TiO [Z.M.] (completed)

By hcrrystyl_NL28

5.5K 995 923

"-რატომ? რატომ ველოდო ბრძოლას? მიდი და სცადე... ანდა დაგემშვიდობები სანამ გვიან არაა. შევძლებთ შენი ცრემლები... More

BEGINING
0.1
0.2
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
EPILOGUE

13

143 31 22
By hcrrystyl_NL28

როდესაც, ცხოვრების ყველა მხარეს ნახავ... ძალას, ტანჯვას, სიკვდილს... უბრალოდ ქრები. და გავიწყდება, რომ კიდევ ბევრია ცხოვრების უკან.
-მაგალითად სიყვარული

* * *

ქალს ვარდისფერი სმოკინგი და აბრეშუმის თხელი ყელსახვევი მოსავდა. კამერებს უყურებდა და სწრაფად იცვილდა პოზას. ლუი ტომლინსონმა ფოტოაპარატი სახეზე აიფარა და უამრავი ფოტოსურათი გადაიღო. ჯელენას უკან ყველაფერი მწვანე იყო.
-რატომ მწვანე?- იკითხა ჯელენამ და ხელები ჰაერში ასწია.
-იმიტომ, რომ მონტაჟი უფრო ადვილდება.-ლუიმ ტუჩები მოკუმა. ჯელენამ გაუღიმა და სკამზე ჩამოჯდა.
-ზეინი არ გინახავს?-ლუიმ ისე ჰკითხა გადაღება არ შეუწყვეტავს.
-რა საქმე უნდა მქონდეს ზეინ მალიკთან?-წყენა ეტყობოდა ჯელენას მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
-არც კი ვიცი.-ლუიმ მხრები აიჩეჩა და ჯელენას სახესთან ახლოს მიიტანა რაკურსი. -შენი სახე იმ რაღაცეების გარეშე უფრო ლამაზია, ოღონდ არ გეწყინოს. განა იმიტომ ვთქვი რომ ისე უშნო იყავი.-
-მადლობა ლუი.-ჯელენამ უბრალოდ კამერას გახედა, ლუიმ რაკურსი გაასწორა და ფოტო ჩხაკუნით გადაიღო.
-ლაილა, მაკიაჟის კორექციაა საჭირო!-ლუიმ დაიყვირა და მაშინვე იქვე გაჩნდა მაღალი მუქი ფერის კანის მქონე გოგონა. თვალის ჩრდილების პალიტრა იღლიაში ამოეჩარა, ხოლო ფუნჯები ხელში ეკავა. სწრაფი და მოხერხებული ხელების დახმარებით ლაილამ ნახევარ წუთში მოახდინა მაკიაჟის კონსტრუქცია და სწრაფად გაუჩინარდა.
-შენ და ჰარი დამეგობრდით ხომ ასეა?-ლუის ტუჩებს შორის სიგარეტი ჰქონდა მოქცეული, ცალი თვალი მოეჭუტა და საყვარლად იზმორებოდა.
-რთულია მასთან არ დამეგობრდე.-ჯელენა ტუჩებს პრეხს. ჰარი ჯელენასთვის ერთადერთი ახლობელი ადამიანი გამოდიოდა, რომელთანაც ახლა უკვე სულიერი კავშირი ჰქონდა. ჰარი კეთილი, გულღია და პირდაპირი იყო. მისი თავაზიანი მანერები და ყურადღებიანი ხასიათი ყველას მოსწონდა. ჰარის უყვარდა ხუმრობები, რომლებიც არც თუ ისე სასაცილო იყო. სამაგიეროდ ჰარის სიცილი იყო სასაცილო. სახეზე წითლდებოდა და თვალები ეხუჭებოდა. (ამაზე ყველას ეცინებოდა...)

