When The Smoke Is In Your Eye...

De larrysbraves28

24.4K 2.8K 1.7K

"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი) Mais

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
თავი 52
თავი 53
თავი 54
თავი 55
ეპილოგი I
ეპილოგი II

თავი 43

388 43 8
De larrysbraves28

*

15 იანვარი იყო, ჰარი უნივერსიტეტში უნდა დაბრუნებულიყო, რაც იმას ნიშნავს რომ ხუთშაბათს მისი ბოლოს ღამე იქნებოდა ლუისთან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში. უმცროსი ბიჭი მთელი დღე სკოლაში იყო და როცა სახლში მივიდა ჰარისგან შეტყობინება მოუვიდა,სადაც ნათქვამი იყო რომ 7-სთვის მზად ყოფილიყო.

"სად მიდიხართ შენ და ჰარი?" იკითხა ჯეიმ როცა ლუი მისაღებ ოთახში გავიდა და დივანზე ჩამოჯდა.

"არ ვიცი,არ მითხრა და არც მე მიკითხავს" უპასუხა და წინ გადაიწია რომ ტელევიზორის პულტი აეღო.

"ყოველთვის უნდა იკითხო ლუი, არ დაუშვა უბრალოდ სადღაც რომ წაგიყავნოს"

"ჰარის საკმარისად ვენდობი იმისთვის რომ 'უბრალოდ სადღაც' წამიყვანოს."

ქალმა მხრები აიჩეჩა და დასაუთოებლად მიბრუნდა, ლუი ტელიზორს ხუთი წუთის განმავლობაში უყურებდა, სანამ კარზე დააკაკუნებდნენ. წამოხტა და კარების გასაღებად წავიდა, მუცელში პეპლებს გრძნობდა. კარის უკან ჰარი იდგა, ჩვეულებრივ მოტკეცილი ჯინსით,ჩექმებით, იასამნისფერი და ლურჯი ფერის პერანგით და შესაფერისი ბენდენით თმა ჰქონდა გადაწეული. ხელში ვარდების თაიგული ეჭირა, რომელიც ლუის გაუწოდა, მან კი ხითხითით გამოართვა.

"ყვავილები მომიტანე?" თქვა ეშმაკურად.

"რა თქმა უნდა, ჯენტლმენი უნდა ვიყო, არა?" უპასუხა და ლუის ლოყაზე აკოცა, ზურგზე კი ხელები დააწყო.

"რა თქმა უნდა, ამას შიგნით დავტოვებ, შემდეგ შეგვიძლია წავიდეთ, კარგი?"

"გინდა აქ დაგიცადო?"

"გაიყინება შე იდიოტო, შემოდი" ლუიმ გაოცებულმა გააქნია თავი, ჰარის მკლავზე ხელი მოჰკიდა და სახლში შეიყვანა, კარი მიიხურა და სამზარეულოში გავიდა რომ ვაზა ეპოვნა.

ჯეი მისაღებიდან გამოვიდა და სამზარეულოში შევიდა, თავი გააქნია და უკმაყოფილო ხმა გამოსცა როცა ლუის ყვავილები წაართვა და ვაზაში ჩადო.

"წადით, სახლში არაუგვიანეს თერთმეტის ნახევარზე უნდა იყო, ხვალ სკოლაა, არ დაგავიწყდეს" დაავალა და თითი ორივესკენ გაიშვირა.

"კარგი დედა" ამოიოხრა ლუიმ, დედამისს ლოყაზე აკოცა და ჰარის შესასვლელი კარისკენ გაჰყვა, შემდეგ კი გარეთ გავიდა.

"როგორი იყო სკოლა?" ჰკითხა ჰარიმ, როცა ხელები ერთმანეთში ახლართეს და მანქანისკენ წავიდნენ.

