When The Smoke Is In Your Eye...

By larrysbraves28

24.4K 2.8K 1.7K

"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი) More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
თავი 52
თავი 53
თავი 54
თავი 55
ეპილოგი II

ეპილოგი I

431 43 49
By larrysbraves28


7 წლის და 5 თვის შემდეგ ...

ახლა 23 წლის ლუი სარკის წინ იდგა. დარბაზის გამოსაცვლელ ოთახში იმყოფებოდა სცენის მიღმა, მისი სწავლის დამთავრების ცერემონიალზე. როცა 18 წლის იყო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, როგორც ინგლისურის მაიორი და დრამატურგიას სწავლობდა რომ ინგლისურის კვალიფიციური მასწავლებლები ყოფილიყო. მისდა სამწუხაროდ 16 წლიდან ბევრად გაზრდილი არ იყო, 1.70-დან 1.75 სმ-მდე იქნებოდა, თუ მაღალ ძირიან ფეხსაცმელს ჩაიცვამდა ან ფეხის წვერებზე აიწეოდა. იმისდა მიუხედავად რომ ბავშვი აღარ იყო, განსაკუთრებით სახის მიდამოებში ეტყობოდა ეს და ახლა სულ უფრო მეტად იმატებდა მის სახეზე თმები. ახლა კი ცოტათი ეკლიანი იყო, რადგან წინა დილას გაიპარსა. წყნარი ოხვრით გაისწორა ცისფერი სამოსი და დედისკენ გაღიმებული მიბრუნდა.

"ო პატარავ, შენს თავს შეხედე." მისკენ დაიხარა და მხრებზე ხელები ჩამოადო, "თავს როგორ გრძნობ?"

"ცოტა ვნერვიულობ, ჩემი ცხოვრების ბოლო წლებია ამ დღეს ველი. ვისურვებდი რომ ჰარი აქ ყოფილიყო." გაიღიმა და სევდიანად დაიხედა ქვემოთ.

"დარწმუნებული ვარ მასაც უნდა რომ აქ იყოს საყვარელო, მაგრამ აგვისტოს ბოლოს დაბრუნდება. ცერემონიაზე Facetime-ით დავურეკავ რომ გიყუროს."

უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ ჰარი ფოტოგრაფიას მიჰყვა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოახერხა რომ ძალიან წარმატებული ფოტოგრაფიული კომპანია შეექმნა, რის გამოც მას მთელს ევროპაში დიდი მოვლენების გამსაღებელს ეძახდნენ. წინა სექტემბერს მისმა აგენტმა სამუშაო იშოვნა მისთვის ამერიკაში, თვის ბოლოს კი ნიუ-იორკში გაგზავნა. სამწუხაროდ იქ დარჩენა მოუწია მთელი წლის განმავლობაში.

შვიდი წლის განმავლობაში წყვილი ერთად იყო და ეს ძალიან რთული იყო მათთვის. რამდენადაც ლუი მას ენდობოდა,გონებაში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ ჰარი რას გააკეთებდა ხალხთან ერთად ვისთანაც იქნებოდა. კიდევ უფრო რთული იყო საღამოობით როცა ცარიელ ბინაში ბრუნდებოდა სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. მაგრამ ყოველ ღამე ელაპარაკებოდა ჰარის და დისტანციამ ლუის გააცნობიერებინა თუ რამდენს ნიშნავდა მისთვის ჰარი და რამდენად უნდოდა მასთან ყოფნა.

"მართალია, თითქმის თორმეტია, ალბათ უნდა გავიდე და სხვა დანარჩენ მშობლებთან დავჯდე." ჯეიმ გაიღიმა, ოდნავ თავი დააქნია და თვალებზე ხელი მიიფარა რომ არ ატირებოდა და მაკიაჟი არ გაფუჭებოდა.

