When The Smoke Is In Your Eye...

By larrysbraves28

24.4K 2.8K 1.7K

"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი) More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
თავი 52
თავი 53
თავი 54
თავი 55
ეპილოგი I
ეპილოგი II

თავი 42

373 42 22
By larrysbraves28

*

ჰარის არ დაუკონკრეტებია შვიდი იანვრის რა დროს იქნებოდა აქ, რაც იმას ნიშნავს რომ ლუი მთელი დღის განმავლობაში შეშფოთებული და აღელვებული იყო. დღის უმეტესი ნაწილი დედასთან ერთად გაატარა ქალაქში, მაღაზიები მოიარა და ახალი საკანცელარიო ნივთები შეიძინა სკოლისთვის და მომავალი გამოცდებისთვის. ცდილობდა მაქსზე არ ეფიქრა მაგრამ არ გამოსდიოდა. დაინახა როგორი ადამიანიც იყო, ნამდვილად არ იყო ისეთი ვისზე ფიქრიც სურდა.

მაგრამ ეს მოხდა და იმ დღის შემდეგ ბიჭის ნათქვამი ლუის გონებაში ათამაშდა. რატომ ჰქონდა მაქსს საჭიროება ლუის სახლში მისულიყო და ენახა ჰარი იქ იყო თუ არა? და მის გეგმაში რას გულისხმობდა? ეს იყო კითხვები რომლებიც ლუის ბოლო სამი დღის განმავლობაში აწუხებდა და ალბათ ასე გაგრძელდებოდა სანამ პასუხებს არ მიიღებდა.

რა თქმა უნდა, მარტივი იყო პასუხი მაქსისთვის ეკითხა, მაგრამ ბიჭი ალბათ დასცინებდა და არც ეტყოდა. მით უმეტეს თუ მისი უფროსი ძმის საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდა.

იმაზე რომ ჰარისთვის ეთქვა ბევრჯერ იფიქრა, მაგრამ იცოდა რომ უფროსი ბიჭი ინერვიულებდა. ალბათ იფიქრებდა რომ მაქსი და ჯეიდენი ლუის ემუქრებოდნენ, შემდეგ კი გაბრაზდებოდა და ინერვიულებდა. ჰარი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ჯეიდენისგან შორს იყო,რაც ლუის უნდოდა, ასე რომ არაფრის თქმა ყველაზე უსაფრთხო იდეად ჩანდა.

"რა გჭირს?" ჰკითხა ჯეიმ, შეამჩნია რომ მისი ვაჟი სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და ფეხებს მოუსვენრად ათამაშებდა.

"ჰარის ელოდება" უთხრა ლოტიმ, სამზარეულოში საღამურით შემოვარდა რომ დაძინებამდე ერთი ჭიქა წყალი დაელია.

"მთელი დღის განმავლობაში არ მოუწერია და არც დაურეკავს, ვნერვიულობ." დედამისს უთხრა და კისერზე თვითმფრინავის ყელსაბამი აათამაშა. ეს ის იყო რასაც აკეთებდა როცა წუხდა ან რამეზე ნერვიულობდა ან საერთოდ უბრალოდ დამშვიდება სჭირდებოდა.

"დარწმუნებული ვარ კარგად არის, ჰარი დიდი ბიჭია. უნდა დაიძინო ბუ, თითქმის ათია, ხვალ სკოლაში ბრუნდები და დაღლილი არ უნდა იყო"

"ვერ დავიძინებ დედა, უბრალოდ მისი ნახვა მინდა"

"ნახევარ საათში საწოლში იყავი" ქალმა ამოიოხრა, ვაჟს თავზე აკოცა, სამზარეულო დატოვა და თავის ოთახში ავიდა.

ლუი კიდევ ნახევარი საათი იჯდა სამზარეულოში, თვალები ძლივს გაახილა და კედლის საათს შეხედა. 10:30 იყო, ამოიოხრა და მაგიდან ტელეფონი აიღო,სანამ დასაძინებლად წავიდოდა.

როცა მეორე დღეს გაიღვიძა,მხოლოდ ჯესის,სტენის და ოლის ჩატიდან ჰქონდა შეტყობინებები. იმაზე საუბრობდნენ რომ ლუისთვის გაევლოთ 8:15-ზე სანამ სკოლაში წავიდოდნენ. მან მარტივად უპასუხა "კარგი" და მზადება დაიწყო.

მისი დები შემდეგ დღეს ბრუნდებოდნენ სკოლაში, ამიტომ დამატებით ოცდაათი წუთის განმავლობაში იძინებდა,რადგან აბაზანაში შესასვლელად ბრძოლა არ მიმდინარეობდა. რაც იმას ნიშნავს რომ შეეძლო 7:30-ზე გაეღვიძა და 8-მდე მომზადებულიყო. ჯეი სამზარეულოში იყო, როცა ლუი სასაუზმოდ ჩავიდა, მაგიდასთან ჟურნალით ხელში იჯდა და წინ შვრიის ფაფა ედო.