"ისეთივე როგორიც ადრე, ინგლისურის მასწავლებელი უფრო გაძლიერებულად გვასწავლის"

"მიზეზი აქვს პატარავ, ზედმეტს არაფერს არ აკეთებს, უნდა რომ კარგად ჩააბაროთ გამოცდები"

"გამოცდები მაისამდე არ არის" დაიწუწუნა ლუიმ, ფეხები საქარე მინაზე შემოდო და ჰარის მზერა დააიგნორა.

"მხოლოდ ოთხი თვე დარჩა, დრო იმაზე სწრაფად გავა ვიდრე ფიქრობ"

"ვერ დაველოდები იმას თუ როდის დასრულდება"

"მესმის, მაგრამ გამოცდების შემდეგ დამატებით ხუთი კვირა გაქვს დასასვენებლად" დაამატა ჰარიმ, ლუის ბარძაყს ხელი დაადო და მსუბუქად მოეფერა.

ლუიმ პასუხად ამოიზუზუნა და რადიო ჩართო, სიმღერას უსმენდა და თან ჰარის თითებზე ბეჭდებს ათამაშებდა.

"სადილი და კინო კარგია შენთვის?" ჰკითხა ჰარიმ და ნანდოსის ავტოსადგომზე მანქანა გააჩერა.

"კარგია და რა უნდა ვნახოთ?" იკითხა ლუიმ, მანამ სანამ ღვედს მოიხსნიდა და მანქანიდან გადავიდოდა.

"სულერთია, არ აქვს მნიშვნელობა" უფროსმა ბიჭმა გაუღიმა,თავზე აკოცა და რესტორნისკენ წაიყვანა.

მათ ხელები ერთმანეთს ჩასჭიდეს როცა სუსტად განათებულ შენობაში შევიდნენ,სიცილის ხმა და ხალხის საუბარი ყურს უვსებდათ, როცა ჰარიმ ორი ადამიანისთვის მაგიდა ითხოვა ოფიციანტი ორივეს მაგიდისკენ გაუძღვა და მათ მენიუს გადახედვა დაიწყეს.

ჰარიმ უკვე გადაწყვიტა რა უნდოდა და მენიუ გადადო, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო,შემდეგ კი თავი ხელებში ჩარგო რადგან ლუის უყურებდა.

"რატომ მიყურებ?" ლუი გაწითლდა, მენიუდან მაღლა აიხედა და ჰარის მიაჩერდა.

"იმიტომ რომ ისეთი მშვენიერი ხარ ზოგჯერ მინდა ყველაფრის ფასად ყოველთვის გიყურო"

"მე-უჰ,ერმმ... მადლობა" თქვა და მორცხვად გაიღიმა, კარგად იცოდა რომ მის ლოყებს ვარდისფერი ფერი ფარავდა.

მწვანეთვალება ბიჭმა ლუის ხელები იპოვნა, ხელები ჩასჭიდა და გაიღიმა. მას შემდეგ რაც შეუკვეთეს და მათი საკვები მაგიდასთან მოუტანეს, სიხარულით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, თავიანთი დღის შესახებ ისაუბრეს და იმაზე თუ რას გააკეთებდა ჰარი როცა ლიდსში დაბრუნდებოდა.

ცხრის ნახევარზე რესტორანი დატოვეს, მანქანაში ჩასხდნენ და კინოთეატრისკენ გაემართნენ. მათ არჩევანი კონკიას განმეორებით ჩვენებაზე შეაჩერეს, რომელიც წინა წელს გამოვიდა, მაგრამ ფილმის ბოლოსკენ დროს უმეტესად ერთმანეთისთვის პოპკორნის სროლაში და ხითხითში ატარებდნენ. ბოლო 15 წუთი კი ერთმანეთს კოცნიდნენ. ჰარი ფიქრობდა რომ კარგი იყო უკანა რიგში რომ ისხდნენ.

