When The Smoke Is In Your Eye...

Galing kay larrysbraves28

24.4K 2.8K 1.7K

"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი) Higit pa

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50
თავი 51
თავი 52
თავი 53
თავი 54
თავი 55
ეპილოგი I
ეპილოგი II

თავი 18

426 51 36
Galing kay larrysbraves28


*

ჰარის დაახლოებით 30 წამი სჭირდება იმის გასაცნობიერებლად რომ მას ვიღაც აწვება და ის ვიღაც მაგარია.მას კიდევ 30 წამი სჭირდება იმის გასახსენებლად,თუ ვინ არის ის ვისაც მის გვერდით სძინავს.მალე მან გააცნობიერა,რომ ის თავის საწოლში არ არის და ის დივანზეა და სწორად ლუის სძინავს მის გვერდით და ის მართლა უნდა ადგეს და აბაზანაში შევიდეს სანამ ლუი გაიღვიძებს.როგორღაც მან მოახერხა, დივნის უკანა მხარეს გადაძვრა და აბაზანაში შევარდა ლუის გაღვიძების გარეშე.ზეინი და ნაილი სამზარეულოში ისხდნენ,ორივე თვითკმაყოფილად იღიმოდა.

"მოკეტე" ჰარი ბუზღუნებს და ქვაბისკენ მიდის.

"არაფერი მითქვამს" თქვა ნაილმა,ჭიქა პირთან ჰქონდა და სიცილის გარეშე შეეცადა დაელია.

"როგორ მოხდა რომ თქვენ ორი ფხიზლად ხართ?"

"იმის გამო, რომ წუხელ არ დავმთვრალვართ და დილის 11 საათია".

"აბა?ზეინი არასდროს დგებოდა 11-მდე და შენ მასთან ჩვეულებრივ საწოლში ხარ" თქვა ჰარიმ,მობრუნდა და ცხელი წყალი ორ ჭიქაში ჩაასხა.

"ის პერისთან ერთად გადის" ნაილმა კომენტარი გააკეთა და ჰარიმ თვალების ატრიალების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

"ნაილ,მე ვთქვი,რომ შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოსვლა.ეს პაემანი არ არის და არც არაფერი" ზეინმა თავი გააქნია და ოდნავ გაბრაზებულმა დადო ჭიქა,ვიდრე ეგონა,რადგან ჩაი გადმოიქცა გვერდებზე და მაგიდაზე გადავიდა.

ჰარი ბიჭების საუბარის მოსმენის ნაცვლად სამზარეულოს და მისაღებს შორის კარში მდგომ ბიჭს უყურებდა.ფუმფულა თმა არეული და თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა.ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა, როდესაც ჰარი დაინახა თუ როგორ უყურებდა მას და მისკენ მიიწევდა.

"დილამშვიდობისა" თქვა ჰარიმ,წელზე მოხვია ხელი და უმცროს ბიჭს თავზე აკოცა.

"დილამშვიდობისა ჰაროლდ,შენი თმა საოცრად გამოიყურება" ლუიმ ღიმილით უპასუხა და მის თმას გაეთამაშა.

"გაჩუმდი,ისაუზმებ?"

"დამოკიდებულია იმაზე თუ რას გააკეთებ"

"მე ვფიქრობ ბეკონისა და კვერცხის სენდვიჩზე"

"მე ვფიქრობ რომ უნდა იჩქარო რადგან მშია"

"დიახ ბოს" ჰარიმ კომენტარი გააკეთა,ლუის ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადო და გაზქურისკენ მიბრუნდა.

"H,მეც მინდა ცოტა" თქვა ზეინმა

"და მეც" თქვა ნაილმა, დარწმუნებული იყო რომ მას არ დაავიწყდებოდა.

"მე უკვე ვაკეთებდი" ჰარიმ უთხრა მათ.

ლუი თავისთვის მშვიდად იცინოდა სამი მეგობრის ურთიერთობაზე.სუფრის შუაგულში გაზეთების გროვა იდო რომელიც ლუიმ აიღო.

"რატომ არის გაზეთები თქვენს მაგიდაზე?" იკითხა მან.

"იმიტომ რომ ჰარი ფიქრობს რომ ის ზრდასრულს აჩენს,მაგრამ ის მართლაც მოხუცია" ზეინმა სიცილით უპასუხა.

