ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზე

By KeiyaHanke

9.2K 1.8K 316

პირველ თოვლს სამხრეთი ზეგნის სასტუმროში ზამთრის პირველი სტუმარი მოჰყვება. სასტუმროს მეპატრონე უცნაური კაცია... More

შესავალი
ზამთრის პირველი სტუმარი
გაიცანი, მოლუსკი!
მომწამლავი
ჰიბრიდების ძალა
ცეცხლის ალით ალოკილი
სინანულის ყალბი ჟესტი
გამდნარი ყინული
"კავშირის დაღი"
კავშირის დასაწყისი (1)
კავშირის დასაწყისი (2)
კავშირის დასაწყისი (3)
კავშირის დასაწყისი (4)
კავშირის დასაწყისი (5)
იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან
ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზე
გაზაფხული

მიწის ნაწილი

477 121 8
By KeiyaHanke

1297

__________

ქვო მუცელზე იწვა, ხელები კი ბალიშის ქვეშ შეეცურებინა. ფანჯარაში იყურებოდა. გარეთ ქარი ქროდა, ჰორიზონტზე ნაცრისფერი ღრუბლები მოჩანდა. ეს ღრუბელი მალე აქ ისეთ თოვლს მოიტანდა, შეიძლება თერთმეტეულიც კი ვეღარ გასულიყო გარეთ. ქარის ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა, ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ კარგად დაგმანული ფანჯრებიდან მაინც იჭრებოდა შიგნით.

ქვოს ადგომა დიდი ხნის წინ უნდოდა, მაგრამ მის წელზე კომფორტულად მოკალათებული მოლუსკი გაღვიძებას არ აპირებდა. წითელთმიანს კი უკვე წელი სიტკიოდა გაუნძრევლად წოლისაგან.

ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა და საწოლიდან ისე ფრთხილად გადასრიალდა, რომ კალმარკატას არაფერი გაუგია. მოლუსკს ქვემოდათ სითბო რომ გამოეცალა, შესცივდა, ამიტომ დაიგორგლა, ბურთისხელა გახდა და საბნის ნაოჭში შეძვრა. ქვომ ხელი ჩაიქნია საბნის გადასწორებაზე. მერე მიხედავდა არეულ ოთახს, რომლის დალაგებასაც, უკვე მესამე დღე იყო, თავს ვერაფრით აიძულებდა. ასეთი მოუწესრიგებელი არასდროს ყოფილა.

ყველაფერი ბასტის ბრალი იყო. ქვოს სტუმარი ძალიან აღიზიანებდა. სწორედ ამ თავხედი კაცის გამო იყო, ყველაფრის ხალისი რომ დაკარგა. ოთახიდან გასვლა აღარ სურდა, რადგან ყველგან მას ეჩეხებოდა. ბასტი დიდად არაფერს აკეთებდა, მაგრამ მისი აქ ყოფნაც კი ქვოსთვის ტანჯვა იყო. საკუთარ თავთან მაინც რომ ყოფილიყო გულწრფელი,  მიხვდებოდა, რომ სინამდვილეში სწორედ თვითონ ეძებდა ყველგან და ყოველთვის პოულობდა.

სამზარეულოში ჩასულს გაზქურაზე შემოდგმული ქვაბი დახვდა, რომელსაც ორთქლი ამოსდიოდა. ქვომ გაოცებით მიმოიხედა გარშემო. ბასტი არსად ჩანდა, მაგრამ მისი იქ ყოფნა ისე იგრძნობოდა, თითქოს ახალგაზრდა კაცის ფეხის ყოველ ნაბიჯზე უჩინარი იები ყვაოდნენ და ყველგან მის სურნელს ტოვებდნენ. საჭმლის გემრიელ სურნელსაც კი არ შეეძლო იის გადაფარვა.

ყოველთვის უცნაური და სასიამოვნო იყო ბასტის ინიციატივა, რომ ყველაფერში დახმარებოდა. შავთმიანს ერთხელაც არ დაუწუწუნია რამეზე, არც დაზარებია, როცა ქვო მას რაღაცის გაკეთებას სთხოვდა. თითქოს ბედნიერიც კი იყო, რომ ქოუ ბოლომდე არ იშორებდა თავიდან... წითელთმიანმა მკერდში უცნაური მოჭერა იგრძნო და მკერდზე ხელი მიიდო. გული ძალიან სწრაფად უცემდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ შემოსასვლელი კარის ხმა გაიგონა. გაოცებული გავიდა სამზარეულოდან. მისაღებში არავინ იყო. მხოლოდ მისი აღელვებული სუნთქვის ხმა და ღუმელში ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა. თუმცა ისიც დაინახა, რომ კარის გვერდით, ფეხსაცმლის თაროებიდან ბასტისთვის გამოყოფილი თბილი ჩექმაც გამქრალიყო.

ქვო ფანჯარას ეცა. მინები დაორთქლილი იყო და გაღიზიანებულმა ისე ძლიერ დაიწყო ნაქსოვი ჯემპრის სახელოთი წმენდა, ლამის ჩაამტვრია. შორს დემონი დალანდა, რომელიც თოვლში მიაბიჯებდა. ქვო სახლიდან გავიდა. მაშინვე აკანკალდა სიცივისგან და ხელები ნეკნებზე შემოიკრა. ახლა გარკვევით ხედავდა ბასტს, რომელიც ტბისკენ მიდიოდა, ხელში კი აკვარეუმი ეჭირა. ქვო დაიბნა. ვერ მიხვდა, რატომ უნდა წაეყვანა მისი ნაჩუქარი თევზი ტბაზე. გადაწყვიტა, რომ შავთმიანისთვის თავი დაენებებინა. ალბათ მიზეზი ჰქონდა ასე მოსაქცევად და არ აპირებდა მის საქმეში ჩარევას.

ბასტის დაბრუნების დრო უსაშველოდ გაიწელა. 2 ან 3 საათი იყო გასული მისი წასვლიდან, ქვოს კი მოთმინება ამოეწურა და მოსაძებნად წავიდა. მთელი ეს დრო ეკლებზე იჯდა.  შავთმიანი იდუმალებით იყო მოცული და გულის სიღრმეში ქვო ბოლომდე არ ენდობოდა... იმის გამო, რომ გაიგო, ვისი შვილიც იყო და რა ძალასაც ფლობდა შავთმიანი.  ხანდახან მისი ეშინოდა კიდეც, მაგრამ ამის გამო თავს უფრო მეტად გრძნობდა დამნაშავედ. როდესაც შავთმიანი მას უყურებდა და ისიც მის თვალებში იძირებოდა, სასტუმროს მეპატრონე ნათლად ხედავდა, როგორ აღმერთებდა დაუპატიჟებელი სტუმარი.

* * *

უკვე მესამე დღე იყო, ბასტი ჩაფიქრებული უყურებდა აკვარეუმში გამომწყვდეულ თევზსს და სულ უფრო სტკივდებოდა თავი. თევზი ლამაზი იყო, ვერცხლისფერი და მანათობელი იისფერი ლაქებით დაწინწკლული. თავიდან ძალიან გაუხარდა, როდესაც ქვომ მოუყვანა, რადგან თავადაც ფიქრობდა, რომ დრო იყო, ზღვის ცხოველების ხასიათიც შეესწავლა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მისი გონება ძალიან იყო დაკავებული ქვოთი და მისი თხოვნის შესრულების მცდელობით, ამიტომაც ძნელი იყო, სხვა რამეზე კონცენტრირებულიყო.

ასე არაფერი გამოუვიდოდა. აკვარეუმში გამომწყვდეული თევზი ვერაფრით დაეხმარებოდა. გაახსენდა, რა გააკეთა მამამისმა, როდესაც ბასტმა პირველად აღამოაჩინა საკუთარ თავში ძალები. შავთმიანს მთელ სხეულში გააცია საზარელი მოგონებებისგან. მამამისი სასტიკად მოექცა შეშინებულ ბიჭს, მაგრამ მისი საქციელი რომ არა, ბასტი ასე მალე ვერ აითვისებდა ცხოველების ბუნებას. მან პირველივე ჯერზე მოახერხა მგლების დამორჩილება სამხრეთის თოვლით დაფარულ ზეგანზე, გვერდით არავინ ჰყოლია, შეცდომის შემთხვევაში რომ დახმარებოდა. უნდოდა თუ არა, მისი სიძლიერე მამის დამსახურება იყო. ამიტომაც ფიქრობდა, რომ თავსაც იტანჯავდა მთელი დღეების აკვარიუმზე მიშტერებით და გამომწყვდეულ თევზსაც ტანჯავდა.

ბოლოს გადაწყვიტილება მიიღო. თბილი ტანსაცმელი ჩაიცვა, აკვარეუმს ხელი დაავლო და ქურდივით ფრთხილი ნაბიჯებით გაიპარა სახლიდან. იცოდა, ქვოს მახვილ სმენას არ გამოეპარებოდა მისი წასვლა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ  ხელს არაფერში შეუშლიდა. ბასტი ტბისკენ გაემართა. წინა დღეებში წამოსული თოვლის გამო მათი გაკვალული ბილიკი სულ გამქალიყო, მაგრამ ბილიკის გაუჩინარება პრობლემა აღარ იყო. ყოველ წამს შეეძლო მგლების გამოძახება, რომლებიც გზას უჩვენებდნენ. შავთმიანმა გაიფიქრა, რომ ის უპირატესობები, რასაც თავისი ძალა ჩუქნიდა, ძალიან მაგარი იყო და უნებურად გაეცინა კიდეც.

მან პატარა ბორცვი გადაიარა და წამით გაჩერდა. უკან შეტრიალდა, სასტუმროს გახედა ჩაფიქრებულმა. ამ გორიდან სასტუმრო კარგად არ ჩანდა, მის წინ აღმართული დათოვლილი ხეები ეფარებოდა, მაგრამ იმის დანახვა მაინც შეძლო, როგორ ენთო სამზარულოში სინათლზე, საკვამურიდან კი ბოლი ამოდიოდა. წამით ისიც კი მოუნდა, რომ უკან დაბრუნებულიყო და სამზარეულოს ფანჯრებში ქურდივით შეეჭყიტა. აინტერესებდა, ქვო რას აკეთებდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა, უკან შეტრიალდა და გზა განაგრძნო.

ტბის ზედაპირი გაყინულიყო იყო. ბასტმა იცოდა, რომ ყინული საკმაოდ სქელი იყო, მაგრამ მაინც ფრთხილად შედგა ზედ და ყოველი ნაბიჯს დაკვირვებით ადგამდა. ბოლოს, როგორც იქნა, ზედაპირზე ამოჭრილ ხვრელს მიადგა, სადაც წინა დღეებში ქვო თევზაობდა. ბასტმა წარმოიდგინა, როგორ იჯდა წითელთმიანი მამაკაცი პატარა, დასაკეც სკამზე, როგორ ედო ანკესის ტარი მუხლზე და ცხელ ჩაის წრუპავდა თერმოსიდან. ამ ერთფეროვან სითეთრეში ქვოს ნამდვილი ცეცხლი იყო. ტაბსს გააჟრიალა, როცა თვალები დახუჭა და ისეთ რეალურ კადრად დაუდგა ფერულიანის ცეცხლისფერი თმა თოვლიანი ტყის ფონზე, თითქოს სინამდვილეშიც უყურებდა.

მალე ქარი ჩადგა და მთლიანად ნაცრისფერი ღრუბლით დაფარულმა ცამ თითქოს მიწის ზედაპირზე სითბო შეკრა. თოვა დაიწყო. ციდან იშვიათი და მსხვილი ფიფქები ეშვებოდა. ფიფქები ბასტს წამწამებზე ეცემოდა და ზედვე ეყინებოდა. მან ყინულის ხვრელში ჩაიხედა. ტბა საკმაოდ გაყინული იყო, 30 სანტიმეტრზე მაინც იდო ყინული ზემოდან. გაიფიქრა, რომ წეღან სულ ტყუილად ფრთხილობდა ასე.

აკვარეუმი ყინულზე დადო, ხელიდან ხელთათმანი გაიძრო, მუხლებზე დადგა და ხვრელის თხელი ყინული ხელით ჩაამტვრია. გამჭვირვალე ნატეხები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. ტაბსმა აკვარეუმი აიღო და ამონაჭერში ჩააპირქვავა. თევზი რამდენიმე წამს ფართხალებდა ყინულის თხელ ნაჭერზე, შემდეგ მოახერხა გადასრიალება და წყალში გაუჩინარდა. ბასტს სუნთქვა შეეკრა. მოულოდნელად ისე ცხადად დაინახა, როგორ მიცურავდა თევზი წყლის სიღრმეში, თითქოს თავადაც იქ იყო. თვალები დახუჭა და გონება უფრო მეტად დაძაბა. მალე წყლის ტემპერატურაც კი იგრძნო საკუთარ კანზე. შავთმიანი აცახცახდა. სხეულში ისეთმა სიცივემ დაურა, ცხოვრებაში რომ არ უგრძვნია. ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს მკერდიდან წამოსული ყვირილის შესაკავებლად და თვალები ცრემლებით აევსო. გრძნობდა, ტანსაცმელი თითქოს ტანზე ეყინებოდა. ამის მიუხედავად, თვალწინ კვლავ ის თევზი ედგა, რომელიც წყალში გაუშვა. თევზი სულ უფრო და უფრო ქვემოთ ეშვებოდა, მის ზურგზე კი იისფერი წერტილები მანათობელ ვარსკვლავებად ციმციმებდა. მალე მისი წერტილები უფრო მეტად აელვარდა და მკვეთრ იისფრად აინთო. ბასტმა დაინახა, მის გარშემო რამდენი მანათობელი იისფერი წერტილი იყო. თითქოს დათბა კიდეც. მიხვდა, რომ თევზმა ტბის იმ ნაწილს მიაღწია, სადაც წყალი თბილი იყო, ამიტომაც თვითონაც დაიწყო ტანსაცმლის გახდა. ვერ იაზრებდა, ისე იძრობდა ტანსაცმელს სხეულიდან. მხოლოდ ის იცოდა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა ჩასულიყო წყალში. ის, რასაც ახლა ხედავდა, იმდენად უნიკალური იყო, ბასტს არ შეეძლო ამ შანსის ხელიდან გაშვება. მაშინ, როცა ცხოველების და ფრინველების დამორჩილება ისწავლა, ყველაფერი უფრო სისხლიანი და სასტიკი იყო. ახლა კი არა. ახლა თითქოს გრძნობდა, რომ ის იმ სამყაროს ნაწილი იყო, რომელზე მბრძანებლობაც განგებამ არგუნა. ისეთი შეგრძება გაუჩნდა, თითქოს სამხრეთი ზეგნის მიწამ მიიღო. ბასტის ფერიულმა ნაწილმა თავისი ადგილი იპოვნა.

შავთამიანი ფეხზე წამოიმართა. უფრო გამაღლებულიყო, თითქოს ზომაშიც გაზრდილიყო მთლიანად. მისი თმა უკვე აღარ იყო უწინდებრად მოკლე. თოვლით დაფარული, ხშირი, მუქი ლურჯი თმა მხრებზე ნაზად ეხებოდა, თვალის ბადურებს კი მთლიანად გადასცლოდა სითეთრე. ახლა მისი თვალები მთლიანად შავი იყო, მხოლოდ დაუზარელი დაკვირვების შემდეგ შეიძლებოდა მანათობელი სილურჯის გარჩევა მის ირისებში. ბასტმა დაინახა, თვალსა და ხელს შუა როგორ წამოეზარდა თითებზე ფრჩხილები. გულაჩქარებული და აღელვებული აკვირდებოდა საკუთარი სხეულის სახეცვლილებას. რადგანაც ნახევრად ადამიანი იყო, მის სხეულს ბოლომდე ტრანსფორმცია არ შეეძლო, მაგრამ ადრე ამ დონემდეც კი არ მიეღწია. პირველად გრძნობდა, როგორი ძლიერი იყო. ახლა უკვე აღარ სციოდა. ორგანიზმი უხურდა და შიგნიდან თითქოს ცეცხლიც კი ეკიდა. შიშველი მამაკაცი თითქოს მთლიანად შერწყმოდა ბუნებას. მის სხეულზე დაცემული ფიფქები წამსვე ორთქლდებოდა და ბასტი თითქოს ორთქლის თბილ საბურველში იყო გახვეული. გრძნობდა, რომ უბრალო მოლაშქრე აღარ იყო, რომელიც სამხრეთ ზეგანზე დაიკარგა და სასტუმროს მიადგა თავის შესაფარებლად. ის ახლა ამ ადგილის ნაწილი იყო და იმავდროულად ბასტის ნაწილი იყო ყველა ცოცხალი არსება, რომელიც ცაში დაფრინავდა, მიწაზე დადიოდა თუ წყალში ცურავდა.

უცნაურმა და ამაღელვებელმა შეგრძნებებმა მთლიანად აავსო ახალგაზრდა კაცი. მან ბედნიერად გაიღიმა. როდესაც ღიმილისას აღაჟღაჟებული ტუჩები გაეპო, ბაგეებს შორის ჩამოზრდილი ეშვები გამოუჩნდა. ბასტს კიდევ ერთხელ გაეცინა ხმამაღლა და ყინულის ზედაპირზე ამოჭრილ სათევზაო ხვრელს დახედა. ძალების ბოლომდე დასაუფლებლად ერთი პატარა ნაბიჯიღა ჰქონდა გადასადგმელი, ახლა კი გრძნოდა, რომ მზად იყო. ასეთი დარწმუნებული საკუთარ თავში არასდროს ყოფილა, ამიტომაც ტუჩებზე ათამაშებული ღიმილით გადაეშვა ამოჭრილ ორმოში. წყალმა მთლიანად ჩაყლაპა.

Continue Reading

You'll Also Like

24.2K 1.1K 31
უბრალოდ წაიკითხეთ ❤️ არ ინანებთ 🤍
240K 36K 87
»This is not my own story »Just translate for fun »All credits go to the original author and translator »Cover photo from pinterest
3.6M 362K 38
ခူးဆြတ္ဖို႔မေလာပါနဲ႔ တစ္ခ်ိန္မွာအလိုက္သင့္ေႂကြက်ေပးပါ့မယ္ အဲအခ်ိန္က်ရင္သာ တယုတယနဲ႔ေကာက္ယူပါ ေမာင္ရယ္