"ჰო,ალბათ, დარწმუნდი რომ ლოტი რომელიმე უნივერსიტეტის ბიჭთან მოხვედრას არ ცდილობს. არ გინდა რომ იმ უფროს მამაკაცებთან იყოს დაკავშირებული." ლუიმ ჩაიხითხითა და დედამისს ჩაეხუტა.

"შენ გგავს, თავხედო."

მან გაიცინა და დედამისს წასვლისთვის უბიძგა, შემდეგ კი მან ფარდა გაიარა და მოსაცდელში გავიდა სადაც ყველა სხვა იყო.

სტენი მივიდა მასთან და ზურგზე ხელი ჰკრა. სკოლიდან ერთადერთები იყვნენ ვინც ამ უნივერსიტეტში დადიოდა, ასე რომ წლების განმავლობაში ერთად იყვნენ და რამდენიმე ახალი მეგობარი ჰყავდათ.

"კარგად ხარ ტომო?" ჰკითხა სტენმა და ლუის მხარზე თავი დაადო.

"კარგად ვარ, სჯობს იქ გავიდეთ." უპასუხა ლუიმ და კლასის დანარჩენ წევრებს უყურებდა რომლებიც მოსაცდელი ოთახიდან დარბაზში მოძრაობდნენ, სადაც დასაჯდომების პირველ რიგში ისხდნენ.

ლუი ელოდებოდა როდის დაიძახებდნენ მის სახელს. სიის დასასრულს იყო კალვნითან ერთად, რომელიც ლუის წინ სამი ადგილის მოშორებით იჯდა და მუდამ იხედებოდა გასასვლელისკენ.

როცა ბოლო გვარი დაიძახეს ნერვიულობა დაიწყო, ოფლი ხელის გულით მოიწმინდა. რამდენი წლისაც არ უნდა ყოფილიყო ნერვული ტენდეციები ჰქონდა, სრულიად არ სიამოვნებდა ყველას თვალწინ სცენაზე დგომა.

"ლუი ტომლინსონი." დაიძახა უნივერსიტეტის დეკანმა.

ყველა თვალი ლუისკენ იყო მიმართული,როცა ფეხზე წამოდგა და გეზი სცენისკენ აიღო. სცენაზე გასვლისას დედამისი და მისი ოთხი უმცროსი და დაინახა, ახალ ტყუპებთან და დენთან ერთად, ყველა შუა რიგში ისხდნენ. როცა ოთახის უკანა მხარეს გაიხედა, ზეინი, ნაილი, ლიამი და ლექსი დაინახა, ყველანი იდგნენ და ტაშს უკრავდნენ და მათი იქ ყოფნის ფაქტმა გულში უცნაური შეგრძნება გაუჩინა. მიუხედავად იმისა რომ ჰარი იქ არ იყო.

დეკანოზმა მას ჩასჩურჩულა 'კარგად იმუშავე' როცა დიპლომი აიღო და სცენის უკანა მხარეს გაემართა,სადაც ყველა სხვა იდგა. როცა დიპლომი უკვე ყველას გადაეცა, რამდენიმე ადამიანი სიტყვით გამოვიდა, შემდეგ ისინი თავისუფლად იყვნენ, ყველა გარეთ მოედანზე იყო შეკრებილი თავიანთ ოჯახთან და სურათებს იღებდნენ.

"შეხედე ლუი, მე ძალიან ვამაყობ." ჯეი ტიროდა, ხელები მის ვაჟს მოხვია და მის მხარზე გააგრძელა ტირილი, ლუიმ ჩაიხითხითა და ზურგზე ხელები მოხვია.

"მადლობა დედა, შენს გარეშე ვერ შევძლებდი."

ქალს გააკანკალა, კიდევ ერთხელ მოისვა თვალებზე ხელი როცა დენმა ლუის ზურგზე დაარტყა ხელი და მიულოცა. ლუის არასდროს ჰქონია მამაკაცთან ძლიერი ურთიერთობა,მაგრამ იგი აღფრთოვანებული იყო მისით და პატივს სცემდა იმ სიყვარულის გამო რომელიც დედამისს მიანიჭა და როგორ მიიღო გოგოები თითქოს ისინი მისი შვილები იყვნენ.