"მათი წაკითხვა შეგიძლია,თუ გინდა" ნაილმა უთხრა.

"რომც მინდოდეს, ვერ შევძლებდი,სათვალის გარეშე ვერ ვარჩევ ნაწერს"

"სად არის შენი სათვალე?" ჰკითხა ჰარიმ,როდესაც მან კიდევ ერთი კვერცხი გატეხა.

"არ ვიცი ალბათ მისაღებ ოთახში,მე ვიცი რომ ის შეიძლება გატეხილი იყოს"

"ასე ჩვეულებრივად ამბობ" ნაილს გაეცინა.

"ისე ხშირად ვტეხავ,რომ აღარ მაწუხებს.წელს უკვე მესამე წყვილი გამოვიცვალე"

"ჰო,ბოდიში ამის გამო" გაიღიმა ჰარიმ,დახლს მიეყრდნო და სასმელი მოსვა.

"მე ვხვდები რომ ის ჰარის სქელმა ტრაკმა გატეხა" ნაილი ცელქობდა.

"უფრო სწორად მისმა ჟირაფის ფეხებმა გატეხა ის" თქვა ლუიმ.

"ეს უბედური შემთხვევა იყო" ღრიალებდა ჰარი "შენ იცი რომ მათი გატეხვა არ მინდოდა"

"ჰო,შენ უბრალოდ ჩემი გაღიზიანება გინდოდა"

"კარგი,ჰო.მაგრამ-"

"არანაირი მაგრამ ჰაროლდ,შენ გატეხე ის"

"ვწუხვარ" ღრიალებდა ჰარი.

ლუისთან მივიდა,ხელები წელზე შემოხვია და ნიკაპი თავზე დაადო.

რბილი ღიმილით ლუიმ ბიჭის მაჯა დაიჭირა და უთხრა: "მე მხოლოდ ცელქი ვარ"

"ვიცი" უპასუხა ჰარიმ ღიმილით, "უბრალოდ მინდოდა საბაბი მქონოდა შენთან ჩასახუტებლად"

"იდიოტო,ჩემი საჭმელი არ დაიწვას"

ჰარიმ ლუის სახე აარიდა და გაზქურისკენ მიბრუნდა.შეამოწმა მზად იყო თუ არა ბეკონი და კვერცხი,შემდეგ კი გახუხული პურში ჩადო.

"კეტჩუპი?" ჰკითხა მან, მაცივრისკენ მიიწია და კარი გააღო.

ლუიმ თავი დაუქნია და ისევ ნაილთან საუბარს მიუბრუნდა,ფეხბურთის შესახებ საუბრობდნენ,რაზეც ჰარიმ უკმაყოფილება გამოთქვა.

"საქმე იმაში არ არის რომ მე მას არ ვუყურებ, უბრალოდ არ მაინტერესებს" ჰარიმ მხრები აიჩეჩა,ოთხი თეფში მაგიდაზე დადო და თვითონ ლუისთან დაჯდა.

ოთხკაციანი ჯგუფი იჯდა და ჭამდა და საუბრობდა,ზეინმა პირველმა დაამთავრა.თავისი თეფში ნიჟარაში ჩადო და ჰარის მადლობა გადაუხადა შუბლზე კოცნით სამზარეულოდან გასვლამდე,ნაილმაც ზუსტად იგივე გააკეთა 10 წუთის შემდეგ.

"მხოლოდ მე და შენ სიყვარულო,რისი გაკეთება გინდა?" ჰარიმ ჰკითხა და შებრუნდა,ამიტომ ლუის პირისპირ აღმოჩნდა.

"არ ვიცი,ჩვენ შეგვეძლო სადმე გასვლა" უმცროსმა ბიჭმა პასუხად მხრები აიჩეჩა.