ლუიმ ბანანი აიღო,მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა გაუღიმა როცა ჯეიმ ჟურნალი გადადო და მას შეხედა.

"სად არის შენი სათვალე" ჰკითხა.

"არ გავიკეთე, მხოლოდ წასაკითხად მჭირდება,ასე რომ მუდმივად არ ვატარებ ხოლმე" ახსნა, ბანანის ქერქი მაგიდაზე დადო და ჩაკბიჩა.

"ისევ არ გაგიტეხავს?"

"არა, ჩანთაში მიდევს. გაჩვენებ თუ არ გჯერა"

"კარგი, კარგი. რაიმე ისმის ჰარისგან?"

"არა" უპასუხა ლუიმ და ადგა რომ ბანანის ქერქი ნაგავში ჩეგდო, შემდეგ კი ისევ დაჯდა, "რას ფიქრობ, რამე მოუვიდა?"

"დარწმუნებული ვარ რომ კარგად არის, რამე რომ იყოს მისი მეგობრები გაარკვევდნენ და შეგატყობინებდნენ"

"ჰო,ალბათ მართალი ხარ"

მათ კარზე კაკუნმა გააწყვეტინა საუბარი, ლუი ადგა რომ მისი სამი მეგობრისთვის კარი გაეღო. ყველანი ხმამაღლა საუბრობდნენ იმაზე რაც სტენმა გზაში გააკეთა, ხოლო ლუი ზემოთ ავიდა რომ ჩანთა აეღო. ლოტი კიბეების თავში იდგა, თვალებზე ხელი ჰქონდა აფარებული და წუწუნებდა.

"შენს მეგობრებს უთხარი გაჩუმდნენ, დავიღალე" დაიწუწუნა,თან ლუის შეჰყურებდა, რომელმაც უბრალოდ გაიცინა და შუბლზე აკოცა სანამ დაბლა ჩავიდოდა.

მისი მეგობრები გაჩუმდნენ, ალბათ იმის გამო რომ ცდილობდნენ მოესმინათ ვისთან საუბრობდა დედამისი კარებთან.

"კარგი, წავიდეთ, მზად ხართ?" თქვა ლუიმ, ზურგჩანთა  მხარზე დაიკიდა და დანარჩენ სამს გადახედა.

ყველამ კარისკენ აიღო გეზი რომ გასულიყვნენ, მაგრამ მანამდე ჯეი მისაღებში გამოვიდა, ხელში ყვავილების ბუკეტი ეჭირა და უკან ჰარი ღიმილით მოჰყვებოდა.

უფროსმა ბიჭმა ლუის თვალი ჩაუკრა და მკლავები გაშალა, პატარა ბიჭი კი მისკენ გაიქცა,შეახტა და ჩაეხუტა. ჰარი იცინოდა, ლუის ეს ხმა მოსწონდა და თბილად გრძნობდა თავს.

"არ დამირეკე და არც მომწერე, შენზე ვნერვიულობდი იდიოტო" უსაყვედურა ლუიმ, მას ეყრდნობოდა და ჰარის ღიმილიან სახეს უყურებდა.

"ბოდიში ამის გამო, გუშინ ჩამოვედი მაგრამ სახლში 11-მდე არ მივსულვარ და მეგონა გეძინა"

"მეძინა,მაგრამ მაინც შეგეძლო მოგეწერა"

"დამავიწყდა" უდანაშაულოდ გაიღიმა და ლუი ძირს დასვა.

"დაივიწყე ჩემი უკანალი"

"როგორ დავივიწყო შენი უკანალი?"

"ოჰ მოკეტე!" გაიცინა ლუიმ, ფეხის წვერებზე აიწია და ჰარის ტუჩებზე სწრაფი კოცნა დაუტოვა,სანამ შებრუნდებოდა და მის მეგობრებს შეხედავდა რომელბიც შეგნებულად იღიმოდნენ.

ჰარიმ ლუის ხელი მოჰკიდა და მათი თითები ერთმანეთში ახლართა, პატარა ბიჭი მკერდზე მიიხუტა და თქვა: "მანქანა გარეთ მყავს, გინდათ წაგიყვანოთ?"

დანარჩენმა სამმა თავი დაუქნია, ლუიმ კი შეყვარებულს გახედა. როდესაც ისინი გარეთ გავიდნენ,სტენმა თქვა, "იცი ლუ,შენს უფროს შეყვარებულს პლიუსები აქვს."










პატარა თავები იყო :))) xxxxx

Continue Reading

You'll Also Like

6.4K 256 8
[ DHMIS x WELCOME HOME ] " weren't we supposed to go to Clayhill ? " " this is Clayhill . " " no , it's not . " " well , it's close enough . " did th...
181K 3.8K 46
"You brush past me in the hallway And you don't think I can see ya, do ya? I've been watchin' you for ages And I spend my time tryin' not to feel it"...
1.3M 55.9K 103
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC
881K 20K 48
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.