაფერი ლუიმ დაგეგმა, ჰარი იდეების და დიზაინის გარკვეულ საკითხებში დაეხმარა, მაგრამ იცოდა თუ რამდენს ნიშნავდა ეს ლუისთვის, ასე რომ უმცროს ბიჭს მისცა ყველაფრის კონტროლი. ლუიმ იდეები მოიფიქრა, დიზაინი შეარჩია, ყველაფერი ჩამოწერა რაც უნდოდა და ჰარიმ გადაიხადა ამისთვის. როგორც ჩანს, ორივემ კარგად იმუშავა.

ეს შედარებით მცირე ცერემონიალი იქნებოდა, ისეთივე პატარა როგორც ამას ლუის მრავალრიცხოვანი და ჰარის ოდნავ პატარა ოჯახი შეძლებდა. ერთადერთი ვინც ოჯახის წევრი არ იყო და ვინც ცერემონიალს ესწრებოდა, იყვნენ სამი მეჯვარე, ლიამი ზეინი და ნაილი, და ლექსი რომელიც თან ახლდათ. დედების და ძირითადად ყველა სხვა ქალის მითითებით, რომლებიც ფიქრობდნენ რომ ქორწილში თავიანთი სათქმელი ჰქონდათ, ჰარიმ და ლუიმ მეათე ღამე ერთმანეთის გარეშე გაატარეს. ლუი ჯემასთან, ლოტისთან და ლექსისთან ერთად ლონდონის სახლში იყო, ხოლო ჰარი ზეინის და ნაილის ბინაში წავიდა, რათა ღამე მათთან გაეტარებინა მეორე დილით ცერემონიის დაწყებამდე.

11-ე დილას მათი სახლის ბაღი თოვლმა მსუბუქად დაფარა. რა თქმა უნდა ლუი უფრო ნერვიულობდა ვიდრე აღელვებული იყო. უნდოდა ყველაფერი მშვიდად წასულიყო და რაც შეიძლება ცოტა მოეთოვა, თუ უფრო მეტს დადებდა, ამას შეიძლება გარკვეული პრობლემები გამოეწვია ტრანსპორტირების და ადგილთან მისვლასთან დაკავშირებით.

ცერემონია და მიღება ჰეტფილფ ჰაუსში უნდა ჩატარებულიყო, დედოფალ ელიზაბეტ I-ის ბავშვობის სახლში და იმის გამო რომ შენობამდე გრძელი გზა იყო, ლუი იმედოვნებდა რომ აღარ მოთოვდა.

"უნდა დაისვენო ლუ." ლექსიმ ნაზად თქვა, სამზარეულოდან გამოვიდა და შამპანურის ჭიქა მიაწოდა, მიუხედავად იმისა რომ 11 საათი იყო.

"არ შემიძლია, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა." თავი გააქნია, ტუჩები ნაზად გახსნა რომ შამპანიური მოეწრუპა და საათს დახედა.

მის უკან მოძრაობამ მიბრუნება აიძულა, რომ ლოტი დაენახა რომელსაც ჯემა მოჰყვებოდა კიბეებზე და მისაღებისკენ მოდიოდნენ.

"ახლახანს მივიღე მამასგან შეტყობინება, ის,ენი და ლუ უახლოეს ათ წუთში აქ იქნებიან ჩვენი კაბებით და შენი კოსტუმით." უთხრა მან უფროს ძმას და დივნის მეორე მხარეს ადგილი დაიკავა.

მათი მისაღები ოთახი ისე იყო მოწყობილი, რომ კიბესთან დივანი იდგა, კიბის გვერდებს კი მთლიანად კედელი ფარავდა.

"ნაილს დავურეკე, ვკითხე ეიჩი როგორ იყო და აშკარად ის ჯერაც არ ამდგარა, ჯერ კიდევ ძინავს." უთხრა ჯემამ, მალე ლუი მისი სიძე გახდებოდა, ეცინებოდა როცა მისი სახის ფერის ცვლილებას უყურებდა.

"მძულს, თუ დააგვიანებს პირადად მე ვიზრუნებ მის იმპოტენტობაზე." თქვა ლუიმ სიბრაზით, გაბრაზება მაინც ძნელი იყო როცა იცოდა რომ ჰარი ალბათ ახლა საყვარლად გამოიყურებოდა.

მშვიდად ეძინა საწოლში, სავარაუდოდ შიშველს, რადგან სძულდა სხვანაირად დაძინება, თმა ბალიშზე ექნებოდა გაშლილი და პატარაზე იხვრინებდა.

"ჰო, თითქოს ჰარის სახე გაქვს როცა ამას ამბობ." ლექსის გაეცინა, როცა კიდევ ერთხელ დაბრუნდა სამზარეულოდან, ამჯერად ორი ზედმეტი შამპანურის ჭიქით ჯემასთვის და ლოტისთვის.

'ჰარის სახე' იყო ის რაც მათმა მეგობრებმა დაახლოებით ოთხი წლის ურთიერთობის განმავლობაში დაასახელეს. ლუის ძალიან უჭირდა მისი სიყვარულის კონტროლი ჰარის მიმართ, რის შედეგაც ცდილობდა უნივერსიტეტში სხვანაირი გამომეტყველება მიეღო ისეთი რამეებისთვის, რაც არ იყო მსოფლიოს ყველაზე ხალისიანი ღიმილი. ამას ბევრს ებრძოდა, ასე რომ ჩვეულებრივ, ტუჩზე იკბენდა ხოლმე როცა ერთად იყვნენ და თვალს არიდებდა ხოლმე როცა ჰარი საყვარელ სახეს მიიღებდა, რასაც 'ჰარის სახე' უწოდეს.

ლუიმ ენა გამოუყო, აირჩია პასუხი არ გაეცა და სამაგიეროდ ტელეფონი ამოიღო სპორტული შარვლის ჯიბიდან. შეტყობინებები არ ჰქონდა, რაზეც ოდნავ ამოიოხრა და ეკრანს წუთით მიაშტერდა. ჰარის ფოტო ეყენა, იქიდან როცა ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, მაგრამ ეს დღემდე ლუის საყვარელი ფოტო იყო და მისი ტელეფონის ეკრანზეც ეს ფოტო იყო რაც თავი ახსოვდა. ფიქრებიდან რომ მალე მისი ქმარი გახდებოდა კარზე ზარის ხმამ გამოიყვანა.

ოთახში არავინ არ მიდიოდა კარის გასაღებად და ლუიმ თვალი გოგონებს გააყოლა რომლებიც ისე ლაპარაკობდნენ თითქოს არაფერი გაუგიათ. შემდეგ გაახსენდა რომ ეს მისი სახლი იყო და ჩვეულებრივ კარიც მას უნდა გაეღო. ოხვრით წამოდგა და გეზი შესასვლელი კარისკენ აიღო, კარი გააღო და დედამისი,ენი და ლუ გამოჩნდნენ, რომლებსაც გოგოების კაბები და ერთიც მისი კოსტიუმი ეჭირათ.

"მზად ხარ ქორწილისთვის ჩემო ძვირფასო?" ჯეიმ ისეთი სიამოვნებით ჰკითხა, შვილს ლოყაზე გრძელი კოცნა დაუტოვა, მისაღებში გავიდა და დანარჩენ სამს მიესალმა.

ენი და ლუ მას ჩახუტებით მიესალმნენ, ლუ იქამდე ჩქმეტდა ლუის უკანალზე სანამ სიცილი არ აუტყდა და ჯემასთან შამპანიურის ჭიქის მოსატანად არ წავიდა.

"ბოდიში, ცოტა დავაგვიანეთ, ენიმ დაჟინებით მოითხოვა რომ მანამდე ნაილთან გავჩერებულიყავით და გვენახა ისინი როგორ მუშაობდნენ." აუსხნა ლუმ, ერთი ხელით მისი მეწამული თმის ღერი აათამაშა და მეორეთი შამპანურის ჭიქა დაიჭირა.

"ჰარი ჩემი შვილია!" ენიმ გააპროტესტა, მიუხედავად იმისა რომ იღიმოდა, ქალიშვილებს ხელი შემოხვია.

"ის როგორ...?" ლუიმ კითხვა გაწყვიტა და ენისკენ გაიხედა.

"კარგად არის, გაღვიძებული არ იყო როცა იქ მივედით. გავაღვიძე და შევახსენე დღეს რაც ხდებოდა და დარწმუნებული ვარ რომ ისე გაიღიმა პირი გაეხა."

ლუიმ თავი გააქნია, შამპანიურის გამო ლოყები აუვარდისფრდა, ჰარის გამო ძალიან ღელავდა, მიუხედავად იმისა რომ 28 წლის კაცი იყო და თავის მოვლა შესანიშნავად შეეძლო, თავისი მოუხერხებლობის მოუხედავად.

"მოდით, ქორწილისთვის უნდა მოვემზადოთ." ლუ ამხნევებდა, ჭიქა ასწია და ყველას 'მიუჭახუნა', ლუიც ასე იქცეოდა.

ლექსი იყო ის ვინც ლუისთან ერთად იყო საყიდლებზე წასული, გოგონებისთვის ვერცხლისფერი კაბები იყიდეს წელზე ბრილიანტის ქამრით, ასე რომ ლუის ჯერ არ უნახავს სამივე ჩაცმული და მომზადებული. ლუმ გოგოები სკამებზე ჩამოსვა და თმა გაუკეთა, სანამ ყველა ენთან და ჯეისთან ავიდოდა და ჩაიცმევდა. ლუი თავის და ჰარის საწოლზე იჯდა, ყველანაირი არეულობისგან შორს წაიყვანა ლოტიმ მაღლა, სადაც უფრო მშვიდად იქნებოდა.

"სახეზე მთლიანად არ გაგიკეთებ მაკიაჟს ლუ, მაგრამ ფოტოები ცენტრიდან და მარცხენა და მარჯვენა მხრიდან უნდა გადაგიღონ, ამიტომ არ გვინდა რომ შენი კანი ცხიმიანი და უხეში იყოს." ლოტიმ აუხსნა და ფუნჯით ცხვირზე პუდრა წაუსვა.

"კარგი დაო, ყოველთვის იცოდე როგორ გენდობი." გაიცინა, პირი სწრაფად დახურა როცა ლოტიმ მხარზე ხელი დაარტყა რომ არ განძრეულიყო.

"არ შეგიძლია დიდი თავი გქონდეს? განსაკუთრებით ქორწილის დღეს, ფოტოებზე ცუდად გამოჩნდება." ჩაიხითხითა და ორივე შეხტა როცა კამერის ჩხრაკუნი გაიგონეს.

ორივე კარისკენ მიბრუნდა, სადაც დაინახეს რომ ჯეი იდგა, კამერით ხელში და სურათებს იღებდა.

"მაპატიეთ პატარებო, გააგრძელეთ, უბრალოდ თქვენი მოხუცი დედა მოგონებებს აგროვებს დღის განმავლობაში." ფართოდ გაღიმებულმა თქვა და ხელი აიქნია ისე თითქოს თქვა: 'გააგრძელეთ'.

ლოტიმ ლუის გადახედა და ორივემ თვალები აატრიალა, ლუი კი ოდნავ იცინოდა, რადგან მისმა დამ კვლავ მაკიაჟის წასმა განაგრძო. რამდენიმე წუთის შემდეგ ენიმ თავი კარში შემოყო და და-ძმას გაუღიმა როცა ოთახში შევიდა.

"უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი რომ ჰარისთან უნდა დავბრუნდე და ყველაფერთან ერთად გინდა რამე გადავცე?" ენიმ რბილი ღიმილით თქვა და ლუისა და ჰარის ჩარჩოში ჩასმულ სურათს დააკვირდა, როცა მათ პირველი შობა აღნიშნეს თავიანთ ძველ ბინაში.

"უბრალოდ უთხარი რომ მიყვარს." ლუიმ გაიცინა და მის სიტყვებზე ლოტის სახე დააიგნორა.

"ვფიქრობ შეიძლება ეს უკვე იცის," მსუბუქად გაიცინა, "ვეტყვი, ცერემონიალზე გნახავ საყვარელო."

წასვლის წინ ენიმ ლუის თავზე აკოცა და ლოტის ჩაეხუტა.

ცოტა ხნის შემდეგ ლოტიმ მაკიაჟის გაკეთება დაასრულა, უკან დაიხია და გაიღიმა, სანამ ლუის სარკეს გადასცემდა რომ საკუთარი თავისთვის შეეხედა. მან მოწონების ნიშნად თავი დაუქნია, სანამ მადლიერებით გაუღიმებდა და საწოლიდან წამოდგებოდა.