ლოტი ვიღაცას გადაჰყურებდა ლუის ზურგს უკან, ლუი კი მას ელაპარაკებოდა, თვალები აატრიალა როცა ნახა რომ მისი ოთხი მეგობარი მისკენ მოემართებოდა. ოთხივეს, ლექსის ჩათვლით, კოსტიუმები ეცვათ და შავი სათვალეები ეკეთათ, რაც მათ საშიშს ხდიდა.

"ძალიან ვამაყობ შენით ბავშვო." თქვა ზეინმა ცელქად, იცოდა რომ ლუის სძულდა როცა ბავშვს ეძახდა.

ლუიმ თვალები გადაატრიალა, სანამ ლექსი ჩაეხუტებოდა, კინაღამ ნეკნები მოატეხა.

"ის ამაყობს შენით, ხომ იცი. მაშინაც კი თუ აქ არ არის, ვიცი რომ შენით ამაყობს." უთხრა მან და ნაზად გაიღიმა.

"ლექს, ისე ჟღერს თითქოს მკვდარია ან რამე." ლიამმა გაიცინა და ლუის ჩაეხუტა.

გასაკვირი იყო რომ ნაილმა ბოლოს მიიხუტა ლუი, მაგრამ გასაკვირი ის არაა რომ იმ ღამით დასალევად გასვლა შესთავაზა. ყველამ უბრალოდ თვალები გადაატრიალა.

"ლუი! სურათი უნდა გადაგიღო!" ჯეიმ ენთუზიაზმით წამოიძახა და კამერა ჰაერში ასწია.

ლუიმ გაიცინა, მეგობრებისგან მოშორებით დადგა, დიპლომი მაღლა ასწია და კამერისთვის გაიღიმა. შემდეგ ყველა მისი და-ძმა მიიყვანა, ხელში ერნესტი და დორისი ეჭირა, ბავშვებს დიპლომი ეკავათ და სხვა დები მათ გვერდით იდგნენ. შემდეგ კი დაჟინებით მოითხოვდა სურათს ოთხივე მეგობართან, ოთხივე ლუის უკან იდგნენ სათვალეებით და ხელები ზურგს უკან ჰქონდათ, მცველებივით.

"ჯეი საყვარელო, ვფიქრობ ლუის ახლა ძალიან აწუხებს სურათები. დაე ნება მიეცი მისი მეგობრები ნახოს." დენმა გაიცინა და ქალს მკლავი მკლავში გაუყარა როცა შეამჩნია რომ ლუის სახე გაუნათდა.

მან მადლიერი ღიმილით გადახედა მამაკაცს და იქ გაემართა სადაც კურსდამთავრებულთა ჯგუფი იყო, სტენი ზურგზე გადაახტა და სიცილი აუტყდა.

"დავამთავრეთ." გაამხნევა და აღშფოთებულ კალვინს ხელი ხელზე მიარტყა, ხოლო სტენი მის გათავისუფლებას ცდილობდა.

"და ბოლოს, შეტევის დრო!" სტენმა გაიღიმა და ლუი ჩასახუტებლად მიიზიდა.

წლების განმავლობაში ლუი უფრო მეტად ეწყობოდა გინებას და აღარ ბრაზდებოდა როცა ხალხი იგინებოდა, თუმცა ჯერ კიდევ არ იგინებოდა ბევრს, მხოლოდ მაშინ როცა მთვრალი იყო ან ძალიან გაბრაზებული.

"მაშინ სად არის შენი დიდი შეყვარებული ლუი?" ვერ მოვა?" ბიჭმა სახელად კიერანმა თქვა.