"სად?ოჰ მოიცადე,მე იდეა მაქვს.შეგიძლია შხაპი მიიღო,თუ გინდა, იქამდე ზეინს დაველაპარაკები და მანქანას გამოვართმევ და შეგვიძლია წავიდეთ"

"კარგი,ჩათვალე,შეგიძლია მაჩვენო,როგორ გამოვიყენო შხაპი"

ჰარის გაეცინა და ფეხზე წამოდგა, ახალგაზრდა ბიჭს ხელი მოკიდა და სკამიდან წამოაყენა.ის აჩვენებდა,თუ რა უნდა გაეკეთებინა და მას შემდეგ,რაც ჰარი კაბინაში შევიდა ლუიმ სიცილი დაიწყო.სანამ ლუი შხაპის ქვეშ იყო,ჰარი დერეფანს მიუყვებოდა ზეინის საძინებლისკენ,სამჯერ დააკაკუნა სანამ თავს ოთახში შეყობდა.როგორც მოსალოდნელი იყო,ნაილი ზეინის საწოლზე იწვა,ხოლო ზეინი მაგიდასთან,სკამზე იჯდა.ორივე ბიჭმა თვითკმაყოფილი ღიმილით შეხედა ჰარის და დაელოდა რას ეტყოდათ ბიჭი.

"მანქანა უნდა წავიყვანო" გამოაცხადა ჰარიმ,მუხლებზე დაეცა და ნიკაპით საწოლის ბოლოს დაეყრდნო.

"არა" უთხრა ზეინმა და კალმის ბირო დააწკაპუნა.

"გთხოვ ზი*

"არა,გქონდა გუშინ,როცა მე მჭირდებოდა,დღეს მჭირდება"

"გთხოვ ზი, ყველაფერს გავაკეთებ!"

"ყველაფერს?" ნაილმა ჩაილაპარაკა.

"მჰმმ, ჭურჭელს მე დავრეცხავ"

"სხვას რას გააკეთებ " ზეინმა ისე ამოიოხრა,თითქოს მოწყენილი იყო.

"მანქანას გასარეცხად მე წავიყვან და ერთი კვირის განმავლობაში ლუბრიკანტით და პრეზერვატივებით მოგამარაგებთ"

"არის შეთავაზება,რომელზეც უარს ვერ ვიტყვი.შენ ბენზინის შევსება მოგიწევს"

"მიყვარხარ!" ჰარიმ გაიღიმა,ზეინის კალთაში გადახტა და სველი კოცნების დატოვება დაუწყო ლოყაზე.

"ჰო,არა ისე როგორც ლუი გიყვარს" ნაილს გაეცინა და წელზე ფეხი მსუბუქად დაარტყა.

"ნუ გეშინია,ეს ძნელი დასაძლევია". ჰარიმ ამოიოხრა,გუნება ოდნავ გაუფუჭდა.

"კარგი,ყოველ შემთხვევაში შენ ამას აღიარებ" უთხრა ზეინმა და თავი აუწია გასამხნევებლად.

"ვფიქრობ,ახლა უნდა ჩავიცვა"

ჰარი წამოდგა და ორივეს პატივი მიაგო, საპასუხოდ შუა თითი მიიღო ორივესგან,სანამ ოთახს დატოვებდა.როდესაც ჰარი იცმევდა ლუის იმ დროს შხაპის მიღება დასრულებული ჰქონდა და ჩაცმული იყო,ახლა კი პირსახოცით თმას იშრობდა როცა მისაღებში გადიოდა,სადაც სამი სახლის ბინადარი და პერი ისხდნენ.

ჰარის მოჰკრა თვალი,მან გაიცინა და თმაში კიდევ ერთხელ გაივლო პირსახოცი.როდესაც მან თვალები კვლავ გაახილა,ოთახში სიწყნარე იყო, მხოლოდ ტელევიზორი ხმაურობდა და ჰარი მის წინ იდგა.

"ესე დაიტოვე,საყვარლობაა" უთხრა ჰარიმ,ლუის პირსახოცი გამოართვა და წავიდა.

ლოყებზე წამოწითლება რომ დაეფარა ლუიმ იატაკს დახედა და თითები თმებში გადაისვა, უგულებელყო ჰარის სამი მეგობარი, რომლებიც მას ცნობისმოყვარედ ათვალიერებდნენ.

"მოდი პატარავ,დრო არ დაგვრჩა" წამოიძახა ჰარიმ მისაღებში შესვლისას, საჩვენებელი თითის გარშემო მანქანის გასაღებს ატრიალებდა.

"შენ ისეთი ამბიციური ხარ" ლუი შეხტა,ყალბი გაღიზიანებით იატაკზე დაჯდა და ფეხსაცმელი ჩაიცვა.

