21

561 29 0
                                    

მე და ჰარი ისევ მარტონი დავრჩით.
__ჰოო ყავა ხომ არ დაგველია?
__კარგი დავლიოთ.
__ახლავე გავამზადებ.

მადუღარა ჩავრთე, ჭიქები გადმოვიღე და თან ჰარის ვუყურებდი, როგორ უცქერდა ჩემს ნამუშევრებს.
__აჰჰ ჯანდაბა.
__ემილი რა მოხდაა.
__ხელი დავიწვი.
__მაჩვენე.
__აჰჰ ჰარიი ძალიან მტკივა.
ჩემი ხელი ნაზად ეჭირა და თან ფრთხილად სულს მიბერავდა.
__წამოდი ექიმთან წავიდეთ, მალამოს წაგისვამს და ტკივილიც შედარებით გაგიყუჩდება.
__არარის საჭირო, უბრალო დამწვრობაა.
__ემილი ადუღებული წყალი გადაგესხა, თანაც გტკივა. ნუ ჯიუტობ, ჩანთა აიღე და წავედით.

__დამწვრობა დავამუშავე და გადავახვიე.ეს მალამო დღეში 2 ჯერ წაისვით და ხელი გადაიხვიეთ. ეცადეთ რომ არ ჩახურდეს და ხელი გრილად გქონდეთ. გამოჯამრთელებას გისურვებთ.
__მადლობა ექიმო. ჰარი ხომ გითხარი რომ ისეთი არაფერი იყო, თანაც ისე ძალიან აღარ მტკივა. რა საჭირო იყო აქ მოსვლა.
__საჭირო იყო. ახლა წავიდეთ მალამო ვიყიდოთ და შემდეგ სახლში წაგიყვან.
__კარგი.

საავადმყოფოდან გამოვედით, ჰარის მანქანაში ჩავსხედით და აფთიაქთან მივაჩერეთ. მალამოს საწიდლად ჰარი გადავიდა მე კი მანქანაში ველოდებოდი. სიმართლე გითხრათ ხელი ძალიან მეწვის, მაგრამ ჰარის არ ვეუბნები არ მინდა ინერვიულოს.
აფთიაქიდან დაბრუნებული ჰარი გაზს ფეხს აჭერს და 15 წუთში სახლის წინ გააჩერა მანქანა.
__შემოდი, აქ მაინც დავლიოთ ყავა.
__არა წავალ.
__ჰარიი გთხოვ ცოტახანს ჩემთან იყავი.
__კარგი ხოო.

კარი დედამ გაგვიღო. ცოტა შეეშინდა როცა ხელშეხვეული დამინახა და შეკრთა. შემდეგ ყვაფერი მოვუყევი და ცოტა დავამშვიდე. მისი ამბავი რომ ვიცი ახლა თავიდან არ მომშორდება, რომ დარწმუნდეს ყველაფერი რიგზეა.
__ემილი როგორი დაუკვირვებელი ხარ, ეს როგორ მოგივიდა.
__დედა დამშვიდდი უბრალო დამწვრობაა.
__უბრალოო ხოომ.

ასე იმიტომ რეაგირებდა რომ ბავშვობაში როდესაც დედაჩემი ტელეფონზე საუბრობდა, მე უთოსთან მივიპარე და მკლაბი დავიწვი. მას შემდეგ ცდილობს რომ სულ მის თვალთახედვის არეალიდან არ გავქრე.
__კარგით, მაშინ მე წავალ.
__ჰარი დარჩი რა ყავა დავლიოთ, ამჯერად დედაჩემი გააკეთებს.
__არა ემილი საქმეები მაქვს, უნდა წავიდე.
__აუუუუ კარგი ხოო.

paradise in Hell (დასრულებულია)Where stories live. Discover now