მიუხედავად იმისა რომ უნივერსიტეტში ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა, მაინც არსებობდნენ ადამიანები რომლებსაც არ სჯეროდათ რომ შეყვარებული ჰყავდა, მითუმეტეს წარმატებული 27 წლის შეყვარებული. მიუხედავად იმისა რომ წყვილის უამრავი სურათი იყო ინტერნეტში და ჰარიმ უამრავჯერ მიიყვანა უნივერსიტეტში. ის უბრალოდ არასდროს შემოსულა შენობაში.

"ამერიკაშია კიერან, ასე რომ არ შეეძლო." ლუი თვალების ტრიალით უპასუხა.

წლების წინ მსგავსი კომენტარი შეაწუხებდა მაგრამ ახლა უბრალოდ არ აინტერესებდა, ძალიან დიდხანს იყო ჰარისთან რომ ეს მისგან ესწავლა.

"ან იქნებ იმიტომ რომ ის არ არის ნამდვილი?"

"კიერან, არ ვიცი საიდან იღებ ინფორმაციას მაგრამ წყარო აუცილებლად უნდა შეცვალო."

მამაკაცმა ეშმაკურად ჩაიცინა და მის გარშემო უამრავი გოგოდან ერთს გამოელაპარაკა.

"როდის ბრუნდება?" ჰკითხა სტენმა.

"აგვისტოს ბოლოს, ერთი თვეზე ოდნავ მეტი დროა დარჩენილი."

"ანუ მას შემდეგ იმდენად ვეღარ გნახავ, თქვენს ბინაში იქნებით დაკავებულები." კალვინი ცელქობდა, თან თვალს უკრავდა.

"ო გაჩუმდი, ძალიან მაღიზიანებ."

ძალიან იყო საუბრით დაკავებული კალვინთან fifa-ს თამაშის შესახებ, როცა შენიშნა რომ გარშემო ყველა გოგო შეჩერებულიყო და ლუის უკან რაღაცას გაბრწყინებული თვალებით უყურებდნენ. მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ალბათ ზეინი ნახეს და გულწრფელად რომ ვთქვათ ლუი მათ არ ადანაშაულებდა მათ რეაქციებში, ეს კაცი ისეთი ღვთიური იყო როგორც არასდროს.

ამას ყურადღება არ მიაქცია, რაც იმას ნიშნავდა რომ არ იყო მზად იმისთვის რაც შემდეგ მოხდა. წელზე მკლავები შემოეხვია რის შედეგადაც შეხტა, რადგან წითელი და თეთრი ვარდის თაიგულიც შეამჩნია.

"გამარჯობა მშვენიერო." უეჭველად ჰარის ღრმამ და თბილმა ხმამ ლუის ყურები მოჭრა და უფროს მამაკაცს თბილ გულ მკერდზე მიეხუტა.

სანამ საბოლოოდ გაიაზრებდა რა ხდებოდა,გაიღიმა, ჰარის მკლავებში მოტრიალდა და კოცნის მეტი არაფერი გაუკეთებია. ეს მრისხანე და ოდნავ ბინძური კოცნა იყო, მაგრამ ლუის არ აინტერესებდა რადგან ჰარი აქ იყო,ის სახლში იყო. როცა ჰარიმ ლუი უკან გაწია, გაიცინა და სიცილით მოუტანა ლუის ტუჩებთან ვარდები.

"თქვენთვის, მისტერ ტომლინსონ." თვალი ჩაუკრა და ყვავილები ლუის გადასცა რომელიც საყვარლად იღიმოდა, ფიქრობდა რომ გული გაუსკებოდა.

"ძალიან მიყვარხარ." ლუიმ ამოისუნთქა და თვალი მამაკაცს გააყოლა რომელიც ჯერ კიდევ ლუიზე 8 სანტიმეტრით მაღალი იყო.

"მეც ძალიან მიყვარხარ პატარავ და ძალიან მენატრებოდი და ძალიან, ძალიან ვამაყობ შენით. ვიცოდი რომ ამას შეძლებდი."

ლუი ჰარის მკლავებში ჩავარდა, თავი უფროს მამაკაცს მკერდთან მიადო და ჩაეხუტა.

