თავი 27

352 49 9
                                    


*

ქვედა სართულიდან წამოსულმა ხმაურმა დაარღვია ტრანსი, რომელშიც ლუი იმყოფებოდა. რადგან ბოლო ოთხი დღე მისი ოთახი ბნელი იყო. ფარდები ჩამოფარებული და იატაკზე ტანსაცმლის გროვა იყო, მაგრამ მას ეს არ ადარდებდა,შაბათიდან ასე იყო და თუ გზა ჰქონდა კიდევ დარჩებოდა ასე ერთი კვირა ან მეტი.მას ესმოდა მძიმე ნაბიჯების ხმა კიბეებზე,სანამ გაჩერდებოდა და ვიღაცამ დააკაკუნა კარზე.

"დიახ?" ლუიმ მშვიდად თქვა, ყელი სითხის უკმარისობისგან გამოშრა.

"შემიძლია შემოსვლა?" ეს ჰარი იყო, ალბათ ზურგს უკან ჰქონდა ხელები და ლუის პასუხს ელოდა.

"თუ გინდა" უპასუხა ლუიმ.

კარი რომ გაიღო,შემოსული შუქის გამო ლუიმ თავი ჩამალა და დაიწუწუნა.

"ვინ მოკვდა აქ?" ჰარი ცელქობდა,საწოლის ბოლოს ჩამოჯდა.

"ჩემი გული"

"ღრმა პასუხია"

ლუის სახეზე ღიმილი პირველად გამოისახა მთელი კვირის მანძილზე,თუნდაც ეს მცირე ღიმილი ყოფილიყო.

"დედაშენი შეშფოთებულია შენს გამო" რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ თქვა ჰარიმ.

"ჩავთვალოთ,რომ ამიტომ ხარ აქ?"

"ნაწილობრივ,მაგრამ იმიტომაც,რომ ამ კვირაში აქ ვარ შენს დებთან და ერთხელაც არ მინახავს შენი სახე"

"მაშინ რატომ არ მოხვედი?"

"იმის გამო,რომ ვიცოდი, დრო გჭირდებოდა საცოდაობისთვის და მოწყენილობისთვის,მაგრამ შენ ერთი კვირა გაატარე ამაში და ვფიქრობ,ალბათ დროა, საწოლიდან ადგე და ფარდები გადასწიო"

"არა" მიუგო ლუიმ,თავი გააქნია და თვალები დახუჭა.

"ლუ,გთხოვ. მინიმუმ შხაპი მიიღო და დაბლა ჩამოხვიდე,დედაშენს აცნობე,რომ არ ცდილობ თავი მოიკლა" ჰარი შეევედრა,ისე მოძრაობდა რომ ლუიმ მას შეხედა.

"ვიფიქრებ ამაზე"

"ეს არ თქვა"

"ბოდიში"

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now