"ქვემოთ უნდა ჩამოხვიდე და თმა გაიკეთო ლუ." უთხრა მას, ლუი ნივთების ჩალაგებაში ეხმარებოდა რომლითაც მაკიაჟი გაუკეთა.

"დიახ უფროსო." ცელქობდა, თავიდან აიცილა დარტყმა რომელიც ლოტისგან მოდიოდა და კარიდან სიცილით გავიდა.

ლუიმ თვალები გადაატრიალა მის დაზე და ლოტის კიბეებზე ჩაჰყვა, მაგრამ უფრო ნელა ვიდრე ის. კიბეებიდან ჯემა შენიშნა, რომელსაც თმა ჰქონდა დახვეული, მხრისკენ ჩამოუვარდა როცა ჯეისთან ადიოდა ტანსაცმლის ჩასაცმელად.

"აჰ ლოტიმ მაკიაჟი გაგიკეთა? კარგი, როცა ლოტისთან დავამთავრებ შენ მოგხედავ, ახლა კი წადი და კოსტიუმი ჩაიცვი, შემდეგ მოვალ და თმას გაგიკეთებ." თქვა ლუმ ყურადღებით, სავარცხელით კი ლოტის ვარდისფერი თმის დავარცხნა დაიწყო.

ერთ წუთზე ნაკლები იყო რაც ქვემოთ ჩამოვიდა და უკვე უკან ბრუნდებოდა.

დაახლოებით ნახევარ საათში ჩაიცვა და თმებიც გაიკეთა, დედამისი ყოველ წამს ჩნდებოდა ფოტოების გადასაღებად. პირველ საათს უახლოვდებოდა როცა ყველა მზად იყო, ყვავილები მიტანილი ჰქონდათ და გოგოებს უნდა აეღოთ სამზარეულოს დახლიდან. ჯეიმ გამოიცვალა და ახლა ლუისთან ერთად იყო ზემოთ, კოსტუმიდან არ არსებულ მტვერს წმენნდა და ათვალიერებდა.

"ოჰ პატარავ, ძალიან ლამაზად გამოიყურები." გაიღიმა და საწოლთან მივარდა ფოტოაპარატისთვის რომ ფოტოები გადაეღო.

ლუის თეთრი პერანგი ეცვა, ვერცხლისფერი შარვალი და ვერცხლისფერი კოსტიუმი, რომელიც თეძოებზე და მხრებზე ლამაზად ჰქონდა. მისი ჰალსტუხი ღია ცისფერი იყო და მისი თვალის ფერს უფრო მკვეთრად აჩენდა,ვიდრე ჩვეულებრივ. მას შემდეგ რაც ჯეიმ კიდევ რამდენიმე სურათი გადაიღო, თავის შვილს მკლავი მკლავში გაუყარა და ორივემ კიბეებისკენ დაიწყო სიარული, ქვევით სამი გოგონა იყო, რომელბიც რიგში იდგნენ თავიანთი კაბებით.

"ძალიან საყვარლად გამოიყურებით გოგოებო, ვფიქრობ შეიძლება ტირილიც კი დავიწყო." თქვა ლუიმ და ხმა ოდნავ გაებზარა როცა სამივე მათგანს გახედა.

როცა ლუი უფრო ახლოს მიიწია, თითოეულ მათგანზე პატარა ყელსაბამები შენიშნა, რომელსაც თეთრი ფიფქის ჩარმი ჰქონდა და ასევე მათი სახელების პირველი ასოები.

"საკმაოდ აღმაშფოთებლად გამოიყურებით ტომლინსონ, თუ სტაილსი უნდა ვთქვათ?" თვალის ჩაკვრით თქვა ლექსიმ.

"ჯერ არა, ჯერ კიდევ ტომლინსონია." ლოტიმ გაიღიმა, ლექსის თეძო გაჰკრა და ენა გამოუყო.

"კარგი, ყვავილები!" ხმამაღლა თქვა ჯეიმ, სამი თაიგული შემოიტანა და გოგოებს გადასცა, სანამ ლუისთან მივიდოდა და კოსტიუმის პატარა ჯიბეში პატარა ლურჯს ყვავილს ჩაუდებდა.

თაიგულები თეთრი და ღია ცისფერი ყვავილებისგან შედგებოდა, სუფთა ძვირფასი ქვების ასორტიმენტით და ყვავილების მთლიანი ნარევით. ყვავილების ღია ლურჯმა კაბები ლამაზად შეამკო და ლუიმ მაშინ გადაწყვიტა რომ ამით კარგი გადაწყვეტილება მიიღო.

შემდეგ სურათების სერია მოჰყვა, პირველ რიგში სამი გოგო იდგა ხელებგაშლილი და იღიმოდა. შემდეგ კიდევ ერთი სურათი, ლუი შუაში იდგა, მეორე მხარეს ჯეი და შემდეგ კიდევ რამდენიმე გოგონა მონაცვლეობით რომ მათთანაც ჰქონოდა სურათი.

"შენი მანქანა აქ არის." ლუმ თქვა, ფანჯარასთან იდგა და ნივთებს ალაგებდა, ის ხელის მოწერას დაესწრებოდა რომელიც დაახლოებით 2:30 საათზე უნდა ჩატარებულიყო.

"ყველაფერი გვაქვს? თაიგულები, ყვავილები ბიჭებისთვის, ტელეფონები? ყველა მზად არის?" ჯეიმ ამოილუღლუღა, აშკარად აღფრთოვანებული იყო მისი ხმის ტონის გამო, ლუიმ კი დივანზე დაიკავა ადგილი და მათ ელოდებოდა.

სანამ ელოდებოდა, ტელეფონი გახსნა და სნაპჩატში შევიდა, ლიამს,ნაილს და ზეინს სელფი გაუგზავნა, სანამ ხალხის სთორებს გადახედავდა. უმეტესობა უბრალოდ გამოტოვა, რადგან გულწრფელად, არ აინტერესებდა.

"ლუი! კოსტიუმი 'დაიჭმუჭნება'." ჯეიმ გაკიცხა და ვაჟი ფეხზე წამოაყენა, ხოლო ლუ მას ქალის უკნიდან უყურებდა, "გარდა ამისა ახლა მივდივართ. წამოდი."

მან ამოიოხრა, მუცელი პეპლებით აევსო როცა სამ გოგონას უყურებდა როცა სახლიდან გადიოდნენ. შემდეგი ის იყო, ბოლოს მივიდა დედამისთან, მან კარი ლუის გასაღებით ჩაკეტა. გარეთ ორი მანქანა იდგა, ერთი თეთრი როლს-როისი, რომელსაც ლუი და ჯეი უნდა გაჰყოლოდა ადგილზე, მის უკან კი შავი მანქანა იყო, რომელსაც ალბათ ლოტი,ჯემა და ლექსი გაჰყვებოდა. ლუი უყურებდა როგორ მიდიოდნენ გოგოები მანქანისკენ, თითოეული მათგანი მასთან იყო სანამ დედამისი მძღოლს ესაუბრებოდა. მას შემდეგ რაც გოგოები მანქანაში ჩასხდნენ, ცას ახედა და თეთრი და ნაცრისფერი ფერი შეამჩნია, სულ ასე იყო ხოლმე თოვლის დროს. რაც ამ დილას მოთოვა,გამდნარი იყო და აღარსად ჩანდა თეთრი კვალი დილით რომ ენახა, ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებდით საერთოდ მოთოვა თუ არა.

"ნერვიულობ." ჯეიმ ხმადაბლა თქვა, ხელი მკლავზე მოუჭირა და თეთრი მანქანისკენ წაიყვანა.

"ნამდვილად, ვგრძნობ თითქოს ავად ვარ." მისი ხმა მშვიდი იყო, მანქანაში ჩაჯდომისას მძღოლს სუსტი ღიმილი გაუგზავნა.

ლუიმ ოდნავ ჩაიცინა როცა რბილ სავარძელში ჩაეშვა. სძულდა ამის აღიარება, მაგრამ ჰარის მანქანის არჩევანი ბრწყინვალე აღმოჩნდა. თუმცა ამას ჰარის არ ეუბნებოდა, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა რომ BMW უკეთესი იქნებოდა.

"რა მოხდება თუ არ მოვა?" ლუიმ ჩუმად იკითხა და სიჩუმე დაარღვია.

"პირადად მე წამოვათრევ და აქ მოვიყვან, გარდა ამისა რა თქმა უნდა იქ იქნება. ის აბსოლუტურად შენთვის არის, უკანასკნელი რაც ამ წლების განმავლობაში თქვენში იყო სიყვარულია ძვირფასო." ჯეიმ ღიმილით დაამშვიდა, ლუის მუხლზე ხელი ნაზად დაარტყა.

მან თავი დაუქნია, ხელები კალთაში ჩაიდო და თითები აათამაშა, მგზავრობის დანარჩენი ნაწილი ფანჯრიდან იყურებოდა. მისმა გულმა ხუთჯერ უფრო სწრაფად დაიწყო ცემა როცა გზის სავალ ნაწილზე ასვლა დაიწყეს, სადაც ცერემონია უნდა ჩატარებულიყო. გარეთ არავინ ელოდა, თუმცა არც ელოდებოდა რომ გარეთ ვინმეს ნახავდა, რადგან ცერემონია ხუთ წუთში უნდა დაწყებულიყო და გარეთ დაახლოებით 2 გრადუსი იყო.

მძღოლმა წარმატება უსურვა როცა ის მანქანიდან გადავიდა, ლუიმ მადლობა გადაუხადა სანამ სამი გოგონა შეუერთდებოდა, რომელებიც შიგნით შესასვლელად მზად იყვნენ, სადაც სითბო იქნებოდა. პირველ რიგში ქორწილის ფოტოგრაფი დაჟინებით მოითხოვდა ფოტოების გადაღებას,ამიტომ სიცივეში იდგნენ ფოტოების გადასაღებად. ბოლოს, როცა დაასრულეს, შიგნით შეუძღვნენ.

მართალია, ისინი პირდაპირ დარბაზში არ მიჰყავდათ და სამაგიეროდ პატარა ოთახში შეჰყავდათ, სადაც ცერემონიალზე გასასვლელი კარი იყო, იქ დაელოდებოდნენ სანამ მუსიკას ჩართავდნენ და ცერემონიას დაიწყებდნენ. როგორც კი ოთახში შევიდნენ, ზეინი და ლიამი შემოვარდნენ, ორივეს გაღიმებული სახე ჰქონდათ.

"ძალიან ლამაზად გამოიყურები ლუი!" ლიამმა გაიღიმა, დაბალ მამაკაცს ჩაეხუტა, ხოლო ლუის ლოყები აუვარდისფრდა.

"მადლობა." თქვა ჯერ კიდევ გაწითლებულმა, მაგრამ ლიამს მაინც გაუღიმა.

"ის ისე ნერვიულობს ლუ, ფიქრობს რომ გაიქცევი." ზეინს გაეცინა და ლუის ჩაეხუტა.

"თითქოს ამის დაგეგმვაში თვეები არ დამიხარჯავს." ლუიმ ჩაიხითხითა, ზეინმა კი თვალები საყვარლად გადაატრიალა.

"კარგი, უბრალოდ იმის სათქმელად მოვედით რომ მღვდელმა თქვა რომ მზად იქნება როცა შენ იქნები." უთხრა ლიამმა, სანამ გოგონებს მიუბრუნდებოდა, "თქვენ ყველანი ისე ლამაზად გამოიყურებით, მართლაც შესანიშნავები ხართ."

"მადლობა" თქვა გუნდმა და ლიამისიკენ მიბრუნდნენ რომელიც ფართოდ იღიმებოდა.

"ვფიქრობ რომ მზად ვართ, არა?" თქვა ლუიმ და ოთახში მყოფ ყველა გოგოს გახედა რომელებიც თავს აქნევდნენ.

"მშვენიერია, გავალ და ყველას ვეტყვი, ერთ წუთში გნახავ." ზეინმა თავი დააქნია და ლიამმა კვლავ დატოვა ოთახი, რბილად მიიხურა კარი სანამ ლუი გარეთ გაიხედავდა.

შემდეგი რაც ლუიმ იცოდა ის იყო რომ ჯემა გასასვლელის კარს ხსნიდა და მკლავს უყრიდა გვერდზე მდგომ ლიამს. ლუის მუცელში პეპლები დაფრინავდნენ, დედამისს ეძებდა რათა ოდნავ დამშვიდებულიყო. ხელები შეატყუპა, როცა იდგა და ლოტის უყურებდა რომელიც ახლა ზეინთან ერთად გადიოდა.