"და შენ ძალიან ნელი ხარ,მაგრამ არ მესმის ჩემზე ასე რატომ ამბობ" უთხრა ჰარიმ და თვალები დაუბრიალა.

"ამბობს ბიჭი, რომელსაც 45 წუთი სჭირდება იმის ასახსნელად,თუ როგორ უნდა შეიკრას ფეხსაცმლის თასმა"

"ფიზი დაიბნა"

"არა ასე არ იყო,მან მითხრა,რომ მას უბრალოდ მოსწონს,როცა ლაპარაკობ,რადგან შენი ლაპარაკის დროს ეძინება" ლუი გაიღიმა და ჰარის ხელი გაუწოდა რომ ადგომაში დახმარებოდა.

"რის თქმას ცდილობ?" ჰარიმ უპასუხა,ლუის ხელი მოკიდა და ბიჭი ისე მიიზიდა,რომ მათი მკერდები ერთმანეთს ეხებოდა.

ლუიმ ჰარის პატარა ღიმილით შეხედა,უფროსი ბიჭის ტუჩებთან დაიხარა,კვლავ გაუღიმა და უკან დაიხია.

"შენ არ გჭირდება ახსნა" ჩაილაპარაკა მან და დერეფანში გავიდა რომ პიჯაკი აეღო.

შოკში ჩავარდნილი ჰარი დატრიალდა,ზეინი და ნაილი უღიმოდნენ.პერიმ მას თვალებით ანიშნა რომ ყველაფერი იცოდა და კეთილი ღიმილით გადახედა.შვებით ამოისუნთქა,გაიღიმა და ლუის შესასვლელი კარისკენ გაჰყვა.

უმცროსი ბიჭი მანქანის კარს ეყრდნობოდა და ტელეფონი ეჭირა.ჰარი გავიდა და ლუისკენ აიღო გეზი,ასე რომ მას შეეძლო მანქანის განბლოკვა და მისთვის კარის გაღება.

"თქვენო უდიდებულესობავ"

ლუის სიცილი აუტყდა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე უპასუხა: "დიდი მადლობა ბატონო"

მანქანით მგზავრობის დროს სულელურად საუბრობდნენ და ჩხუბობდნენ,როგორც ყოველთვის.ჰარის სასურველ ადგილამდე მისვლას 30 წუთი დასჭირდა,ლუის სურდა გაეგო სად მიდიოდნენ.ჰარიმ მარცხნივ შეუხვია და მანქანების პარკინგისკენ დაიძრა.

"ჰარი რატომ წამომიყვანე Garden centre-ში?" ჰკითხა ლუიმ და კითხვის ნიშნიანი სახით გახედა.

"Garden Centre შესანიშნავია,მაგრამ აქ არის ყინულის მოედანი,ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ციგურებით სრიალი" თქვა უფროსმა ბიჭმა,მანქანა პარკინგზე გააჩერა და ძრავა გათიშა.

"თითქმის აპრილია ჰაზ"

"მერე?ეს შენობაშია ამიტომ ყველაფერი კარგად არის"

"რა მოხდება თუ სრიალს ვერ შევძლებ?"

"ამაზე არ მიფიქრია.შეძლებ?"

ლუიმ იგრძნო, როგორ გაწითლდა,როცა ფეხსაცმელს დახედა და თქვა: "ეს მხოლოდ ფილმებში მინახავს"

"მაშინ შემიძლია გასწავლო, ჩვენ მშვენივრად გავატარებთ დროს"

ლუიმ სუსტად გაიღიმა და ჰარის გაჰყვა ბაღის ცენტრში და შენობის უკანა მხარეს გავიდა.ხალხი შემოდიოდა და გადიოდა.ჰარიმ ლუის ხელი მოკიდა და ცალკე პატარა შენობის შესასვლელში შეიყვანა,სადაც,სკამები იყო,იმისთვის რომ ხალხს ციგურები ჩაეცვა.

"აქ დაჯექი,გაიხადე ფეხსაცმელი და მითხარი რა ზომა გაქვს ფეხი" ჰარიმ დაავალა,ლუის გვერდით ჩამოჯდა და თავისი ფეხსაცმელიც გაიხადა, წინდები არასწორად ეცვა.