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ლუი და ჯელენა სამუშაოს მორჩნენ და ლუი ახლა უკვე მისი ლეპტოპით შეუდგა მუშაობას. ფოტოაპარატიდან მეხსიერების ბარათი ამოიღო და ფლეშკით ლეპტოპში შეაერთა. სწრაფად ჩართო მისთვის საჭირო პროგრამები და სხარტად დაიწყო ფერების გასუფთავება.
-ჯელენა, ბატონი მალიკი მის კაბინეტში გელოდება.-მოულოდნელად გამოჩენილმა მინ სუმ ყველას ყურადღება მიიპყრო.
-რამე მოხდა?-ჯელენა უკან შებრუნდა.
-არ ვიცი, მხოლოდ ის მითხრა რომ გელოდა და სულ ეს არის რაც ვიცი.-მხრები აიჩეჩა მინ სუმ და ჯელენას მომლოდინე სახით მიაჩერდა.
-კარგი მოვდივარ.-თავი მსუბუქად დაუქნია ლაჟვარდისფერთვალებამ და მინ სუს უკან გაჰყვა.

ზეინ მალიკი თეთრ გორგოლაჭებიან სკამში ჩაფლულიყო. მისი შავი კლასიკური შარვალი და ყელიანი პულოვერი იდეალურად გამოიყურებოდა. კუპრივით შავი თმა ასჩეჩვოდა, თვალებს ქვეშ კი ფანქრის ჩრდილები ეტყობოდა. (რომლის გამოც შესანიშნავად მოუჩანდა კარამელისფერი თვალები.)

მაგრამ ზეინ მალიკი კაბინეტში მარტო როდი იყო. მის წინ თეთრ ღილებიან კაბაში განოწყობილი ახალგაზრდა ქალი იჯდა და საქაღალდეს გულმოდგინედ კითხულობდა. როგორც კი ზეინ მალიკის ღრმა ხმამ ჯელენა კაბინეტში შემოიპატიჟა ქალის სახემ იპოვნა ჯელენა. ჭაობისფერი გაკვირვებული თვალები მიანათა და კარგად დაუწყო შესწავლა.
ქალი ლამაზი იყო. ნამდვილი არისტოკრატი. რძიფერი კანი და თხელი პირისახე. შავი, სწორი თმა კისერზე აბრეშუმივით ეყარა და მზის ყოველ ციალზე ოქროსავით ბრწყინავდა.
-ჯელენა ჰადიდ.-ზეინმა ტუჩებზე გადაიტარა თითები და ღრმად ჩაიცინა. -გელოდით.-
-და მე მოვედი ზეინ მალიკ.-ჯელენას არც კი გაუღიმია. იმ წამიდან რაც შემოვიდა ყველგან იყურებოდა მაგრამ ზეინის თვალებს თავს არიდებსა. მამაკაცის ღამისფერი თვალები ხომ ასე აბრუებდა და აბნევდა ქალს.
-გაიცანი ჯელენა, ლანა დელ რეი.-ზეინმა ხელი გაიწვდინა ლამაზი ქალისკენ. -დედაჩემი.-და ჯელენამ ღიმილით გახედა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ისევ ჯელენას აკვირდება.
-სასიამოვნოა ქალბატონო.-თავაზიანად უღიმის და ლამის ხელზე საკოცნელად გადადგა ნაბიჯი, მაგრამ საკუთარი თავი შეაჩერა, რადგან ეს უცნაური და უხერხული იქნებოდა. (არადა მისი ადათები უფროსთა პატივისცემას მოითხოვდა.)
-ლანა დამიძახე.-ქალმა მსუბუქად გაიცინა და ხელით ანიშნა მის წინ თეთრ ცარიელ სავარძელზე. -და ჩემთვისაც სასიამოვნოა. მაინტერესებდა ვინ იყო ის მშვენიერება, რომელმაც ჩემს შვილს ახალი იდეები გაუღვიძა.-ლანამ შავი, გამჭირვალე ხელთათმანები გაიძრო და გაზეთის მაგიდაზე მიაწყო.
-მომიყევი შენზე ძვირფასო. საიდან ხარ, რა გადაგხდა. ყველაფერი მაინტერესებს და მომიტევე ჩემი ჟურბალისტური თვისებების ბრალია.-ქალმა თავი უკან გადააგდო და გაიცინა.
-მოსაყოლი არაფერია. არაბეთიდან ვარ.-სწრაფად, თითქმის ერთი ამოსუნთქვაში მიაყარა ჯელენამ მოცინარ ქალს სიტყვები და ზეინს გადახედა, რომელიც თვალს არ აცილებდა მის სახეს და მდუმარედ სწავლობდა ქალს.
-იდუმალი ქალი, რომელიც არსაიდან ჩნდება.-სწრაფად დასერიოზულდა ლანა, ხელები მუხლებზე დაიწყო და მთელი სხეულით წინ გადმოიხარა.
-არა, მე იდუმალი არ ვარ. არც არსაიდან გავჩენილვარ. აქამდე ხომ მოვედი. იქ სადაც ადრე ვცხოვრობდი არაბეთი ერქვა, სულ ეს არის.-სევდიანად ისევ ზეინ მალიკს შეჰყურებს. ლაჟვარდისფერ, აწყლიანწბულ თვალებს სწრაფად ახამხამებს და ნესტოებს ბერავს ჰაერის ხარბად შესასუნთქად.