ჰარიმ 10:55-ზე მოახერხა მისი სახლში მიყვანა, სახლის ზღურბლზე კოცნით დაემშვიდობა და უთხრა რომ დილით მიაკითხავდა რომ სკოლაში წაეყვანა. როცა ლუი სახლში შევიდა ტუჩები ოდნავ შეშუპებული ჰქონდა და ეშმაკურად იღიმოდა, სახლში ისე მოძრაობდა თითქოს ღრუბლებზე დადიოდა. ჯეიმ მხოლოდ გაუღიმა თავის ვაჟს და იმის ნება მისცა რომ ეგრძნო ისეთი რამ რაც მან ერთხელ ან ორჯერ იგრძნო.


მეორე დილიღ ლუის უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო, რადგან პარასკევი იყო, მაგრამ ვერ შეძლო ამ გრძნობის შექმნა, რაც ალბათ იმის გამო იყო რომ ჰარი იმ დღეს მიდიოდა.

ისევე როგორც ბოლო სამი დღის განმავლობაში, სტენი,ოლი და ჯესი დილით მასთან მივიდნენ და ჰარის ყველა სკოლაში უნდა გაეყვანა.

"ოჰ ლუი, ეს ჰარის მიეცი" თქვა ჯეიმ, საფულედან ფული ამოიღო და ლუის 20 ფუნტი გადასცა.

"რატომ აძლევ ფულს?" ლუიმ ცნობისმოყვარედ იკითხა და ფული ჯიბეში ჩაიდო.

"იმისთვის რომ სამშაბათს გოგონები გაიყვანა"

"იცი რომ არ გამოგართმევს,არა?"

"რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ შენგან უფრო აიღებს ვიდრე ჩემგან. თუ არადა მაშინ დედამისს გავუგზავნი და მას მაინც მივცემ."

"დედამისს იცნობ?" იკითხა, დაბნეული იყო იმის გამო რომ დედამისი ჰარის დედას იცნობდა და თვითონ არა.

"ოჰ კი, მშვენიერი ქალია." უპასუხა ჯეიმ, თუმცა დიდი ყურადღება ნამდვილად არ მიუქცევია რადგან პალტოს იცმევდა.

მიხვდა რომ დედამისს იმ დილას ცვლა ჰქონდა და ჰარი გოგონების სკოლაში წაყვანას ვეღარ შეძლებდა, რადგან ისინი ბებიასთან და ბაბუასთან რჩებოდნენ. ქალმა სამზარეულო დატოვა, კორიდორში გავიდა და კარი გააღო. სამზარეულოში მყოფმა ოთხმა ადამიანმა ჯეის ნათქვამი გაიგონა, 'გამარჯობა ჰარი!' სანამ დაემშვიდობებოდა და კარს მიიხურავდა. ჰარი სამზარეულოში შევიდა, თავისთვის მშვიდად იცინოდა,როცა ლუისკენ გაემართა და ლოყაზე აკოცა.

"დილა მშვიდობის" ჰარიმ გაიღიმა.

"გამარჯობა საყვარელო" უპასუხა ლუიმ და თავზე ბენდენა გაუსწორა, შემდეგ კი, როცა დაასრულა თითები ლოყებზე მიადო.

"მადლობა" თქვა ჰარიმ და პატარა ბიჭს საყვარლად გაუღიმა, სანამ დანარჩენ სამს არ მიუბრუნდებოდა, "მზად ხართ წასასვლელად?"

ყველამ დადებითად უპასუხა სანამ გარეთ გავიდოდნენ, ლუი ჩვეულებრივ წინ, ჰარის გვერდზე დაჯდა.

სანამ რომელიმე მათგანს შეეკითხებოდა,რომელი სასმელი უნდოდათ, ლუისგან გაარკვია რომელი იყო მათი საყვარელი მაკ კაფეს სასმელი და ისინი შეუკვეთა.

"ჰარი შენს გარეშე რას ვაპირებთ?" სიხარულით თქვა ჯესიმ და ცხელი შოკოლადი დალია.

"ავტობუსით წადით ხოლმე" უკანა ხედვის სარკეში თვალი ჩაუკრა და ხელი ლუის ბარძაყს დაადო, თითებს კი ზემოთ და ქვემოთ ათამაშებდა, ლუი ოდნავ აწკმუტუნდა.

"ღმერთო, ამის გაფიქრებაზეც მაკანკალებს" სტენმა წამოიკივლა და მუხლები ლუის  სავარძლის საზურგეს მიარტყა.

"ჩუმად რატომ ხარ,ლუ?" ჰკითხა ოლიმ როცა შეამჩნია რომ ლუი არაფერს ამბობდა მას შემდეგ რაც მანქანაში ჩასხდნენ.

"ცუდ ხასიათზეა" ჰარიმ გაიცინა, რადგან იცოდა რომ სწორი იყო რადგან ლუიმ ხელები მისი ბარძაყიდან გააწევინა.

"კარგად ვარ" უმცროსმა ბიჭმა ტუჩები წინ გამობერა და ჰარის მზერა მოარიდა,რომელიც თავხედური ღიმილით უყურებდა.

მალევე სკოლაში მივიდნენ, ჰარიმ მანქანა გააჩერა და გადახტა რომ ლუისთვის კარი გაეღო, დანარჩენმა სამმა კი ჰარის მადლობა უთხრა და მანქანიდან გადავიდნენ. ლუის ტუჩები ისევ წინ ჰქონდა გამოწეული, როცა მანქანიდან გადმოვიდა და ჰარის ჩანთა გამოართვა.

"არ მინდა რომ წახვიდე" აღიარა ლუიმ და ჰარის დაბლიდან ახედა, თვალები სითხისგან უბრწყინავდა.

"ანუ ამიტომ იყავი ჩუმად?" ჰარიმ ღიმილით მიუგო და ორივე გზიდან მოშორებით დადგა.

ლუიმ თავი დააქნია, სხვა არაფერი არ უთქვამს, მალევე ჰარის მუცელზე ხელები შემოხვია და სახე ბიჭს მკერდზე მიადო.

ჰარის თბილი სურნელი ჩაისუნთქა,რომელშიც ბუნდოვნად დარიჩინის და ვანილის სურნელი  იგრძნობოდა, ფორთოხლის ელფერით. მისმა სურნელმა ანუგეშა და სხეულში თბილმა გრძნობამ დაუარა. გონების ღრმა ნაწილში იცოდა რომ ზედმეტად რეაგირებდა, რადგან ჰარი 1000 მილის მოშორებით არ იქნებოდა, მხოლოდ ნახევარი საათის სავალზე, მაგრამ უფრო მეტად იმას გრძნობდა რაც გულში ჰქონდა, ეს აბსოლიტურად ნორმალური იყო და შეეძლო ისე რეაგირება როგორც უნდოდა.

"13-ში დავბრუნდები, დღეებია, რაც თვეზე ნაკლებია"

"ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მომენატრები"

"მეც ძალიან მომენატრები" უპასუხა ჰარიმ,ხელი ზურგზე გადაუსვა და ცხვირზე აკოცა.

"უნდა წახვიდე?" ჰკითხა ლუიმ ოდნავ იმ იმედით რომ ჰარის  დარჩენა შეეძლებოდა.

"ვშიშობ კი, განათლება უნდა მივიღო და ყველაფერი, ფულის გამომუშავება უნდა დავიწყო, ასე რომ შემიძლია იმდენჯერ "გაგაფუჭო" რამდენჯერაც მოვისურვებ"

ლუიმ ამაზე უფრო მეტად მიიხუტა გულზე, ჰარის ლუის გაფუჭება უნდოდა, რადგან ისეთ სიყვარულს გრძნობდა რომელსაც ვერ აღწერდა. მისი გონების ყველაზე გიჟი ნაწილი ფიქრობდა რომ შესაძლოა ჰარი გულისხმობდა რომ მასთან დარჩენა სურდა.

