ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზე

By KeiyaHanke

9.2K 1.8K 316

პირველ თოვლს სამხრეთი ზეგნის სასტუმროში ზამთრის პირველი სტუმარი მოჰყვება. სასტუმროს მეპატრონე უცნაური კაცია... More

შესავალი
ზამთრის პირველი სტუმარი
გაიცანი, მოლუსკი!
მომწამლავი
ჰიბრიდების ძალა
სინანულის ყალბი ჟესტი
მიწის ნაწილი
გამდნარი ყინული
"კავშირის დაღი"
კავშირის დასაწყისი (1)
კავშირის დასაწყისი (2)
კავშირის დასაწყისი (3)
კავშირის დასაწყისი (4)
კავშირის დასაწყისი (5)
იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან
ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზე
გაზაფხული

ცეცხლის ალით ალოკილი

565 128 22
By KeiyaHanke

2229

_______

ფერულიანი - ფერიული, ყველაზე მშვენიერი და მაცდუნებელი ქალი ცოცხალ არსებებს შორის. მთვარის შუქით შემოსილი, ფერმკრთალი, შავთმიანი არსება, რომელიც მუდამ შიშველი დადის. თავისი მშვენიერებით იზიდავს კაცებს და გადაღლილობით კლავს. ფერიული არსებები ადამიანებისთვის ძალიან მიმზდიველები არიან, მაგრამ მათ შორის ფერულიანი უდავოდ პირველი და უკონკურენტოა.

ერიული და ფერულიანი არ შეგეშალოთ.

____________

ქვო ჩაფიქრებული იდგა ერთ ადგილას და მისი მზერა ბუნდოვნად იყო ჩაკარგული სივრცეში. გული დამძიმებული ჰქონდა და თავს ვეღარ ერეოდა. დღეს ყველაფერი ეზარებოდა, არადა, უამრავი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. სამზარეულო მისალაგებელი იყო, გარეთ თოვლში გზა უნდა გაეკვალა. იმედი ჰქონდა, რომ ტბამდე გაიყვანდა გზას და მოლუსკისთვის ცოტაოდენ თევზს დაიჭერდა, რადგან მარაგი ალბათ რამდენიმე დღეს თუ ეყოფოდა. მალე უფრო დიდი თოვლი მოვიდოდა და ყინვები დაიწყებოდა, ახლა კი ისეთი მზე ჩახჩახებდა გარეთ, ქოუმ იცოდა, რომ აუცილებელი იყო ამ ამინდის გამოყენება.

კიბეზე ნაბიჯების ხმა გაიგონა და სწრაფად გამოფხიზლდა. თავი ისე დაიჭირა, თითქოს საქმით იყო გართული. სწრაფად დაავლო ტილოს ხელი და ჭურჭლის დამშრალება დაიწყო.

- დილა მშვიდობისა, - სამზარეულოს კართან ბასტი გამოჩნდა.

ქვომ მისკენ გაიხედა.

- გამარჯობა, - მიესალმა ისიც. გული აუჩქარდა. დარწმუნებული იყო, რომ წუხანდელის მერე ბასტი მისგან თავს შორის დაიჭერდა. გუშინ ისე გაექცა მის შეხებას, თითქოს მის წინ კაცი კი არა, თვით ფერულიანი იდგა და მისკენ მიიწევდა, თავის შარმში რომ გაეხვია.

ბასტი უჩუმრად შემოვიდა სამზარეულოში. თავი კარგად ეჭირა. საერთოდ არაფერი ეტყობოდა გუშინელის, თითქოს აღარაფრი ახსოვდა.

- უკვე ისაუზმე? - ჰკითხა სტუმარმა.

- ჯერ არა.

- მაშინ... ვისაუზმოთ ერთად? - წამიერი ყოყმანი გაისმა ახალგაზრდა კაცის ხმაში და თავისი ოკეანესავით უძირო, ლურჯი თვალები წითელთმიანს შეანათა.