"მადლობა რომ ჩემი გჯერა და რომ მაფიქრებინე რომ ამის გაკეთება შემეძლო." ისე ჩუმად თქვა, ჰარის გარდა ვერავინ გაიგო.

"პრობლემა არაა საყვარელო, ამიტომაც ვარ აქ."

"აღარ აპირებ წასვლას?"

"არავითარ შემთხვევაში, სამუდამოდ აქ ვარ, მხოლოდ მაშინ წავალ, თუ ჩემთან ერთად წამოხვალ." ჰარიმ დაადასტურა და ლუის კიდევ ერთხელ აკოცა.

წყვილი ერთმანეთს მოშორდა როცა დეიზი და ფიბიმ მათთან მიირბინეს და ჰარის მიახტენენ.

"ჰარი!" ყვიროდნენ, ჰარი ჩაიმუხლა და მათ სიმაღლეზე აღმოჩნდა.

"გამარჯობა მონსტრებო, როგორ ხართ?" იკითხა, ყოველთვის თბილად იყო უმცროს გოგონებთან.

"მშვენივრად ვართ, მართლა გარუჯული ხარ." დეიზიმ წამოიძახა და ჰარის ლოყას შეეხო როცა ის იცინოდა.

ლუიმ აქამდე ვერ შეამჩნია რომ ჰარი ნამდვილად გარუჯული იყო, თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ამერიკაში იყო. თმაც შეჭრილი ჰქონდა, ჯერ კიდევ გრძელი იყო, მაგრამ ისე არა როგორც ადრე ჰქონდა მხრამდე. კოსტუმი რომელიც მას ეცვა, შესანიშნავად ერგებოდა და ლუი არ უარყოფდა რომ ნერწყვი მოსდიოდა. მას კაცი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნახავს, ვერ დაადანაშაულებთ იმაში რომ კონტროლი არ ჰქონდა.

ჰარი ისევ ადგა და ჯეის ესაუბრებოდა, დორისი ხელში ეჭირა და ბავშვი ლოყაზე ჩქმეტდა.

"ვფიქრობ რომ ცოტა ხნით ვეღარ გნახავთ, მომწერე როცა შეავსებ ჰარი." კალვინმა თვალი ჩაუკრა.

"ოჰ, მოკეტე." ლუიმ დაიწუწუნა თუმცა კამათს არ აპირებდა, ყველამ იცოდა რომ ეს სიმართლე იყო.

ჰარიმ დორისი ჯეის დააკავა და ახლა მშვიდად ესაუბრებოდა ლიამს სანამ შეამჩნევდა რომ ლუი მას უყურებდა. ხელი მოუჭირა უმცროს მამაკაცს და ოდნავ მოშორებით გაიყვანა გარშემო მყოფებისგან. ლუის ხელი მოკიდა და ოდნავ უკან დაიხია, ლუი დაიბნა.

აღარ იყო გაოცებული როცა ლუიმ დაინახა როგორ ჩაიყო ჰარიმ ხელი ჯიბეში, შემდეგ კი ერთ მუხლზე დაეშვა, ხავერდის კოლოფი გახსნა და პატარა ბეჭედი გამოაჩინა, რომლის შუაშიც ბრილიანტი იყო. ლუი გაშეშდა, ხელი პირზე აიფარა, რადგან ჰარიმ რბილად გაიღიმა. გაიგო როგორ თქვა ლოტიმ 'ღმერთო ჩემო'.