ჰარის წინდაზე ლუის გაეღიმა და ფეხი ასწია რომ ჰარისთვის თავისი უცხოპლანეტელის წინდები ეჩვენებინა,რაზეც ჰარის გაეცინა.უფროსი ბიჭი დახლთან მივიდა და დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ორი წყვილი ციგურებით დაბრუნდა.აქ არ ლაპარაკობდნენ როცა სრიალებდნენ, ყინულზე გადასვლაზე ფიქრმა ლუი თავის ჭურვში დააბრუნა.

"მოდი საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება" ჰარიმ ხმადაბლა ჩაილაპარაკა,ფეხზე წამოდგა და ლუის ხელი გაუწოდა.

"არ ვნერვიულობ" ლუი შეშფოთდა, უფროსი ბიჭს ხელი ჩასჭიდა და ფეხზე წამოდგა.

"არასდროს მითქვამს ეს,მე უბრალოდ ვთქვი რომ ყველაფერი კარგად იქნება"

ლუი მშვიდად ხარხარებდა და ჰარის მკლავზე ედო ხელი, როცა ისინი მოედნისკენ მიდიოდნენ.უფროსმა ბიჭმა ლუის ხელები მოიშორა და ყინულზე გასრიალდა,ლუი კი ზღვარიდან უყურებდა.ის სრიალით დაბრუნდა ლუისთან და ხელი გაუწოდა მას ყინულზე დასადგომად.უმცროსმა ბიჭმა ჰარის ხელი მოაცილა და ყინულზე გადავიდა,ჰარიმ მხარზე მოკიდა ხელი და დაიჭირა.

"არა,არა,არა.თუ თავის დაჭერა გინდა მაცადე" თქვა ჰარიმ,ლუის ორივე ხელი მოუჭირა და უმცროს ბიჭთან ერთად ოდნავ გასრიალდა.

"მაგრამ ჰარი..." ღრიალებდა ლუი.

"არანაირი მაგრამ გთხოვ,ხელი ჩამკიდე და დაგეხმარები"

ლუიმ თავი დახარა და ჰარის ხელი მოუჭირა,მკლავი კი ოდნავ გაასწორა რომ წონასწორობა დაეცვა.უფროსი ბიჭი შებრუნდა, ამიტომ იგი ლუის პირდაპირ აღმოჩნდა და სრიალი დაიწყო,მაგრამ ლუი ყინულის გასწვრივ სრიალებდა.

"ნახე,არც ისე ძნელია" ჰარიმ სიხარულით თქვა,უფრო სწრაფად გასრიალდა,როცა ლუიმ თავდაჯერებული ღიმილით შეხედა.

"არ წახვიდე ჰარი" ის პრაქტიკულად ყვიროდა, რადგან უფროსი ბიჭმა სრიალი დაიწყო და უკან მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოვიდა.

პრაქტიკულად კეკლუცობით,ჰარიმ ხელები წელზე შემოხვია ლუის,ხოლო ნიკაპი პატარა ბიჭს მხარზე დაადო.ჰარის სიმძიმის გამო ლუიმ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ფეხი აუსრიალდა.საბედნიეროდ,
ჰარის ჟირაფივით გრძელი ფეხების გამო, უფროსმა ბიჭმა მოახერხა და ლუის წაქცევა თავიდან აიცილა,სიცილი აუტყდა და ბიჭს შუბლზე აკოცა.

"სასაცილო არ არის,კინაღამ გული ამომივარდა" ლუი ღრიალებდა და ჰარის მისჩერებოდა.

"მშვენიერი ხარ სიყვარულო, გპირდები აღარ გაგიშვებ"

მან შეასრულა დანაპირები და ლუისთვის ხელი არ გაუშვია იქამდე სანამ მოედანი არ დატოვეს.


💙💚

Ipagpatuloy ang Pagbabasa

Magugustuhan mo rin

769K 28.4K 103
The story is about the little girl who has 7 older brothers, honestly, 7 overprotective brothers!! It's a series by the way!!! 😂💜 my first fanfic...
24.4K 2.8K 57
"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)
200K 4.2K 46
"You brush past me in the hallway And you don't think I can see ya, do ya? I've been watchin' you for ages And I spend my time tryin' not to feel it"...
279K 8.3K 93
Daphne Bridgerton might have been the 1813 debutant diamond, but she wasn't the only miss to stand out that season. Behind her was a close second, he...