თავი 29

353 51 23
                                    


*

მათი პატარა არკადული პაემნიდან სამი დღის შემდეგ,ჰარი ხუთშაბათს ღამით შინ დაბრუნდა,ლუი და ლიამი მისაღებში ისხდნენ.

"რატომ ხართ ჩემს სახლში?" მან იკითხა,ჯემპრი გაიხადა და ნაილისკენ ისროლა,რომელიც კარში შემოდიოდა და თან თავისი სავარჯიშო ჩანთა მოჰქონდა.

"ეს შენ სახლი არ არის!" ზეინმა საიდანღაც დაიძახა, სავარაუდოდ სამზარეულოდან.

"მე ვიხდი ქირას!"

"შენ იხდი მის მესამედს,მოკეტე"

ჰარიმ ის დააიგნორა და ლუისკენ გაიხედა,რომელიც მუხელბზე დაყრდნობილი იჯდა, xbox-ის კონტროლერი ეჭირა და ძალიან იყო კონცენტრირებული მასზე.

"კარგად ხარ ლუ?" მან ჰკითხა,ჩექმები გაიხადა და ნაილს მათხოვრული ღიმილით გადასცა,ქერა ბიჭმა ჰარის ზურგზე დაარტყა,მაგრამ ფეხსაცმელი მაინც წაიღო სარეცხ ოთახში.

"შშშ ჰაროლდ,ახლა არა. ეს მნიშვნელოვანია" საყვედურობდა ლუი,წამით მოაშორა ეკრანს თვალები და ჰარის გაუსწორა.

სიცილით წამოდგა ჰარი და მისაღები ოთახი დატოვა, სააბაზანოსკენ გაიქცა,როდესაც ნაილს უთხრა რომ პირველი ის მიიღებდა შხაპს. ამის გაგებისას მხოლოდ ლუი გულშემატკივრობდა მას და ლიამი წუწუნებდა. დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში შხაპის ქვეშ იყო და როდესაც გამოვიდა,გაიგო ნაილის პრეტენზია ამის შესახებ.

"არ შეიძლებოდა უფრო მალე გამოსულიყავი?" იკითხა ნაილმა,როდესაც სამზარეულოში მხოლოდ სპორტული შორტით შემოვიდა ჰარისთან რომელიც პირსახოცით თმებს იშრობდა.

"კი" ჰარიმ უპასუხა და ღიმილით შეხედა მას,სანამ მაცივარს გამოაღებდა და საჭმლის ძებნას დაიწყებდა.

"საჭმელი გამიკეთე, მადლობა"

"არა"

"უბრალოდ შემოწმება,რიგში უნდა დაგაყენო H"

"გაჩუმდი და შხაპი მიიღე,სუნიანი ხარ"

მან იცოდა,რომ ნაილი ზურგს უკან სასაცილო სახეებს იღებდა,ამიტომ მან უბრალოდ შუა თითი აუწია და ადუღებული წყალი გამორთო,შემდეგ კი ცხელი წყალი ტაფაში ჩაასხა. დანარჩენი სამი მისაღებში იჯდა,ლუი ცდილობდა დაერწმუნებინა ლიამი რომ ქუდი დაებრუნებინა. ზეინი უბრალოდ იჯდა და უყურებდა ისეთი გამომეტყველებით, რომელიც თან საყვარელი იყო და გაღიზიანებულიც.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now