"მეშინია." ჩურჩულით თქვა თავისთვის, იმ იმედით რომ არავინ გაიგონა.

"ლუი," თქვა ლექსიმ, ხელები მოუჭირა და ჯეის ყვავილების თაიგული გაუწოდა. "კარგად იქნები საყვარელო, ჰარიზე მოახდინე ფოკუსირება. სხვებს ნუ უყურებ, წარმოიდგინე რომ არავინ არ არის და ჰარისკენ ცარიელ დარბაზში მარტო შენ მიდიხარ. აქ იმიტომ ხარ რომ ის ნახო. მხოლოდ შენ და ჰარი ხართ, ამაზე უკეთესი არაფერია."

ლუიმ თავი დააქნია და გოგო ჩახუტებისთვის მიიზიდა, თითები მის ზურგზე აათამაშა და შუბლზე აკოცა, სანამ ჯეი ლექსის მის თაიგულს დაუბრუნებდა.

"კარგად იქნები." სწრაფად თქვა და მხარე აკოცა.

"შენც იცი რომ ის მართალია." თქვა ჯეიმ და შვილს ხელი წელზე მოხვია, "ლუი და ჰარი, უკეთესი არაფერი. კარგად იქნები."

"მიყვარხარ დედა." უპასუხა ლუიმ და ღრმად ჩაისუნთქა როცა ჯეიმ კარი გააღო.

"მეც მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო ბიჭო." ხელი ასწია რომ საფეთქელზე ეკოცნა, სანამ მკლავებს ერთმანეთს გაუყრიდნენ და კარიდან გავიდოდნენ.

როგორც კი გავიდნენ, ყველა თვალი მათკენ მიტრიალდა და ლუიმ იგრძნო როგორ დაუარა მუცელში რაღაცამ. ჯერ ჰარისკენ არ მიიხედა და სამაგიეროდ ყველა სტუმარს გახედა. მარცხნივ ლუი ყველა დეიდას,ბიძას და ბიძაშვილებს ხედავდა, როლებიც უკანა რიგს ავსებდნენ, ხოლო ბებია და ბაბუა, დები და ძმები ორი წინა რიგის გასწვრივ ისხდნენ. ლოტი ჯემასთან და ლექსისთან იდგა. მის მარცხნივ ჰარის ოჯახი იყო, მისი ყველა დეიდა, ბიძა და ბიძაშვილი, რომლებსაც ლუი მხოლოდ რამდენჯერმე შეხვედროდა,მაგრამ საკმაოდ უყვარდა. მისი მშობლები წინა რიგში ისხდნენ, ლივთან,ჯემას შეყვარებულთან და ჰარის ბაბუასთან ერთად.

როცა ლუიმ ლექსის გადახედა, შეამჩნია რომ მისკენ არ იხედებოდა და სამაგიეროდ მარჯვნივ ჰარის გადაჰყურებდა. ამან ლუი ოდნავ გააღიმა, რადგან ლიამის და ლივის ქორწილში გაახსენდა როგორ იჯდა მის გვერდით და როგორ უთხრა მან რომ საქმროს ყურება უყვარდა, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მას პარტნიორის დანახვაზე. მას სჯეროდა რომ ასევე სასიამოვნო იყო რომ მას ცოტა ყურადღება მიექცია და იცოდა რომ მოგვიანებით ჰარის გააღიზიანებდა.

ბოლოს ლუიმ ღრმად ჩაისუნთქა და ჰარის გადახედა. მამაკაციც უყურებდა მას, ხელები ზურგს უკან ჰქონდა და იღიმოდა. ლუი დარწმუნებული იყო რომ კაცის თვალებში ცრემლებს ხედავდა. ამას მოგვიანებით აუცილებლად აღნიშნავდა. ლუიმ კიდევ ერთხელ გადაატარა თვალი ოთახს, ყველა დეკორაცია აითვისა და თავისთვის ოდნავ გაიღიმა.

ოთახის მხარეს სადაც ლუი მიემართებოდა ზღაპრული შუქებით იყო დაფარული, რომლებიც ოთახს რბილად ანათებდა. თაღი იქ იყო სადაც ლუი და ჰარი იდგებოდნენ, ზღაპრული შუქებით იყო გაჭედილი და შუაში ერთი პატარა ნაძვის ტოტი იყო ჩამოკიდებული. სკამები რომლებზეც სტუმრები ისხდნენ ვერცხლისფრად იყო შეღებილი და მთელ თემას ლამაზად ერგებოდა რომელიც ლუიმ აირჩია.

საუკუნოვანი სიარულის შემდეგ ლუიმ და ჯეიმ საბოლოოდ მიაღწიეს მეორე ბოლომდე, მუსიკა მშვიდი ხმაურით დაიხშო. ჯეიმ ლოყაზე რბილად აკოცა, ლუის ხელი ასწია და ჰარის დააჭირა, უფროს კაცს გაეღიმა, ჯეიმ დენისთან და მის უმცროს შვილებთან ერთად დაიკავა ადგილი.

ერთი წუთით ლუი და ჰარი ერთმანეთის თვალებში ჩაიკარგნენ. უბრალოდ ერთმანეთს აშტერდებოდნენ და იღიმოდნენ, თითქოს ცდილობდნენ ერთმანეთის ყველა თვისება აეთვისებინათ.

"მიყვარხარ." ჰარიმ უხმოდ ჩაილაპარაკა და ლუის ხელი ჩაჰკიდა, როცა ორივე მღვდელისკენ მიბრუნდა.

ლუიმ უბრალოდ გაიღიმა,ვერ შეძლო სახის გამომეტყველება რაიმე სხვაში გადაეტანა. მღვდელმა საუბარი დაიწყო, ყველას მიესალმა ვინც ცერემონიალზე იყო და ლექსი წაიკითხა რომლის გადაწყვეტით ლუი და ჰარი მთელი თვეები იყვნენ დაკავებულნი. ვინ წარმოიდგენდა რომ ასეთი გადაწყვეტილებები ასეთი რთული მისაღები იქნებოდა. პირველი ათი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ლუი დიდ ყურადღებას არ აქცევდა, უბრალოდ დროს ჰარის ყურებით ატარებდა და ამით ყველაფერს იღებდა.

მამაკაცი რომელთანაც დაქორწინება უწევდა, მის გვერდით იდგა, მისი ხელი ეჭირა და მშვენივრად გამოიყურებოდა. მისი თმა რომელიც ერთ დროს გრძელი იყო, ახლა უფრო მოკლე იყო, კისრის ბოლომდე შეჭრილი და იმდენი ხუჭუჭაც აღარ ჰქონდა. კოსტუმი რომელიც ეცვა, შავი იყო, ლამაზად ჰქონდა მხრებზე და თეძოებზე. თეთრი პერანგი რომელიც ეცვა, ლამაზად იყო შავი პატარა ბაფთით შემკული, ლუის სასაცილოდ მიაჩნდა მაგრამ ჰარის რაც უყვარდა ლუისაც უყვარდა. მისი ფეხები უფრო დიდი ჩანდა შარვალში და ეს მართლაც აჩენდა არსებული სიმაღლის სხვაობას მათ შორის, ლუის ფეხები წვრილად გამოიყურებოდა როცა ჰარის გვერდზე იდგა.

მღვდელი კვლავ ლაპარაკობდა, ლუის უყურებდა, რომელიც რეალობას დაუბრუნდა უხეშად რომ არ გამოჩენილიყო.

"ახლა უნდა ვიკითხო, თუ ვინმემ აქ არსებულმა იცის რაიმე მიზეზი თუ რატომ არ უნდა იქორწინონ მათ, არის ვინმე წინააღმდეგი?" მამაკაცმა ოთახი მოათვალიერა,რადგან არავის არაფერი არ უთქვამს.

მის მარცხნივ,ლუიმ ნაილის ხველა გაიგო და როცა ლუიმ თვალები დაუბრიალა ქერამ მხოლოდ გაიცინა და ხელები მაღლა ასწია.

"კარგი, მშვენიერია, მაშინ ფიცი დადეთ." ლუიმ მღვდლის ჩურჩული მოისმინა და ამის გამო რატომღაც გაღიზიანდა.

დაგეგმვის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში წყვილმა გადაწყვიტა რომ ნაკლებად ტრადიციული აღთქმის შესრულება უნდოდათ და მას შემდეგ ამ გეგმას გაითვალისწინებდნენ. მიუხედავად იმისა რომ ამ თვეების განმავლობაში გეგმავდა, ლუიმ აღთქმის დაწერა ქორწილამდე სამი ღამით ადრე დაასრულა. ამაში იმდენი დრო დახარჯა, რომ ყოველი სიტყვა სრულყოფილი უნდა ყოფილიყო, ისე ცდილობდა თავისი სიყვარულის და თაყვანისცემის დაწერას რომ მცდელობით ლამის გაგიჟდა. საბოლოოდ დილის 4 საათზე, როცა ჰარი საწოლში იწვა და თვითონ სამზარეულოში იჯდა, რამდენიმე წინადადების შედგენა მოახერხა, რითაც იმედოვნებდა რომ ყველაფერი ახსნა ისე როგორც მას უნდოდა.

ლუის საბედნიეროდ, მღვდელი ჯერ ჰარის მიუბრუნდა, რომელიც უკვე ლუის პირდაპირ იდგა. ლუი უყურებდა როგორ სუნთქავდა ჰარი ღრმად სანამ ოთახი მამაკაცის ხმით არ გაივსო.

"მიყვარხარ," დაიწყო მან, სახეზე ყველაზე ფართო ღიმილი ჰქონდა, ხოლო ლუის გული პირდაპირი მნიშვნელობით შეეკრა, "შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ჩემი პარტნიორი ხარ ყველა საქმეში რასაც ვაკეთებ, მიზეზი იმისა რომ იმ სულელურ სახეებს ვიღებ, რაზეც ყველა იცინის და 'ქმრის სახეს' ეძახის. ეჭვგარეშეა, ტყვიას გადავეფარებოდი შენთვის და არა მხოლოდ იმიტომ რომ სიკეთის დაბრუნება მინდა," ამ კომენტარს სიცილი მოჰყვა, ჰარი ჯეის მიუბრუნდა, რომელიც ცრემლიანი თვალებით იცინოდა და თვალებს სწრაფად ახამხამებდა, "ასე რომ დღეს, 9 წლის შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ სრულად ვიკისრებ თავს. ვალდებულებას ვიღებ რომ სამუდამოდ მეყვარები, რომ დაგაფასებ და ყველაფრით დაგიცავ რაც მაქვს. ბედნიერების ჟამს შენთან ერთად გავიზიარებ და მწუხარების ჟამს ნუგეშს მოგცემ. არასდროს დავთმობ ჩვენს სიყვარულს, რადგან წლების განმავლობაში ვიცოდი რომ ჩემთვის ერთადერთი ხარ და ახლა ჩემი დარჩენილი ცხოვრების დახარჯვა მინდა შენთვის ამის დასამტკიცებლად."

ჰარიმ ლაპარაკი დაასრულა, ლუის გაეღიმა, შემდეგ მღვდელს მიუბრუნდა და დაადასტურა რომ დასრულდა. ლუი შიშით იდგა და ოდნავ დაბინდული თვალებით უყურებდა ჰარის, როცა ცდილობდა ყველაფერი გადაემუშავებინა რაც ახლახანს მან თქვა. მკერდში თითქოს რაღაცამ დაარტყა, მას ჰარი ისე უყვარდა, მთელი არსებით, ყოველი ინჩით.

"და ლუი, შეგიძლია შენი სიტყვა თქვა." თქვა მღვდელმა, გარშემო მყოფ სხვა ადამიანებს დაუბრუნდა.

ხალხის ხმამაღალი ხმები და წამოძახილები ესმოდა, იცოდა რომ დედამისიც ერთ-ერთი მათგანი იყო.

"მართალია,ჰო." ჩაიბურტყუნა, ჯიბეში ხელი ჩაიდო ფურცლის ნახევის ამოსაღებად, მაგრამ როგორც კი ამოიღო ძირს დაუვარდა, "ამის დედაც, უკაცრავად, ლუი შეწყვიტე გინება."

ლუი დაიხარა რომ ქაღალდი აეღო, თავის თავს ლანძღავდა ჩუმად, რა თქმა უნდა იცოდა რომ ოთახში სხვებსაც ესმოდათ.

"ბოდიში." მღვდელს მოუბოდიშა როცა წამოდგა, მაგრამ კაცმა უბრალოდ სიცილით გააქნია თავი და ხელი უარყოფითად გააქნია.