სტკიოდა... ეს იყო გაუსაძლისი ტკივილი. თითქოს ვიღაც ცდილობდა ორად გაეხლიჩა მისი სწრაფად მფეთქავი გული. ფილტვები ეკეტებოდა. წარმოსახვითუ ბურთი, რომელიც ყელში ჰქონდა გაჩხერილი ძალდატანებით ჩაყლაპა და აკანკალებული ხელი წყლის ჭიქისკენ გაიშვირა. მსუქანი ჭიქა, რომელიც ნახევრამდე იყო წყლით შევსებული ტუჩებთან მიიყანა. მინა დაიორთქლა. მზის სხივებს შუშა ბროლივით ირეკლავდა.
-ჯელენა?-ზეინ მალიკის ხმა კითხვასავით უფრო ჟღერდა ვიდრე ძახილივით. ამ ერთ სიტყვაში, რომლის ინტონაცია კითხავსავით ჟღერდა ბევრი რამ იგულისხმებოდა... ზეინ მალიკის მიერ ქალის სახელში გადაადგილებული მახვილი, რომელიც არა პირველ არამედ ბოლო მარცვალზე დასცა ჯელენას თავს აგრძნობინებდა... უსაფრთხოდ? ნუთუ?
ზეინ მალიკის მიერ ნათქვამი ჯელენა? გულისხმობდა: კარგად ხარ? გჭირდება რამე? რა მოგივიდა? ყველაფერი რიგზეა?

ჯელენამ ზეინ მალიკს კვლავ ახედა. დიდ წამწამებს შირის მოქცეული ღრმა თვალები, და მზის ნათების გამო დავიწროვებული გუგები მშვიდად უყურებდნენ ახალგაზრდა ქალს. მამაკაცის წყნარი, რიტმული სუნთქვა ესმოდა. ხელში კალამს ათამაშებს. ტრიალებს კალამი მის გრძელ თითებს შორის და მსუბუქად გადადის ერთი თითიდან მეორისკენ.
მამაკაცი მისი სიწყნარითა და შეუდრეკელობით ჯელენას თავს დაცულად და უსაფრთხოდ აგრძნობინებდა.

ის იყო ადამიანი, რომლის შეხედვაც კი საკმარისი იყო და იგრძნობდი, რომ სახლში ხარ. უსაფრთხოდ და დაცულად.

Continue Reading

You'll Also Like

1.1M 40.7K 93
𝗟𝗼𝘃𝗶𝗻𝗴 𝗵𝗲𝗿 𝘄𝗮𝘀 𝗹𝗶𝗸𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 𝗳𝗶𝗿𝗲, 𝗹𝘂𝗰𝗸𝗶𝗹𝘆 𝗳𝗼𝗿 𝗵𝗲𝗿, 𝗔𝗻𝘁𝗮𝗿𝗲𝘀 𝗹𝗼𝘃𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 �...
393K 13.9K 60
𝗜𝗡 𝗪𝗛𝗜𝗖𝗛 noura denoire is the first female f1 driver in 𝗗𝗘𝗖𝗔𝗗𝗘𝗦 OR 𝗜𝗡 𝗪𝗛𝗜𝗖𝗛 noura denoire and charle...
43.9K 797 35
ნათია ჯაგოდნიშვილი-შეცდომა დასრულებული ✨✨ რომანი გვეყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვ...
1.3M 57.4K 104
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC