When The Smoke Is In Your Eye...

By larrysbraves28

24.4K 2.8K 1.7K

"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი) More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
თავი 52
თავი 53
თავი 54
თავი 55
ეპილოგი I
ეპილოგი II

თავი 35

345 44 31
By larrysbraves28

*

ზაფხულის შემდეგ სკოლის პირველი კვირა ყოველთვის მტანჯველად ნელა მიდიოდა. საბედნიეროდ მათ ახალი კლასის განრიგი მიიღეს და ლუის აღარ ჰქონდა მაქსთან ერთად გაკვეთილები, ერთადერთი კლასი იყო სადაც ჯეიმიც იყო, დრამის კლასი. მას ზედიზედ მეორე წელი ქალბატონი დევისი ჰყავდა როგორც დრამის მასწავლებელი და არასდროს იქნებოდა უფრო მადლიერი,რადგან მათი დამრიგებელი იყო,მან მომხდარის შესახებ ყველაფერი მოისმინა და დარწმუნდა რომ ლუი და ჯეიმი ერთმანეთისგან შორს დასხდებოდნენ.

პარასკევს სკოლის შემდეგ ლუი პრაქტიკულად შენობიდან გაიქცა და ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა. როგორც კი მივიდა ჰარისკენ მიმავალი ავტობუსი გააჩერა,ასვლისას მძღოლს მადლობა გადაუხადა და უკანა მხარეს გაემართა რომ ჩამომჯდარიყო. როგორც ყოველთვის საცობი იყო და ჰარისთან მისვლას 20 წუთით მეტი დრო დასჭირდა,ვიდრე ჩვეულებრივ.

ყოველ ჯერზე როცა ავტობუსში ადიოდა ის ერთადერთი იყო ვინც ამ გაჩერებაზე ჩადიოდა, ეს დღეც არ იყო განსხვავებული. შავ შესასვლელ კართან გაჩერდა რომელზეც 25 ნომერი წითლად იყო დაწერილი, საღებავი ჩამოშლილი იყო, როცა დააკაკუნა უფრო მეტი მოშორდა.

"ლამაზი აუთფითია" ლიამმა თვალი ჩაუკრა როცა კარი გააღო,ლუიმ პასუხი არ გასცა, მაგრამ კვერცხებში ფეხი ამოარტყა.

ლიამმა ტკივილისგან უცნაური ხმები გამოსცა,როდესაც მოხრილი გაბრუნდა,ასე რომ თვითკმაყოფილ ლუის შეეძლო სახლში შესვლა.

"სექსუალურად გამოიყურები" თქვა ზეინმა, ჰალსტუხისკენ მიანიშნა და გაიცინა.

"ვიცი" უპასუხა მან, ჰალსტუხი მოიხსნა და ლიამისკენ ისროლა რომლიც ახლახანს 'გამოჯანმრთელდა' და მათ გაჰყვა მისაღებში.

"ღმერთო,მახსოვს როცა ამ ფორმის ჩაცმა მომიწია, ამ მოგონების მეშინია" თქვა ლექსიმ, დივანზე იჯდა,ფეხები გაშლილი ჰქონდა და ნაილი მათ შორის იწვა, ლექსი კი მის თმებს ეთამაშებოდა.

"კარგად გამოვიყურები,ასე რომ არ ვარ წინააღმდეგი"

მისი მოსაცმელი მხრებიდან ჩამოიგდო და ისე მოისროლა რომ დივნის უკანა მხარეს გადავარდა, ვანსები გაიხადა სანამ ჩამოჯდებოდა. მისაღებში მყოფ ოთხ ადამიანს ესაუბრა, თავისი დღის შესახებ მოუყვა და მათთან ერთად ხუმრობდა. ჰარი არ უნახავს და არც რაიმე სმენია მასზე, ალბათ მეცხრედ დაათვალიერა ოთახი ცნობისმოყვარეობით.

"იცი რომ ის თავის ოთახშია,არა?" ნაილმა მსუბუქი სიცილით თქვა და შეამჩნია როგორ ათამაშებდა ლუი ბალიშის ძაფს.

"მერე?" უპასუხა ლუიმ და შეეცადა თავი შეეკავებინა დივნიდან წამოხტომაში და მის სანახავად წასვლაში.

"ყველამ ვიცით რომ აქ იმიტომ ხარ რომ ის ნახო"

"ეს სიმართლე არ არის,თქვენ კარგები ხართ"

"ლუ,უბრალოდ წადი და ნახე." ამოიოხრა ზეინმა და თვალები გადაატრიალა.

მას არ დასჭირვებია ორჯერ განმეორება,წამოხტა და მისაღები სიცილით დატოვა. როცა ჰარის ოთახს მიადგა კარი ღია იყო და ის იატაკის შუაგულში იჯდა და წიგნების გროვას მუყაოს კოლოფში ფუთავდა.

"გამარჯობა" თქვა ლუიმ, უამრავ ყუთს გადაახტა,იქ მივიდა სადაც მაგიდა იდგა და ზედ შემოჯდა.

"ოჰ, გამარჯობა, რამდენი ხანია რაც აქ ხარ?" ჰკითხა ჰარიმ და ლუის ღიმილით შეხედა.

"დაახლოებით ნახევარი საათია, ყველანი დამცინოდნენ ჩემი ფორმის გამო"

"შე საწყალო საყვარელო"

"შენც დამცინი"

ჰარის სიცილი აუტყდა და ლუის შიშველ ფეხს შეხედა, ბიჭი მაინც არ ჩაიცვამდა წინდებს.

"უბრალოდ აქ ჯდომას და ყურებას აპირებ?"

"რა თქმა უნდა, სხვა რამეს ელი?" ლუის სიცილი აუტყდა და ფეხები ბედნიერად გააქნია.

"არა, არც უნდა მეკითხა. ახლახანს დავამთავრე წიგნების ჩალაგება, ყუთს შევფუთავ, ზედ დავაწერ რომ ჩემია და დავამთავრებ"

არცერთს არ ამოუღია ხმა, ჰარიმ ყუთი შეფუთა და სხვებთან ერთად ოთახის გარეთ დადო. ლუიმ ოთახი მოათვალიერა, რომელიც თითქმის ცარიელი იყო, ნარინჯისფერი საბანი რომელსაც ჰარი ფარდად იყენებდა, ჩამოხსნილი იყო და საწოლს ზეწრები არ ჰქონდა გადაფარებული. მისი გარდერობი ერთხანს დახურული იყო და წიგნები რომლებიც ჩვეულებრივ მაგიდაზე ეწყო აღარ იყო.

"მშვიდად ხარ" თქვა ჰარიმ, ლუის ფეხები გაშალა, მათ შორის ჩადგა და ბიჭს ხელები მოხვია.

"სათქმელი არაფერი მაქვს" მიუგო ლუიმ, უფროს ბიჭს გახედა და გაიღიმა.

"ეს პირველად ხდება" თქვა ხუმრობით, ერთი ხელი მაღლა ასწია და ლუის კისრის უკანა მხარეს წაიღო,სადაც მისი ნაჩუქარი ყელსაბამი ეკეთა.

"მოკეტე" პასუხის გაცემის დროს სუნთქვა შეეკრა, რადგან ჰარიმ მათი შუბლები ერთმანეთს 'მიაკაკუნა'.

ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს თვალზე რაღაც გადაეფარა, შეეცადა ჰარისკენ გაეხედა,მაგრამ ამის ნაცვლად ხელი ასწია რომ ჰარის ტუჩებს შეხებოდა,სადაც ადრე პირსინგი ჰქონდა.

"როგორ მოხდა რომ მოიხსენი?"

"არ ვიცი, ახლაც მაქვს. უბრალოდ აღარ გავიკეთე" უპასუხა ჰარიმ და მზერა ლუის ტუჩებზე გადაიტანა და ღმერთო თუ ლუი ტუჩებზე შეხებას კვლავ გააგრძელებდა,  ბოდიშს აღარ მოიხდიდა იმაზე რასაც შემდეგ გააკეთებდა.

"მომწონს" მიუგო ლუიმ და ახლა ჰარის ტუჩებს ათვალიერებდა. თითქოს ისინი ერთსა და იმავეს ფიქრობდნენ.

"შეიძლება ისევ გავიკეთო" თქვა ჰარიმ ჩურჩულით, მათი ტუჩები უფრო უახლოვდებოდა და ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა.

"შეიძლება"

ლუი ბოდიშს არ მოიხდიდა იმის გამო რომ პრაქტიკულად თავი ჰარისკენ გასწია და მათი ტუჩები ერთმანეთს შეართა. ელოდა რომ ჰარი მოიშორებდა,ამიტომ ნამდვილად შოკირებული იყო როცა ჰარიმ ისევე მონდომებით აკოცა როგორც მან. ერთი წუთით ერთმანეთს მოშორდნენ, ლუიმ თვალები დახუჭა და ჰარის ნათქვამი მოისმინა: "ეს კარგია?"

ლუიმ თავი დააქნია და იგრძნო რომ ჰარი კვლავ კოცნიდა,ამჯერად უფრო მეტ ზეწოლას ახდენდა. სული შეეხუთა როცა იგრძნო რომ ჰარიმ ქვედა ტუჩი აულოკა. კოცნა დაუდევარი გახდა, თითქმის ცხელი,რადგან ისინი ვნებიანად კოცნიდნენ. უკან დაიხია,ლუიმ იგრძნო როგორ გადაუსვა ჰარიმ ლოყებზე ხელი და გაწითლდა. თითქოს გააცნობიერა რაც ახლახანს გააკეთა, ჰარი უკან გაიწია და თმაზე ხელი გადაისვა. ლუიმ ეს შესაძლებლობა გამოიყენა,მაგიდიდან ჩავიდა და კარისკენ გაეშურა.

"ლუ,მაპატიე" თქვა ჰარიმ და ლუის მაჯაზე მოუჭირა.

"ნუ იხდი ბოდიშს" ხელი გააშვებინა მობრუნდა,ჰარის სწრაფი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე და ისევ შებრუნდა წასასვლელად.

არ გაუგია რომ ჰარი მისდევდა,რადგან სწრაფად გავიდა მისაღებისკენ. სხვები იტყოდნენ რომ ლუი გაწითლებული ჩანდა და თვალები შუქზე ირემივით გაფართოებული ჰქონდა,როცა მისაღებში შევიდა,ჰალსტუხი და მოსაცმელი იპოვნა და ვანსები აიღო.

"სად მიდიხარ?" ჰკითხა ნაილმა.

"მე უჰჰ, დედა გარეთ მელოდება" მოიტყუა ლუიმ,ხელები აკანკალებული ჰქონდა,როცა ფეხსაცმლის თასმას იკრავდა.

"გარეთ არავინ არ არის" თქვა ლიამმა, ქვედა ტუჩი წინ წამოწია როცა ოთახი დაბნეული გამომეტყველებით დაათვალიერა.

"გზაშია. მალე გნახავთ,კარგად გაერთეთ" უცბად დაემშვიდობა, სხვანაირად აპირებდა ამის გაკეთებას მაგრამ იმ ფიქრების გამო რაც თავში ჰქონდა,სწრაფად გავიდა კარიდან.

ორი წუთიც არ იყო გასული რომ ჰარი მისაღებში შემოვიდა და თმაზე ხელი გადაისვა. დანარჩენი ოთხი მოლოდინით უყურებდა მას.

"კარგად იყო?" იკითხა ჰარიმ,რადგან ლუი ყოველთვის იქნებოდა მის ინტერესებში.

"ოდნავ გაფითრებული, რა ხდება?" იკითხა ზეინმა, ის სულელისგან შორს იყო და გრძნობდა რომ რაღაც მოხდა.

"იჩხუბეთ?" იკითხა ლიამმა.

"არა" მიუგო ჰარიმ.

"რა მოხდა?" იკითხა ნაილმა, ყველა თვალს ადევნებდა ჰარის და ელოდებოდნენ როდის მიიღებდნენ პასუხს.

ჰარიმ ლექსის შეხედა რომელსაც წარბები შეკრული ჰქონდა როცა მას უყურებდა, რადგან ჰარიმ ქვედა ტუჩი ცერასა და საჩვენებელ თითს შორის მოიქცია,როგორც ჩანს ტვინში არეულობა ჰქონდა.

"ღმერთო ჩემო" ამოისუნთქა ლექსიმ და ჰარის სახეს შეხედა,მისი რეაქცია ისეთი იყო, ლექსიმ იფიქრა რომ სწორად ივარაუდა.

"რა?" ჰკითხა ლიამმა, ჯერ კიდევ დაბნეულმა, მისი სახე ჩვეულებრივზე უფრო ლეკვს უგავდა.

"მათ აკოცეს" ლექსიმ გამოაცხადა და ჰარიმ არც უარყო.

"ჰარი" წამოიკივლა ზეინმა მისი საუკეთესო მეგობრის სახელი. "ჩვენ ხომ ვისაუბრეთ ამაზე. რატომ აკოცე?"

"მე-მე არა. მან მაკოცა" ჰარიმ სწრაფად უპასუხა, ლიამი იჯდა და პირს ოქროს თევზივით ხსნიდა.

"დარწმუნებული ხარ?" ჰკითხა ნაილმა.

"საკმაოდ დარწმუნებული. ამის გაკეთებაზე ვფიქრობდი და ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ რომ მან მაკოცა"

"Holy mother of Mary" ამოისუნთქა ლიამმა და იმ დროისთვის როცა ეს თქვა ყველამ ერთგვარი განმათავისუფლებელი სიცილი დაიწყო.











5k! მადლობაა :)) xxxxxxxxxx



Continue Reading

You'll Also Like

638K 32.3K 60
A Story of a cute naughty prince who called himself Mr Taetae got Married to a Handsome yet Cold King Jeon Jungkook. The Union of Two totally differe...
65.7K 3.4K 43
რა მოხდება, თუ ძალიან დამოკიდებულები ხდები მოზარდზე?? ჯერ ვერ ხვდები ამას, გგონია, რომ ეს უბრალოდ მიზიდულობაა. უბრალოდ სურვილი იმის, რომ ყოველთვის მა...
1.3M 57.8K 104
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC
461K 31.4K 47
♮Idol au ♮"I don't think I can do it." "Of course you can, I believe in you. Don't worry, okay? I'll be right here backstage fo...