"ვერ გადავწყვიტე გრძელი გამოსვლით გამოვსულიყავი თუ პირდაპირ მეკითხა, ასე რომ ერთგვარად ვაპირებ ამის გაკეთებას. ვგულისხმობ რომ არასდროს არავისთვის მირჩევია მსგავსი რამ, ასე რომ არ ვიცი რას ვამბობ." ჰარიმ გაიცინა და ლუი უკვე ტიროდა, თვალებს იწმენდდა, "ახლა ვიცი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ეს ის არის რომ ყველა ნაწილს უყვარხარ ჩემში. შვიდ და ნახევარ წელიწადზე მეტია ერთად ვართ და დღემდე აბსოლიტურად გაღმერთებ. ყოველ დღე ვხედავ შენს მშვენიერ სახეს და ვუსმენ შენს ლაპარაკს და თავს ყველაზე იღბლიან ადამიანად ვგრძნობ, აღარ შემიძლია ჩემი ცხოვრება შენს გარეშე წარმოვიდგინო.

როცა შეგხვდი, პატარა 15 წლის ბიჭი იყავი, ვინც ყველაფერზე წითლდებოდა რასაც ვეტყოდი, ახლა კი ოდნავ მაღალი 23 წლის კაცი ხარ, რომელიც მთელს ჩემს საჭმელს ჭამს და ყოველდღე უფრო მეტად მიყვარდება. ახლა წვერი გაქვს და სამი სანტიმეტრით მოიმატე სიმაღლეში და მუდმივად ცელქობ და შენს საცვლებს მთელ სახლში ფანტავ," ჰარიმ გაიცინა, თვალები მოჭუტა სანამ ლუის სიცილი გაიგო, "და შენ ყველაფერს ჭამ და არასდროს მეუბნები როცა რამე აღარ გვაქვს და ჩაის სვამ თითქოს წყალი იყოს და სულ მაწვები და მუდმივად ყურადღება გჭირდება და ჩემს ყველა კვერცხსა და გულის ჰარიბოებს ჭამ, მიუხედავად იმისა რომ იცი ეს საუკეთესოა და არასდროს გაცვია ნასკები რაც მაღიზიანებს და არ შეგიძლია შენი სიცოცხლის გადარჩენა და ოქროს თევზი მოკალი როცა 17 წლის იყავი და ტყვია მოგხვდა მხარში," ჯეიმ გაიცინა წყვილის უკნიდან, ლუიმ კი თვალები აატრიალა, იცოდა რომ ჰარი გააგრძელებდა, "და უფრო მეტად ვღელავდი იმაზე კარგად იქნებოდი თუ არა და სხვისთვის კითხვაც არ შემეძლო, რადგან გაღმერთებ და ჩემს თვალში ყველაზე ახლოს ხარ სრულყოფილებასთან.

ძალიან მიყვარხარ ლუ, ჩემზე დაქორწინდები?"

ლუი ტიროდა, დიდი ღიმილით დააქნია თავი.

"კი,კი, რა თქმა უნდა თანახმა ვიქნები შე იდიოტო." უფრო ატირდა და ჰარის ნება მისცა თითზე ბეჭედი გაეკეთებინა მანამ სანამ წამოდგებოდა და ლუი მას გადაახტებოდა, რომელმაც მაშინვე აკოცა.

გარშემო ყველა ტაშს უკრავდა და გულშემატკივრობდა, ჯეის კი ცრემლები მოადგა.

"მიყვარხარ საქმროვ." ლუიმ ჩაიხითხითა და ჰარის ტუჩებზე ტუჩები მიაწება.

"უფრო მეტად მიყვარხარ მეუღლევ."







პროლოგის მეორე ნაწილიც და დამთავრდება. ცოტა დიდია და დრო დამჭირდება სათარგმნად. ყველანაირად ვეცდები მალე ვთარგმნო და არ გალოდინოთ. <3

Continue Reading

You'll Also Like

635K 32.1K 60
A Story of a cute naughty prince who called himself Mr Taetae got Married to a Handsome yet Cold King Jeon Jungkook. The Union of Two totally differe...
930K 21.4K 49
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
458K 31.3K 46
♮Idol au ♮"I don't think I can do it." "Of course you can, I believe in you. Don't worry, okay? I'll be right here backstage fo...
768K 28.4K 103
The story is about the little girl who has 7 older brothers, honestly, 7 overprotective brothers!! It's a series by the way!!! 😂💜 my first fanfic...