25

525 28 0
                                    

__ჰარიი.
__გისმენ.
__ახალი წელი მოდის და იქნებ საახალწლოდ სახლი მოგვერთო?
__კარგი.
__ნაძვის ხე სად გაქ?
__მემგონი სარდაფში, ამოვიტან.
__აჰაამ. მე სახლის დეკორაციებს მივხედავ. შენ ნაძვისხე ამოიტანე და გაშალე, შემდეგ ერთად მოვრთოთ.

სარდაფში ჩავიდა და ცოტახანში ნაძვის ხის ყუთით ხელში დაბრუნდა. სახეზე მთლად გახარებას ვერ ვატყობდი."ალბათ უხასიათოდაა" ვეუბნებოდი ჩემს თავს. შემდეგ ყუთიდან დეკორაციები ამოვიღე და სახლის გაფორმება დავიწყე. პირველ რიგში რაც მთავარია ბუხართან მივედი და წინდები ჩამოვკიდე. შემდეგ ფერადი ნათურებიც მივაყოლე. ამ დროს კი ჰარი უბრალოდ უემოციოდ იდგა და ნაძვის ხეს შლიდა. მასთან მივედი და მივეხმარე რომ უფრო მალე მოვრჩენილიყავით. ნაძვის ხის გაშლის შემდეგ მანათობლები შემოვახვიეთ და შემდგომ სათამაშოებიც დავკიდეთ ზედ.
კედლები გავაფორმეთ, ნაძვის ხე ავაწყეთ და ბუხარიც მოვრთეთ.
სახლს საახალწლო განწყობა დაეტყო და მეც გამამხიარულა, რასაც ჰარიზე ვერ ვიტყვით. სამზარეულოში შევედი ჩაი გავიკეთე და პლედი შემოვიფარე.

ვფიქრობ ლამაზი გამოვიდა, სიმყუდროვეს მატებდა სახლს, რაც ძალიან სასიამოვნოა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ვფიქრობ ლამაზი გამოვიდა, სიმყუდროვეს მატებდა სახლს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

ტელევიზორთან ჰარის გვერდით დავჯექი და ფილმის ყურება დავიწყეთ. ჩემი საყვარელი საახალწლო ფილმი ჩავრთეთ "საშობაო ქრონიკები", მეგონა ეს ჰარის უფრო გაახალისებდა მაგრამ უშედეგოდ.ბოლოს ძილი მომერია და დასაძინებლად ოთახში ავედი.
ცოტახანში ჰარიც ამოვიდა. სააბაზანოში გამოვიცვალე, პიჟამა ჩავიცვი და ისე გამოვედი. ჰარი უკვე დაწოლილი დამხვდა.
__მოდი ჩემთან.
საწოლზე ავბობღდი და ჰარის გვერდით მოვკალათდი. გვერდულად გადავბრუნდი და ცალი ხელი მას გადავადე. თავს უცნაურად ვგრძნოდი, ჰარის გვერდით დაძინებისას.
__ვიცი რომ უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ მალე მივეჩვევით.
მითხრა და სახეზე თითები გადამატარა. ტუჩის კუთხეში წამიერი კოცნა დამიტოვა. რაც ძალიან მესიამოვნო, გადავრუნდი ზურგით ავეკარი,
შემდეგ კი ორივემ დავიძინეთ.

paradise in Hell (დასრულებულია)Where stories live. Discover now