ბოლოს ლუიმ ჰარის გახედა, რომელიც ისეთი სიყვარულით ათვალიერებდა რომ ლუი მისი მზერის ქვეშ დადნა. ფანქრით ნაჩხაპნით დაფარულ თავის ქაღალდს დააკვირდა.

"ეიჩ. შემიძლია ახლა ეიჩი დაგიძახო? ეიჩს გეძახი ხოლმე," დაიწყო ლუიმ, თავისთვის ნერვიულად ჩურჩულებდა, ცდილობდა სხვაგან არსად გაეხედა გარდა მისი ქაღალდისა, ან ლაპარაკიც კი ნერვიულად გამოუვიდოდა, "16 წლის ვიყავი როცა ჩემი გული დაიპყარი. ყოველთვის ის ხარ ვინც სინამდვილეში, ყველაზე ტკბილი, ყველაზე საყვარელი, გულმოწყალე და კეთილი ადამიანი, ვინც ოდესმე გამიცნია. ყველა ცუდ და კარგ დღეებში ჩემთან იყავი, როგორც ჩემი საუკეთესო მეგობარი. შენ გახდი ჩემი დაუსრულებელი ღიმილის მიზეზი და კომფორტი და სიყვარული მაჩუქე, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

ჩემი გჯეროდა და მასწავლიდი როგორ მყვარებოდა სიწმინდე,ვნება და უპირობოდ მიმიღე. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული სიცოცხლე საკმარისია თუ არა იმისთვის რომ ყველაფერი დაგიბრუნო,რაც შენ მომანიჭე და მასწავლე, მაგრამ პირობას ვდებ რომ ჩემს დარჩენილ დღეებში შენს გვერდით ვიქნები. შენთან ერთად ვიცინებ, ვიტირებ, დაგიჯერებ და მხარს დაგიჭერ. სიღარიბეში, გპირდები რომ ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩვენი სიყვარული გამდიდრდეს, სიმდიდრით კი გპირდები რომ არასდროს დავუშვებ ჩვენი სიყვარულის სიღარიბეს.

შენთან ერთად სამუდამოდ ყოფნა უკეთესია,ვიდრე მარტო ყოფნა. დღეს მე ჩემს სიყვარულს გაძლევ, ჩემს ნდობას და ჩემს ერთგულებას, ყოველთვის იქნები ჩემი დღის საუკეთესო ნაწილი." ლუიმ ღრმად ჩაისუნთქა როცა დაასრულა, ქაღალდი ჯიბეში ჩაიდო და ჰარის გახედა.

არ ელოდა რომ მამაკაცი ცრემლიანი თვალებით და სახეზე ყველაზე ფართო ღიმილით დახვდებოდა. თუ რამეა, ლუი მთლიანად დაიბნა. შემობრუნდა და მამამისს შეხედა რომელიც ფიზის ეყრდნობოდა და მის ხელში ნაზად ტიროდა. შემდეგ ჰარის გადახედა რომელსაც ჯერ კიდევ ცრემლები ჰქონდა თვალებზე, ამ ყველაფერმა ლოყები გაუწითლდა, რის გამოც მღვდელს გადახედა და შეეცადა მას დალაპარაკებოდა, რომ სურდა გაეგრძელებინა.

"მშვენიერია," თქვა მღვდელმა, ოდნავ თავი დაუკრა, "მეჯვარე. გთხოვთ ბეჭდები მომცეთ."

ნაილი წინ წაიწია, ჯიბიდან ორი ბეჭედი ამოიღო და მამაკაცს უსიტყვო ღიმილით მიაწოდა.

"გმადლობთ, ახლა ჰარი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით ამ ბეჭდის აღების და ლუის თითზე გაკეთების. ვფიქრობ რომ თქვენი საუკეთესო სიტყვების გაცვლიდან აქამდე მოხვედით, ასე რომ გაუკეთეთ როცა მზად იქნებით." ხელის გულზე ბეჭედი დაუდო.

ჰარიმ ბეჭედი აიღო და ლუის ხელი აიღო, ნაზად გააჟრჟოლა როცა ერთმანეთთან კონტაქტი დაამყარეს. ღიმილით ჰარიმ ბეჭედი ლუის შუა თითზე გაუყარა და ოდნავ გადაატრიალა, ისე რომ ბრილიანტი ზემოდან ყოფილიყო.

"ლუი, ამ ბეჭედს გაძლევ როგორც ჩემი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ შენთვის, დღეისთვის, ხვალისთვის და მომავალი დღეებისთვის." უკანასკნელი სიტყვით ბეჭედი ბოლომდე გაუკეთა და ლუის ხელი გაუშვა.

"და ლუი, გააკეთეთ იგივე როცა მოისურვებთ." თქვა მღვდელმა, მეორე ბეჭედი გაუწოდა მანამ,სანამ ლუი გადამუშავებას მოასწრებდა როგორი აღმაფრთოვანებელი იყო მის თითზე ბეჭედი.

ბეჭედი კითხვის გარეშე აიღო, ჰარის გაცილებით უფრო დიდ ხელს თავისი პატარა ხელი ჩაავლო და ოდნავ გაიცინა, ბეჭედი შუა თითზე გაუყარა და ჰარის ახლახანს ნათქვამი სიტყვები გაიმეორა, სანამ ბეჭედს ბოლომდე გაუყრიდა.

ლუის ოთახში კამერების ხმა ესმოდა, მაგრამ ხმაური ისე ჟღერდა, თითქოს სადღაც შორიდან მოდიოდა, ძალიან კონცენტრირებული იყო მასზე და ჰარიზე.

"ჩემთვის მინიჭებული ძალაუფლებით," დაიწყო მღვდელმა და ლუი სისხლოს ძლიერ მოწოლას გრძნობდა, ნერვიული ენერგია რომელიც მასში მთელი დღის განმავლობაში ინახებოდა ისევ გამოდიოდა, "პარტნიორებად გაცხადებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. შეგიძლიათ ერთმანეთს აკოცოთ."

მღვდელმა ხელები გვერდზე გაიშვირა, ფართოდ გაიღიმა, ჰარი კი ლუის პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდა და წელზე ხელი მოხვია. ერთ მოძრაობაში ლუი უფრო ახლოს მიიზიდა, ასე რომ მათი ფეხსახმლის წვეტები ერთმანეთს ეხებოდნენ, პირდაპირ ერთმანეთს უყურებედნენ და ორივენი გიჟურად იღიმოდნენ. ლუიმ თვალი ოდნავ ჰარისკენ გაატრიალა, თითები აათამაშა,მამაკაცს ლოყაზე ჩამოუსვა, და გრძელი კოცნისთვის თავი ჩამოაწევინა.

მთელ ოთახში ხალხის მილოცვები და აპლოდისმენტები ჟღერდა, ჯეი და ენი,ორივე წარმოდგნენ და ერთმანეთისკენ გაიქცნენ. ერთმანეთს სიცილით და ბედნიერების ცრემლებით ჩაეხუტნენ,თავიანთ ბიჭებს უყურებდნენ რომელებიც სამყაროში მთლიანად იყვნენ დაკარგულები. მთლიანად ჩაფლული იყვნენ ერთმანეთში და არაფერს სხვას არ აქცევდნენ ყურადღებას რაც გარშემო ხდებოდა.

"მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ." ლუი ჰარის ტუჩებში ბუტბუტებდა, ხელები მამაკაცის კისერზე ჰქონდა შემოხვეული და შეძლებისდაგვარად ახლოს ეჭირა.

"ამატირე." ჰარიმ ოდნავ სიცილით ამოიოხრა, ლუის შუბლი შუბლზე მიადო და ხელი წელზე ნაზად მოუჭირა.

"არ მინდოდა, უბრალოდ მიყვარხარ." ოდნავ მხრები აიჩეჩა და ჰარის მიეყრდნო რომ კვლავ ეკოცნა.

"მიყვარხარ. ხელი უნდა მოვაწეროთ რეესტრს, შემდეგ შეგვიძლია წავიდეთ."

ლუიმ თავი დაუქნია, ჰარის მორიგი სწრაფი კოცნის შემდეგ უკან გაბრუნდა და დედამისს მიუბრუნდა რომელიც ისევ ანეს ეხუტებოდა, დიდხანს გაუგრძელდათ. მათ თვალის კონტაქტი დაამყარეს და ლუიმ ღიმილით შეხედა, ხელი ასწია და თითის წვერებზე აიწია, მის გვერდით ჰარის სიცილი გაიგო.

"ახლა ხელი მოაწერეთ." უთხრა მღვდელმა წყვილს, ძირითადად ყველა სტუმარი ისევ თავის ადგილას იჯდა მაგრამ ოთახში საუბრის ხმებიც ისმოდა.

მათ ხელი მოაწერეს, ლუიმ ერთ დოკუმენტში L.T-თი მოაწერა ხელს და მეორეში L.S-ით, რეცესიული მუსიკა დაიწყო და მათ თავისუფლად შეეძლოთ საზეიმო ოთახის დატოვება.

"მზად ხარ?" ჰკითხა ჰარიმ, ლუისკენ მიბრუნდა და ხელი გაუწოდა.

ლუიმ ჰარის ხელი ჩაჰკიდა, ღიმილით დაუქნია თავი. როგორც კი გასასვლელისკენ დაიწყეს სიარული, ვერცხლისფერი ხელოვნური ფიფქები ყველა მიმართულებით ისროლეს, უმეტესობა იატაკზე ვარდებოდა, ზოგი კი მათ თმასა და პიჯაკის მხრებზე.

"ისეთი საშიში იყო." ლუის ოდნავ სუნთქვა შეეკრა, ოთახიდან როცა გამოვიდნენ და კარი მათ ზურგს უკან მიიხურეს, ჰარიმ ლუი ჩასახუტებლად მიიზიდა, მან კი თავი უფროსი მამაკაცის მკერდს მიადო, ხოლო ჰარიმ ხელები ლუის წელზე მოხვია.

"რატომ შეგეშინდა?" ჰარის ოდნავ გაეცინა, უსიამოვნო ხმა ჰქონდა.

"არ მინდოდა არეულობა ან ცუდად გახდომა ან ტირილი, ეს საკმაოდ კარგად მოხდა, გარდა ფურცლის დავარდნისა და ეკლესიაშიც გინებისა."

"იდეალური იყავი, ყველაფერი მშვენიერი იყო. შენც მშვენიერი ხარ და მიყვარხარ."

ლუიმ თავი ასწია და ჰარის შეხედა, რომელიც უკვე ნაზი ღიმილით უყურებდა ლუის. ჰარიმ თავი დახარა რომ ლუისთვის ცხვირზე ეკოცნა.

"ახლა სად მივდივართ?" ლუი უმიზეზოდ ჩურჩულებდა, გრძნობდა ყველაფერი უფრო მშვიდად და ნაზად იყო, არ უნდოდა ხმამაღლა გამოსვლოდა.

"წარმოდგენა არ მაქვს, ფოტოგრაფი უნდა მოვიდეს და ფოტოების გადასაღებად გაგვიყვანოს." ჰარიმ უკანაც ჩურჩულით უპასუხა, ოთახისკენ გაიხედა საიდანაც ახლახანს გამოვიდნენ და კარის უკან რაიმე მოძრაობის ნიშანს ვერ ხედავდა.

"ჯერ ჯერობით არც ისე კარგ საქმეს აკეთებს."

"ალბათ ყველამ გააფრთხილა თუ როგორები ვართ, შეიძლება გარკვეული დრო მოგვცეს." მათი ხმა ახლა ნორმალურ ხმას დაუბრუნდა, როცა სიმშვიდის მომენტი გავიდა.

"რას გულისხმობ 'როგორები ვართ'-ში? მხოლოდ იმიტომ რომ ხელებს ვერ იკავებ?" ლუიმ თვალები გადაატრიალა მაგრამ მაინც იღიმოდა.

თითქოს ჰარიმ აზრი დაადასტურა, ლუის უკანალისკენ წაიღო ხელი და მოუჭირა, ისე გაიღიმა თითქოს თავისი თავით ამაყობდა.

"ამას ველოდებოდი, შენი უკანალი საოცრად გამოიყურება." თქვა ჰარიმ და ლუის წინა განცხადება სრულიად დააიგნორა.

"ხედავ რას ვგულისხმობ?" თქვა ლუიმ, ჰარისთან თითქმის 9 წლის განმავლობაში ყოფნისას ისე შეეჩვია ჰარის ამ საქციელს რომ მისთვის ეს პრაქტიკულად მეორე ბუნება იყო და არა, რა თქმა უნდა არ წუწუნებდა.

