When The Smoke Is In Your Eye...

By larrysbraves28

24.4K 2.8K 1.7K

"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი) More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
თავი 52
თავი 54
თავი 55
ეპილოგი I
ეპილოგი II

თავი 53

344 42 36
By larrysbraves28

*

ერთი რამ რაც ლუის ჰარის მეგობრებში ძალიან უყვარდა ის იყო რომ ყველას უყვარდა ის, მაგრამ განსაკუთრებით ის და ჰარი ერთად, ამიტომ შეიქმნა ოპერაცია, 'დავაბრუნოთ ლარი თებერვლის ბოლომდე' (ან OGLBTBFE, როგორც ნაილს უყვარდა ამის თქმა) შეიქმნა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც ლექსიმ ხუთშაბათს ლუი მოინახულა და შაბათს ყველაფერი დაიწყო. მათ ჯესის და ოლის ჩაბმაც მოასწრეს.

ლუის ძალიან უნდოდა ჰარისთან და არ აინტერესებდა როგორ მოხვდებოდა მასთან. ენატრებოდა მის გარშემო სითბო და უსაფრთხოება, რასაც მის მკლავებში გრძნობდა. თითქოს მისი ნაწილი დაკარგა და რაც შეუკვეთეს მალე უნდა დაბრუნებოდა მას.

პირველ რიგში დედამისთან შერიგება სჭირდებოდა.

პარასკევ საღამოს მისაღებში შევიდა, სადაც ჯეი დივანზე იჯდა და გვერდზე მიუჯდა. ქალმა უბრალოდ გადახედა შვილს, შემდეგ კი ტელევიზორს მიუბრუნდა. თავისთვის ამოიოხრა, ლუიმ მისი მკლავი ასწია,თავი შეაძვირინა და თავი მკერდზე მიადო.

"ბოდიში დედიკო, შენთვის ეს არ უნდა მეთქვა. განსაკუთრებით მამაზე." მან უბრალოდ მოიხადა ბოდიში.

"ვიცი რომ წუხხარ პატარავ. მაგრამ იმედი მაქვს იცი იმის ნამდვილი მიზეზი რის გამოც მამაშენი წავიდა."

"შენ მხოლოდ თვრამეტი წლის იყავი და ის არ იყო საკმარისად მომწიფებული რომ შეყვარებულის და ბავშვის  რჩენა შესძლებოდა, ასე რომ გაიცქა, ვიცი დედა. შენი ბრალი არ იყო, ის ტრაკი იყო."

ქალმა გაიცინა,ვაჟს თავზე აკოცა.

"ლუი ვიცი რომ ჰარის ამბის გამო გაბრაზებული ხარ, მაგრამ უნდა დაინახო რომ ეს შენთვის საუკეთესოა. არ შემიძლია უფრო დაშავების უფლება მოგცე."

"მაგრამ დედა, შენ ჰარის ენდობოდი. და მას ეს არ უნდოდა, დედა გთხოვ, ისე ძალიან მენატრება."

"მაპატიე ლუი, მაგრამ ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა, მოგწონს ეს თუ არა."

გაღიზიანებული ლუი დივნიდან ადგა და თავის ოთახში ავიდა, სახით დაეშვა საწოლზე და ბალიშში დაიყვირა.

მეორე დილას 9 საათზე გაიღვიძა, იცოდა რომ გეგმის მიხედვით ოლი და ჯესი 10 საათზე იქნებოდნენ მასთან. გასაკვირი იყო რომ ერთდროულად მოვიდნენ, ლუის მხოლოდ ერთხელ მოუწია დედამისს დამშვიდობებოდა, უთხრა რომ მათთან ერთად გაატარებდა დღეს და შინ გვიან დაბრუნდებოდა.

"იცი რამდენი გგმართებს ამისთვის ტომო." ოლიმ კომენტარი გააკეთა და ლუის შუბლზე აკოცა.

"ჰო,ჰო. ვიცი." თავხედური ღიმილით მიუგო.

"ანუ ჩვენ აქ 7 საათზე დაგხვდებით, არ დააგვიანო თორემ დედაშენი მოგკლავს." ჯესი დედობრივი ტონით ახსენებდა, იცოდა რომ თუ ასე არ მოიქცეოდა ლუი არ მოუსმენდა.

"შვიდი, ჰო, კარგი."

მათ შენობას შემოუარეს და ლუიმ ორივე ჩაიხუტა,სანამ ნაცნობი შავი მანქანისკენ გაემართებოდა, რომელიც ჰარის,ზეინს და ნაილს ეკუთვნოდა. ზეინი მძღოლის სავარძელში იჯდა და სათვალე ეკეთა მიუხედავად იმისა რომ მოღრუბლული ამინდი იყო.

"იდიოტს გავხარ." ლუიმ კომენტარი გააკეთა, ღვედი შეიკრა და საზურგეს მიეყრდნო.

"გგულშემატკივრობთ მეგობარო, გინდა ახლა აქ დაგტოვო?" ზეინმა იხუმრა და ლუის ყურზე გაეთამაშა.

"არა, აქაც კარგად ვარ, უბრალოდ მაინტერესებს მზის სათვალეს რატომ ატარებ."

"ვგრძნობ რომ სიტუაციას შეესაბამება, ყველა საიდუმლო ოპერაციას შეეფერება."

"იდიოტო."

სათვალეებშიც კი ხედავდა ლუი ზეინს,რომელიც თვალებს ატრიალებდა, რამაც ლუის სახეზე ღიმილი მოჰგვარა. სახლს რომ მიუახლოვდნენ,ნერვები მის მკერდში თამაშობდნენ, რატომღაც უნდოდა ზეინისთვის ეთქვა რომ მანქანა გაეჩერებინა და სახლში შესულიყო.  მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ ჰარის ნახავდა და ისინი მხოლოდ ხუთი დღე იყვნენ დაშორებულები. ეს ყველაზე გრძელი პერიოდი იყო რაც ცოტა ხნით არ ელაპარაკათ და ეს ყველა დანარჩენზე უარესი იყო, რადგან საუბრის მიზეზი არ ჰქონიათ.

"კარგად ხარ?" ჰკითხა ზეინმა და მანქანა გზის პირას გააჩერა, სახლის გარეთ.

"ჰო,ჰო. ცოტათი ვნერვიულობ." უპასუხა, ოფლიანი ხელის გული ჯინსებზე მიიწმინდა.

"რატომ?"

"არ ვიცი, იქნებ ჩემი ნახვა არ უნდა?"

"თუ შენი ნახვა არ უნდა, მაშინ მხოლოდ ჩვენს გასაღიზიანებლად წუწუნებდა მთელი კვირა."

ლუის ტუჩებზე ღიმილი ათამაშდა, თმის ნაპირი უკან გადაიწია,შემდეგ კი მანქანის კარს გახედა.

"იჩქარე!" ზეინს დაუძახა როცა კარის ზღურბლზე იდგა, ხოლო მეორე ბიჭმა დრო მანქანის ჩაკეტვას დაუთმო და კარისკენ აიღო გეზი.

ზეინი სიცილით მიუახლოვდა, გასაღები საკეტში გადაატრიალა და კარი გააღო. ლუის ნერვები მოეშალა და ზეინს ოდნავ უბიძგა რომ გაწეულიყო, შავგრემანმა ბიჭმა თვალები აატრიალა და გაიცინა როცა ლუი ნელა გაჰყვა.

სხეული აუკანკალდა როცა სამზარეულოდან ჰარის ხმა გაიგო. თითქმის აღარ შეეძლო საკუთარი ფეხების გაკონტროლება, ფეხსაცმელი სწრაფად გაიხადა და შემდეგ სამზარეულოში შევიდა. ჰარი შემობრუნდა და როცა კარში მდგომი ფიგურა დაინახა ისე გაიღიმა ლამის პირი გაეხა.

"მოდი." სიცილით თქვა როცა მორცხვად კარში მდგომ ლუის აკვირდებოდა და ხელები გაშალა.

ლუი მაშინვე გაიქცა, ჰარის მივარდა და შეახტა, უფროს ბიჭს წელზე შემოხვია ფეხები და სახე კისერში ჩაურგო.

"მომენატრე." თქვა და ჰარის დარიჩინის თბილი სურნელი შეისუნთქა.

"ძალიან მომენატრე პატარავ." ჰარიმ ამოიოხრა, ლუის შუბლი შუბლზე მიადო და კისერზე ნაზად აკოცა.

ლუიმ თავი ასწია და თითები ჰარის ზურგზე დაადო, ტუჩებზე წამიერად აკოცა სანამ უფროსმა ბიჭმა სახე არ დაუჭირა და სათანადოდ არ დაუწყო კოცნა. მათი ტუჩები ნელა მოძრაობდნენ, ჰარიმ ენა შეუცურა და კოცნა გააღრმავა.

ცოტა ხანს კოცნიდნენ, უბრალოდ თავს ახსენებდნენ ერთმანეთის ტუჩების გემოს და ერთმანეთის შეგრძნებას. მალე ლუი მოშორდა და ჰარის გაუღიმა, ცხვირი ცხვირზე გაჰკრა და ნაზად ამოიკვნესა.

"ახლავე ჩამოგსვამ." უთხრა ჰარიმ.

ლუიმ წამოიყვირა მაგრამ ჰარიმ მაინც დასვა, მისი შიშველი ფეხები ცივი სამზარეულოს ფილებს ეხებოდა. სახე შეეცვალა როცა მხარში მწვავე ტკივილმა დაუარა და მხარზე ხელი მიიდო.

"კარგად ხარ?" ჰარიმ შეშფოთებული ხმით იკითხა, ლუის მეორე ხელი მოუჭირა და თითებზე გაეთამაშა.