ქვო შეცბა. ბასტის თავდაჭერილობა მასზე ცუდად მოქმედებდა. მაგრამ მალე მიხვდა, რომ სტუმარი თავს აჩვენებდა. როდესაც ჩაფიქრებულმა ქვომ რამდენიმე წამით თვალი გაუშტერა სტუმარს და შემფასებლური მზერით შეათვალიერა, ის ოდნავ შესამჩნევად აღელვდა და წითელთმიანს თვალები აარიდა. ქვოს გაეღიმა.

მსუბუქად სასაუზმოდ მასპინძელმა სწრაფად გააწყო მაგიდა და ყავის მოსადუღებლად წყალიც შემოდგა გაზქურაზე. ბასტი იატაკზე იჯდა ფეხმორთხმით, ზურგით კარდას ეყუდებოდა და მხიარული სიცილით ეთამაშებოდა მოლუსკს. ზუსტად ქვოს გვერდით იყო. წითელთმიანი მუხლის თავით რამდენჯერმე შეეხო კიდეც მკლავზე, როდესაც კარადიდან საჭირო ჭურჭელს იღებდა. თითქოს არაფერი, მაგრამ ამ შემთხვევითმა შეხებამ ფეხებიდან ძალა გამოაცალა მასპინძელს. ბასტის სიცილი აღარ აღიზიანებდა, პირიქით, ახლა თავადაც ეღიმებოდა. მოლუსკი ძალიან ბედნიერი ჩანდა იმის გამო, რომ თავისი ჭკუის იპოვნა. ქვო მას ასე არასდროს ეთამაშებოდა, აი, ბასტი კი ხელებს აქეთ-იქით იქნევდა, აწვალებდა, ცხვირზე თითს ჰკრავდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა, რაც კალმარკატას იწვევდა და სასიამოვნოდ აღიზიანებდა. მოლუსკი ცდილობდა თავზე ასცოცებოდა ახალგაცნობილ მეგობარს, მის მაღლა აშვერილ ხელებს რომ მისწვდომოდა. შემდეგ ქვომ ბასტის შემართულ ხელებში დამარილებული თევზი შეაცურა და ამაზე მთლიანად გაგიჟდა კალმარკატა. ბასტი მოურიდებლად ახარხარდა, ისეთი ხმების გამოცემა დაიწყო ჰიბრიდმა. საყვარელი კატიდან ველურ მხეცად იქცა, თმაში ჩააფრინდა კლანჭებით, მოხერხებული საცეცებით კი მისი ხელი დაიჭირა და თევზი ისე სწრაფად წაართვა, შავთმიანმა ვერაფერი გაიგო.

- კარგად ხარ? - ჰკითხა ქვომ სტუმარს. მოლუსკი უკვე მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და თევზს შეექცეოდა, ბასტი კი თითებით იზელდა ატკივებულ სკალპს. დარწმუნებული იყო, რომ თავში ნაკაწრები ჰქონდა.

- კი, - თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. ისევ იღიმოდა. მოლუსკთან კარგად გაერთო, თავისი საქციელით ქვოც კი მოიყვანა ხასიათზე, ახლა კი ძალიან შიოდა.

როდესაც მაგიდას მიუსხდნენ, ქვო ისევ უსიამოვნო ფიქრებში ჩაიძირა. ბასტი აბნევდა. მთელი დილა მისკენ აპარებდა თვალს და თავს ვერ იკავებდა, რომ მასზე დაკვირვება შეეწყვიტა. ახალგაზრდა ნამდვილად მომხიბვლელი და ეშხიანი იყო, მისი ლურჯი თვალების ციმციმი ქვოს გულს უჩქარებდა. დარწმუნებული იყო, ძალიან ბევრი ქალი ჰყავდა შეცდენილი ამ მზერით, ტუჩებზე გადაკრული ცალყბა ღიმილით და გულწრფელი მხიარულებით, რომელიც მასაც კი იყოლიებდა. ქვოს მისი გულუბრყვილობაც კი მოსწონდა და მისი სიფიცხეც.

- ძალიან კარგი ამინდია, - თქვა ბასტმა, - როდის ვიწყებთ გზის გაკვალვას?