"მაკიაჟი გიკეთია." შენიშნა ჰარიმ, თემა მთლიანად შეცვალა.

"ლოტი," თქვა ლუიმ და ჰარიმ ყველაფრის მცოდნე ღიმილით თავი დაუქნია, "თქვა რომ სხვაგვარად ფოტოებში ბრწყინვალედ არ გამოვჩნდებოდი, მაგრამ ვიცი იმიტომ გამიკეთა რომ მისი ახალი პალიტრის დატესტვა უნდოდა."

"ვფიქრობ მშვენივრად გამოიყურები."

"ეს უნდა გეთქვა."

"იმას არ ნიშნავს რომ სიმართლე არ არის."

ლუი გაწითლდა, ოდნავ გაიღიმა და ქვემოდან ახედა, რადგან ის ვერასდროს ეგუებოდა იმას თუ ჰარი რამდენად საყვარელი იყო მისთვის. უფროსმა კაცმა ლუის თავზე აკოცა და ისინი მშვიდად იდგნენ ერთად, რამდენიმე წამით ერთმანეთს მოეხვივნენ, სანამ ცერემონიის ოთახიდან ფოტოგრაფი გამოვიდოდა.

"აჰ, ეს ბევრად საყვარელი სცენაა, ვიდრე ის რაზეც გამაფრთხილეს." სიყვარულით მიმართა და ორივე მათგანისკენ გაემართა.

"ჩვენზე ძალიან კარგად არ ფიქრობენ." ლუის გაეცინა.

"ვერ დაგეთანხმები ლუი. მზად ხართ ფოტოებისთვის?"

ორივემ თავი დააქნია, ქალმა გაიღიმა და ტაში შემოჰკრა.

"კარგი, ახლა გარეთ გავალთ, მაგრამ ძალიან დიდხანს არ გავაგრძელებთ, ასე რომ თქვენი ქორწილის დღეს არ გაიყინებით."

ლუიმ ნერვიულად გაიცინა, უნდა ეღიარებინა რომ ქალი ოდნავ აშინებდა. სიცილის ხმაზე ჰარიმ ლუის გახედა და გაიღიმა. დიდი დრო არ გასულა სანამ ფოტოებს იღებდნენ, ფოტოგრაფი თავის სიტყვებს ასრულებდა და ამბობდა რომ ძალიან დიდ ხანს არ იქნებოდნენ გარეთ. მიუხედავად იმისა რომ ლუიმ ძლიერი სიცივე იგრძნო, ძალიან აღფრთოვანებული იყო ყველაფრით რაც ამ დღეს მოხდა. მხოლოდ ჰარის იქ ყოფნით, რომ გვერდით დაუდგა, რადგან ქმარი საკმარისი იყო რომ სახეზე ღიმილი აეკრა და მღელვარებისგან სხეული აცახცახებოდა.

მას შემდეგ რაც დასრულდა, ფოტოგრაფმა მათ დაავალა რომ მიმღებში წასულიყვნენ. ლუიმ ყველას ლაპარაკი მოისმინა, ცოტათი შოკირებული იყო როცა ხალხი მილოცვებით მიუახლოვდათ. ხალხი ვინც ცერემონიალზე არ იყო, მათთან იყო მისული და წყვილს ელოდა, მეგობრები მათი სამუშაო ადგილიდან და ზოგიერთი სკოლიდანაც.

მიმღებში არავინ შეუშვეს, ყველა უბრალოდ დარბაზში ირეოდა, კოქტეილებს სვამდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. კოორდინატორმა რომელთანაც წყვილი მჭიდროდ თანამშრომლობდა, ყველაფერი ბოლო დეტალამდე დაგეგმა, თვალი წყვილს მიაპყრო და ხელით კარებისკენ ანიშნა რომელსაც ოთახში შეჰყავდათ.

"ყველას ვინც ელოდება, თქვენ ორს თავისუფლად შეგიძლიათ შემოსვლა და შემდეგ დანარჩენებსაც გამოვგზავნი." მან მათ უთხრა, ხელი კარის სახელურს დააყრდნო და ელოდა როდის გაიღებოდა მათთვის.

"ჰო,წადი ამაზე." უპასუხა ლუიმ სანამ ჰარის რამის თქმის შანსი ექნებოდა.

მან პასუხი არ გასცა, უბრალოდ კარი გააღო და ორივე შიგნით შეუშვა სანამ კარს სწრაფად დაკეტავდნენ.

ლუი შიშში იყო, მიმღების ოთახში ყველაფერი ლამაზი იყო. იმაზე საყვარლობა ვიდრე მას ოდესმე შეეძლო წარმოედგინა. მაგიდები ექვს წრეზე იყო გაშლილი ოთახის ერთ მხარეს, ერთი გრძელი მაგიდა უახლოეს კედელთან, სადაც ჰარი და ლუი მშობლებთან ერთად ისხდებოდნენ. ოთახის მეორე მხარეს კიდევ ერთი მაგიდა იდგა, რომელზეც ჩანდა რომ ტორტი იდო და ორი მაგიდა ჰყოფდა, საცეკვაო მოედანი ოთახის შუა გულში იყო, რითაც ყველას შეეძლო დაენახა საცეკვაო მოედანი.

თითოეული მაგიდის ცენტრში გრძელი, მინის ვაზა იდგა, თეთრი ყვავილებით სავსე. შუქები ტოტებში იყო მოქცეული, ამიტომ თითოეული მათგანი ბრწყინავდა. მათთან ერთად ორი ბოთლი შამპანური იდგა, ორი ბოთლი წითელი და ორი ბოთლი თეთრი ღვინო, რომლებიც იმავე სუფრაზე იყო დალაგებული. ყველა ადგილს საკუთარი სახელწოდება ჰქონდა, ქაღალდებზე დაწერილი იყო სახელები რომელიც მინი საშობაო გვირგვინების თავზე იდო. სახელწოდების ეტიკეტების გვერდით საქორწილო ულუფები იდო. ჭერიდან სპორადულად მინდვრის პატარა მტევანი ეკიდა, ერთი კონა ორი მაგიდის გასწვრივ სადაც ჰარი და ლუი ისხდნენ მოხერხებულად დააყენეს.

ლუიმ ჰარის ხელი გაუშვა და ოთახში სიარული დაიწყო, შიგადაშიგ ჩერდებოდა და თითოეულ ცენტრს აკვირდებოდა და ყუთებს ხსნიდა საქორწინო ნივთებისთვის რომ ენახა როგორ გამოიყურებოდა პროდუქტი. ბოლოს მაგიდისკენ აიღო გეზი სადაც ტორტი იდო და ოდნავ გაოცდა. ტორტი ერთი რამ იყო რაც ლუიმ ჰარის დაუტოვა ასარჩევად, გადაწყვიტა რომ მასაც უნდა მიეღო მონაწილეობა და დეკორაციის სახით რაიმეს დამატების უფლება მისცა.

რაც ჰარიმ აირჩია უბრალო თეთრი ტორტი იყო. ხუთი სართული ჰქონდა, ყველაზე დიდი ქვემოდან იწყებოდა და ტორტის ერთ მხარეს,ქვემოთ ფიფქები იყო. აშკარად ნაყინის ან რაიმე მსგავსი რაღაცისგან იყო დამზადებული, ზოგი ფანტელი ვარსკვლავს ჰგავდა,ზოგი კი ტრადიციული ფიფქის ფორმას ინარჩუნებდა. ლუიმ გადაწყვიტა რომ ლამაზი იყო და ალბათ თვითონ უკეთესს ვერაფერს აირჩევდა.

ოდნავ შეხტა როცა წელზე ხელები იგრძნო, მას შემდეგ რაც შოკიდან გამოვიდა მას მიუბრუნდა.

"კარგია,არა?" ჰარიმ უბრალოდ თქვა და ნიკაპი მხარზე დაადო.

"იდეალურია, იმაზე მეტი ვიდრე ოდესმე მომითხოვია." ლუიმ უპასუხა, ჰარის მიუბრუნდა და ლოყაზე ნაზად აკოცა.

ორივენი ჩუმად იდგნენ კიდევ ერთი-ორი წუთით, სანამ გადაწყვეტდნენ რომ დროა დანარჩენი სტუმრები მისაღებ ოთახში შემოეშვათ. ორივე დიდი ხის კარებისკენ გაემართა, ორივე მხარეს სახელური ჰქონდა და ერთდროულად გააღეს, რათა სტუმრებს ოთახში შესვლა შესძლებოდათ. არსაიდან მიმტანები გამოჩნდნენ, შამპანურის ბოთლები ყუთით კარისკენ მოჰქონდათ, როცა სტუმრებმა შიგნით შესვლა დაიწყეს, თითოეული მათგანი ჩერდებოდა რომ ლუისთვის და ჰარისთვის მიელოცათ.

ლუი და ჰარი იყურებოდნენ და ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ, თვალებს უციმციმებდნენ ერთმანეთს ან სასაცილო სახეებს იყენებდნენ,შემდეგ კი სიცილით კვდებოდნენ. 25 წუთის განმავლობაში კარებთან იდგნენ, სტუმრების უმეტესობა შემოსული იყო,მაგრამ რამდენიმე ადამიანი მორბოდა როცა ლუი და ჰარი უკვე კარს შორდებოდნენ.

ჯემამ შეყვარებულთან ერთად კარი შემოაღო, ხელი დორისზე ჰქონდა ჩაკიდებული რომელიც ზემოთ ქვემოთ ხტუნაობდა ფიფქების დეკორაციის გამო. მას და მის ძმას ორივეს უყვარდათ საშობაო სეზონი. დაინახა რომ ჯემას თითქოს ლაპარაკი სურდა, მისმა შეყვარებულმა დორისი წაიყვანა და ოთახში გავიდა, მან მადლიერი ღიმილით გახედა და უმცროსი ძმისკენ წავიდა ჩასახუტებლად. ლუიმ ვერ გაიგონა ერთმანეთს რას ეუბნებოდნენ მაგრამ ამ ჟესტმა ღიმილი მოჰგვარა.

შემდეგ გოგონა მასთან მივიდა, ჩახუტებისთვის მიიზიდა და ლოყაზე აკოცა.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში მშვენიერო." თქვა მან და გაიცინა ლუის გაღიზიანებულ სახეზე, "თუმცა ვფიქრობ დიდხანს გქონდა შენი პატარა თითი ეიჩზე შემოხვეული, ამიტომ ამდენი ხანი არც კი გჭირდებოდა რომ სტაილსი გამხდარიყავი."

"მადლობა ჯემ, მიყვარხარ." ლუიმ ისეთი ჭეშმარიტი ღიმილით უპასუხა ეგონა რომ გული გაუდიდდებოდა ქალის თაყვანისცემისგან.

"იქ გნახავ, მეც მიყვარხარ." გაიღიმა და ლუიმაც გაიღიმა უკან, შემდეგ კი ჰარის გადახედა რომელიც მათ გამო იღიმებოდა.

უბრალოდ მთელი დღე ღიმილით მიდიოდა იმ დღეს.

როცა ოთახში ყველა შეიკრიბა, შუადღის 3 საათი იყო. ხალხი ვინც ცერემონიალს ესწრებოდა ყველა იმ დეტალს აუწყებდა იმ ადამიანისთვის ვინც მხოლოდ ხელის მოწერაზე იმყოფებოდა. საიდანღაც ჯეიმ აიღო მიკროფონი და მასზე დააკაკუნა, რომ ოთახში ყველას ყურადღება მიეპყრო, რაც მუშაობდა რადგან ყველა გაჩუმდა და თვალები მისკენ მიატრიალა.

"გამარჯობა! შუადღე მშვიდობის, პირველ რიგში,მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ჩემი შვილის და მისი ძვირფასი ქმრის ულამაზეს ქორწილში დასწრებისთვის და ასევე თუ წინააღმდეგები არ იქნებით ადგილები დაიკავეთ. თუ გსურთ შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა სასმელი მოითხოვოთ რომელიც მაგიდაზე არ არის, მოდით ახლა მაგიდის ხელმძღვანელს ჰარი აარჩევს." ჯეიმ მამაკაცს გადახედა და გაიღიმა, ხოლო ყველა სტუმარს სიცილი აუტყდა და თავისი ადგილებისკენ გაემართნენ, ჰარი უბრალოდ იდგა, ხუმრობით აქნევდა თავს და იღიმოდა.

მრგვალი მაგიდების უმეტესობამ შევსება დაიწყო, ერთადერთი ცარიელი ადგილი გრძელი მაგიდის შუა ორი ადგილი იყო, დიდი ნაძვის ქვეშ.