"ჰო, კარგად ვარ -ააჰ- ტკივილგამაყუჩებელი არ მიმიღია ამ დილით." უპასუხა, ტკივილი მხოლოდ გაუარესდა.

"ახლა გინდა? რამდენიმე გვაქვს კარადაში."

"არა,არა. შეგვიძლია დავსხდეთ?"

"კითხვა არ გჭირდება პრინცესა." ჰარიმ ხელში აიტაცა და მისაღებში გაიყვანა, ხოლო ზეინი და ნაილი დაბნეულები აკვირდებოდნენ.

"ექიმმა თქვა რომ მათი მიღება სამი დღის შემდეგ უნდა შემეწყვიტა, მაგრამ დღეს პირველი დღეა რაც არ მიმიღია და ახლა ეს არ მსიამოვნებს."

"შენი მხარი?" ჰკითხა ნაილმა, თავი უკან გადახარა და პირში malteser-ი ჩაიდო.

"ჰო." უპასუხა და ტუჩები გამობერა.

"შეიძლება ვნახო?"

"გინდა ჩემი მხარის ნაკერი ნახო?"

"ჰო, მაგარია."

ლუიმ თვალები აარიდა და ჰარის შეხედა რომელმაც მხრები აიჩეჩა და მაისურის აწევა დაუწყო.

"ვოაჰ, შემზარავია."

"ჰო ნაილ, მას ტყვია ჰქონდა კანში." ზეინს მკვდრის ფერი ედო და თვალები გადაატრიალა როცა თქვა.

"არ შეეხო." ლუიმ გააფრთხილა როცა ნაილი დაიხარა და ხელი ოდნავ ასწია.

"მართალია ჰო, ტკივილი, ბოდიში."

მას შემდეგ რაც ნაილი თავის ადგილს დაუბრუნდა, ლუიმ მაისური თავის ადგილას დააბრუნა და ჰარისკენ მიიწია რომელსაც ფეხები ყავის მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი, ლეპტოპი კი კალთაზე ედო. ჰარის მეორე მხარეს გადავიდა, ხოლო მისი უვნებელი მხარი ჰარის მხარს მიაყრდნო.

"რას აკეთებ?" ეკრანს შეხედა.

"ბინებს ვეძებ." უპასუხა ჰარიმ, ხელები მოუჭირა უმცროს ბიჭს და უფრო ახლოს მიიზიდა რომ საფეთქეზლე ეკოცნა.

"რატომ ეძებ ბინებს?"

დაბნეულმა გააფართოვა თვალები და ზეინს და ნაილს გადახედა რომლებიც ამით შეწუხებულები არ ჩანდნენ.

"ჩვენი ქირის დრო მარტის ბოლოს მთავრდება, ეს ორი მანჩესტერთან ახლოს დარჩენას აპირებს, ასე რომ მე ჩემი გზით მივდივარ და სადმე ვპოულობ თავს."

"ფაქტობრივად პატარა ბავშვი ჰარი ბუდიდან მიფრინავს." 

"ბავშვი არ ვარ,ჩემზე მხოლოდ 4 თვით ხარ უფროსი."

"მაინც შენზე უფროსი ვარ."

"სად გადადიხარ?" ლუიმ მათ შეაწყვეტინა დაპირისპირება და მარცხენა ხელი ლეპტოპის ეკრანზე ჩამოუსვა.

"არ ვიცი,შეიძლება დედაჩემთან ცოტათი ახლოს მომიწიოს."

"ის ამ ადგილსა და ლიდს შორის ცხოვრებს,არა? ანუ შორს არ აპირებ?"

"შორს არ მივდივარ." ჰარიმ გაიცინა, ლუის ხმაში აშკარა შეშფოთება შეამჩნია. "ამას არ გავაკეთებ."












Continue Reading

You'll Also Like

1M 40.1K 93
𝗟𝗼𝘃𝗶𝗻𝗴 𝗵𝗲𝗿 𝘄𝗮𝘀 𝗹𝗶𝗸𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 𝗳𝗶𝗿𝗲, 𝗹𝘂𝗰𝗸𝗶𝗹𝘆 𝗳𝗼𝗿 𝗵𝗲𝗿, 𝗔𝗻𝘁𝗮𝗿𝗲𝘀 𝗹𝗼𝘃𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 �...
1M 35.7K 62
𝐒𝐓𝐀𝐑𝐆𝐈𝐑𝐋 ──── ❝i just wanna see you shine, 'cause i know you are a stargirl!❞ 𝐈𝐍 𝐖𝐇𝐈𝐂𝐇 jude bellingham finally manages to shoot...
101K 1.2K 37
Have my own apartment but I have to share it with someone because it comes with the apartment. We end up being together and love each other. How does...
136K 4.7K 23
Zach is basically a nobody. He goes through school every day with a smile on his face but by the end of the day that smile disappears. He goes to bed...