"დამირეკავ,მომწერ და სულელურ სნაპჩატებს გამომიგზავნი როცა მთვრალი იქნები?"

"ყოველდღე საყვარელო, თუ ამჯერადაც არ დამაიგნორებ" ჰარიმ თვალი ჩაუკრა, ცელქობდა, უფროსი ბიჭისგან დარცხვენილმა ლუიმ კი წუწუნი დაიწყო.

"ჰაზა, ეს ერთ დროს იყო და არც კი მინდოდა." სანახევროდ დაიყვირა, სახით კი ისევ ჰარის მკერდში ჩაეფლო.

"უბრალოდ გაღიზიანებ საყვარელო, სკოლაში უნდა შეხვიდე, სადაცაა ცხრას ოცი დააკლდება"

"არ მინდა წასვლა"

"ლუი, უნდა წახვიდე. გამოცდები მალევე უნდა გაიარო"

"კარგი მამიკო" ჩაიხითხითა, ტუჩზე იკბინა და ღიმილით შეეპასუხა.

ჰარი ამაზე დაიხრჩო, ოდნავ დაახველა და ლუის ღიმილი დააიგნორა. კარგად იცოდა რომ სახე ვარდისფერი ჰქონდა, ამას გრძნობდა და ასევე იცოდა რომ ლუის ნათქვამი ეს სიტყვა მისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში სასარგებლო იქნებოდა.

"წადი სკოლაში სულელო, მალე გნახავ"

"კოცნას არ მივიღებ?" ჰკითხა ლუიმ და კვლავ გაიღიმა ჰარის ლოყების სიწითლეზე.

ჰარიმ თავი საყვარლად დააქნია და ლუისკენ საკოცნელად დაიხარა, ეს ცოტა უფრო ვნებიანი გახდა,ვიდრე ლუის სკოლის ავტოსადგომზე მოისურვებდა რომ ყოფილიყო, მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო?

მხოლოდ ლუი არ იყო ის ვისაც არ უნდოდა ერთი თვის განმავლობაში განშორება, რის გამოც მათი დასამშვიდობებელი კოცნის შემდეგ ჰარიმ ლუი ჩასახუტებლად მიიზიდა. კარგად იცოდა რომ შესაძლოა ლუის სკოლაში დაეგვიანა და ეს მისი ბრალი იქნებოდა, მაგრამ იმ მომენტში ეს არ აინტერესებდა. კიდევ რამდენიმე წუთი უნდოდა ბიჭი მასთან ყოფილიყო და ვერავინ ვერ შეაჩერებდა.

როცა საბოლოოდ ერთმანეთს მოშორდნენ, ჰარიმ ლუის თავზე კოცნა დაუტოვა და არც ისაუბრებდა იმაზე თუ როგორ აამოძრავა მის თმაში ტუჩები და უხმოდ თქვა "მიყვარხარ."











აქამდე ვერ მოვახერხე ატვირთვა. :(





Continue lendo

Você também vai gostar

774K 28.7K 103
The story is about the little girl who has 7 older brothers, honestly, 7 overprotective brothers!! It's a series by the way!!! 😂💜 my first fanfic...
33.4K 2.9K 16
ნიკომ იცის, რომ ყველაფერს შეძლებს. ყველაფერს შეძლებენ. რადგან მკლავები, რომლებიც მუცელზე ეხვევა, ყოველთვის მის გვერდით იქნება და სანამ ნიკოს მისი იმ...
155K 4.1K 16
I love Eleanor. At least that's what I try to make everyone think. When really I, Louis Tomlinson, am in love with Harry Styles. But no one can know...
202K 4.2K 47
"You brush past me in the hallway And you don't think I can see ya, do ya? I've been watchin' you for ages And I spend my time tryin' not to feel it"...