"ჩვენ?" თქვა ჰარიმ და ლუის ხელი გაუწოდა რომ საკუთარი ხელი დაეკავშირებინა.

ხელები ჩაჰკიდეს და ერთად გაემართნენ მაგიდისკენ, გაჩერდნენ და ჰარიმ ლუის სკამი გამოუწია დასაჯდომად. ლუის მარჯვნივ დედამისი იჯდა, ლოტი ჯეის მარჯვნივ ხოლო ჰარი ენის მარცხნივ, ხოლო ჯემა ლოტის მოპირდაპირე მხარეს.

ლექსი წავიდა და ერთ-ერთი ადგილი მრგვალ მაგიდასთან დაიკავა, სამი თვის ფეხმძიმე ლივთან, ლიამთან, ნაილთან,ზეინთან და ლექსის შეყვარებულთან ჯესისთან ერთად. სინამდვილეში იგივე ჯესისთან,ვისთანაც ერთად ლუი დადიოდა სკოლაში, რომელსაც დაახლოებით 20 წლის ასაკში ჰქონდა კრისიზი და მიხვდა რომ სინამდვილეში ქალებს ანიჭებდა ბევრად უპირატესობას. ამის შემდეგ ერთი წლის შემდეგ იგი ლექსის შეხვდა, ღონისძიებების მენეჯერს, ერთ-ერთი ღონისძიების ფლორისტული სამუშაოს შესრულებისას რომლის ორგანიზატორიც ლექსი იყო.

"შენმა აღთქმ ამატირა ლუ, ჩემი ყინულის გული გამიდნე." უთხრა ლოტიმ თავის უფროს ძმას, სანამ მაგიდაზე მყოფი სხვა ქალებისგან შეთანხმებულ შუილს გაიგებდნენ.

"რა შემიძლია რომ ვთქვა, ბუნებრივი სიტყვები იყო." ლუი ხუმრობდა, მხრები აიჩეჩა და ჰარის მზერა დააიგნორა, რადგან ალბათ გაწითლდებოდა.

"მე და დედაშენმა იმდენი ვიტირეთ." ჩაილაპარაკა ენმა, ლუი იცინოდა, ჰარი კი საყვარლად ატრიალებდა თვალებს დედამისზე.

"არ ინერვიულო, სურათები მაქვს." ჯემამ დაამატა და გაიღიმა, იმავე ღიმილმა ასწავლა ლუის ჯემას სიყვარული.

ლუიმ ძლივს გადაყლაპა სითხე, სანამ ლექსი არ წამოდგა, ჭიქას კოვზი ნელა მიარტყა და ოთახში ყველას ყურადღება მიიპყრო. რაც მან საკმაოდ წარმატებით გააკეთა, ყველანი ჩუმად იყვნენ და ერთ წუთში მიაქციეს ყურადღება.

"გამარჯობა, ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება არ მიცნობდეთ, მე ალექსი ვარ," დაიწყო, მისი ხმა საკმაოდ ხმამაღალი იყო, ისეთი რომ მიკროფონით საუბარიც კი არ სჭირდებოდა, "ვფიქრობ პრივილეგირებული სტუმარი ვარ. სამწუხაროდ ამ ორი მშვენიერი კაცის და არ ვარ მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ ორივე მათგანს კარგად ვიცნობ. მას შემდეგ რაც ჰარისთან ვმეგობრობდი, 13 წლიდან და ლუისთან 18, თამამად შეიძლება ითქვას რომ მათ შესახებ ბევრი რამ ვიცი.

მაგრამ მინდა იმით დავიწყო რომ თქვენ ორივე კარგად გამოიყურებით და ამ ადგილის მთელი დიზაინი და განლაგება მშვენიერია, კარგად არის გაკეთებული. მინდა მოკლედ ვისაუბრო, რადგან შემდეგ ჰარიმ უნდა თქვას სიტყვა და არ მინდა ჩემი გამოსვლა მის დროს დაემატოს და აქ საათობით დაგსვათ და ასევე ალბათ ყველა სასაცილო ხუმრობასა და ისტორიას ყველაზე საყვარელ მეჯვარე ნაილს დავუთმობ. ამასთან, ვიტყვი რომ როცა ლუი ჰარიმ გამაცნო, ლუი დაახლოებით 15 წლის იყო, თითქმის 10 წლის წინ.

ახლა, 15 წლის პატარა ლუი დაახლოებით 1.72 სრულყოფილი კნუტია. ის საყვარელი იყო, მაგრამ ღმერთო ისეთი თავხედი, არასდროს მინახავს ასეთი პატარა ადამიანი ვინც მასზე უფრო დიდი ხალხი დაეყენებინა თავის ადგილას. დეტალებს აღარ ვიტყვი იმ ღამის შესახებ, როცა გავიცანი, მაგრამ მოდით ვთქვათ რომ ჰარიმ რაღაც სისულელე გააკეთა, ვფიქრობ ეს არც ისე უჩვეულო იყო, რადგან ჰარიმ თავისი დრო სულ სულელად გაატარა. მაგრამ ჰარი იდიოტი იყო, ოდნავ საშიში იდიოტი. ლუიმ ხალხით სავსე ოთახში შეაბიჯა სადაც მასზე მინიმუმ სამი წლით უფროსები იყვნენ და ჰარი მთლიანად მის ადგილას დააყენა. და როგორც ყოველთვის ჰარი ლუის ხელში მორჩილი ხდებოდა.

იმ დღეს სრულიად დავრწმუნდი რომ ეს ორი ერთმანეთისთვის იყო განკუთვნილი და ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი რომ მართალი აღმოვჩნდი. ორივეს ვაღმერთებ და ყველას წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ, ასე რომ ყველამ ასწიოს ჭია და ბედნიერ წყვილს ბედნიერი ქორწინება უსურვოს." ლექსიმ დაასრულა, ჭიქა ყველასთან ერთად ასწია და ლუი ფრთხილად აათვალიერა რომელიც თავისთვის ოდნავ იცინოდა, იცოდა გოგონა რაზეც საუბრობდა.

"იცი რაზეც ლაპარაკობს არა?" ჩასჩურჩულა ლუიმ, ოდნავ ჩაიხითხითა როცა ჰარის უფრო მიუახლოვდა, ასე რომ უფროს კაცს შეეძლო მისი ხმის გაგონება ხალხის ხმაურის ქვეშ რომელნიც ლექსის ტაშს უკრავდნენ.

"კი, ბრძოლის დიდი დღე. სადაც ჩემი მეგობრების ნახევარი დააშინე." ჰარიმ უპასუხა და ლუის განაწყენებულ გამომეტყველებაზე იცინოდა.

"არ შემიშინებია." გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

"ვხუმრობ თოჯინა, ზუსტად იმ დღეს მივხვდი რომ შენთვის ქედს მოვიხრიდი." ჰარიმ ტონი შეამსუბუქა და ლუის მიუბრუნდა, ხელები მისი თმისკენ წაიღო და გადაუწია.

ლუი გრძნობდა რომ მისი სახე ვარდისფრდებოდა, კიდევ ერთხელ დააიგნორა ჰარის მოსიყვარულე მზერა.

"ცხრა წელი და შენი გაწითლება ისევ ჩემი საყვარელი რამ არის, ნუ იფიქრებ რომ ოდესმე ამისგან დავიღლები." ტუჩები ნაზად მიაწება ლუის ლოყაზე, ბარძაყზე ნაზად მოუჭირა ხელი და გაიღიმა.

"გაჩუმდი," ლუიმ იდაყვი მკერდზე გაჰკრა და სახეზე გაბრწყინებული ღიმილი ვეღარ შეაჩერა, "ყველა გელოდება სიტყვას როდის იტყვი."

"მართალია, რა თქმა უნდა, ჰო."

ლუიმ ნაზად გაიცინა ფეხზე წამომდგარ მამაკაცზე, ძირითადად ოთახში ყველანი გაჩუმდნენ სიტყვის მოსასმენად.

"გამარჯობა,ერმ, მადლობას ვუხდი ლექსის ამ ლამაზი სიტყვისთვის, თუ იცით ის ამბავი რომელზეც ის ლაპარაკობს მოდით დეტალები დავმალოთ," ჰარი პირდაპირ მაგიდას მიშტერებოდა სადაც ლექსი იჯდა, თითქოს დარწმუნდა რომ მისი ნათქვამი ესმოდა, "სინამდვილეში არ ვაპირებ დიდ ხანს გავაგრძელო, ძალიან მოკლედ ვიტყვი. მიზეზი შეიძლება ის იყოს რომ მთელი დღეა არაფერი მიჭამია და მინდა რაც შეიძლება სწრაფად ვჭამო, მაგრამ მოდით ვითომ ეს არ არის მიზეზი. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მოსვლისთვის და ჩვენთან ერთად აქ ყოფნისთვის. ყველა ლამაზად გამოიყურებით და აქაურობასაც ალამაზებთ, ასე რომ მადლობას გიხდით ამის გაკეთებისთვის. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა რომ დღეს ჩემს საუკეთესო მეგობარზე დავქორწინდი და ამაზე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ მადლობა რომ ამის ნაწილი ხართ. ახლა კი ისიამოვნეთ თქვენი ტრაპეზით."

სანამ ჰარი მაგიდასთან დაჯდებოდა, პერსონალი გამოვიდა რომელსაც საჭმლით სავსე ჭურჭელი მოჰქონდა, ცდილობდა მალე შემოეტანა რომ არ გაციებულიყო. ლუიმ წარბი ასწია ჰარიზე როცა დაჯდა, მართლაც გაუკვირდა რომ ჰარიმ თავისი სათქმელის ასე მოკლედ გადმოცემა მოახერხა. ყველამ იცოდა ჰარი,როგორც ბიჭი რომელიც ზედმეტად სენტიმენტალური იყო, როცა რაიმე სიტყვის წარმოთქმა უხდებოდა, განსაკუთრებით მაშინ როცა ლუიზე იყო საუბარი, ამიტომ ბევრი სტუმარი გაოცდა.

მთავარი თეფშები დიდი იყო, იმიტომ რომ ხალხს ჭამა უფრო დიდხანს სჭირდება, რადგან საუბრობენ და აღფრთოვანებულნი არიან გარემოთი. ერთადერთი სინთალის წყარო შიგნიდან მოდიოდა. ოთახი ძირითადად ზღაპრული შუქებით იყო განათებული, რაც მთელს ოთახს ყვითელ ელფერს სძენდა და სიმშვიდეს და სითბოს გაგრძნობინებდა.

სანთლები აანთეს და კედლების გასწვრივ სადაც ტორტი იდო, ზღაპრული შუქები იყო, ისე როგორც საზეიმო დარბაზში. როცა ლუიმ ჭამა დაასრულა და თეფში გაწმინდა, მაგიდისკენ გაიხედა სადაც ნაილი იჯდა და კინაღამ გაეცინა როცა დაინახა როგორ ნერვიულობდა მამაკაცი. მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივ თავდაჯერებული ჩანდა და რაიმეს გაკეთება უნდოდა, უამრავი ადამიანის წინაშე გამოსვლა ერთი რამ იყო რაც ნაილს სძულდა. ამან მოანდომა ლუის სიცილი, თავს ცუდად არ გრძნობდა იმის გამო თუ როგორ ნერვიულობდა ნაილი იმ მომენტში.

როგორც კი ყველამ დაასრულა და მზად იყვნენ ნაილის ლაპარაკის მოსასმენად, როგორღაც ნაილმა ნერვები დაიმშვიდა და გაბრწყინებული სახით წამოდგა ფეხზე ლუის მიმართულებით.

"გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ, გილოცავთ ლუის ხუთი წუთია არაფერი არ უთქვამს," პირველმა ხაზმა სიცილი ატეხა და ლუი პრაქტიკულად ნერვებს ხედავდა რომელიც მისგან იღვრებოდა და იატაკზე ისხმეოდა, " მე ჰარი სიბერეში გავიცანი, როცა 11 წლის ვიყავი, ორივეს ჯერ კიდევ ისეთი ხმა გვქონდა თითქოს ჰელიუმის ბუშტიდან ჰაერი ჩავისუნთქეთ და არცერთი სანტიმეტრი თქმა არ გვქონდა სახეზე, 17 წლის ასაკშიც კი არ გვქონდა წვერი სათანადოდ. ჩვენი მეგობრობა სწრაფად აყვავდა და როცა 18 წლის გავხდით იქიდან წამოვედით სადაც გავიზარდეთ და ერთად გადავედით ბინაში, დაახლოებით ოცი წუთის სავალზე ჩვენი სახლებიდან. ვფიქრობ,ჯერ კიდევ იმ დღეს ჩვენი დედები სრულიად შეშინებულები იყვნენ ჩემი და მისი იდეის შესახებ სხვაგან გადასვლასთან დაკავშირებით, რის გამოც სახლში ზეინი მოგვიყვანეს, ერთგვარ ძიძად.

რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვიყავი ამით, მე და ჩემი ორი საუკეთესო თანამოაზრე ერთად ვიცხოვრებდით, რაც გვინდოდა დილის უღმერთო საათებზე ვიღვიძებდით და სულელურად ვსვამდით. ჰარის სხვა გეგმებიც ჰქონდა და ყველაზე გვიან 9-ზე იყო საწოლში," მსმენელმა კიდევ ერთხელ გაიცინა, როცა ჰარის თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და სიცილისგან მხრები უკანკალებდა, "სანამ მე და ზეინი უნივერსიტეტში ვიყავით, ჰარიმ გადაწყვიტა რომ საუკეთესო იქნებოდა მისთვის რომ ან მუშაობა დაეწყო ან სახლში ყოფნით დრო რაღაცნაირად მაინც არ დაეხარჯა. რაც საკმაოდ დებილურ იდეებს იწვევდა მასში, ჩემი საყვარელი მისი გამოცდილება ტატუს იარაღთან იყო. ერთ მშვენიერ დღეს, ახალგაზრდა ჰაროლდი წავიდა და ფეხის დიდ თითზე სიტყვა 'დიდი' დაიწერა, იმ შემთხვევაში თუ დაავიწყდებოდა რომელი თითი იყო," ლუიმ შოკისმომგვრელი სიცილით მიუბრუნდა ქმარს, 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრჯერ უნახავს ეს ტატუ, მაგრამ არასდროს გაუგია მასზე ამბავი.

"ჩვენი გადასვლის შემდეგ არც ისე დიდი ხნის შემდეგ შემოვიდა ლუი ჩვენს ცხოვრებაში. და როგორც ლექსიმ ადრე თქვა, ის პატარა იყო. საბედნიეროდ მას შემდეგ გაიზარდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვახსოვს პატარა ტომო. ჰარისთან შვიდი წლის მეგობრობის შემდეგ, მასთან ერთად მთვრალმა ბევრი ღამე გავატარე, ვნახე როგორ ეცემოდა და ბილიკიდან შინ ბრუნდებოდა უფრო მეტჯერ ვიდრე ვიფიქრებდი. მაგრამ არასდროს მინახავს ადამიანი რომელიც ვიღაცის სახელის ხსენებაზე სხვა ფიქრებში გადავარდებოდა, უბრალოდ საუბარში ლუის სახელის ხსენება და ჰარი უკვე იქ არ იყო. სინამდვილეში საკმაოდ სახალისო იყო.

ორივეს ერთად დანახვა მაშინ არაფრით განსხვავდება იმით თუ რას ჰგავს ახლა, თუ ოდესმე ოთახში ამ ორთან ერთად იქნებით, გირჩევთ მათ საუბარს მოუსმინოთ, ისინი ერთად გადადიან საკუთარ პატარა სამყაროში. წარბების აწევით და პირის უბრალოდ მოძრაობებითაც შეუძლიათ საუბარი და ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამაა. არ მინდოდა ძალიან სენტიმენტალური გამოსულიყო, არამგონია ოდესმე უშეცდომოდ ვიცხოვრო,მაგრამ არ შემიძლია ჰარისთან ლუის გარდა ვინმე სხვა წარმოვიდგინო. თითქმის პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჰარის მიმართ, ის ახალგაზრდა და დებილია მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლუის შეინარჩუნებს.

არ ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე, ოდესმე მინახავს ორი ადამიანი ამ ორზე უფრო მეტად შეყვარებული და იმედი მაქვს ასე არა მხოლოდ მათთვის არის ვინც მათთან ახლოსაა,არამედ ყველასთვის, მჯერა რომ მათი სიყვარული დარჩენილი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. ასე რომ, ლუი, ჰარი, აქ არის სიცოცხლის განმავლობაში სიყვარული და ბედნიერება." ნაილმა და ოთახში მყოფებმა, ჰარის და ლუის მიმართულებით გაიხედეს, ტაშის ხმები გაისმა რის გამოც ორივე იღიმოდნენ.

როგორც კი ნაილი დაჯდა, ხალხმა ადგილიდან წამოდგომა და სხვადასხვა მაგიდისკენ გადანაცვლება დაიწყო, რათა სტუმრებთან ურთიერთობა შესძლებოდათ. ასე რომ ლუი წამოდგა და ადგილიდან გადავიდა, მაგიდასთან მივიდა სადაც ნაილი იჯდა და ქერას მოეხვია.

"არასდროს მოგცემ უფლებას რომ შეცდომით იცხოვრო." სიცილი დაიწყო და ცდილობდა ქერასთვის გამოხატული სიყვარული ჩვეული სიცელქით გადმოეცა.

"არ მგონია რომ ამას შევძლებ, მაგრამ დავუშვათ რომ ამას გადავლახავ." ნაილმა მხრები აიჩეჩა და ლუის ადგილი შესთავაზა, რომელმაც თავი გააქნია და იქით წავიდა სადაც ლექსი იჯდა რომ მისალმებოდა.

მის და ჯესის სკამებს მიუახლოვდა, ერთმანეთისკენ სახით ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ, ლუი გრძნობდა რომ ეს არ უნდა შეეწყვიტა. ამის ნაცვლად ლივისკენ მიბრუნდა, რომელიც მაგიდიდან ოდნავ გვერდზე იჯდა და ხელით მუცელს ეფერებოდა.

"როგორ ხარ?" ჰკითხა, ხელი მოხვია და პატარა მუცელზე მოეფერა.

"მშვენივრად ვარ სიყვარულო, ყველაფერი კარგადაა. შენ როგორ ხარ?" იკითხა და ლუის ბედნიერ ღიმილზე გაეცინა.

"არა მგონია ოდესმე ამაზე ბედნიერი ვყოფილიყავი." მისი პასუხი გულწრფელი იყო, იქით გაიხედა სადაც ჰარი იყო, ლუის ზოგიერთ ოჯახის წევრს ელაპარაკებოდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ თქვენს გამო და ეს ადგილი მშვენივრად გამოიყურება. ბრწყინვალედ შეასრულე სამუშაო."

"კარგია,არა? ძალიან მოხარული ვარ რომ კარგად გამოვიდა, არ გამოიყურება მომაბეზრებლად ან რამე?"

"არა ლუ, ვფიქრობ მშვენიერია." თავი დაუქნია, ეთანხმებოდ თავის განცხადებას.

ოთახის გადაღმა სტენი და ოლი შენიშნა, რომლებიც სამსახურიდან ზოგიერთ მეგობართან საუბრობდნენ. სტენმა მას გადახედა და თვალი ჩაუკრა, ლუიმ კი თვალები გადაატრიალა. ის იყო უნდა ამდგარიყო და წასულიყო, სანამ თითქმის არ წაიქცა პერის ჩახუტებით.

"ძვირფასო! ნება მომეცი ბეჭედი ვნახო!" თქვა აღელვებულმა, ლოყაზე აკოცა სანამ ხელს ჩაავლებდა და ბეჭედს დააკვირდებოდა.

სხვა აურზაურის გამო ნამდვილად არ ჰქონდა დრო რომ ბეჭედი კარგად ენახა. ვერცხლის ზოლი ჰქონდა რომლსაც თავზე ბრილიანტი ჰქონდა. როცა ხელი გაშალა, ძვირფასი ქვამ შუქი აირეკლა და თითქმის განათდა.

"კარგია არა?" ღიმილით თქვა და თითი ოდნავ აათამაშა.

"მშვენიერია ლუ, ვინ აარჩია?"

"ეიჩმა, სინამდვილეში ეს აირჩია და ტორტი, სრული თავისუფლება ჰქონდა ამაში." ლუის ოდნავ ჩაეცინა, გოგონას შამპანურის ჭიქა აიღო და მოწრუპა.

"ბიჭმა კარგად შეასრულა დავალება, ძალიან ლამაზია. ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება." პერიმ სიხარულით ამოისუნთქა, კომენატარიც კი არ გააკეთა იმ ფაქტზე რომ მან მისი სასმელი დალია.

"ასე ფიქრობ? დაგეგმვა დაგვჭირდა, წელიწადზე მეტი მოვანდომე, ამიტომ, თუ კარგი არ გამოვიდოდა ალბათ ვიტირებდი." მისი პასუხი სამწუხარო იყო და სრულიად გულახდილი.

გოგონამ თეძო ჩატეხა და ერთი ხელი შემოიდო, "დღეს საკმარისად ბევრი ხალხი ტიროდა, იმედი მაქვს თქვენი ე.წ წარმოუდგენელი ფიცის ჩანაწერს ვნახავ."

"უბრალოდ ის ვთქვი თუ რამდენად მიყვარს ის. ამ დღეებში შემოგვიარე და უფრო ნაკლებად უხმაურო და მკაფიო ჩანაწერი გვექნება." ჩაიხითხითა,სანამ პერიმ თვალები გადაატრიალა.

"არა მადლობა, საკმარისად მოვისმინე როცა ეიჩი ზეინთან და ნაილთან ცხოვრობდა."

"ტექნიკურად ამის მოსმენა ნამდვილად არ დაგჭირდა, შენ იქ არ ცხოვრობდი და იქ მხოლოდ იმიტომ ვიყავი რომ ჩემი ოჯახი ისე მომწონს იმ ხმების მოსმენის საშუალება არ მივეცი"

"მაგრამ წინააღმდეგი არ ხარ რომ შემაშინო." მას სიცილი აუტყდა და ლუიმ თვითკმაყოფილად გაიღიმა.

"სულაც არა, მინდა ყველამ იცოდეს რომ მე და ეიჩი ბედნიერ, ჯანმრთელ სექსუალურ ცხოვრებას ვიცავთ. ფაქტია რომ ის ცოტა გარეული ცხოველივით იყო. ვგულისხმობ რომ ოთხშაბათს, საწოლთან დამაბა, მისი ენა სასწაულებს ახდენდა ჩემში-"

"ლუი," წამოიძახა და შეწყვეტინა, ყურებზე ხელები აიფარა რომ არ გაეგო მისი ნათქვამი "არ მინდა. ნამდვილად არ მინდა, ჩემთვის ძალიან ბევრია. უბრალოდ ეს თქვენს საძინებელში შეინახეთ."

"ოჰ ბოდიში რომ გამოგიტყდი პეზი, მაგრამ ამის მის საძინებელში შენახვა გადავარჩინეთ." თვალი ჩაუკრა და გაიცინა.

"საზიზღარი ხარ, მეზიზღები." მხარი ოდნავ გაჰკრა, თვითონაც იცინოდა.

ლუი პასუხის გაცემას აპირებდა როცა ჰარი შენიშნა რომელიც მას აკვირდებოდა, როცა უფროსმა კაცმა შეამჩნია რომ ლუი ამჩნევდა,ხელით ანიშნა რომ მასთან მისულიყო.

"ქმარი მეძახის, ერთ წუთში დავბრუნდები." უთხრა მან, რაზეც პერიმ უბრალოდ გაიცინა და გაუშვა.

ოთახი იმაზე სწრაფად გაიარა ვიდრე ეგონა. ვისაც ჰარი ესაუბრებოდა როგორც ჩანს უბრალოდ გაქრა, რადგან ჰარი მარტო იდგა და კედელს ეყრდნობოდა.

"მანიშნე მივსულიყავი." თქვა ლუიმ და ხელი თეძოებზე ჩამოადო.

ჰარიმ ლუის ორივე ხელი შემოხვია და მისკენ მისწია რომ უფრო ახლოს ჰყოლოდა.

"ზემოთ ამოიხედე." თქვა ჰარიმ და ლუის ლოყაზე აკოცა.

ლუი ასე მოიქცა,შემდეგ კი გაიცინა და თვალები გადაატრიალა ჰარის სულელურ სახეზე.

"რა? პარაზიტული მცენარე." თქვა ჰარიმ და მცენარეზე მიუთითა რომელიც მათ მაღლა მოხერხებულად ეკიდა.

"საშინელი ხარ." ლუიმ შოკით გააქნია თავი, თითებით ჰარის დაეყრდნო და ხელის მოწერის შემდეგ პირველად აკოცა.