- შევჭამოთ და წავიდეთ. თბილი ტანსაცმელი გაგიმზადე.

- მადლობა.

სანამ ბასტი ოთახში ტანსაცმელს იცვლიდა, ქვომ პატარა კალათში წასახემსებლად სენდვიჩები გაამზადა და თერმოსი ცხელი ჩაით გაავსო. ბასტი დიდ დროს ანდომებდა ჩაცმას. ამასობაში ქვომ კალათიც აავსო და შემდეგ თავადაც ჩაიფუთნა.

ორივეს დათბილული შარვლები და სქელი ჯემრები ეცვათ. შარვლები ნაქსოვ წინდებში ჩაიტანეს, ბასტმა შარფიც გაიკეთა და ჰერმეტული ქურთუკი ჩაიცვა, თავზე ყურებიანი ქუდი ჩამოიფხატა. როდესაც სარკეში ჩაიხედა, გაეცინა. თოვლში სათამაშოდ გამზადებულ პატარა ბიჭს ჰგავდა, რომელსაც დედამ ყველაფერი ჩააცვა, რომ არ გაციებულიყო.

მისაღებში დაბრუნებულმა ბასტმა მასპინძელი ფანჯარასთან მდგარი იპოვნა. წითელთმიანი კვლავ ჩაფიქრებული იყო, მისი შესვლა ვერც გაიგო. ქვოს გრძელი თმა ქურთუკის ქვეშ მოექცია. სასტუმროს მეპატრონემ ქუდი დაიფარა თავზე და როდესაც უკან შეტრიალდა, ტაბსის დანახვაზე შეცბა.

- ხელთათმანებიც დაგჭირდება, - მან ერთი წყვილი გაუწოდა. თავადაც მოირგო ხელებზე. შემდეგ კედელზე აყუდებული ორი ნიჩაბიდან ერთ-ერთი აიღო, ბასტს გადასცა, სენდვიჩებიანი კალათიც მას გაუწოდა. ამის მერე სანადირო თოფი აიკიდა მხარზე, ჯიბეში რამდენიმე ცარიელი ვაზნა ჩაიგდო და მეორე ნიჩაბიც აიღო.

ბასტი დაიზაფრა იარაღის დანახვაზე. თოფი აშინებდა. იმაზე ფიქრიც აშინებდა, რომ ამ იარაღს ხალხი მგლების დასახოცად იყენებდა, მაგრამ ის აზრი უფრო აშინებდა, რომ ქვოს ცარიელი ვაზნები მიჰქონდა. რევლოვერი არც აუღია, ამან კი უფრო მეტად დააბნია შავთმიანი.

- კალათში რა არის? - დაძაბული ხმით იკითხა ბასტმა. გაღიზიანებული ჩანდა და ამის დამალვას არც ცდილობდა. ქვომ მას შეკითხვით სავსე მზერა ესროლა, თითქოს ეუბნებოდა, რომ მისი საქმე არ იყო, რევოლვერს რას უზამდა. მზერით იმასაც ეუბნებოდა, რომ წუხანდელივით მის გამოხტომას ვეღარ აიტანდა.

- სენდვიჩები.

- გარეთ უნდა ვჭამოთ?

- მოგვშივდება.

- მოიცადე!

კართან მისული წითელთმიანი ბასტის ხმამ შეაყოვნა.

- ეგ დატოვე, - იარაღზე მიუთითა და ისეთი თვალებით მიაჩერდა მასპინძელს, თითქოს დანაშაულს აღიარებდა, - ხომ იცი, რომ სანამ აქ ვიქნები, იარაღი არ დაგჭირდება, - ფრთხილად წარმოთქვა შავთმიანმა.

ქვო ერთხანს მის ნათქვამზე ფიქრობდა. დამალვას უკვე აღარ ჰქონდა აზრი. ბასტი პირდაპირ არა, მაგრამ მინიშნებებით ცხადად ეუბნებოდა, ვინც იყო და ქვოს არ შეეძლო, შეგრძნებებისთვის და ფაქტებისთვის ყურადღება არ მიექცია. ბასტი ის იყო, ვისზეც ხმამაღლა არ უნდა ელაპარაკა, მით უმეტეს, მას.

წითელთმიანმა მას თავი დაუქნია. უსიტყვოდ გამობრუნდა უკან, სანადირო თოფი დააბრუნა და ჯიბეებიც ამოიცარიელა. ბასტს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ქვო გარეთ გავიდა და შავთმიანიც მას მიჰყვა. თოვლის ზედაპირზე არეკლილმა მზის სხივებმა თვალი მოსჭრა. იმდენად მწარე და მოულოდნელი ტკივილი იგრძნო თვალებში, ხმამაღლა შეჰყვირა, ხელებიდან კალათი და ნიჩაბი დააგდო და თვალები სწრაფად დახუჭა. სახეზე აიფარა ხელები და გაჩერდა, სანამ მგრძნობიარე თვალები ასეთ კაშკაშს შეეჩვეოდა.

- რა მოგივიდა?

- არაფერი, გადამივლის, - ბასტს ხმა უკანკალებდა.

გარეთ თითქმის 80 სანტიმეტრიანი თოვლი იდო. თოვლის ზედაპირი უკვე მოყინულიყო და იმის მიუხედავად, რომ მზე ანათებდა, სხივებს ძალა მაინც არ ჰქონდა ყინულის გასადნობად. მოყინულ თოვლზე არეკლილი მზის სხივები ბასტისთვის თვალებში მჟავის შესხის ტოლფასი აღმოჩნდა.

ქვო წამით შეყოვნდა. გამალებით ფიქრობდა, რა გაეკეთებინა. ბასტის წეღანდელმა არაპირდაპირმა მინიშნებამ სურვილი გაუჩინა, რომ თავისი საიდუმლოს რაღაც ნაწილი თავადაც გაეზიარებინა. ნიჩაბი თოვლზე დადო, შემდეგ კი ნელი ნიბჯით მიუახლოვდა კარის წინ გაშეშებულ სტუმარს.

- შემახედე, - მოსთხოვა.

ბასტი შეკრთა. თვალები ისე ძალიან აღარ, მაგრამ მაინც სტკიოდა. მათ გახელას ვერ შეძლებდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ დაბრმავდებოდა. მაგრამ მისი ხმა ისეთი იყო, თითქოს კი არ სთხოვდა, თვალებიდან ხელი აეღო, უბრალოდ უბრძანებდა მას. თითქოს ქვომ იცოდა, რომ აუცილებლად დაემორჩილებოდა.

მანამ, სანამ ბასტი წამიერად ყოყმანობდა, ქვომ თითებიდან ხელთათმანები წაიძრო.

ბასტმა თვადაც ვერ გაიგო, რატომ დაუჯერა. თვალებიდან ხელები მოიშორა. ჯერ კიდევ უჭირდა გახელა. შავ წამწამებს შორის გამოპარული ცრემლები მზეზე აუბრჭყვიალდა. შავთმიანს მათი მოშორება უნდოდა, მაგრამ სახისკენ წაღებულ თითებზე თბილი ხელი მოეხვია და გააჩერა. ბასტი შეკრთა. არ ეგონა, ქვი ასე ახლოს თუ იდგებოდა მასთან. ვერაფერს ხედავდა, თავად კი ისეთი აღელვებული იყო, სმენის დაძაბვას ვერ ახერხებდა, მისი სუნთქვისთვის რომ დაეგდო ყური.

მოულოდნელად თვალებზე შეხება იგრძნო. ქვომ მას ხელი ააფარა. მისი თითები ნაზად შეეხო შავთმიანს წამწამებზე. ბასტმა იგრძნო, რომ დახუჭული თვალების მიუხედავად, ირგვლივ ყველაფერი ჩამობნელდა. თითქოს მზე ჩავიდა, სიკაშკაშე გაქრა. შემდეგ კი სუსტმა ნიავმა კაცის ჩურჩული მოიტანა. სახეზე მისი ცხელი სუნთქვა მიელამუნა და ბასტს სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა. ხელები ინსტინქტრუად წაიღო წინ და ისე ახლოს შეეჯახა ქვოს მკერდს, თავადაც არ ელოდა.

ქვო რაღაცას ამბობდა, მაგრამ ბასტს არ ესმოდა. ჩურჩული თითქოს არც ჰგავდა სიტყვებს, თითქოს მძინარე კაცი ბუტბუტებდა გაუგებარად. რამდენიმე წამში სიშავე გაფერადდა, კაშკაშა თეთრის მაგივრად მზის სხივების სიწითლემ ჩამოაღწია ბასტის ქუთუთოებში. ტკივილი უკვალოდ გაქრა.

- შენი თვალები ძვირფასია, - მოესმა ჩურჩული. ამჯერად ყველაფერი გაკრვევით ესმოდა, - უნდა გაუფრთხილდე.

ბასტმა ნელა ჩამოაღებინა ხელი და თვალები გაახილა. ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა, აღარც სითეთრე აშინებდა. სამაგიეროდ, ქვოს თვალები იყო ჩაწითლებული. წითელთმიანს თითქოს თვალების გახელა უჭირდა.

- შენი თვალებიც ძვირფასია, - ბასტი აკანკალდა ამის წარმოთქმისას. ნეკნებში გრძნობდა ტკბილ ჟრიანტელს და მის ირგვლივ თითქოს ყველაფერი სითბოში იყო გახვეული, - რა გააკეთე?

- შენ ხომ იცი? - ქვომ თვალები დახუჭა და დაღლილი ხმით უპასუხა. მთელ სხეულში სისუსტეს გრძნობდა. თვალები ისე ჰქონდა აცრემლებული, თითქოს მთელი ღამე ტირილში გაატარა, - ამაზე არ უნდა ვილა...

სიტყვა მოულოდნელმა შეხებამ გააწყვეტინა. ბასტმა ისევ აკოცა, ისევ გაუფრთხილებლად და ისევ ლაპარაკისას. შავთმიანის ტუჩები ცხელი და რბილი იყო, წამებში დასველდა ქვოს ტუჩებთან შეხვედრისას. ბასტი ამჯერად ნაზად კოცნიდა, აღარ იყო წუხანდელივით მიმწოლი და უხეში, მაგრამ ამ სიფრთხილემ ქვი უფრო მეტად ააღელვა. თავს ისედაც სუსტად გრძნობდა იმის გამო, რომ მისი ტკივილი მიითვისა, ახლა კი შავთმიანი თითქოს ტუჩებითაც სწოვდა ენერგიას. ქვომ იგრძნო, როგორ ეკვეთებოდა მუხლები, ამიტომ ხელებით შავთმიანის მკლავებს ჩაეჭიდა. ბასტმა წელზე შემოხვია ხელი, მკერდზე აიკრა დასუსტებული კაცი და წამით მოსცილდა მის ტუჩებს. ასე ბავშვურად პირველი კოცნის მერე არავისთვის უკოცნია. ამის მიუხედავად, მუცელში ისეთ ჟრუანტელს გრძნობდა, ცხოვრებაში რომ არ გამოეცადა.

- ძალიან გტკივა? - ბასტს ხმა დაბოხებოდა. ქვო შეკრთა ამ ხმაზე. უცხოდ მოეჩვენა, მაგრამ თვალების გახელა მაინც ვერ შეძლო.

- მე მალე გადამივლის.

- მეც მალე გადამივლიდა, - თითქოს უსაყვედურა, მაგრამ მის ხმაში სინაზე და მადლიერება უფრო ჩანდა.

- არა, - ქვო სუსტი თავის გაქნევით შეეწინააღმდეგა, - ჩვენ ტკივილს განსხვავებულად აღვიქვამთ. განსხვავებულად ვუმკლავდებით...

ბასტმა კიდევ ერთხელ გააწყვეტინა კოცნით ლაპარაკი. ამჯერად მოულოდნელი აღარ იყო. ქვო თავისი სურვილით შემოეხვია წელზე, უფრო ახლოს მიიწია და კოცნაში უფრო თამამად აჰყვა. ბასტისშეხება ცხელი და ისეთი სასიამოვნო იყო, ოხვრას ძლივს იკავებდა. მისგან განსხვავებით, სტუმარი არ ცდილობდა სიამოვნების დამავლას. მისი ხელები ძლიერად უჭერდა წითელთმიანს, ხან წელზე ეხვეოდა, ხან თეძოებზე, საჯდომზე ეალერსებოდა და უბით ძლიერად იკრავდა. ბასტი არც კვნესას ერიდებოდა მის ტუჩებში, არც მისი ჯემპრის შიგნით შეძვრომას, მაგრამ ამდენ ტანსაცმელში არც ისე კარგად გამოსდიოდა. ქვომ ისევ ისეთივე წარმოუდგენელი სურვილი იგრძნო ახალგაზრდა კაცის მიმართ, როგორც გუშინ. ამ სურვილს ტაბსის გამოჩენის დღიდანვე გრძნობდა, მაგრამ სულ უფრო ძნელი ხდებოდა მასთან გამკლავება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ასე კოცნიდა.

ქვომ ვერც გაიგო, როგორ აღმოჩნდა მისი ქუდი თოვლზე. ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. იმის მიუხედავად, რომ ბასტი ძლიერად იჭერდა, სხეული ისე დაუმძიმდა, შავთმიანი იძულებული გახდა კოცნა შეეწყვიტა, გათქერილი თოვლი ფეხით კიდევ უფრო გადახვეტა და თვალებდახუჭული წითელთმიანი თოვლზე წამოაქცია. ისევ წაეტანა მის ტუჩებს. ამჯერად უხეშად, თავის შეკავება აღარ უცდია. ქვო თითებით ეფერებოდა სახეზე, თავისკენ იზიდავდა. მანაც მოაძრო ქუდი და თმაზე მოეფერა, შემდეგ კი მოხერხებულად გააძვრინა ცალი ფეხი ბასტის სხეულის ქვეშიდან და შავთმიანი ისე მოაქცია თავის ფეხებს შორის, წამითაც არ უგრძვნია სირცხვილი. ქვომ ხმამაღლა დაიკვნესა. ბასტი მთელი სიმძიმით დააწვა უბეზე, შემდეგ კი კოცნით ჩაუყვა მის ყელს. ქვო აკანკალდა.

- შენი თმა ლურჯია? - გაჭირვებით იკითხა ხმაწართმეულმა წითელთმიანმა.

ტაბსი თითქოს გამოერკვა. მისი ყელიდან თავი ასწია და ქვემოთ მოქცეული კაცის გარშემო თოვლში ხელებით დაეყრდნო.

- მარტო მზეზე, - ბასტმა კიდევ ერთი მინიშნება მისცა.

ქვოს თვალები აღარ სტკიოდა, სიწითლეც უკვალოდ გაქრობოდა. ამიტომაც იყო, ასე ცხადად რომ ხედავდა, როგორ მუქი და ცასავით მოელვარე ლურჯი იყო ბასტის თმა მზეზე. ამდენი დღე იყო, დღის შუქზე უყურებდა ახალგაზრდა კაცს, მაგრამ არასდროს შეუმჩნევია ეს სილურჯე. ამან დაზაფრა, შეახსენა თავად ვინ იყო და ვინ იყო ის. ისიც გაახსენდა, რომ არ შეიძლებოდა ხმამაღლა ლაპარაკი, არ შეიძლებოდა იმ ცდუნებასთან თამაში, რომელსაც ვერ გაუმკლავდებოდა. ბასტი ისე იზიდავდა, როგორც ადმიანებს ფერულიანი და ტაბსისთვისაც მსგავსად მიმიზიდველი იყო ის.

- შენ თითქოს თმაზე ცეცხლი გიკიდია, - დაიჩურჩულა ბასტმა. მისმა ბოხმა ჩურჩულმა სახეზე მიუალერსა წითელთმიანს. ქვომ პირით ჩაისუნთქა ჰაერი, მაგრამ ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს არ ჰყოფნიდა. ბასტი არ აპირებდა მისი სხეულიდან გადასვლას და ქვოს არ შეეძლო თავის მოტყუება, თითქოს არ სიამოვნებდა ეს სიტუაცია.

ბასტი ტუჩებით შეეხო ნიკაპზე, შემდეგ ზედაპირულად აკოცა და მოწყვეტილი კოცნებით ჩაუყვა მის ყელს. ქვომ თვალები დახუჭა. მისი ხელები გაუაზრებლად აღმოჩნდა ბიჭის კისერზე, თითებმა ინსტუნქტურად მოიხელთეს მისი ლურჯი თმა მოსაფერებლად. ქვომ მის კისერში ჩარგო სახე. ბასტს ტკბილი სურნელი ასდიოდა, იის.

- ხომ იცი, პანის ნიშნის ღამეს კოცონზე რომ ახტებიან? - მოულოდნელად ჰკითხა მან.

ბასტმა თანხმობის ნიშნად ისე წაიბურტყუნა ბგერები, მისი ყელიდან თავი არ აუწევია. მისი ტუჩების ვიბრაციამ ქვო ლამის დაადნო.

- როდესაც დედაჩემი ორსულად იყო, ისიც გადაახტა კოცნოს.

- კუდიანებისგან შენს დასაცავად? - გულუბრყვილოდ იკითხა ბასტმა. როგორც ჩანს, მსგავსი რიტუალების დიდ ქალაქებშიც კი სულელურად სჯეროდათ.

ქვოს ლამის გაეცინა.

- არა, უფრო გასართობად. თეთრი კაბა ეცვა და როდესაც გადახტა, ცეცხლის ალი კაბის ბოლოს წაეკიდა. კაბა ოდნავ დაიწვა, მაგრამ მთლიანად წითლად აილანძა, სადაც კი ცეცხლი ან კვამლი შეეხო. მოხუცებმა უთხრეს, რომ ამის გამო წითელი ბავშვი ეყოლებოდა, ცეცხლის შვილი. დედაჩემმა ამაზე გაიცინა. მისი საუკუნოვანი ცოდნა და სიბრძნე იმაზე დიდი იყო, ვიდრე ნებისმიერი ცოცხალი არსების დედამიწაზე. ამიტომაც იცოდა, რომ ბავშვი მას დაემსგავსებოდა - მისნაირი ფერმკრთალი იქენებოდა, მთვარის შუქით გაბრწყინებული თვალებით, შავი თმა და ისეთი მომხიბვლელობა ექნებოდა, რომელსაც ვერავინ გაუძლებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, დედაჩემი შეცდა. ცოდნა ისეთი რამ აღმოჩნდა, რომლის დასაუფლებლად უკვდავობაც კი არ იყო საკმარისი. ძალიან მალე მე დავიბადე. ყველანაირად მისი შვილი ვიყავი, მთვარე მეც მფარველობდა და მეც ულამაზესი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მისინაირი შავი თმა არ გამომყოლია. ჩემი თმის ფერს შენც კარგად ხედავ. დედაჩემი ფერულიანი იყო, მამაჩემი კი ადამიანი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ უნდა ვლაპარაკობდე იმ ადამიანთან, რომელიც ჩემნაირი არ არის. ახლა კი გადადი, ბასტ, - ქვომ ბოლოს სიტყვები კვლავ ისეთი ინტონაციით წარმოთქვა, თითქოს უპირობო მბრძანებლობა ჰქონდა კაცზე მოპოვებული. ბასტიც მაშინვე დამორჩილდა, - სწორედ ამიტომ გიზიდავ ასე ძალიან, - ქვო წამოჯდა და ქურთუკის საყელოდან წამოყრილ თმაზე ჩამოისვა ხელი. თოვლი გაიცალა, შემდეგ ქუდიც აიღო, დაბერტყდა და დაიფარა.

- მაშინ შენ რატომ გიზიდავ ასე ძალიან? - წამომდგარი ბასტი მის გვერდით დაეშვა მუხლებზე, - იქნებ იმიტომ, რომ მეც შენნაირი ვარ? - ქვომ თავი ჩახარა ამის მოსმენისას და სწრაფად გააქნია იმის ნიშნად, რომ მოსმენა აღარ უნდოდა, - ადამიანებს ფერიულები არსებები ისე იზიდავენ, როგორ რკინას მაგნიტი. ჩვენ ნახევრად ადამიანები ვართ, ნახევრად ფერიულები. მამაჩემს რემენი ჰქვია, ის...

ქვომ მტკივნეულად დაიგმანა რემენის სახელის გაგონებაზე. კარგად იცოდა, ვინ იყო და რა ძალა ჰქონდა მას.

- დემონია, - გააწყვეტინა ქვომ, - და შენც დემონი ხარ, - დაიჩურჩულა. აქამდეც ხვდებოდა ბასტი ვინ იყო, მაგრამ ეს აზრი მხოლოდ ვარაუდის დონეზე ჰქონდა თავში. ახლა კი იგი ყველაფერს უდასტურებდა.

- ნახევრად. დედაჩემი ადამიანია. ძალებს მხოლოდ 2 თერთემეტეულის წინ დავეუფლე.

- ეს იმას არ ცვლის, რომ მე და შენ სრულიად განსხვავებულები ვართ.

- ეს იმას არ ცვლის, რომ ჩვენს ადამიანურ ნაწილებს ერთმანეთის ფერიული მხარეები იზიდავთ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ქვო.

- გეყოფა სისულელეები. თინეიჯერები კი არ ვართ, ფიზიკური სურვილით ვიმართლოთ თავები... - მის ხმაში ისევ დაუბრუნდა სუსხი. ბასტი წამიერად შეცბა, რადგან ეს კაცი, რომელიც თოვლში იყო წამომჯდარი და რომელის ტუჩებსაც ცხადად ეტყობიდა ცოტახნის წინანდელი კოცნის კვალი, ისევ ის ცივი და მკაცრი მასპინძელი გამხდარიყო, აქ მოსვლის პირველ დღეს რომ დახვდა.

- შენ ხომ იცი, რა მოსდის ადამიანს, რომელიც ცდილობს ფერიულის სურვილს შეეწინააღმდეგოს?

- ჭკუიდან იშლება და კვდება, - ქვომ ისე უპასუხა, თითქოს თავად სულაც არ იდგა ამ საფრთხის წინ.

- ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, - კვლავ გაუმეორა ბასტმა, - ან კიდევ მოგიწევს, რომ აქედან გამაგდო. სხვაირად ამ მიზიდულობას ვერ გავუმკლავდებით.

ქვომ მას შეხედა და დაღლილად ამოიოხრა. პასუხი ისედაც ნათელი იყო.

Continue Reading

You'll Also Like

4.5M 356K 87
(Unicode & Zawgyi) ပင်လယ်ဆိုသည်မှာ လေညင်းအောက်တွင် သာယာငြိမ့်ညောင်းစွာ လှုပ်ခတ်ရုံ လှုပ်ရှားပြီး ပြင်းထန်သော လေပြင်းအောက်တွင်မူ ဒေါသမာန်ကြီးစွာ ရုန်း...
4.8M 529K 58
{Both Zg&Uni} အသေမခွီးရတောင် တစ်ချက်တော့ပြုံးမိဖို့ အာမခံပါတယ် ..💚 Start - { 11,8,2020 } End - { 25,11,2020 } အေသမခြီးရေတာင္ တစ္ခ်က္ေတာ့ျပဳံးမိဖို႔...
3.6M 361K 38
ခူးဆြတ္ဖို႔မေလာပါနဲ႔ တစ္ခ်ိန္မွာအလိုက္သင့္ေႂကြက်ေပးပါ့မယ္ အဲအခ်ိန္က်ရင္သာ တယုတယနဲ႔ေကာက္ယူပါ ေမာင္ရယ္
2.9K 615 9
Every night I'm dancing with your ghost🎶 Inspired by Sasha Sloan - Dancing with your ghost