თავი 25

370 51 24
                                    

*

ლუიმ შაბათ-კვირა ჰარისთან ერთად გაატარა და გაარკვია, რომ ბიჭი აღარ მოუვლიდა თავის დებს ზაფხულის არდადეგებზე, რომელიც პარასკევს იწყებოდა.მას ყოველდღე ხედავდა, რადგან სკოლაში მიჰყავდა იმის დასამოწმებლად რომ ლუი სკოლაში ნამდვილად შევიდა.

"გინდა რომ სადმე გავიდეთ?" ჰარიმ ხუთშაბათს დილით უთხრა ლუის როდესაც სკოლასთან მიიყვანა.

"არა,დღეს მაქსთან ერთად გავდივარ" უპასუხა ლუიმ და ღვედი შეიხსნა.

"გასვლა ხუთშაბათს ღამით?რა მეამბოხეა"

"გაჩუმდი.დღეს ჩვენი 6 თვის იუბილეა და ხვალ დილის 5 საათზე ტენერიფეში მიფრინავს,ასე რომ ჩვენ ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს"

"6 თვე,ვუაჰ უყურე შენ" ჰარი ცელქობდა და იღიმოდა.

"მოკეტე იდიოტო, ხვალ გნახავ" ლუის სიცილი აუტყდა, მანქანიდან გადავიდა და სკოლისკენ გაემართა.

მისი დამოკიდებულება დღის განმავლობაში მკვეთრად გაუმჯობესდა და იმ დროს, როდესაც მაქსთან შესახვედრად მოდიოდა, წუწუნებდა. პაემანი პატარა იტალიურ რესტორანში იყო, ქალაქის ცენტრში, სადაც ავტობუსები მიდიოდნენ გზაზე. ისინი 6 საათზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და ლუი ცოტახნით ადრე მივიდა, ატარებდა ახალ ვარდისფერ პერანგს და მუქ ჯინსებს,ასევე ჟაკეტს რომელიც როდესაც რესტორანში შევიდა იქ გაიხადა.

ოფიციანტმა ის მაგიდასთან მიიყვანა რომელიც მაქსმა დაჯავშნა, ლუი იჯდა, ოთახს ათვალიერებდა და თითებს მაგიდაზე ათამაშებდა.

"გამარჯობა, შეიძლება რამე სასმელი მოგიტანოთ?" იკითხა მიმტანმა და ავადმყოფურად ტკბილი ღიმილი შეეპარა სახეზე.

"ახლა უბრალოდ წყალი მინდა, გთხოვთ, საპირფარეშო მივდივარ, ასე რომ, თუკი ვინმე მოვიდა უთხარით, სადაც ვარ".

"რა თქმა უნდა" ისევ გაიღიმა და მაგიდას მოშორდა.

ფეხზე წამოდგა, გარემო მოათვალიერა და აბაზანის ნიშანი დაინახა. ღიმილი სახეზე შეახმა, როდესაც აბაზანის კარს მიღმა სცენა დაინახა. მაქსი სხვა კაცთან. სხვა კაცს ხელი მის შარვალში ჰქონდა. სხვა ადამიანი ჯეიმია.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now