თავი 10

432 54 68
                                    


*

ჰარის და ლუის ერთმანეთი ერთი კვირის განმავლობაში არ უნახავთ და იმის თქმა,რომ ერთმანეთი ენატრებოდათ არასაკმარისი იყო.ლუი და მაქსი ურთიერთობის ახალ სტადიაზე იყვნენ და მიუხედავად მკაცრი და ცელქი სახელებისა რომლებსაც ხალხი მათ ეძახდა,მაინც ბედნიერები იყვნენ.როგორც ჩანს ყველა მისი მეგობარი სიამოვნებას განიცდიდა იმაში,რომ ეს სიყვარული დაუნდობელი იყო.ლუი ძალზე შეშფოთებული იყო ორშაბათს და სახლში წასვლის სურვილი კლავდა.

"მისტერ ტომლინსონ,გთხოვთ დაჯდეთ,ან მომიწევს გაკვეთილის დასრულების შემდეგ დაგტოვოთ" თქვა ქალბატონმა დეივისმა,მისი დრამის მასწავლებელმა,მას შემდეგ რაც ის მერვედ ადგა და საათს დახედა.

"მაპატიეთ ქალბატონო,უბრალოდ შეშფოთებული ვარ" წუწუნებდა,უკან იჯდა და ოლის მზერას აიგნორებდა.

"არსებობს მიზეზი რატომ?" მან ჰკითხა სანამ კლასი თავის საქმეს დაუბრუნდებოდა.

"მისი შეყვარებულის სახლში მისვლა ენატრება" ცელქობდა ჯესი.

"ის არ არის ჩემი შეყვარებული ჯესიკა,ეს ყველამ ვიცით.მე მყავს შეყვარებული და მას ჰქვია მაქსი". ლუიმ გადასჩურჩულა მას.

"ოუუუ რა მგრძნობიარეა" გაიღიმა ოლიმ.

"ლუი,ოლი,ჯესიკა.მშვიდად იყავით,თორემ გაკვეთილის შემდეგ ყველას დაგტოვებთ".

ლუიმ მზერა გაუსწორა თავის ორ მეგობარს და ისევ დაუბრუნდა კითხვას მისი სცენარის შესახებ და შეეცადა დაემახსოვრებინა,მომავალი კვირის იმიტირებული გამოცდებისთვის.

გაკვეთილის დანარჩენი დრო გაჭიანურდა და როცა ზარი დაირეკა ოთხი საათი იყო,ის მზად იყო რომ კლასიდან გასულიყო.მაქსი დრამის ოთახის კარებთან იდგა და მზად იყო ლუი სახლში მიეცილებინა ისე,როგორც წინა კვირის ყოველ საღამოს.

"გამარჯობა პატარავ" თქვა მაქსმა,ლუის ლოყაზე აკოცა და ხელი მოკიდა.(შორსსს ლუისგან!!!მხოლოდ ჰარი უნდა შეეხოს!!!)

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now