მოგვიანებით ერთმანეთს მოშორდნენ და ჰარი ლუის შუბლზე მიეყრდნო სანამ ბედნიერად ამოიოხრებდა.

"რას ელაპარაკებოდი პეზს? ისე ჩანდა თითქოს აწამებდნენ." ჰარიმ ჰკითხა, ოდნავ იცინოდა.

"მხოლოდ ჩვენი სექსუალური ცხოვრების შესახებ ვაცნობდი და ვცდილობდი ოთხშაბათს ღამით მომხდარი მოვლენები მომეყოლა მაგრამ უხეშად შემაწყვეტინა." ლუიმ ჩაიცინა და იქით გაიხედა სადაც პერი ლიამს ესაუბრებოდა, შემდეგ ორივემ მათ გამოხედეს.

"ტერორისტი ხარ."

"ჰო მაგრამ შენ მაინც გიყვარვარ."

ჰარიმ ამოიოხრა, ჩუმად დაეთანხმა, რადგან მან უკვე ის აზრიც გადაშალა რომ ვითომ უერყო.

"არ გესმის ამ კოსტიუმში რას მიკეთებ, ვეღარ ვითმენ სახლში როდის მივალთ." ჩვეულებრივად თქვა, თითქოს ოჯახით და მეგობრებით გარშემორტყმულ ოთახში არ იყვნენ.

"ძირს ბიჭო." ლუი ცელქობდა,ცდილობდა დაემალა რამდენად აღგზნებული იყო და თვალის დახამხამებით მოშორდა ჰარის და ხალხთან სასაუბროდ წავიდა.

მალევე ისინი ნაილს საცეკვაო მოედნისკენ მიჰყავდა და როგორც კი McFly-ს Love Is Easy ჩაირთო ლუი მოულოდნელად ანერვიულდა. ერთი რამ რისი გაკეთებაც არ შეეძლო ცეკვა იყო, ამაში კარგი არასდროს ყოფილა და ეგონა არც არასდროს მოუწევდა ცეკვა ხალხით სავსე ოთახში, სადაც ყველა მას უყურებდა, იმაზე მეტად ნერვიულობდა ვიდრე აღთქმის წაკითხვისას.

"დამშვიდდი." ნაზად თქვა ჰარიმ და ცერა თითი ლუის ლოყაზე ჩამოუსვა სანამ ორივე ხელს წელზე მოხვევდა.

ლუიმ ჰარის მკლავები კისერზე მოხვია და ღრმად ჩაისუნთქა.

"კარგად ვარ." თქვა, უფრო მეტად თავისი თავის დარწმუნებას ცდილობდა ვიდრე ჰარის.

"პატარავ, აქ ყველამ იცის რომ ვერ ცეკვავ. ეს უბრალოდ ფაქტია მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ. უბრალოდ საქორწილო ცეკვა უნდა შევასრულოთ და სწორედ ამას იღებენ ისინი. უბრალოდ წარმოიდგინე რომ მხოლოდ მე და შენ ვართ, შიშვლები ვართ და სხვაგვარად ვცეკვავთ." ჰარიმ სერიოზულად თქვა, დასრულებისთანავე სკოლის მოსწავლესავით გაიღიმა.

"ეიჩ, თუ ამაზე ვიფიქრებ შეიძლება მთელი საღამო სხვაგვარად იქცეს." უპასუხა ლუიმ და დაავიწყდა რომ ხალხი თვალს ადევნებდა, უბრალოდ ნაზად ირწეოდა.

"არ ვიჩივლებდი."

"რა თქმა უნდა არა."

ჰარი ლუის ხმაში ხედავდა რომ თვალები გადაატრიალა, მაგრამ მაშინვე თვალები დახუჭა და ლუი კიდევ უფრო მიიზიდა როცა ერთად ირწეოდნენ. ლუიმ ლოყა ჰარის მხარზე დაადო სუნთქვა შეეკრა რალფ ლორენ ბლუს სურნელით, რომელსაც ის აღმერთებდა.

"მიყვარხარ." თქვა ჩუმად.

"მეც მიყვარხარ ძვირფასო." უპასუხა ჰარიმ და ლუის წელზე ხელი ნაზად მოუჭირა.

იმ დროისთვის მათ ცეკვის მოედნაზე სხვა ხალხიც შეუერთდა და ყველას თვალი წყვილისკენ აღარ ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა რომ თუ უნდოდათ შეეძლოთ აღარ გაეგრძელებინათ ცეკვა. თუმცა ეს არ გააკეთეს და სამაგიეროდ კიდევ რამდენიმე სიმღერის განმავლობაში ნაზად ტრიალებდნენ ერთმანეთის მკლავებში გახვეულები.

"არ ვიცი გითხარი თუ არა დღეს, მაგრამ მშვენივრად გამოიყურები. მთლიანად მშვენიერი ხარ." უთხრა ლუიმ ქმარს,ხელი ლოყაზე მიადო და მაღლა ახედა.

"მადლობა, ისე კარგად არა როგორც შენ, პრინცესა." უპასუხა ჰარიმ და ლუის წელზე ხელი ნაზად მოუჭირა.

ლუიმ უკან დაიხია და წამოიძახა, "არ ვარ პრინცესა, ღმერთო..."

"კი, ხარ. ჩემი პრინცესა ხარ." ლუიმ სასწრაფოდ მოიშორა ჰარის ხელი რადგან უფროს კაცს სიცილი აუტყდა და ლუის ლოყაზე ჩქმეტდა.

"მოაკეტინე შენი ბაყაყის სახეს."

ჰარიმ თვალები გააფართოვა და ცალი წარბი ასწია სანამ კვლავ სიცილი არ ატეხა.

"ბაყაყის სახე! სულ დამავიწყდა რომ 17 წლიდან ასე აღარ მეძახი." ჰარიმ ხმამაღლა წამოიძახა, დანარჩენი სტუმრებისგან სრულიად გაურკვეველი იყო მათი საქციელი და კითხვის ნიშნის მოგებით უყურებდნენ.

"ჰო,კარგი," გაბრაზებულმა თქვა ლუიმ, "განსაკუთრებით დღეს ამფიბიას გავხარ, ამიტომ მეგონა ძველ ძვირფას ძვირფასეულობას აღვადგენდი."

"ქმრის სახეა რომელსაც მე ვაკეთებ, ლიამი კი მეუბნება რომ ბაყაყს ვგავარ."

"იქნებ ეს სახელი ისევ გამყარდეს, ქმრის სახეს დღეში რვაჯერ მაინც არ ვნახავ?"

"არ შემიძლია იმას დავეხმარო რომ ძალიან საყვარელი ხარ." ჰარიმ ამოიოხრა, ლუი ისევ ახლოს მიიზიდა და ნაზად შეარხია.

"მაშინ ჩემი ყურება უნდა შეწყვიტო, მხოლოდ ამით ვერ იქნები ბაყაყის სახე." ლუიმ ბავშვურად თქვა, თავი ისე გააქნია რომ ჰარიმ მის ტუჩებზე კოცნა ვერ შეძლო, ამის ნაცვლად კი ყურთან გადაინაცვლა.

"არ შემიძლია, ძალიან ლამაზი ხარ ჩემთვის. ჩემო პატარა ძვირფასო ბიჭო." თქვა ჰარიმ ნაზად, ამჯერად ლუის ყბა შეეკრა და ჰარი ტუჩებზე ეტაკა.

ლუის პასუხი ალბათ რაიმე სახის სიცელქე ან პროტესტი იქნებოდა, მაგრამ როცა ჰარის ტუჩები მოშორდა და კოცნა დამთავრდა ვეღარ გაბედა ამის განმეორება.

საღამოს 9 საათზე წყვილმა გადაწყვიტა რომ კარგი დრო იყო ტორტის გაჭრისთვის, ყველა შეკრებილიყო, ხოლო ჯეი ისევ თავისი კამერით იდგა. რამდენიმე კადრი დაფიქსირდა ლუის და ჰარის, სადაც ორივემ ერთმანეთს ესროდა ნამცხვარს სახეში.

ყველაფერი დაახლოებით 10:30 საათზე დასრულდა, ლუი დედამისს ელაპარაკებოდა როცა წელზე ხელი იგრძნო, თავი უკან გადახარა და მის უკან მდგარი ჰარის ნაზი ღიმილი დაინახა.

"ვამაყობ თქვენით და ორივე მიყვარხართ." ჯეიმ ორივეს უთხრა სანამ მარტო დატოვებდა, ენის დაეხმარა და ნამცხვრის დარჩენილი ნაწილი აიღო.

ორმა ქალმა თავის ვაჟებს გადახედეს და მათ გაუღიმეს, თუმვა ვერცერთმა ვერ დაინახა, რადგან ჩვეულებისამებრ პირდაპირ იმ ქვეყანაში იყვნენ გადასულები რომელიც მხოლოდ ლუის და ჰარის ეკუთვნოდა.

ჰარიმ ხელები ლუის მუცელზე შემოხვია და უფრო ახლოს მისწია, ასე რომ უფრო კომფორტულად იყვნენ.

"ერთ დღეს ეს ჩვენ ვიქნებით." ჰარიმ ჩუმად თქვა, თავი ლიამისკენ და ლივისკენ გააქნია, ორივე მშვიდად საუბრობდნენ და ლივის მუცელს უყურებდნენ,სადაც ბავშვი იყო რომელიც მათ შექმნეს.

"რა თქმა უნდა პატარავ, ერთ დღეს." ლუიმ სრულიად გულახდილად უპასუხა, თავი უკან გადასწია და ჰარის ლოყაზე რბილი კოცნა დაუტოვა როგორც პირობად.

იმავე ღამეს, როცა შუაღამე იყო, ლუი და ჰარი საბოლოოდ მივიდნენ სახლში. მიუხედავად იმისა რომ ორივე დაღლილი იყო მაინც იცინოდნენ სრულიად უმიზეზოდ. შესასვლელ კართან იდგნენ, ლუიმ კარი გააღო და ჰარი შესვლას აპირებდა როცა ლუიმ შეაჩერა და თავი გააქნია.

"არასწორად აკეთებ." თქვა და ამოიოხრა.

"ბოდიში, სხვანაირად როგორ გინდა რომ ჩემს სახლში შევიდე?" ლუიმ გაიცინა, ჰარის დაღლილი ხმა ჰქონდა.

ჰარიმ ამოიოხრა და თავი დახარა, ლუი კი მოულოდნელად აიყვანა ხელში საქორწინო სტილში. რამაც ლუი შეახტუნა და მკლავები ჰარის კისერზე მოხვია, თავის შეკავებას ცდილობდა, მიუხედავად იმისა რომ ჰარი იჭერდა და ეს არ სჭირდებოდა.

"ასე უნდა გადაგიყვანო ზღურბლზე არა? ხომ არ ვცდები მისტერ ტომლინსონ?" უთხრა ჰარიმ როცა ბნელ სახლში შევიდა და შესასვლელ კარს ფეხი გაჰკრა რომ დახურულიყო.

მან მოახერხა მისაღები ოთახისკენ წაეყვანა და შუქის ჩამრთველი იპოვნა, ასე რომ ოთახში აღარ ბნელოდა, ჯერ კიდევ ხელში ჰყავდა ლუი.

"ვფიქრობ ხედავ," ფაქტობრივად თქვა ლუიმ, "რომ შენთვის მისტერ სტაილსი ვარ."

დასასრული.

არ მჯერა რომ დასრულდა, ემოციებში ვარ. ვცდილობდი დრო გამეწელა რომ არ დამთავრებულიყო.

იმედი მაქვს მოგეწონათ და ისიამოვნეთ ამ არაჩვეულებრივი ფიკით. ყველას დიდი მადლობას გიხდით რომ კითხულობდით, ავოუთებდით და აკომენტარებდით. ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის თქვენი კომენტარები. მიყვარხართ ძალიან და კიდევ ერთხელ დიიიდი დიდი მადლობა.

Continue Reading

You'll Also Like

1M 35.6K 62
𝐒𝐓𝐀𝐑𝐆𝐈𝐑𝐋 ──── ❝i just wanna see you shine, 'cause i know you are a stargirl!❞ 𝐈𝐍 𝐖𝐇𝐈𝐂𝐇 jude bellingham finally manages to shoot...
6.4K 256 8
[ DHMIS x WELCOME HOME ] " weren't we supposed to go to Clayhill ? " " this is Clayhill . " " no , it's not . " " well , it's close enough . " did th...
501K 7.6K 83
A text story set place in the golden trio era! You are the it girl of Slytherin, the glue holding your deranged friend group together, the girl no...
1.3M 54.6K 100
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC