20

576 34 0
                                    

ნიუ_იორკის ცვრიანი და წვიმიანი გზები. როცა ამ ქუჩებს ვუყურებ,ასე მგონია რომ ჩემი ადგილი მხოლოდ აქ არის და აქაურობას ვერასდროს შეველევი. უცებ ნაცნობ ხმას ფიქრების სამყაროდან გამოვყავარ.
__ემილიი (კლერი)
__ჰოო გისმენ.
__შვილო მოვედით უკვე.
__უკვე მოვედით?
__წამოდი გადავითეთ.

მანქანიდან გადავედით, ჩანთიდან სახლის გასაღები ამოვიღე და კარი გავაღე. შინგით ფეხი რომ შევდგი, ვიგრძენი რომ ჩემი ადგილი აქ იყო. თითქოს რამოდენიმე დღე კი არა თვე ვიყავი წასული.
ქურთუკი გავიხადე, იქვე ჩამოვკიდე და მისაღებ ოთახში შევედი.
__უუჰ როგორ დავიღალე
__ემილი არ გშია? რამეს მოვამზადებ
__არა დედა, ჯერ არ მშია.
__კარგი.
__ოთახში ავალ, შხაპს მივიღებ და ტანსაცმელსაც ამოვაწყობ.
__კარგი წადი.

ჩემოდანს ხელი დავავლე და კიბე სწრაფი ნაბიჯით ავიარე. ოთახის კარი შევაღე, ბარგი იქვე მივაყუდე და საწოლზე გავიშოტე. ცოტახან ესე გაუნძრევლად ვიწექი, ადგომა ძალიან მეზარებოდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და სააბაზანოში შევედი. ტანსაცმელი გავიძრე და იქვე მივყარე. ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. თმები ჩამოვიბანე, ტანზე ლოსიონი წავისვი და კაბინიდან გამოვედი. ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე, სველი თმები კი გვერდზე გადმოვიყარე. როდესაც გამოვედი სახეზე დამატენიანებელი კრემი წავისვი და ჩაცმა დავიწყე.
ტანზე გრძელი ჯემპრი გადავიცვი და ამასობაში ტელეფონმაც დარეკა.

 ტანზე გრძელი ჯემპრი გადავიცვი და ამასობაში ტელეფონმაც დარეკა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დავხედე და ჯონათანი იყო.
__ჰეიი.ჯონათან როგორ ხარ?
__კარგად ემილი, შენ?
__მეც კარგად.
__რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
__ხოო, მომენატრე.
__მეც, იქნებ დღეს შევხვედროდით?
__კარგი, სამხატვროში მივდივარ და თუ გინდა იქ მოდი.
__აჰაამ მოვალ.

paradise in Hell (დასრულებულია)Where stories live. Discover now